29 ნოე

ავსტრიის რკინიგზის გაფიცვა

ორშაბათს, 27 ნოემბერს, ავსტრიაში, ავსტრიის ფედერალური რკინიგზის თანამშრომლებმა (Österreichische Bundesbahnen-ÖBB) რამოდენიმე საათიანი გამაფრხილებელი გაფიცვა მოაწყვეს. ორი საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მატარებელი (ქვეყნის მასშტაბით 670) გაჩერებული იდგა: არ უმუშავია ქ. ვენის მეტროს – S-bahn-ს და ასევე შეიზღუდა ქვეყანაში შემომავალი საერთაშორისო რეისები, ვინაიდან რკინიგზის თანამშრომლებმა უარი თქვეს საერთაშორისო რეისების მიღებაზეც.

საქმე ეხება ავსტრიის ფედერალურ რკინიგზაში დასაქმებული 40 000 მშრომელის სამუშაო პირობების გაუარესებას. როგორც რკინიგზელთა პროფესიული კავშირის “VIDA” -ს თავმჯდომარე რომან ჰებენშტრაიტი ამბობს, საფრთხის ქვეშ დგას ის, რასაც მშრომელთა პროფესიულმა კავშირებმა ბოლო 100 წლის განმავლობაში ბრძოლით მიაღწიეს.

ავსტრიის ფედერალური რკინიგზისათვის, ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა შესაძლოა საკმაოდ ძვირი დაჯდეს, ვინაიდან ავსტრიის კანონმდებლობის მიხედვით, 60 წთ-ზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება აქვთ ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ. ფინანსური ზარალის ოდენობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი მოითხოვს ანაზღაურებას.
უახლეს ისტორიაში, ბოლოს ავსტრიის ფედერალური რკინიგზა 2003 წელს გაიფიცა, როდესაც მოლაპარაკებების 14-მა რაუნდმა უშედეგოდ ჩაიარა და რკინიგზის თანამშრომლებმა მატარებლების მოძრაობა სამი დღით შეაჩერეს. წლევანდელი გამაფრთხილებელი აქციით, რკინიგზის პროფკავშრები მომავალ გაფიცვას აანონსებენ.