27 ივნ

საქართველო, ევროპა და ტრანსნაციონალური განზომილება – ბრძოლა ცვალებად მოცემულობაში

ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვის პლატფორმა

2019 წლის 28-30 ივნისის ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვის პლატფორმის შეხვედრა არის პირველი ასამბლეა რომელიც ევროკავშირის საზღვრებს მიღმა ტარდება. ჩვენ მივდივართ თბილისში მაშინ, როდესაც სამოქალაქო მღელვარების ეპიცენტრი სწორედ ქვეყნის პარლამენტთან მდებარეობს. პროტესტის მონაწილეები მთავრობას ბრალს დებენ მათი ეროვნული სიამაყის შელახვაში, ოპოზიციური პარტიები კი ანტირუსული განწყობებით იკვებებიან. ჩვენ მიგვაჩნია რომ ეროვნული სიამაყისა და გეოპოლიტიკური ინტერპრეტაციების მიღმა უნდა გაავანალიზოთ ეს პროცესები ტრანსნაციონალურ ჩარჩოში რადგან ჩვენ გვჯერა, რომ გეოპოლიტიკური და ნაციონალისტური გრძნობები უფრო და უფრო მეტად იქნება გამოყენებული სოციალური კონფლიქტების რეალური მიზეზების გადასაფარად, როგორც საქართველოში ისე სხვაგან.

გლობალური კაპიტალიზმის პირობებში, რადიკალური ცვლილებებისათვის არ არსებობს სხვა გზა გარდაიმ ტრანსნაციოანლური განზომილობის აღიარებისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც აუცილებელია ავტონომური პერსპექტივის და ისეთი ხედვების შექმნა, რომელიც მოახდენს მშრომელთა ინტერესებისა და მათი    მოკავშირეების, ქალებისა და კაცების, ქვეყანაში მცხოვრები  თუ მიგრანტების – იდენტიფიცირებას. ასეთი ხედვაცდება მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის პასუხისგებლობის ფარგლებს.

სინამდვილეში, ისინი ვინც ახდენენ ამ თემების ინსტრუმენტალიზაციას და ხშირად თავს  ერთმანეთის მტრებად წარმოაჩენენ: ნეოლიბერალ პროდასავლელ რეფორმატორებსა და ნაციოანლისტ კონსერვატორებს ერთი მიზანი აერთიანებთ, აღკვეთონ იმის შესაძლებლობა, რომ მშრომელთა უკმაყოფილება არ გადაიზარდოს ტრანსანტიონალურ ბრძოლაში ექსპლუატაციის, უიმედობისა და სიღატაკის წინააღმდეგ. ამ შეხვედრის დროს, ყურადღებას გავამახვილებთ ტრანსნაციონალური განზომილების გააზრების აუცილებლობაზე რომ უკეთესად გამოვკვეთოთ თუ რა დგას თბილისის ქუჩებში მიმდინარე ამბოხის უკან და დავისახოთ გზები ავტონომური პოლიტიკური პერსპექტივის შესაქმნელად.

ჩვენ თავიდანვე მიგვაჩნდა, რომარსებული ტრანსნაციონალური განზომილების უკეთ აღსაქმელად, იქ, ყველგან სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და რასაც უნდა ვებრძოლოთ,  ჩვეული პოლიტიკური განლაგება უნდა ყოფილიყო გადალახული. ამიტომ, ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, რადგან ბოლო 30 წელია სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები წარმოადგნენ ნეოლიბერალური პოლიტიკის ექსპერიმენტების, ინდუსტრიული რესტრუქტურიზაციისა და მშრომელების გაღატაკების ადგილს.  ამ ქვეყნების ჩართვამ ევროპულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში, ევროკავშირში ინტეგრაცია და შრომითმა მიგრაციამ, აქცია ევროპის ეს ქვეყნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ნებისმიერი იმგვარი პოლიტიკური პროექტისთვის, რომელიც მიზნად არსებული ვითარების ცვლილებას ისახავს.

იგივე მიზნით ვეწვიეთ ჩვენ ბალკანეთს, რომელსაც 2005 წლის შემდეგ, მიგრაციული პროცესები და ლტოვლილთა კრიზისი საგრძნობლოდ შეეხო. ერთის მხრივ, ნეოლიბერალული თუ სოციალური ევროპულობის, ხოლო მეორეს მხრივ, ნაციონალისტური ანტიევროპულობის ალტერნატივების მიღმა, ჩვენ ვხედავთ ევროპას არა როგორც იზოლირებულ ჰორიზონტს, არამედ როგორც ბრძოლის პირველ ტრანსნაციონალურ სივრცეს. რომ დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს,

შრომასა და საზოგადოებაზე ლოგისტიკური ინტეგრაციის შედეგების უკეთ გამოსარკვევად და გაფიცვისა და ორგანიზებაზე ამ შედეგების გავლენასთან გასამკლავლებად, ტრანსნაციონალურ კოლექტივის ბრძოლას, ჩვენ ახალ ელემენტებს ვამატებთ.

2008 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ დაწყებულმა პრივატიზაციამ, სოციალური ხარჯების შემცირებამ და გაღატაკებამ რომელსაც ადგილი ქონდა აღმოსავლეთ ევროპაში ტრანზიციის პერიოდში ყველა ევროპული ქვეყანა მოიცვა რამაც მძიმე შედეგები იქონია უკეთესი პირობებისთვის ბრძოლაზე. მიუხედავად რიგი განსხვავებებისა, ჩვენ გამოვკვეთეთ საერთო ტენდენცია, რომელიც იტალიის და საფრანგეთის შრომის კანონდებლობაში განხორციელებული ცვლილებებს, გაფიცვის ამკრძალავი კანონს შვედეთში, ჰარც IV-ის რეფორმებს გერმანიაში და სხვა და სხვა თავდასხმებს დამოუკიდებელ პროფკავშირებზე აერთიანებს. სოციალური ხარჯების შემცირებამ ევროპის ყველა ქვეყანაში გააჩინა ახალი კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი მოთხოვნების ფორმულირება სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ არ შევეგუებით მიგრანტების მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს და ინსტიტუციურ რასიზმს, რომელიც აძლიერებს შრომითი მიგრანტების სტრუქტურულ ექსპლუატაციას. არ შევეგუებით ანტი-მიგრაციულ და ნაციონალისტურ დისკურსს, რომელიც აღრმავებს უიმედობას და უზრუნველყოფს მშრომელების დამსაქმებლისა და პოლიტიკოსების მიერ მორჩილებაში ყოფნას. პირიქით, გაზრდილი მიგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი მშრომელების ხელში ეძიონ უკათესი ანაზღაურება და გაიუმჯობესონ პირობები. ჩვენ მომსწრენი გახვდით ქალთა ამბოხის, რომელმაც ბოლო წლებში რადიკალურად შეარყია წარმოებისა და კვლავწარმოების პატრიარქალური საყრდენი.

ამ ცვილებებს თან ახლდა მმართველობის მზარდი ცენტრალიზაცია პარლამენტების დაკნინების ხარჯზე და ნაციონალიზმის აღზევება, როგორც  ინსტიტუტების ფუნდამენტური გადახრა სახელმწიფოს ფუნქციონირების ჩვეული გზიდან. გაფართოებული ევროპის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, როგორც ანარეკლი ამ ცვლილებებისა, წარმოადგენდა ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციის დასტურს. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ევროკავშირი ჰომოგენურ სივრცეს წარმოადგენს. პირიქით, ევროკავშირის ლოგისტიკური ინტეგრაცია სწორედ ქვეყნებს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ექპლუატაციას ეფუძნება. დღეისათვის, ეს ექსპლუატაცია ვრცელედება ევროკავშირის ინსტიტუციურ ფარგლებს გარეთ, უფრო ღრმად აღმოსავლეთით, რაც  ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ, პოლიტიკური არასტაბილურობის განეიტრალებას და ქმნის ახალ მოლოდინს ახალი იაფი მუშახელითა და მეტი მოგების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, გარდაქმნამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოსტ-საბჭოთა საქართველოში, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტიტო ქვეყანაში და პროტესტის აფეთქებამ გააჩინა ახალი კითხვები და გამოწვევები. 2014 წლის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმება მიუთითებს, თუ რა გზით მიმდინარეობს ევროპის ლოგისტიკური ინტეგრაცია და ნათელს ჰფენს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური პროექტის ღრმა ტრანსფორმაციას. შეთანხმება შეიცავს წესებს, რომელთა დანერგვის შემდეგ საქართველოს ექნება პრივილეგირებული ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირთან. ეს შეთანხმება წარმოჩენილ იქნა, როგორც უკეთესი დემოკრატიული მომავლის ჭეშმარიტი დანაპირები, ხოლო ევროკაშირი, როგორც უფლებებისა და კეთილდღეობის სივრცე, გარანტი ცივილიზებული, უწყვეტი პროგრესისა და როგორც სოციალისტური წარსულისა და ველური 90იანი  და 2000-იანი წლების დერეგულაციის ალტერნატივა. პარალელურად, საქართველო კი წარმოჩენილ იქნა, როგორც იდეალური დერეფანი დიდ ბაზრებს შორის, იაფი მუშახელის პოტენციური რეზერვი და საუკეთესო პოლიგონი ტურიზმის ინდუსტრიისთვის. შესაბამისად, მთელი ძალისხმევის მობილიზება ხდება ამ სვარაუდო ინტეგრაციისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, ნებისმიერი მსხვერპლი ითვლება ლეგიტიმურად. შედეგად, ასოცირების ხელშეკრულება გამოიყენება როგორც ბერკეტი ინტეგრაციის და „განვითარების“ პირობების მოწინააღმდეგე ხმების გასანეიტრალებლად და  ჩასახშობად, ეკონომიკის იმ სექტორებშიც კი, რომლებიც არ წარმოადგენენ ტრანსნაციონალური ბრუნვის მატერიულ შემადგენელს. ასოცირების შეთანხმება იმეორებს იმ პოლიტიკური პროექტის სულისკვეთებას, რომელიც ცდილობს დისციპლინირებულ მდგომარეობაში ამყოფოს მეამბოხე მშრომელები და რომელიც თავს ესხმის გაფიცვის უფლებას. ეს ეხება ყველა სექტორს, დაწყებული საჯარო სექტორით, დამთავრებული ტრანსპორტითა და მომსახურების სექტორით. როგორც სხვაგან, ისე შარშან, თბილისში მეტროს მემანქანეებმა დაგვანახეს, თუ როგორ ხდება ცვალებად გარემოში გაფიცვის ხელშემშლელი ხელოვნური სამართლებრივი ბარიერების წარმატებით გადალახვა.

რეალობა საქართველოში საგრძნობლად განსხვავდება იმ წარმოდგენისგან, რაც ევროკავშირსა და ქართულ სახელმწიფოს აქვს მასზე: უკმაყოფილება რომელიც სწორედ იმ პროექტს უკავშირდება რამაც საქართველო, უუფლებო, უძლურო მომსახურების მიმწოდებლად უნდა აქციოს, თავის იჩენს ხოლმე სხვა და სხვა ფორმითა და სხვა და სხვა სიმძლავრით. მოუხედავად საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე თავდასხმებისა და განვითარების პროექტის რიტორიკისა,რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს, მაინც ხდება საპროტესტო აფეთქებები: როგორც მაღაროლოების და მეტროს მემანქანეების გაფიცვის შემთხვევაში, ასევე გარემოს დამაზიანებელი ჰესების მოწინააღმდეგეების, სოციალური მუშაკების პროტესტისა და 8 მარტის დემონსტრაციაში მონაწილე ქალების შემთხვევებშიც.

ყველა ეს ბრძოლა არის გამოძახილი ნეოლიბერალური წესრიგის ურთიერთ კავშირში მყოფი სხვადასხვა მექანიზმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს აქციოს ქართველი მშრომელები, ინვესტორის მადლიერ, ექსპლუატირებულ სამუშაო ძალად,  რადგან ეს არის მაქსიმუმი რაც მათ შეიძლება მიეღოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები სხვაგან მიიღება, ქართული სახელმწიფო და ქართული კაპიტალი ნებსით თუ უნებლიედ ხდება გლობალური კაპიტალიზმის შემადგენელი ნაწილი. გავლენების, მოგებისა და შესაბამისი ბერკეტების ქვეყნის შეიგნით შენარჩუნების სურვულის კვალდაკვალ ქართული მუშათა კლასი და საზოგადოება ინტეგრირდა ამ გლობალურ სინამდვილეში.

მაშინ როცა მიმდინარე ტრანსფორმაცია გლობალური ხასიათისაა, ბრძოლისა და ორგანიზების ფორმები, ვერ ცდება სექტორულ, ლოკალურ ან ნაციონალურ მასშტაბს.

არსებული განსხვავებები და ფრაგმენტაცია საფუძველშივე ახშობს სოციალური და მშრომელთა ბრძოლის პოლიტიზების მცდელობებს ვიწრო, კონკრეტულ საკითხებს მიღმა. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: როგორ ვიმოქმედოთ ამ დაძაბულ ვითარებაში, სადაც ერთ მხარეს მიმდინარეობს ბრძოლა ტრანსფორმაციის განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთკავშირში მყოფი გამოვლინებების წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხარეს, ხდება საქართველოს  შთანთქმა მსოფლიო ბაზრის, ტარნსნაციონალური კაპიტალის, ინვესტიციებისა და გლობალური ძალაუფლების სტრუქტურების მიერ. მიგვაჩნია,რომ ეს არის საკვანძო საკითხი, როგორც საქართველოს შიგნით, ისე ტრანსნაციონალური ბრძოლისთვის.

ჩვენ აგრეთვე მოგვიწევს გააზრება, თუ რა შეუძლია გააკეთოს სახელმწიფომ  ვითარებაში და როგორ შეუწყო მან ხელი ამ ვითარების ჩამოყალიბებას. ვებ გვერდი «Invest in Georgia» უცხოელ ინვესტორებს არწმუნებს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 430 დოლარის ექვივალენტია, როგორც თეთრ, ისე ლურჯ საყელოიანი მშრომელებისთვის და რომ ქვეყანა გამოირჩევა მოქნილი შრომის კანონმდებლობით: „საქართველოს აქვს ყველაზე ლიბერალური შრომის სტანდარტები, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალური მასშტაბით“.  ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მთავრობა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ის ახდენდა ქვეყნის ტრანსფორმაციას ბისნესისათვის მეგობრულ ქვეყანად. პარალელურად ახდენდა შრომის კოდექსის მიზანმიმართულ გამოფიტვას. უფრო მეტიც, ებრძოდა მშრომელების მხრიდან ყველა ავტონომური და კოლექტიური ქმედების გამოვლინებას. მაშინ როცა, პოსტ საბჭოთა რეალობას ახასიათებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა საკუთარ ვალდებულებებზე, საქართველო, ნეოლიბერალური სახელმწიფოთვის დამახასიათებელი წესით ახდენს საკუთარი საზოგადოებისა და მშრომელების მიზანმიმართულ ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე. ეს ცხადი გახდება, თუ დავაკვირდებით მაღაროელების გაფიცვას ჭიათურაში, მანგანუმის მომპოვებელ საწარმოში. მაღაროელების ითხოვდნენ შრომის პირობებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რის შემდეგაც მთელი ქალაქი სოციალურმა პროტესტმა და გაფიცვამ მოიცვა, დაწყებული სკოლებიდან  დამთავრებული ყველა სამუშაო ადგილით. ცხადი იყო, რომ მშრომელბზე ზეწოლას სხდასხვა მოთამაშეები ახორციელბდნენ: მთავრობა, რომელიც ეროვნული ბუნებრივი რესურსების შეთავაზებით ცდილობს ივაჭროს უცხოურ კაპიტალთან და ამით გაამართლოს საკუთარი ქმედება ქვეყნის შიგნით; უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ცდილობენ დაიცვან საკუტარი ინვესტიციები; სპეკულანტები საერთაშორისო ბაზრებზე და ფინანსური კაპიტალი. მაშინ, როცა სახელმწიფო დროებითმა მმართველმა გადაიბარა საწარმოს მართვა ჭიათურაში, მას ნაბიჯი არ გადაუდგამს სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და სამუშაო ტვირთის შესამსუბუქებლად. ჭიათურის გაფიცვა, რომლის შედეგადაც მაღაროელებმა მიაღწიეს შედეგს, ნათლად აჩვენებს თუ რა ცვალებადი ხასიათი აქვს დაპირებულ განვითარების ამ გზას: ადგილობრივი თემი და მშრომელები აღსდგნენ მძიმე შრომისა და ეკოლოგიური მდგომარეობის წინააღმდეგ, სწორედ ეკონომიკის იმ „სტრატეგიულ“ სექტორში, რომლის საფუძველზეც ქვეყანა სინჯავს ნიადაგს მსოფლიო ბაზარზე ლოგისტიკური ინტეგრაციისთვის.

ჰესების წინააღმდეგ პროტესტმა  მოიცვა ასევე პანკისის ხეობაც, რის საფუძველზეც მთავრობა ცდილობს ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვებას. პროტესტს, დაწყებისთანავე მთავრობამ პოლიციის სპეცრაზმი დაუპირისპირა. მხოლოდ ამის შემდეგ დაპირდა მთავრობა ხალხს მეტ ინფორმაციას მათთვის შესაძლო სარგებელზე და დასაქმების შესაძლებლობებზე რასაც ახალი ჰესი უზრუნველყოფდა. ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ მხოლოდ მშენებლობის ეტაპზე შეიძლება დასაქმდეს 80-მდე ადამიანი, ხოლო ამის შემდეგ, მხოლოდ რამოდენიმე შეძლებს სამსახურის შენაჩუნებას. სამაგიეროდ, ისინი ათვიცნობიერებენ წყლისა და მიწისთვის იმ ზიანის მასშტაბს, რაც ახალმა ჰესმა შეიძლება გამოიწვიოს.

იგივე ეხება უზარმაზარ სამშენებლო პროექტებს, რომლებიც ინიციატივას „ერთი სარტყელი ერთი გზა უკავშირდება“. ამ პროექტების უარყოფითი შედეგი მიწის ექპროპრიაციასა და ბუნებრივი რესურსების დაზიანებას უკავშირდება. ადამიანებს ქირაობენ დროებით, მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის, დასრულების შემდეგ კი ისინი ისევ უმუშევრები რჩებიან. ეს განვითარება ნათლად ანახებს ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს ორი ძირითადი საყრდენის – ექსპლუატაციისა და ეკოლოგიურ ზიანის წინააღმდეგ ბრძოლის გაერთიანების აუცილებლობას. ტრანსნაციონალური ფრონტის გასაშლელად საჭიროა სხვადასხვა ავტონომური ბრძოლის გაერთიანება, მიუხედავად იმისა რომ ეს ერთი შეხედვით შესაძლოა შეუსაბამოდ გამოიყურებოდეს. ბრძოლის გერთიანება უნდა მოხდეს იმ სექტორებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთისგან განსხვავდებიან  შრომის პირობების, მათ შორის შრომის ბაზრის სქესობრივი სტრუქტურის და სახელფასო განაკვეთების საფუძველზე; მათ შორის ვინც რჩება ქვეყანაში და ვინც მიდის უცხოეთში სამუშაოდ; მათ შორის ვინც არის ჩართული როგორც პროდუქტიულ, ისე რეპროდუქტიულ შრომაში.

ეს ნიშნავს იმის გათვიცნობიერებას, რომ უკვე ტრანსნაციონალური განზომილება აყალიბებს მშრომელთა კლასის კომპოზიციას და პირობებს შრომის კვლავწარმოებისთვის. ქართული სამუშაო რესურსის, როგორც აქტივის გამოყენება აღარ ხდება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, გაზრდდილი შრომის მიგრაციის საფუძველზე. ამავე დროს საქართველოს მიგრაციის კანონმდებლობა ხელს უწყობს უცხოელების დასაქმებას ქვეყნის შიგნით.  94 ქვეყნის მოქალაქე არ  არ საჭიროებს სამუშაო უფლებას საქართველოში და მათ შეუძლიათ ერთი წელი უვიზოდ დაჰყონ საქართველოში. მაგალითისთვის, ჩინურ კომპანიას, რომელიც ახორცილელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქვს უფლება ჩინეთიდან ჩამოიყვანოს მუშახელი. ეს სხვა ასპექტია ტრანსნაციონალური ლოგისტიკური ინტეგრაციის: სხვადასხვა ქვეყნების სახელფასო განაკვეთების განსხვავების საფუძველზე მაღალი უმუშევრობის მქონე ქვეყნების  მშრომელების ხარჯზე ხელფასით ვაჭრობა, სიღარიბე და სოციალური უზრუნველყოფის არ არსებობა იმ დროს, როცა ხდება შრომის ბაზრის ფრაგმენტაცია, კონკურენცია შრომის პირობების გაუარესების საფუძველზე და დამსაქმებლის გააჩნია შეუზღუდავი ძალაუფლება.

საკითხავი ის არის, თუ როგორ უნდა მიიღწეს კოლლექტიური ერთობა ამ განსხვავებების მიუხედავად და მოხდეს პოლიტიკური კავშირი ეროვნული და სახელშეკრულებო დაყოფის წინააღმდეგ.

ეს ურთიერთკავშირი ვრცელდება სოციალურ რეპროდუქციაზე და არა მხოლოდ შრომაზე. მიუხედავად ქარხნაში თუ  მშენებლობაზე დასაქმებული ქართველების სიმრავლისა, ქვეყნის მთავარ აქტივს ქალები მსოფლიო ბაზარზე ქალები წარმოადგენენ. ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი ქალი არის დასაქმებული როგორც მომვლელი ან მოსამსახურე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გადარიცხვები, რომლებსაც ისინი თავიანთ სამშობლოში ახორციელებენ, წარმოადგენს მშპ-ს სტაბილურ შემადგენელ ნაწილს და ფარავს მიმღები ოჯახების საბაზისო საჭიროებებს. მომვლელის საქმიანობა, რომელსაც ქართველი ქალები ახორციელებენ, აღრმავებს შრომის სქესობრივ დანაწილებას და აკავშირებს საქართველოს დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან.

რადგან ქალები დასაქმებული არიან როგორც დაქირავებული მიგრანტები რეპროდუქციის სექტორში საზღვარგარეთ, ან აუნაზღუარებელი რეპროდუქტიული ძალა არ არსებული სოციალური სერვისების შესავსებათ ქვეყნის შიგნით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რეპროდუქცია ქალების ტვირთია. საჯარო სიკეთეების პრივატიზაცია საქართველოში, რომელიც 90% -ს აღწევს, გამოიწვია მომსახურების სფეროს ბუმი, სადაც არასტაბილურ და დაბალ ანაზღაურებად სამუშაოს ძირითადად ქალები ასრულებენ . შემთხვევითი არ არის, რომ მომსახურების სექტორი წარმოადგენს ექთნებისა და სოცილური მუშაკების ბრძოლის ველს მძიმე შრომის პირობებისა და სოციალური სერვისების არ არსებობის წინააღმდეგ. გარდა შრომის მძიმე პირობებისა, სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმების სიმცირე ზრდის ქალებისთვის რეპროდუქტიული შრომის ტვირთს. ეს გარემოება საჭიროს საჭიროს ხდის ქალების დისციპლინირების, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი მზრდადი ექსპლუატაცია, როგორც სახლში, ისე სამუშაო ადგილზე. გარდა ამისა, სუროგაციის ბიზნესის სრული დერეგულაციის გამო, საერთაშორისო ბაზარზე, ქართველი ქალები ყველაზე კონკურენტულ ფასში სთავაზობენ წყვილებს თავიანთ სხეულს ბავშვების გასაჩენად. ეს კიდევ ერთი ცხადი მაგალითია, თუ ქართული სახელმწიფოს ძალისხმევის, იქცეს ბიზნესისთვის მეგობრულ გარემოდ, მაშინ როცა, რეალურად ის უმოქმედო და სუსტია.

როგორც 8 მარტის დემონსტრაციები აჩვენებს, ახალი გლობალური მოძრაობა ილაშქრებს შრომის ექსპლოტაციის, საზოგადოებაში ქალების მდგომარეობის წინააღმდეგ, რომელიც მჭიდროდ არის ტრანსნაციონალურ რეპროდუაქციასთან გადაჯაჭვული. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ პრობლემის ტრანსნაციონალურ განზომილებას, როცა სოციალური რეპროდუქცია ორგანიზებულია ტრანსნაციონალურად, რაც შესაბამისად ტრანსნაციონალურ რეაგირებას საჭიროებს.

ბრძოლის საერთო არეალის ძიებისას, რომელსაც დაქსაქსული ძალების გაერთიანება ძალუძს, გაფიცვას არ მივიჩნევთ ჩვენ მხოლოდ როგორც იარაღს რომელსაც იყენებ სამუშაო ადგილზე, არამედ, როგორც ნეოლიბერალური წესრიგის წინააღმდეგ განსხვავებული ბრძოლის ფორმების გამაერთიანებელს.  ტრანსნაციონალური ლოგისტიკური ინტეგრაცია ხასითდება კონფლიქტებით, რომელთა კავშირი ჩვენ შეიძლება ყველაზე კარგად აღვიქვათ, თუ გავათვიცნობიერებთ მჭიდრო კავშირს შრომის პირობებსა და საზოგადოების კვლავწარმოების პირობებს შორის.  აგრეთვე, თუ ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ ის ძაფები, რომლებიც ინსტიტუციური საინვესტიციო შეთანხმებების, მიგრაციის პოლიტიკის, რეპროდუციული ბაზრის დერეგულაციის, შრომის სქესობრივი დაყოფის, გადაადგილების, წიაღისეულის მოპოვებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ირგვლივ არსებულ პრობლემებს ერთმანეთთან აკავშირებენ, როგორც საქართველოში, ისე სხვაგან.

მხოლოდ ტრანსნაციონალური განზომილებაში მოხერხდება ის, რომ ჩვენ განვავითაროთ კოლექტიური ავტონომური  ძალა, რომელიც უარყოფს პაიკად ყოფნას დღევანდელი მმართველების ხელში.