ახალი პოლიტიკა / New Politics

კონფერენცია “ახალი პოლიტიკა – პოსტ-სოციალისტურ ევროპასა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში” გაიმართა ალტერნატიული პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელისისა” და “ტრანსნაციონალური ინსტიტუტის – TNI” ორგანიზებითა და “ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა” და “IPE – Institut za političku ekologiju”-ის მხარდაჭერით.
ეს იყო ისტორიული შეხვედრა, თბილისში, სადაც საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პლატფორმას “ახალი პოლიტიკა”. კონფერენციაზე განვიხილეთ შემდეგი თემები: “საერთო სიკეთეები და სოლიდარული ეკონომიკა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში”, “ავტორიტარული ტენდეციები, ბიოპოლიტიკა და ეკოლოგიის პოლიტიკა:.

დიდი მადლობა წარმომადგენლებს:
🇭🇺 უნგრეთი: აგნეს გაგი, ზლოტან სიდო, გრეგო ვარგა;
🇷🇴 რუმინეთი: ვედა პოპოვიჩი;
🇷🇸 სერბეთი: ივა ჩუკიჩი, ტანია ვუკსა;
🇭🇷 ხორვატია: ანდრეია გრეგორინა, ნიკოლინა რაიკოვიჩია, ვედრან ჰორვატი;
🇸🇮 სლოვენია: აიდი პისტოტნიკი;
🇧🇬 ბულგარეთი: ოგნიან კასაბოვი;
🇱🇹 ლიეტუვა: ვიქტორია კოლბესკინოვა, ასტა ვოლუნგე;
🇵🇱 პოლონეთი: ვუკაშ ოლშევსკი;
🇷🇺 რუსეთი: ლერა კოვალიშინა, ილია ბუდრაიტსკის;
🇺🇦 უკარინა: იულია იურჩენკო, მაქსიმ კაზაკოვი;
🇬🇪 საქართველო: ნინო ხელაია, სოფო ჯაფარიძე;
განსაკუთრებული მადლობა, დანიელ ჩავესს, Transnational Institute, TNI;

#ახალიპოლიტიკა #NewPolitics #SolNet #TNI #Boel #სოლნეტი #ახალიპოლიტიკა #NewPolitics #SolNet #TNI #Boel #Tbilisi

“ახალი პოლიტიკა” პოსტ-სოციალისტურ ევროპასა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში

2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ, მსოფლიო ახალი პოლიტიკური რყევების წინაშე აღმოჩნდა. თუ 1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემა და 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა სიხარულით აღინიშნა როგორც გლობალური ნეოლიბერალური ხანის დასაწყისი, დღეს უკვე სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ის წინააღდეგობები, რაც გლობალური კაპიტალიზმის ამგვარმა კონფიგურაციამ მოიტანა ეკონომიკური და სოციალური კრიზისების სახით, ძალაუფლების ალიანსების გადაწყობის სახით, სახელმწიფო და შიდა სახელმწიფოებრივი სისტემების რღვევით გამოწვეული კონფლიქტების სახით, ომისა და მასიური მიგრაციის სახით და კლიმატის ცვლილებისათვის დამახასიათებელი საფრთხეების სახით.

ამ პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით გააქტიურდნენ სოციალური და პოლიტიკური მოძრაობები მარჯვნიდან და მარცხნიდან, და დაიწყეს პოლიტიკური აზრისა და ქმედების ახალი გზებისა და ინფრასტრუქტურების ძიება.

როგორც ნაწილი იმ გლობალური დიალოგის პროცესებისა, რომელიც ინიცირებულია “ახალი პოლიტიკის პლატფორმის” (New Politics Platform) მიერ, საქართველოში ჩატარებული ეს საპანელო დისკუსიები თავს უყრის აკადემიურ მკლვევრებსა და აქტივისტებს პოსტ-სოციალისტური ქვეყნებიდან იმ უმთავრესი მიზნით, რათა გავიზიაროთ ჩვენი ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს ტრანსფორმაციის პროცესები ჩვენს რეგიონში დღეს არსებული გლობალური სიტუაციის პირობებში, გავცვალოთ პოლიტიკური და სოციალური ორგანიზების გამოცდილებები, და განვიხილოთ თანამშრომლობის შესაძლებლებლობები.