23 ივნ

შორენა ლობჟანიძის ისტორია – რა გზებით და რამდენს პარავს „ნიკორა” შორენას და სახელმწიფოს?

შორენა ლობჟანიძე ნიკორას” მაღაზიათა ქსელში უკვე 8 თვეა მოლარედ მუშაობს. მას საკუთარი მოვალეობების შესრულების გარდა, უწევს დამლაგებლის და დაცვის ფუნქციის შეთავსება, აქვს მძიმე სამუშაო გრაფიკი, სისტემატიურად უწევს ზეგანაკვეთურად მუშაობა, რასაც კომპანია შესაბამისად არ ანაზღაურებს. მას ყოველთვიურად უწევს საკუთარი ხელფასიდან მაღაზიის დანაკლისების დაფარვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი აისახება შორენას ხელფასიდან მოპარულ ფულში.

გთავაზობთ ჩვენს საერთო განცხადებას, რომელიც დეტალურად აღწერს თუ რა გზებით და რამდენს პარავს კომპანია შორენას და სახელმწიფოს.

20.06.2018

სს „ნიკორა ტრეაიდის” (ს/ნ 206255808)

მის.: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #3 (უნ.კოდი:0234) მაღაზიის მენეჯერს,

მაია ბელთაძეს,

პროფესიული კავშირი

„სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის“

(ს/ნ 404535455)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგესალმებით,

მოგახსენებთ, რომ „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „სოლიდარობის ქსელი“) წარმოადგენს პროფესიულ კავშირს. ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებულია და საქმიანობას ახორციელებს „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მოგახსენებთ, რომ ქალბატონი შორენა ლობჟანიძე (პ/ნ 43001000523); არის ჩვენი ორგანიზაციის, ე.ი. პროფესიული კავშირის წევრი, თავის მხრივ, აღნიშნული პიროვნება დასაქმებულია თქვენს კომპანიაში.

ვმოქმედებთ რა, საქართველოს კონსტიტუციითა და პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვიცავთ ჩვენი ორგანიზაციის წევრთა შრომით უფლებებს.

მოგახსენებთ, რომ ქალბატონ შორენა ლობჟანიძესთან გასაუბრებისა და მისი საქმიანობის შესაწავლის შედეგად, მიგვაჩნია, რომ მისი შრომითი უფლებები ზოგიერთ შემთხვევაში უხეშად ირღვევა თქვენი კომპანიის მიერ. შესაბამისად, ჩვენ გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მოგიწოდოთ მისი შესწავლისაკენ, რათა დროულად მოხდეს თქვენს მიერ მათი აღმოფხვრა.

უპირველეს ყოვლისა, გვსურს მოგახსენოთ, რომ დასაქმებულის განმარტებით, მას კომპანიის მხრიდან წერილობითი ხელშეკრულება არ გადასცემია. რაც ცალსახად დარღვევაა, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონის – შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით თუ იგი სამ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, ხოლო აღნიშნული პიროვნება 2017 წლის ოქტომბრის თვიდან დასაქმებულია თქვენს კომპანიაში, რაც ნათლად დასტურდება მის საბანკო ანგარიშზე დარიცხული ხელფასიდანაც.  ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი აუცილებლად უნდა ინახებოდეს მხარეებთან. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გადასცეთ ქ-ონ შორენას კუთვნილი ხელშეკრულების ასლი.

აქვე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ თქვენს კომპანიაში არსებულ სამუშაო საათებზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დასაქმებულებს უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ანაზღაურების გარეშე; შეგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც პროფესიულ კავშირს, გთხოვთ განგვიმარტოთ, ხდება თუ არა დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა? თუ კი – როგორი სახით? გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ ჩვენი წევრის, შორენა ლობჟანიძის მიერ შესრულებული სამუშაო საათების ოდენობა უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში და მოახდინოთ მის მიერ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

ამასთან გვაქვს ინფორმაცია დასაქმებულთა შემდეგი სახის პრობლემებთან დაკავშირებით:

    • დასაქმებულებს უწევთ სხვა დასაქმებულთა ფუნქციების შეთავსება;
    • ჩვენი ინფორმაციით დასაქმებულებს ხშირად სთხოვენ შეიძინონ ვადაგასული საქონელი მათი ნების საწინააღმდეგოდ;
    • დაცვის არარსებობის გამო, დასაქმებულების უსაფრთხოება არ არის სათანადოდ დაცული ღამის საათებში, ვინაიდან ობიექტზე არიან დაცვის თანამშრომლები.
    • დასაქმებულებს დაუსაბუთებლად ეჭრებათ ხელფასებიდან დანაკლისები, ისე რომ მათი ბრალეულობა არ დგება.
    • დამლაგებლის არარსებობის ფონზე, ღამის ცვლაში დასაქმებულებს უწევთ დამატებით მძიმე სამუშაოს შეთავსება.  
    • ასევე აღსანიშნავია, რომ 24სთ-იანი სამუშაო დღის პირობებში, 3-ჯერ 20 წთ-იანი შესვენება არის ძალიან მცირე დრო დასაქმებულთათვის, რათა მათ სრულფასოვნად დასვენება შეძლონ (რაც სრულიად შეუსაბამო და მიუღებელია შრომის საერთაშორისო სტანდარტებისთვის). შესაბამისად დასვენების არარსებობის ფონზე საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მნიშვნელოვნად იკლებს მათი შრომისუნარიანობა;
  • საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების საფუძველზე მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მოახდინოთ შორენა ლობჟანიძისათვის მის მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების შესაბამისი ანაზღაურება ( იხ.დანართი )

გთხოთ, დაუყოვნებლივ შეისწავლოთ აღნიშნული პრობლემები და მოახდინოთ სწრაფი რეაგირება მათი გამოსწორების მიზნით. რეაგირებისთვის გეძელვათ წერილის ჩაბარებიდან სტანდარტული ათდღიანი ვადა, რომელიც ამოიწურება 2018 წლის 30 ივნისს.

“სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი ”, გამოიყენებს რა პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებებს და დაიცავს მისი წევრის სოციალურ-ეკონომიკუე უფლებებსა და ინტერესებს, ამავდროულად აქტიურად დააკვირდება მისი წევრის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ ოფლებათა სათანადო რეალიზებას და დარღვევების არმოჩენის შემთხვევაში გამოიყენებს  ყველა სამართლებრივ ზომას მათ აღმოსაფხვრელად;

პატივისცემით,

სოლიდარობის ქსელის – მშრომელთა ცენტრის თანჯდომარე

თეონა ჰენდერსონი

დ ა ნ ა რ თ ი

ბანკის ჩარიცხვებით ვადგენთ, რომ 2017 წლის 20 ნოემბრიდან 5 ივნისამდე შორენა ლობჟანიძე თვეში მუშაობს 90 სთ-ით მეტს. ეს მაშინ, როდესაც შრომის კოდექსი აწესებს 40 სთ-იან სამუშაო კვირას. მას უწევს შეასრულოს 25 საათიანი სმენა 10-ჯერ, რაც ჯამში შეადგენს 250 სამუშაო საათს ერთ თვეში. მას ასევე ხშირად აქვს დანაკლისები. გაწოდებთ დაანგარიშებულ მოპარულ ხელფასს და მოპარული სახელმწიფო გადასახადების ცხრილს. გაეცანით. კანონის მიხედვით შორენას ეკუთვნის:



20 ნოემბერი 2017: 180₾
საათში მიღებული თანხა: 1,44₾
დანაკლისი: 45₾
საათში ხელზე ასაღები ეკუთვნის: 2,81 ₾
20% გადასახადი: 0,70₾
ზეგანაკვეთური: 45 სთ.გავამრლავოთ*2.9₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 130,5₾
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,73 გავამრავლოთ 45 სთ-ზე არის 32,85₾

შორენას მოპარული ხელფასი: 175,5₾
მოპარული სახელმწიფო გადასახდი: 32,85₾
____________________________________________________________________

5 დეკემბერი, 2017: 225₾
20 დეკემბერი, 2017: 225₾
სთ-ში დარიცხული თანხა: 1,8₾
სთ-ში ხელზე ასაღები ეკუთვნის : 2,81 ₾
20% გადასახადი: 0,70₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ.  გავამრლავოთ*2.9₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 261₾
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,73 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 65,7₾

შორენას მოპარული ხელფასი: 261₾
მოპარული სახელმწიფო გადასახადი: 65,70₾
__________________________________________________________________________

29 დეკემბერი, 2017: 225₾

22 იანვარი, 2018: 225₾
სთ-ში დარიცხული თანხა: 1,8₾
სთ-ში ხელზე ასაღები ეკუთვნის: 2,81 ₾
20% გადასახადი: 0,70₾
ზეგანაკვეთური: 90 საათი გავამრლავოთ*2.9₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 261₾
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,73 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 65,7₾

შორენას მოპარული ხელფასი: 261₾
მოპარული სახელმწიფო გადასახადი: 65,70₾
____________________________________________________________________________

5 თებერვალი, 2018: 217₾
დაზღვევა: 8₾
20 თებერვალი, 2018: 224₾
პრემია: 54₾
საათში დარიცხული თანხა: 1,8₾
საათში ხელზე ასაღები ეკუთვნის: 2,81 ₾
20% გადასახადი: 0,70₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ. გავამრლავოთ*2.9₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 261₾
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,73 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 65,7₾

შორენას მოპარული ხელფასი: 261₾
მოპარული სახელმწიფო გადასახადი: 65,70₾
_______________________________________________________________

5 მარტი, 2018: 217₾
დაზღვევა: 8₾
20 მარტი, 2018: 205₾
პრემია:18 ლარი
დანაკლისი: 20₾
საათში დარიცხული თანხა: 1,72₾
საათში ხელზე ასაღები ეკუთვნის: 2,81 ₾
20% გადასახადები: 0,70₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ გავამრლავოთ*2.9₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 261₾
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,73 გავამრავლოთ 90 საათზე არის 65,7₾

შორენას მოპარული ხელფასი: 281₾
მოპარული სახელმწიფო გადასახადი: 65,70₾
___________________________________________________________________________

აპრილი 20, 2018: 205₾
დაზღვევა: 8₾
აპრილი პრემია: 30.80₾
აპრილი 5 2018: 132₾
დანაკლისი: 105₾
საათში დარიცხული თანხა: 1.38₾
საათში რა ეკუთვნოდა: 2,81₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ. გავამრავლოთ 2.9ლარზე (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 261 ლარი
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,73 გავამრავლოთ 90 საათზე არის 65,70₾

შორენას მოპარული ხელფასი არის: 366₾
მოპარული სახელმწიფო გადასახადი: 65,70₾
____________________________________________________________________________

მაისი 21, 2018: 205 ₾
დაზღვევა: 8₾
მაისი პრემია: 54 ₾
მაისი 7, 2018: 197₾
საათში დარიცხული თანხა: 1,64₾
დანაკლისი: 40 ₾
საათში რაც ეკუთვნის: 2,81₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ. გავამრლავოთ*2.9₾ (უნდა იყოს ოდნავ გაზრდილი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს) 261 ლარი.
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,73 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 65,70₾

შორენას მოპარული ხელფასი არის: 301₾
მოპარული სახელმწიფო გადასახადი: 65,70₾
_________________________________________________________________________

ივნისი 5, 2018: 152₾
საათში დარიცხული თანხა: 1.22₾

დაზღვევა: 8₾
დანაკლისი: 65₾
საათში ხელზე ასაღები ეკუთვნის: 2,82 ₾
20% გადასახადი: 0,70₾
ზეგანაკვეთური: 45 საათი გავამრლავოთ*2.9₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ ერთ თეთრს) ლარი: 130,5₾
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,73 გავამრავლოთ 45 საათზე არის 32,85₾

ამჟამად მოპარული ხელფასი: 188,50₾
ამჟამად მოპარული სახელმწიფო გადასახადი: 32,85₾
____________________________________________________________________________

ბანკში ჩარიცხული ხელფასების მიხედვით ნოემბრიდან ივნისამდე, შორენას ეკუთვნის  ზეგანაკვეთური თანხისა და დანაკლისების ანაზღაურება, მინიმუმ: 2094₾

ხოლო სახელმწიფოს: 591.69₾