ახალი პოლიტიკის სკოლა

სკოლის შესახებ

უკვე სამი ათწლეულია თაობები ერთმანეთს იმ იმედით ცვლიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და რომ ჩვენი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მედია თუ უმაღლესი სასწავლებლები ნებსით თუ უნებლიედ გვინერგავდნენ ცოდნას, რომ ჩვენ ვართ სხვადასხვა, შიდა თუ ჩვენს გარშემო არსებული გარემოებების მსხვერპლი; რომ ეს მდგომარეობა არის გარდაუვალი. თუ გვსურს ცვლილება, პირველი რაც უნდა გავათვიცნობიეროთ, არის ის, რომ ვერც ერთი გარემოება ვერ იქნება ჩვენს ნებაზე ძლიერი და გარდატეხა არ მოხდება თავისით, ბრძოლის გარეშე. ახალი პოლიტიკის სკოლა მოგვცემს ცოდნას იმ ალტერნატივის შესახებ, რომელსაც აქამდე გვიმალავდნენ; მოგვცემს რწმენას ჩვენს თავში ვიპოვოთ გამბედაობა, ურთიერთთანადგომის უნარი, რომ ერთად განვახორციელოთ ის იდეალები, რომლებიც სამართლიანობასა და სოლიდარობას ეფუძნება.

სკოლა არ არის გამიზნული მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც, მათთვის ვისაც აქვს სურვილი სასიკეთოდ შეცვალოს მისი მდგომარეობა სამუშაო ადგილზე, შეცვალოს მისი საცხოვრებელი გარემო, გარდატეხა შეიტანოს მისი და მისი თანამოქალქეების ცხოვრებაში.

დასასწრებათ აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია! რეგისტრაციისთვის  დააჭირეთ წითელ ღილაკს “რეგისტრაცია”. ამის შემდეგ შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა!


სილაბუსი

კვირა I - 23 თებერვალი

რა არის ეკონომიკა და რატომ არის ის გაიგივებული კაპიტალიზმთან?

– როგორ და რატომ მოიპოვა უპარატესობა კაპიტალიზმმა სხვა ეკონომიკის ფორმებზე
– როგორ გარდაქმნა კაპიტალიზმმა სოციალური ურთიერთობები

კვირა II - 2 მარტი

რა არის პოლიტიკა და ძალაუფლება?

– რა ახასიათებს კაპიტალისტურ სოციალურ წესრიგს
– ვის ხელშია ამ სოციალურ წესრიგში ძალაუფლება
– რამდენად ლეგიტიმურია და რამდენად ეფუძნება გადაწყვეტილებები ფართო სოციალურ მხარდაჭერას კაპიტალისტური სოციალური წესრიგის პირობებში

კვირა III - 9 მარტი

რა არის დემოკრატია და თავისუფლება?

– როგორ ზღუდავს კლასობრივი უთანასწორობა დემოკრატიას
– ვის ინტერესებს ემსახურება ლიბერალური დემოკრატია
– რა არის თავისუფლება და როგორ გვესმის დღეს ჩვენ ის
– რა განსხვავებააპოზიტიურ და ნეგატიურ უფლებებში
– დემოკრატიისა და თავისუფლების ალტერნატიული გაგება

კვირა IV - 16 მარტი

რა არის შრომა?

– რა არის შრომა
– როგორ შეიცვალა მიმდინარე ეკონომიკურ გარემოში
– რა ფაქტორებით განისაზღვრება ხელფასი
– მშრომელების ბრძოლის და პროფკავშირების როლი ხელფასების გაზრდაში
– მინიმალური ხელფასის ფუნქცია მშრომელებისთვის
– რა არის საცხოვრებელი ხელფასი და როგორ განისაზღვრება ის

კვირა V - 23 მარტი

რა იყო საბჭოთა კავშირი?

– რა დაშვებებს ეფუძნებოდა საბჭოთა ეკონომიკური და სოციალური წესრიგი
– რა გავლენა იქონია მაშინ არსებულმა სოციალურმა წესრიგმა ღირებულებებისა და ნორმების ჩამოყალიბებაზე
– რა გავლენა აქვს ამღირებულებებს ჩვენს დამოკიდებულებაზე დღევანდელი სინამდვილის მიმართ
– რა გაკვეთილი >შეიძლება გამოვიტანოთ ამ ეპოქის ანალიზის საფუძველზე

კვირა VI - 30 მარტი

რა მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში?

– რომელი ძირითადი ფაქტორები იყო განმსაზღვრელი გარდამავალ პერიოდში
– რა როლი ითამაშა იდეოლოგიამ და რა როლს თამაშობს იგი დღეს
– ვინ იყვნენ და ვინ არიან წარსული და მიმდინარე პროცესის ძირითადი მხარეები
– რა არის დღესდღეობით განვითარების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი

კვირა VII - 6 აპრილი

საქართველოს ეკონომიკა დღესდღეობით

– რამ გამოიწვია საწყის ეტაპზე საქრთველოს ეკონომიკის დაკნინება
– რა როლი ითამაშეს საქართველოს ეკონომიკის ფორმაციაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და რა როლს თამაშობენ ისინი დღეს
– რა არის დღესდღეობით ეკონომიკური განვითარების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი
– რა როლს თამაშობენ მშრომელთა ორგანიზაციები
– რა როლს თამაშობს ბიზნესი
– რა როლს თამაშობს პოლიტიკა
– რა უნდა გაკეთდეს

კვირა VIII - 13 აპრილი

რა არის სოციალური სახელმწიფო?

– რა არის სახელმწიფო
– სახელმწიფოს გენეზისის რომელი ფილოსოფიური ტრადიციები არსებობს
– რამ განაპირობა ლიბერალური ტრადიციის გამარჯვება
– სახელმწიფოს ტიპები: ლიბერალური, პატერნალისტური
– რა არის სოციალური სახელმწიფო

კვირა IX - 20 აპრილი

რა არის გადასახადები?

– რა არის საზოგადოებრივი საქონელი
– რა არის გადასახადი
– რა ტიპის გადასახადები არსებობს
– რა არის უთანასწორობა
– რას იწვევს უთანასწორობა
– როგორია სამართლიანი საგადასახადო სისტემა

კვირა X - 4 მაისი

„გესმით? თქვენი სამყარო ინგრევა, და ჩვენი სამყარო აღდგება“

– რა ტიპის ორგანიზაციები ჩამოყალიბდა საერთაშორისო მასშტაბით
– რა განასხვავებს ორგანიზებას ელიტისტური აქტივიზმისა და უფლებების დაცვაზედაფუძნებული „NGO“ მოდელისგან
– როგორ ხდება რეალური სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რატომ არის გადამწყვეტი ადამიანების უშუალო მონაწილეობა საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლაში
– რა შეიძლება ვისწავლოთ საერთაშორისო გამოცდილებიდან და როგორ გამოვიყენოთ ეს გამოცდილება საქართველოში

ადგილი

სოლიდარობის ქსელის ოფისი
ქეთევან წამებულის 68 (300 არაგველის მეტროსთან ახლოს)

თარიღი და დრო

23 თებერვლი – 4 მაისი
შაბათობით
13:00 საათზე

კონტაქტი

solnetworkerscenter@gmail.com
557 99 65 34

სიახლეები

რატომ გვძულს ერთმანეთი

ავტორი: სოფო ჯაფარიძე ოთხი მაგალითი იმისა, თუ როგორ გვაქცევს ცუდი სოციალური პოლიტიკა ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი...
Read More
რატომ გვძულს ერთმანეთი

ღირსეული შრომისთვის

2013 წელს, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებელი ცვლილებების მიუხედავად მშრომელთა მდგომარეობა დღესაც რჩება სავალალო, რადგან: ● ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა არ იყო...
Read More
ღირსეული შრომისთვის

საქართველო, ევროპა და ტრანსნაციონალური განზომილება – ბრძოლა ცვალებად მოცემულობაში

ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვის პლატფორმა 2019 წლის 28-30 ივნისის ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვის პლატფორმის შეხვედრა არის პირველი ასამბლეა რომელიც ევროკავშირის საზღვრებს მიღმა...
Read More
საქართველო, ევროპა და ტრანსნაციონალური განზომილება – ბრძოლა ცვალებად მოცემულობაში

ვინც არ მოძრაობს, ვერ ამჩნევს საკუთარ ბორკილებს

კონფერენცია 1-2 ივნისი, 2019თბილისიკავკასიური სახლიგალაკტიონ ტაბიძის 20 მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ლიბერალური დემოკრატია კრიზისს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დემოკრატია,...
Read More
ვინც არ მოძრაობს, ვერ ამჩნევს საკუთარ ბორკილებს

განცხადება: შრომის უფლებები & შრომის უსაფრთხოება

არ არსებობს უსაფრთხო შრომა შრომის უფლებების დაცვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მანდატი მიენიჭა,...
Read More
განცხადება: შრომის უფლებები & შრომის უსაფრთხოება

კვლევა: ექთნების შრომის პირობები საქართველოში

რა კავშირშია ექთნების შრომის პირობები ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებასთან? კვლევა ეყრდნობა საქართველოში დასაქმებული ექთნების ყოველდღიური სამუშაო გამოცდილებისა და შრომის პირობების შესწავლით...
Read More
კვლევა: ექთნების შრომის პირობები საქართველოში

„სოლიდარობის ქსელი” უერთდება სოც. მუშაკების გაფიცვას

„სოლიდარობის ქსელი - დამოუკიდებელი პროფკავშირი” სოციალურ მუშაკებს უცხადებს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას. მცირე სახელმწიფოს პოლიტიკის კრიზისის გამოვლინება არის ზუსტად ყველა...
Read More
„სოლიდარობის ქსელი” უერთდება სოც. მუშაკების გაფიცვას

შრომის ინსპექცია და სუფთა სახლის პრობლემა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არ არის ქმედითი. მის ამუშავებას მხოლოდ და მხოლოდ შრომის უსაფრთხოების კანონის  ბოლომდე ძალაში შესვლა ვერ მოახერხებს....
Read More
შრომის ინსპექცია და სუფთა სახლის პრობლემა

წერილი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრ ქალებს – 8 მარტი!

ჩვენ ალტერნატიული პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი” მოგმართავთ თხოვნით, საჯარო განცხადებით წარმოადგინოთ პოზიცია 8 მარტთან და საქართველოში ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ და შრომით...
Read More
წერილი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრ ქალებს – 8 მარტი!

არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტის მანიფესტი

რატომ  გამოვდივართ 8 მარტს? შრომა ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის. ქალების უმეტესობა სამსახურში 40 საათზე მეტ ხანს ვმუშაობთ, შემდეგ კი სახლში...
Read More
არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტის მანიფესტი