30 იან

სოციალური მუშაკების გათავისუფლების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

ხელმომწერი ორგანიზაციებისთვის მიუღებელია, რეორგანიზაციის საბაბით და ბუნდოვანი დასაბუთებით, კვალიფიციური სოციალური მუშაკების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბევრი გამოწვევის წინაშე მდგარ სოციალური მომსახურების სისტემას გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი.

2020 წლის 29 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს 40-მდე სოციალურმა მუშაკმა (მათ შორის უფროსმა სოციალურმა მუშაკებმა) დამსაქმებლისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან უწყდებოდათ შრომითი ხელშეკრულება.

„შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 11 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის, ასევე საერთაშორისო შვილად აყვანის უფლება-მოვალეობები უნდა გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ამავე ცვლილებების თანახმად, ზრუნვის სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

ტრეფიკინგის ფონდი ავრცელებს განცხადებას, რომ სოციალური მუშაკების შტატების რაოდენობის გაზრდა იგეგმება, რაც მიუთითებს იმას, რომ ახალ უწყებაში სოციალური მუშაკების საჭიროება დგას.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები წლებია დგანან უმძიმესი გამოწვევების წინაშე. ურთულეს და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ საზოგადოების კეთილდღეობისა და ყველაზე დაუცველი ჯგუფების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დასაცავად. ამავე სააგენტოს სოციალურ მუშაკთა 2019 წლის თებერვალში დაწყებული გაფიცვის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სწორედ სისტემაში კადრების დამატება იყო, ვინაიდან თითოეული სოციალური მუშაკი თვის მანძილზე საშუალოდ 100-150 შემთხვევაზე მუშაობს, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საქმეთა გონივრულ რაოდენობას.

კადრების სიმცირის გამო წუხილი არა ერთხელ გამოუთქვამს თავად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ისევე როგორც კანონშემქმნელებს, არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანზიაციებს.

სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლისთვის უნდა უზრუნველეყო 50 სოციალური მუშაკის დამატება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალი კადრების დამატება თავისთავად გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, სოციალური მუშაკის სამუშაოს გადატვირთულობის და შრომის დაბალი სტანდარტების გამო.

ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, რატომ დაითხოვეს სამსახურიდან 40-მდე კვალიფიციური და გამოცდილი სოციალური მუშაკი. ასევე, გაურკვეველია რა კრიტერიუმით მოხდა ადამიანების შერჩევა და რა გახდა მათი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებული სოციალური მუშაკები მონაწილეობას იღებდნენ სოციალური მუშაკების ზემოთნახსენებ კოლექტიურ დავაში და ნაწილი მათგანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაფიცვის ორგანიზებასა და საჯარო პროტესტის გამოხატვაში, რაც აჩენს ეჭვს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები სწორედ პროტესტის გამო დაისაჯენ.

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან:

  • დაასაბუთოს რეორგანიზაციის დროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების თანამდეობობიდან გათავისუფლების საჭიროება და განმარტოს გათავისუფლების კრიტერიუმები;
  • უზრუნველყოს რეორგანიზაციის პროცესის გამჭირვალობა და მასში სოციალური მუშაკებისა და პროფესიული კავშირების ჩართულობა;
  • რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს 2019 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად და სოციალურ მუშაკთა დანიშვნა სააგენტოში მოხდეს უკონკურსოდ.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს სოციალური სერვისებისა და სოციალური მუშაობის გადააზრება, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობითა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით დაგეგმოს ამ სფეროს რეფორმისთვის საჭირო ნაბიჯები, მათ შორის ახალი სერვისების შექმნის მიმართულებით.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ (ახალი გაერთიანება)

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „სოლიდარობის ქსელი“
(ახალი გაერთიანება)

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „ერთობა 2013“
(ახალი გაერთიანება)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

28 იან

პროფკავშირები და უფლებამდაცველები მთავრობას მიმართავენ

გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლებისა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და შრობის უფლებების დაცვა.

Continue reading
24 იან

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას

17 დეკემბერს გაზისა და ნავთობის  ამერიკულმა კომპანიამ “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” დედოფლისწყაროში დასაქმბული 80 – ზე მეტი თანამშრომელი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან დაითხოვა.  მანამდე, ნოემბერში, დასაქმებულებმა ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ორი წლის განმავლობაში დაგროვილ 11 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ.  დასაქმებულების მიერ გამოხატული საჯარო პროტესტის  მიუხედავად, კომპანიამ არ დააკმაყოფილა მათი სამართლიანი მოთხოვნა, მეტიც   წინა საახალწლოდ 80-ზე მეტი თანამშრომელი  სამსახურიდან დაითხოვა. ამასთანავე, გათავისუფლებული მშრომელებისთვის კომპანიას ბოლო სამი თვის ხელფასი ანაზღაურებული არ ჰქონია.

Continue reading
21 ნოე

პროპორციული არჩევნები საშუალებაა და არა მიზანი! ჩვენ ვიბრძვით მიზნისთვის!!!

რაც
ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სააჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირები არ შეასრულა,
გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს გახდებოდა ფართომაშტაბიანი პროტესტისა და პოლიტიკის ცვლილების
საფუძველი.

ასე ცვლილება ვერ მოხდება !!!

პირველი, ხალხი
დგას ძირეული პრობლემები წინაშე: სიღარიბე,
ოკუპირებული ტერიტორიები, უმუშევრობა, მიზერული
ანაზღაურება, ადამიანების ექსპლუატაცია სამუშაო ადგილზე, ჩავარდნილი საპენსიო რეფორმა, უსახლკარობა,
მიგრაცია, დაბინძურებული
გარემო, ჯანდაცვა და მედიკამენტების ფასები, უხარისხო განათლება, საბანკო ვალები,
აზარტული თამაშები, კაზიონოებზე დაფუძნებული კოლონიალური ეკონომიკა
და აქედან გამოწვეული უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა.

მეორე, დღეს ორი მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება (ნაციონალური მოძრაობა მისი განშტოებებით და ქართული ოცნება) ერთმანეთთან ძალაუფლებისთვის ბრძოლით კვებავს ერთურთს, პირველი რევანშიზმით შეპყრობილი, მეორე კი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული. ამიტომ ორივე არა ხალხს, არამედ მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკება. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის შესაძლებლობა გაირღვეს ეს ჩაკეტილი წრე, დასრულდეს ორ პოლუსიანი პოლიტიკა და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მიეცეთ შესაძლებლობა პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობისა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ დღევანდელი პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა მცირეა. ხალხს არ აქვს იმედი, რომ პარლამენტში მოხვედრილი პარტიები იმ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებენ, რაც მათ აწუხებთ. დიდი ხანია, პოლიტიკა ელიტებს შორის რესურსებისა და ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლად გადაიქცა და ამას ყველა კარგად ხედავს.

მესამე,
იმ ძირითადი მოთამაშეების უკან, დღეს ვინც პოლიტიკაშია ან პოლიტიკაში მოდის, არა მშრომელები,
უბრალო ადამიანები, არამედ სავახშო და სხვა მსხვილი კაპიტალი დგას, რაც კიდევ უფრო
ამცირებს მათ მიმართ ნდობას. ამის დასტურია მოძრაობა ლელოც.

მეოთხე,
იქ სადაც ნაციონალური მოძარობა დგას, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ და არ დადგება,
რაც არ უნდა დიდი იყოს ქართული ოცნების მიერ იმედ გაცრუება.

ამიტომ,
თუ გვინდა ცვლილება, „ჯერ არჩევნები და მერე ვნახოთ“ აღარ გამოვა.

ყველა
პოლიტიკურმა ძალამ მკაფიოდ უნდა თქვას რისთვის ჭირდება პროპორციული არჩევნები, უბრალოდ
საპარლამენტო მანდატებისთვის, თუ რეალური ცვლილებებსითვის.

საზოგადოებას
ჭირდება თუ გინდ განსხვავებული, მაგრამ მკაფიო პასუხები და ხედვები კონკრეტული პრობლემების
მოგვარებასთან დაკავშირებით. პარტიების ერთმანეთთან უშინაარსო კინკლაობა ვინ პრორუსულია
და ვინ პროდასავლური, ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

არჩევნები,
გინდაც პროპორციული, არაფერს ნიშნავს, თუ მას არ მოაქვს ის ცვლილებები რაც ჩვენ გვჭირდება.
პროპორციული არჩევნები კარგია იმ მხრივ, რომ ორგანიზების მოტივაციას ზრდის იმ ჯგუფებისთვის,
რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გამო, აქამდე აზრს ვერ ხედავდნენ პოლიტიკაში ორგანიზებული
ფორმით მონაწილეობისა.  ამიტომ, ეს არის შანსი
მათთვის, შემოგვთავაზონ უკეთესი პოლიტიკური პროგრამა და გამარჯვების შემთხვევაში, სანამ
არიან ხელისუფლებაში, იბრძოლონ ამ პროგრამის განხორციელებისთვის.  

ჩვენ
არ უნდა დავუშვათ ისტორიის გამეორება, როცა ძველ ხელისუფლებას ზარზეიმით ვისტუმრებდით,
იმ იმედით რომ შემდგომი იქნებოდა უკეთესი. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ იმედი არ არის საკმარისი.
ჩვენ თავიდანვე უნდა ვიცოდეთ რას გააკეთებს შემდეგი. არ უნდა დავუტოვოთ სხვას შანსი
ჩვენი იმედგაცრუებისა.

ამიტომ
ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ბრძოლა და მოვითხოვოთ არა მხოლოდ პროპორციუელი არჩევნები, არამედ
იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც ყველა მთავრობას უპასუხისმგებლოდ ერთად უგროვებია.
 უნდა გავერთიანდეთ ის ადამიანები, ვისაც პოლიტიკური
ელიტების უშინაარსო კინკლაობა ყელში ამოუვიდა.

თუ ჩვენ ამ ბრძოლას დავუთმობთ მათ, ვისაც სჭირდება სასწრაფო წესით პროპორციული არჩევნები მხოლოდ იმისთვის, რომ ხლისუფლებაში მოსვლის
შემდეგ ჩვენს ხარჯზე მოირგონ სახელმწიფო აპარატი პირადი სიმდიდრისა და გავლენის დასაგროვებლად – ასეც მოხდება.

ამიტომ დღესვე უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი სამუშაო პირობებისთვის, უკეთესი
ანაზღაურებისთვის, უკეთესი ეკონომიკისთვის, უკეთესი განათლებისთვის, უკეთესი ჯანდაცვისთვის,
უკეთესი ეკოლოგიური გარემოსთვის – ახალი სოციალური წესრიგისთვის.

პროპორციული საარჩევნო
სისტემა შესაძლებლობაა და არა მიზანი.

თუ ადამიანებს ახლავე
არ ეცოდინებათ, თუ რა არის საბოლოო მიზანი, ისინი არ იბრძოლებენ. ამიტომ ჩვენ დღესვე
უნდა დავანახოთ ყველას თუ რას ემსახურება ჩვენი ბრძოლა.

თუ ითხოვ მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს, ნუ მოხვალ. ხოლო
თუ ითხოვ
პროპროციულ არჩევნებს უკეთესი ქვეყნისთვის, შემოგვიერთდი
!

24 ნოემბერი, 15:00 საათი, თბილისის
ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ

აქციის ორგანიზატორები არიან: დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ და „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები”.  აქციას შემოუერთდებიან მშრომელთა კოლექტივები რეგიონებიდანაც. 

12 სექ

2020 წლისთვის მცირე ფერმებში ინვესტირებით ბოლივია გახდება საკვებით მთლიანად დამოუკიდებელი

ბოლივია – როგორ შეიძლება ვუმკლავდებოდეთ კლიმატის ცვლილებას და ამავდროულად ხელს ვუწყობდეთ ადგილობრივი ეკონომიკის აყვავებასა და საკვების უსაფრთხოებას? იმისათვის, რომ ამ მიმართულებით განხორციელდეს ხელმოსაჭიდი პროგრესი 2015 წლის სექტემბერში დაწყებული გაერო-ს „მდგრადი განვითარების დღის წესრიგის” მიხედვით საჭიროა კიდევ 15 წელი. თუმცა, ამის დასაჩქარებლად შესაძლოა არსებობდეს გზები და როგორც ჩანს, ანდებში მდებარე ქვეყანამ ეს გზა გამონახა. 

ბოლივიის მთავრობამ  საკვების საწარმოებლად დააბანდა 40 მილიონი აშშ დოლარი მცირე და საშუალო ფერმერებში. სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მარისოლ სოლანომ, განაცხადა, რომ 20-ზე მეტი საკვების უსაფრთხოების პროექტი ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. ფინანსური დახმარება ჯერეჯრობით მიმდინარეობს მეცხოველეობისა და მეთევზეობის წარმოებისთვის. ამასთანავე, იზრდება იმ მოსავალის წარმოება, როგორიცაა კარტოფილი, პომიდორი, სხვა ბოსტნეული, ხორბალი, ყავა და კაკაო. 

ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებით, ბოლივია მიზნად ისახავს 2020 წლისთვის გახდეს თვიკმარი. საკვების წარმოება 2014 წლიდან გაზრდილია 25%-ით და მიზნაია, რომ ეს ზრდა შენარჩუნდეს კიდევ ერთი წლით, რაც იმას გულისმხობს, რომ ქვეყანა უკვე არც თუ ისე შორსაა დასახული ამბიციური მიზნიდან. 

იმპორტის შემცირება ან შეჩერება არა მხოლოდ დაეხმარება ადგილობრივი ფერმერებისა და ბიზნესების საზრდოს გაუმჯობესაბაში და ამასთანავე, შეამცირებს გამონაბოლქვს, არამედ იზრუნებს იმგვარი ყოვილისმომცველი საკითხების გამოსწორებაზეც, როგორებიცაა, უმუშევრობა, შიმშილი და სიღარებე.  

რამდენად მიაღწევს ბოლივია დასახულ მიზანს ხუთწლიანი პერიოდის მანძილზე ჯერ უცნობია. რაც აშკარაა, არის ის, რომ რამდენი ინიციატივაც ბოლივიამ აჩვენა არსებული ადგილობრივი შესაძლებოლობების გაზრდაში, მაგდენი ინიციატივა რომ აჩვენონ ჩვენმა მთავრობებმა, დღეს მსოფლიოს განვითრებაზე განსხვავევბული საუბარი გვექნებოდა.

თარგმანი: რევაზ კარანაძე

წყარო: https://bit.ly/2kGNee3

03 სექ

გილოცავთ სოლიდარობის ქსელის 4 წლის იუბილეს!

აგვისტოში “სოლიდარობის ქსელის” საქმიანობის მე-4 წლისთავს აღვნიშნავთ. ჩვენი საქმიანობა დავიწყეთ როგორც სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფმა. დღეს კი  დამოუკიდებელი პროფკავშრი ვართ. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მოხალისეებს, შემომწირველებს, მათ ვინც ჩვენს ღინისძიებებსა თუ კამპანიებში მონაწილეობითა და მათი გაზიარებით მხარს გვიჭერდა ამ წლების განმავლობაში. თქვენ გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებდით. განსაკუთრებით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს წევრებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ საკუთარი და სხვა მშრომელებისთვის სამართლიანობითვის ბრძოლაში. ჩვენ გვინდა ჩვენი წევრებისთვის, მხარდამჭერებისთვის, ყველასთვის ვინც დაინტერესებულია ჩვენი საქმიანობით შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ზოგადად, ყველას გვიჭირს საკუთარი საქმიანობის კრიტიკული განსჯა და დაშვებული შეცდომებიდან ისეთი დასკვნების გამოტანა, რომლებიც გახდება უკეთესი განვითარების საფუძველი მომავალში.

Continue reading
03 აგვ

რატომ გვძულს ერთმანეთი

ავტორი: სოფო ჯაფარიძე

ოთხი მაგალითი იმისა, თუ როგორ გვაქცევს ცუდი სოციალური პოლიტიკა ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად

ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის მომსწრენი ან მონაწილენი. თითქოს ერთმანეთის მიმართ ნდობა, ერთმანეთის მოსმენის, ერთმანეთის გასაჭირის გაზიარების უნარი, არ გაგვაჩნია. ზოგი ამ ყველაფერს ჩვენს ფიცხ ხასიათს, სამხრეთულ ტემპერამენტს უკავშირებს, ზოგიც ამპარტავნებას. მაგრამ მთავარი მიზეზი სახელმწიფო და მისი ცუდი სოციალური პოლიტიკაა. მეტი სიცხადისთვის გთავაზობთ ოთხ მაგალითს.

განაგრძე კითხვა...
31 ივლ

პეტიცია ღირსეული შრომისთვის


2013 წელს, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებელი ცვლილებების მიუხედავად მშრომელთა მდგომარეობა დღესაც რჩება სავალალო, რადგან:

● ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა არ იყო საკმარისი;

● დღემდე არ შექმნილა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების აღსრულების მექანიზმები. შრომის
ინსპექცია დღესაც არ არის საკმარისი რესურსით აღჭურვილი და რაც მთავარია, მას არ აქვს მანდატი
ზედამხედველობა გაუწიოს შრომის უფლებების აღსრულებას სამუშაო ადგილზე

 ● არ არსებობს სასამართლო, სადაც დასაქმებული სამართალს დროულად იპოვიდა, იმიტომ, რომ თითო შრომითი
დავა გრძელდება სამ წლამდე, რაც აზრს უკარგავს სარჩელის შეტანას.


ხელმომწერი პირები ვითხოვთ:

1. შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე.
2. სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების
განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში (კანონმდებლობით გათვალისწინებულ
ვადაში).
3. შემცირდეს სპეციფიკური კატეგორიის დარგების რაოდენობა, დასაქმებულებთან (დასაქმებულთა
გაერთიანებებთან) ერთად გადაიხედოს სპეციფიკური საწარმოების დარგების ჩამონათვალი – არ შეიძლება
ყველა დასაქმებული (ყველა დარგი) მოექცეს 48 საათიანი ნორმირებული სამუშაო რეჟიმის ქვეშ.
4. მკაცრად მოხდეს ზეგნაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანეკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს
საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით.
5. განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 500 ლარით (დარიცხული) (ხელზე 400 ლარის ოდენობით) სრული
განაკვეთის შემთხვევაში (40 საათი კვირაში), ყოველ წელს მოხდეს მინიმალური ხელფასის ინდექსაცია.
6. დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში

27 ივნ

საქართველო, ევროპა და ტრანსნაციონალური განზომილება – ბრძოლა ცვალებად მოცემულობაში

ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვის პლატფორმა

2019 წლის 28-30 ივნისის
ტრანსნაციონალური
სოციალური გაფიცვის პლატფორმის შეხვედრა არის პირველი ასამბლეა რომელიც ევროკავშირის
საზღვრებს მიღმა ტარდება. ჩვენ მივდივართ თბილისში მაშინ, როდესაც სამოქალაქო მღელვარების
ეპიცენტრი სწორედ ქვეყნის პარლამენტთან მდებარეობს. პროტესტის მონაწილეები მთავრობას
ბრალს დებენ მათი ეროვნული სიამაყის შელახვაში, ოპოზიციური პარტიები კი ანტირუსული
განწყობებით იკვებებიან. ჩვენ მიგვაჩნია რომ ეროვნული სიამაყისა და გეოპოლიტიკური ინტერპრეტაციების
მიღმა უნდა გაავანალიზოთ ეს პროცესები ტრანსნაციონალურ ჩარჩოში რადგან ჩვენ გვჯერა,
რომ გეოპოლიტიკური და ნაციონალისტური გრძნობები უფრო და უფრო მეტად იქნება გამოყენებული
სოციალური კონფლიქტების რეალური მიზეზების გადასაფარად, როგორც საქართველოში ისე სხვაგან.

გლობალური კაპიტალიზმის
პირობებში, რადიკალური ცვლილებებისათვის არ არსებობს სხვა გზა გარდაიმ ტრანსნაციოანლური
განზომილობის აღიარებისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც აუცილებელია ავტონომური პერსპექტივის
და ისეთი ხედვების შექმნა, რომელიც მოახდენს მშრომელთა ინტერესებისა და მათი    მოკავშირეების, ქალებისა და კაცების, ქვეყანაში
მცხოვრები  თუ მიგრანტების – იდენტიფიცირებას.
ასეთი ხედვაცდება მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის პასუხისგებლობის ფარგლებს.

სინამდვილეში, ისინი ვინც
ახდენენ ამ თემების ინსტრუმენტალიზაციას და ხშირად თავს  ერთმანეთის მტრებად წარმოაჩენენ: ნეოლიბერალ პროდასავლელ
რეფორმატორებსა და ნაციოანლისტ კონსერვატორებს ერთი მიზანი აერთიანებთ, აღკვეთონ იმის
შესაძლებლობა, რომ მშრომელთა უკმაყოფილება არ გადაიზარდოს ტრანსანტიონალურ ბრძოლაში
ექსპლუატაციის, უიმედობისა და სიღატაკის წინააღმდეგ. ამ შეხვედრის დროს, ყურადღებას
გავამახვილებთ ტრანსნაციონალური განზომილების გააზრების აუცილებლობაზე რომ უკეთესად
გამოვკვეთოთ თუ რა დგას თბილისის ქუჩებში მიმდინარე ამბოხის უკან და დავისახოთ გზები
ავტონომური პოლიტიკური პერსპექტივის შესაქმნელად.

ჩვენ თავიდანვე მიგვაჩნდა, რომარსებული ტრანსნაციონალური განზომილების
უკეთ აღსაქმელად, იქ, ყველგან სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და რასაც უნდა ვებრძოლოთ,  ჩვეული პოლიტიკური განლაგება უნდა ყოფილიყო გადალახული.
ამიტომ, ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებზე,
რადგან ბოლო 30 წელია სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები წარმოადგნენ ნეოლიბერალური
პოლიტიკის ექსპერიმენტების, ინდუსტრიული რესტრუქტურიზაციისა და მშრომელების გაღატაკების
ადგილს.  ამ ქვეყნების ჩართვამ ევროპულ და გლობალურ
ღირებულებათა ჯაჭვში, ევროკავშირში ინტეგრაცია და შრომითმა მიგრაციამ, აქცია ევროპის
ეს ქვეყნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ნებისმიერი იმგვარი პოლიტიკური პროექტისთვის,
რომელიც მიზნად არსებული ვითარების ცვლილებას ისახავს.

იგივე მიზნით ვეწვიეთ ჩვენ ბალკანეთს, რომელსაც 2005 წლის შემდეგ, მიგრაციული
პროცესები და ლტოვლილთა კრიზისი საგრძნობლოდ შეეხო. ერთის მხრივ, ნეოლიბერალული თუ
სოციალური ევროპულობის, ხოლო მეორეს მხრივ, ნაციონალისტური ანტიევროპულობის ალტერნატივების
მიღმა, ჩვენ ვხედავთ ევროპას არა როგორც იზოლირებულ ჰორიზონტს, არამედ როგორც ბრძოლის
პირველ ტრანსნაციონალურ სივრცეს. რომ დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს,

შრომასა და საზოგადოებაზე ლოგისტიკური ინტეგრაციის შედეგების უკეთ გამოსარკვევად
და გაფიცვისა და ორგანიზებაზე ამ შედეგების გავლენასთან გასამკლავლებად, ტრანსნაციონალურ
კოლექტივის ბრძოლას, ჩვენ ახალ ელემენტებს ვამატებთ.

2008 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ დაწყებულმა პრივატიზაციამ, სოციალური
ხარჯების შემცირებამ და გაღატაკებამ რომელსაც ადგილი ქონდა აღმოსავლეთ ევროპაში ტრანზიციის
პერიოდში ყველა ევროპული ქვეყანა მოიცვა რამაც მძიმე შედეგები იქონია უკეთესი პირობებისთვის
ბრძოლაზე. მიუხედავად რიგი განსხვავებებისა, ჩვენ გამოვკვეთეთ საერთო ტენდენცია, რომელიც
იტალიის და საფრანგეთის შრომის კანონდებლობაში განხორციელებული ცვლილებებს, გაფიცვის
ამკრძალავი კანონს შვედეთში, ჰარც IV-ის რეფორმებს
გერმანიაში და სხვა და სხვა თავდასხმებს დამოუკიდებელ პროფკავშირებზე აერთიანებს. სოციალური
ხარჯების შემცირებამ ევროპის ყველა ქვეყანაში გააჩინა ახალი კითხვები იმასთან დაკავშირებით,
თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი მოთხოვნების ფორმულირება სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ არ შევეგუებით
მიგრანტების მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს და ინსტიტუციურ რასიზმს, რომელიც აძლიერებს
შრომითი მიგრანტების სტრუქტურულ ექსპლუატაციას. არ შევეგუებით ანტი-მიგრაციულ და ნაციონალისტურ
დისკურსს, რომელიც აღრმავებს უიმედობას და უზრუნველყოფს მშრომელების დამსაქმებლისა
და პოლიტიკოსების მიერ მორჩილებაში ყოფნას. პირიქით, გაზრდილი მიგრაცია არის ერთ-ერთი
მთავარი იარაღი მშრომელების ხელში ეძიონ უკათესი ანაზღაურება და გაიუმჯობესონ პირობები.
ჩვენ მომსწრენი გახვდით ქალთა ამბოხის, რომელმაც ბოლო წლებში რადიკალურად შეარყია წარმოებისა
და კვლავწარმოების პატრიარქალური საყრდენი.

ამ ცვილებებს თან ახლდა მმართველობის მზარდი ცენტრალიზაცია პარლამენტების
დაკნინების ხარჯზე და ნაციონალიზმის აღზევება, როგორც  ინსტიტუტების ფუნდამენტური გადახრა სახელმწიფოს
ფუნქციონირების ჩვეული გზიდან. გაფართოებული ევროპის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
მიმდინარე პროცესები, როგორც ანარეკლი ამ ცვლილებებისა, წარმოადგენდა ყოვლისმომცველი
ტრანსფორმაციის დასტურს. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ევროკავშირი ჰომოგენურ
სივრცეს წარმოადგენს. პირიქით, ევროკავშირის ლოგისტიკური ინტეგრაცია სწორედ ქვეყნებს
შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ექპლუატაციას ეფუძნება. დღეისათვის,
ეს ექსპლუატაცია ვრცელედება ევროკავშირის ინსტიტუციურ ფარგლებს გარეთ, უფრო ღრმად აღმოსავლეთით,
რაც  ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ,
პოლიტიკური არასტაბილურობის განეიტრალებას და ქმნის ახალ მოლოდინს ახალი იაფი მუშახელითა
და მეტი მოგების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, გარდაქმნამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა
პოსტ-საბჭოთა საქართველოში, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტიტო ქვეყანაში
და პროტესტის აფეთქებამ გააჩინა ახალი კითხვები და გამოწვევები. 2014 წლის საქართველოსა
და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმება მიუთითებს, თუ რა გზით მიმდინარეობს
ევროპის ლოგისტიკური ინტეგრაცია და ნათელს ჰფენს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური პროექტის
ღრმა ტრანსფორმაციას. შეთანხმება შეიცავს წესებს, რომელთა დანერგვის შემდეგ საქართველოს
ექნება პრივილეგირებული ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირთან. ეს შეთანხმება წარმოჩენილ
იქნა, როგორც უკეთესი დემოკრატიული მომავლის ჭეშმარიტი დანაპირები, ხოლო ევროკაშირი,
როგორც უფლებებისა და კეთილდღეობის სივრცე, გარანტი ცივილიზებული, უწყვეტი პროგრესისა
და როგორც სოციალისტური წარსულისა და ველური 90იანი  და 2000-იანი წლების დერეგულაციის ალტერნატივა.
პარალელურად, საქართველო კი წარმოჩენილ იქნა, როგორც იდეალური დერეფანი დიდ ბაზრებს
შორის, იაფი მუშახელის პოტენციური რეზერვი და საუკეთესო პოლიგონი ტურიზმის ინდუსტრიისთვის.
შესაბამისად, მთელი ძალისხმევის მობილიზება ხდება ამ სვარაუდო ინტეგრაციისთვის მზადყოფნის
უზრუნველსაყოფად. ამიტომ, ნებისმიერი მსხვერპლი ითვლება ლეგიტიმურად. შედეგად, ასოცირების
ხელშეკრულება გამოიყენება როგორც ბერკეტი ინტეგრაციის და „განვითარების“ პირობების
მოწინააღმდეგე ხმების გასანეიტრალებლად და  ჩასახშობად, ეკონომიკის იმ სექტორებშიც კი, რომლებიც
არ წარმოადგენენ ტრანსნაციონალური ბრუნვის მატერიულ შემადგენელს. ასოცირების შეთანხმება
იმეორებს იმ პოლიტიკური პროექტის სულისკვეთებას, რომელიც ცდილობს დისციპლინირებულ მდგომარეობაში
ამყოფოს მეამბოხე მშრომელები და რომელიც თავს ესხმის გაფიცვის უფლებას. ეს ეხება ყველა
სექტორს, დაწყებული საჯარო სექტორით, დამთავრებული ტრანსპორტითა და მომსახურების სექტორით.
როგორც სხვაგან, ისე შარშან, თბილისში მეტროს მემანქანეებმა დაგვანახეს, თუ როგორ ხდება
ცვალებად გარემოში გაფიცვის ხელშემშლელი ხელოვნური სამართლებრივი ბარიერების წარმატებით
გადალახვა.

რეალობა საქართველოში საგრძნობლად განსხვავდება იმ წარმოდგენისგან, რაც
ევროკავშირსა და ქართულ სახელმწიფოს აქვს მასზე: უკმაყოფილება რომელიც სწორედ იმ პროექტს
უკავშირდება რამაც საქართველო, უუფლებო, უძლურო მომსახურების მიმწოდებლად უნდა აქციოს,
თავის იჩენს ხოლმე სხვა და სხვა ფორმითა და სხვა და სხვა სიმძლავრით. მოუხედავად საცხოვრებელ
და სამუშაო პირობებზე თავდასხმებისა და განვითარების პროექტის რიტორიკისა,რომელიც ყველამ
უნდა გაიზიაროს, მაინც ხდება საპროტესტო აფეთქებები: როგორც მაღაროლოების და მეტროს
მემანქანეების გაფიცვის შემთხვევაში, ასევე გარემოს დამაზიანებელი ჰესების მოწინააღმდეგეების,
სოციალური მუშაკების პროტესტისა და 8 მარტის დემონსტრაციაში მონაწილე ქალების შემთხვევებშიც.

ყველა ეს ბრძოლა არის გამოძახილი ნეოლიბერალური წესრიგის ურთიერთ კავშირში
მყოფი სხვადასხვა მექანიზმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს აქციოს ქართველი მშრომელები,
ინვესტორის მადლიერ, ექსპლუატირებულ სამუშაო ძალად,  რადგან ეს არის მაქსიმუმი რაც მათ შეიძლება მიეღოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები სხვაგან მიიღება, ქართული სახელმწიფო
და ქართული კაპიტალი ნებსით თუ უნებლიედ ხდება გლობალური კაპიტალიზმის შემადგენელი
ნაწილი. გავლენების, მოგებისა და შესაბამისი ბერკეტების ქვეყნის შეიგნით შენარჩუნების
სურვულის კვალდაკვალ ქართული მუშათა კლასი და საზოგადოება ინტეგრირდა ამ გლობალურ სინამდვილეში.

მაშინ როცა მიმდინარე ტრანსფორმაცია გლობალური ხასიათისაა, ბრძოლისა და
ორგანიზების ფორმები, ვერ ცდება სექტორულ, ლოკალურ ან ნაციონალურ მასშტაბს.

არსებული განსხვავებები და ფრაგმენტაცია საფუძველშივე ახშობს სოციალური
და მშრომელთა ბრძოლის პოლიტიზების მცდელობებს ვიწრო, კონკრეტულ საკითხებს მიღმა. მთავარი
კითხვა მდგომარეობს შემდეგში: როგორ ვიმოქმედოთ ამ დაძაბულ ვითარებაში, სადაც ერთ მხარეს
მიმდინარეობს ბრძოლა ტრანსფორმაციის განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთკავშირში მყოფი გამოვლინებების
წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხარეს, ხდება საქართველოს  შთანთქმა მსოფლიო ბაზრის, ტარნსნაციონალური კაპიტალის,
ინვესტიციებისა და გლობალური ძალაუფლების სტრუქტურების მიერ. მიგვაჩნია,რომ ეს არის
საკვანძო საკითხი, როგორც საქართველოს შიგნით, ისე ტრანსნაციონალური ბრძოლისთვის.

ჩვენ აგრეთვე მოგვიწევს გააზრება, თუ რა შეუძლია გააკეთოს სახელმწიფომ  ვითარებაში და როგორ შეუწყო მან ხელი ამ ვითარების
ჩამოყალიბებას. ვებ გვერდი «Invest in Georgia» უცხოელ ინვესტორებს არწმუნებს,
რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 430 დოლარის ექვივალენტია, როგორც თეთრ, ისე ლურჯ
საყელოიანი მშრომელებისთვის და რომ ქვეყანა გამოირჩევა მოქნილი შრომის კანონმდებლობით:
„საქართველოს აქვს ყველაზე ლიბერალური შრომის სტანდარტები, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ
გლობალური მასშტაბით“.  ბოლო ათწლეულების განმავლობაში
საქართველოს მთავრობა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ის ახდენდა ქვეყნის ტრანსფორმაციას
ბისნესისათვის მეგობრულ ქვეყანად. პარალელურად ახდენდა შრომის კოდექსის მიზანმიმართულ
გამოფიტვას. უფრო მეტიც, ებრძოდა მშრომელების მხრიდან ყველა ავტონომური და კოლექტიური
ქმედების გამოვლინებას. მაშინ როცა, პოსტ საბჭოთა რეალობას ახასიათებს სახელმწიფოს
მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა საკუთარ ვალდებულებებზე, საქართველო, ნეოლიბერალური
სახელმწიფოთვის დამახასიათებელი წესით ახდენს საკუთარი საზოგადოებისა და მშრომელების
მიზანმიმართულ ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე. ეს ცხადი გახდება, თუ დავაკვირდებით მაღაროელების
გაფიცვას ჭიათურაში, მანგანუმის მომპოვებელ საწარმოში. მაღაროელების ითხოვდნენ შრომის
პირობებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რის შემდეგაც მთელი ქალაქი სოციალურმა პროტესტმა
და გაფიცვამ მოიცვა, დაწყებული სკოლებიდან  დამთავრებული ყველა სამუშაო ადგილით. ცხადი იყო,
რომ მშრომელბზე ზეწოლას სხდასხვა მოთამაშეები ახორციელბდნენ: მთავრობა, რომელიც ეროვნული
ბუნებრივი რესურსების შეთავაზებით ცდილობს ივაჭროს უცხოურ კაპიტალთან და ამით გაამართლოს
საკუთარი ქმედება ქვეყნის შიგნით; უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ცდილობენ დაიცვან
საკუტარი ინვესტიციები; სპეკულანტები საერთაშორისო ბაზრებზე და ფინანსური კაპიტალი.
მაშინ, როცა სახელმწიფო დროებითმა მმართველმა გადაიბარა საწარმოს მართვა ჭიათურაში,
მას ნაბიჯი არ გადაუდგამს სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და სამუშაო ტვირთის შესამსუბუქებლად.
ჭიათურის გაფიცვა, რომლის შედეგადაც მაღაროელებმა მიაღწიეს შედეგს, ნათლად აჩვენებს
თუ რა ცვალებადი ხასიათი აქვს დაპირებულ განვითარების ამ გზას: ადგილობრივი თემი და
მშრომელები აღსდგნენ მძიმე შრომისა და ეკოლოგიური მდგომარეობის წინააღმდეგ, სწორედ
ეკონომიკის იმ „სტრატეგიულ“ სექტორში, რომლის საფუძველზეც ქვეყანა სინჯავს ნიადაგს
მსოფლიო ბაზარზე ლოგისტიკური ინტეგრაციისთვის.

ჰესების წინააღმდეგ პროტესტმა 
მოიცვა ასევე პანკისის ხეობაც, რის საფუძველზეც მთავრობა ცდილობს ენერგო დამოუკიდებლობის
მოპოვებას. პროტესტს, დაწყებისთანავე მთავრობამ პოლიციის სპეცრაზმი დაუპირისპირა. მხოლოდ
ამის შემდეგ დაპირდა მთავრობა ხალხს მეტ ინფორმაციას მათთვის შესაძლო სარგებელზე და
დასაქმების შესაძლებლობებზე რასაც ახალი ჰესი უზრუნველყოფდა. ადგილობრივებმა კარგად
იციან, რომ მხოლოდ მშენებლობის ეტაპზე შეიძლება დასაქმდეს 80-მდე ადამიანი, ხოლო ამის
შემდეგ, მხოლოდ რამოდენიმე შეძლებს სამსახურის შენაჩუნებას. სამაგიეროდ, ისინი ათვიცნობიერებენ
წყლისა და მიწისთვის იმ ზიანის მასშტაბს, რაც ახალმა ჰესმა შეიძლება გამოიწვიოს.

იგივე ეხება უზარმაზარ სამშენებლო პროექტებს, რომლებიც ინიციატივას „ერთი
სარტყელი ერთი გზა უკავშირდება“. ამ პროექტების უარყოფითი შედეგი მიწის ექპროპრიაციასა
და ბუნებრივი რესურსების დაზიანებას უკავშირდება. ადამიანებს ქირაობენ დროებით, მხოლოდ
სამშენებლო სამუშაოებისთვის, დასრულების შემდეგ კი ისინი ისევ უმუშევრები რჩებიან.
ეს განვითარება ნათლად ანახებს ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს ორი ძირითადი საყრდენის
– ექსპლუატაციისა და ეკოლოგიურ ზიანის წინააღმდეგ ბრძოლის გაერთიანების აუცილებლობას.
ტრანსნაციონალური ფრონტის გასაშლელად საჭიროა სხვადასხვა ავტონომური ბრძოლის გაერთიანება,
მიუხედავად იმისა რომ ეს ერთი შეხედვით შესაძლოა შეუსაბამოდ გამოიყურებოდეს. ბრძოლის
გერთიანება უნდა მოხდეს იმ სექტორებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთისგან
განსხვავდებიან  შრომის პირობების, მათ შორის
შრომის ბაზრის სქესობრივი სტრუქტურის და სახელფასო განაკვეთების საფუძველზე; მათ შორის
ვინც რჩება ქვეყანაში და ვინც მიდის უცხოეთში სამუშაოდ; მათ შორის ვინც არის ჩართული
როგორც პროდუქტიულ, ისე რეპროდუქტიულ შრომაში.

ეს ნიშნავს იმის გათვიცნობიერებას, რომ უკვე ტრანსნაციონალური განზომილება
აყალიბებს მშრომელთა კლასის კომპოზიციას და პირობებს შრომის კვლავწარმოებისთვის. ქართული
სამუშაო რესურსის, როგორც აქტივის გამოყენება აღარ ხდება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ
ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, გაზრდდილი შრომის მიგრაციის საფუძველზე. ამავე დროს საქართველოს
მიგრაციის კანონმდებლობა ხელს უწყობს უცხოელების დასაქმებას ქვეყნის შიგნით.  94 ქვეყნის მოქალაქე არ  არ საჭიროებს სამუშაო უფლებას საქართველოში და მათ
შეუძლიათ ერთი წელი უვიზოდ დაჰყონ საქართველოში. მაგალითისთვის, ჩინურ კომპანიას, რომელიც
ახორცილელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქვს უფლება ჩინეთიდან ჩამოიყვანოს მუშახელი.
ეს სხვა ასპექტია ტრანსნაციონალური ლოგისტიკური ინტეგრაციის: სხვადასხვა ქვეყნების
სახელფასო განაკვეთების განსხვავების საფუძველზე მაღალი უმუშევრობის მქონე ქვეყნების  მშრომელების ხარჯზე ხელფასით ვაჭრობა, სიღარიბე
და სოციალური უზრუნველყოფის არ არსებობა იმ დროს, როცა ხდება შრომის ბაზრის ფრაგმენტაცია,
კონკურენცია შრომის პირობების გაუარესების საფუძველზე და დამსაქმებლის გააჩნია შეუზღუდავი
ძალაუფლება.

საკითხავი ის არის, თუ როგორ უნდა მიიღწეს კოლლექტიური ერთობა ამ განსხვავებების
მიუხედავად და მოხდეს პოლიტიკური კავშირი ეროვნული და სახელშეკრულებო დაყოფის წინააღმდეგ.

ეს ურთიერთკავშირი ვრცელდება სოციალურ რეპროდუქციაზე და არა მხოლოდ შრომაზე.
მიუხედავად ქარხნაში თუ  მშენებლობაზე დასაქმებული
ქართველების სიმრავლისა, ქვეყნის მთავარ აქტივს ქალები მსოფლიო ბაზარზე ქალები წარმოადგენენ.
ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი ქალი არის დასაქმებული როგორც მომვლელი ან მოსამსახურე
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. გადარიცხვები, რომლებსაც ისინი თავიანთ სამშობლოში ახორციელებენ,
წარმოადგენს მშპ-ს სტაბილურ შემადგენელ ნაწილს და ფარავს მიმღები ოჯახების საბაზისო
საჭიროებებს. მომვლელის საქმიანობა, რომელსაც ქართველი ქალები ახორციელებენ, აღრმავებს
შრომის სქესობრივ დანაწილებას და აკავშირებს საქართველოს დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან.

რადგან ქალები დასაქმებული არიან როგორც დაქირავებული მიგრანტები რეპროდუქციის სექტორში საზღვარგარეთ, ან აუნაზღუარებელი რეპროდუქტიული ძალა არ არსებული სოციალური სერვისების შესავსებათ ქვეყნის შიგნით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რეპროდუქცია ქალების ტვირთია. საჯარო სიკეთეების პრივატიზაცია საქართველოში, რომელიც 90% -ს აღწევს, გამოიწვია მომსახურების სფეროს ბუმი, სადაც არასტაბილურ და დაბალ ანაზღაურებად სამუშაოს ძირითადად ქალები ასრულებენ . შემთხვევითი არ არის, რომ მომსახურების სექტორი წარმოადგენს ექთნებისა და სოცილური
მუშაკების ბრძოლის ველს მძიმე შრომის პირობებისა და სოციალური სერვისების არ არსებობის
წინააღმდეგ. გარდა შრომის მძიმე პირობებისა, სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმების
სიმცირე ზრდის ქალებისთვის რეპროდუქტიული შრომის ტვირთს. ეს გარემოება საჭიროს საჭიროს
ხდის ქალების დისციპლინირების, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი მზრდადი ექსპლუატაცია,
როგორც სახლში, ისე სამუშაო ადგილზე. გარდა ამისა, სუროგაციის ბიზნესის სრული დერეგულაციის
გამო, საერთაშორისო ბაზარზე, ქართველი ქალები ყველაზე კონკურენტულ ფასში სთავაზობენ
წყვილებს თავიანთ სხეულს ბავშვების გასაჩენად. ეს კიდევ ერთი ცხადი მაგალითია, თუ ქართული
სახელმწიფოს ძალისხმევის, იქცეს ბიზნესისთვის მეგობრულ გარემოდ, მაშინ როცა, რეალურად
ის უმოქმედო და სუსტია.

როგორც 8 მარტის დემონსტრაციები აჩვენებს, ახალი გლობალური მოძრაობა ილაშქრებს
შრომის ექსპლოტაციის, საზოგადოებაში ქალების მდგომარეობის წინააღმდეგ, რომელიც მჭიდროდ
არის ტრანსნაციონალურ რეპროდუაქციასთან გადაჯაჭვული. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ პრობლემის
ტრანსნაციონალურ განზომილებას, როცა სოციალური რეპროდუქცია ორგანიზებულია ტრანსნაციონალურად,
რაც შესაბამისად ტრანსნაციონალურ რეაგირებას საჭიროებს.

ბრძოლის საერთო არეალის ძიებისას, რომელსაც დაქსაქსული ძალების გაერთიანება
ძალუძს, გაფიცვას არ მივიჩნევთ ჩვენ მხოლოდ როგორც იარაღს რომელსაც იყენებ სამუშაო
ადგილზე, არამედ, როგორც ნეოლიბერალური წესრიგის წინააღმდეგ განსხვავებული ბრძოლის
ფორმების გამაერთიანებელს.  ტრანსნაციონალური
ლოგისტიკური ინტეგრაცია ხასითდება კონფლიქტებით, რომელთა კავშირი ჩვენ შეიძლება ყველაზე
კარგად აღვიქვათ, თუ გავათვიცნობიერებთ მჭიდრო კავშირს შრომის პირობებსა და საზოგადოების
კვლავწარმოების პირობებს შორის.  აგრეთვე, თუ
ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ ის ძაფები, რომლებიც ინსტიტუციური საინვესტიციო შეთანხმებების,
მიგრაციის პოლიტიკის, რეპროდუციული ბაზრის დერეგულაციის, შრომის სქესობრივი დაყოფის,
გადაადგილების, წიაღისეულის მოპოვებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ირგვლივ არსებულ
პრობლემებს ერთმანეთთან აკავშირებენ, როგორც საქართველოში, ისე სხვაგან.

მხოლოდ ტრანსნაციონალური განზომილებაში მოხერხდება ის, რომ ჩვენ განვავითაროთ
კოლექტიური ავტონომური  ძალა, რომელიც უარყოფს
პაიკად ყოფნას დღევანდელი მმართველების ხელში.


27 მაი

ვინც არ მოძრაობს, ვერ ამჩნევს საკუთარ ბორკილებს

კონფერენცია

1-2 ივნისი, 2019

თბილისი

კავკასიური სახლი

გალაკტიონ ტაბიძის 20

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ლიბერალური დემოკრატია კრიზისს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დემოკრატია, მხოლოდ მისი სიმულაციური ფორმით არსებობს, ცენტრში მიმდინარე პროცესები როგორც პერიფერიულ ქვეყანაზე, აქ ბევრად უფრო მწვავედ აისახება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტ საბჭოთა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან მიმართებაში დამკვიდრდა მცდარი წარმოდგენა, რომ საბაზრო ეკონომიზე გადასვლა ავტომატურად გამოიწვევდა ამ ქვეყნების დემოკრატიზაციას. მოხდა პირიქით. რადიკალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა საზოგადოების დიდი ნაწილი გარიყა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ამ პროცესს თან სდევდა პროფკავშირების მიზანმიმართული დასუსტება და მათი, როგორც საბჭოთა გადმონაშთის წარმოჩენა. პოლიტიკა იქცა ელიტების, მათთან დაახლოვებული ლიბერალური ექპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ასპარეზად.

ამ კონფერენციის მიზანი სწორედ იმ ბრძოლის გზებზე მსჯელობაა, რომელიც დააბრუნებს ხალხს პოლიტიკაში და შეცვლის არსებულ სოციალურ წესრიგს.

შაბათი, 1 ივნისი

14:00 საათზე

საქართველო: გრძელვადიანი პოლიტიკური ალტერნატივა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის

ბექა ნაცვლიშვილისოფო ჯაფარიძე

მოდერატორი ნენო ჩარკვიანი

საქართველოს ეკონომიკამ დღესაც ვერ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჰქონდა. უმუშევრობა, სიღარიბე და უთანასწორობა მუდმივ პრობლემად იქცა. რეალურ ცვლილებას აფერხებს გაბატონებული აზრი მცირე სახელმწიფოსა და თავისუფალი ბაზრის, როგორც უალტერნატივო და ყველაზე, სამართლიანი და ეფექტური მექანიზმის შესახებ. ამ შეხედულების კულტივირება, ხდებოდა და ხდება ყველა გავლენიანი სახელმწიფო თუ სამოქალაქო ინსტიტუტის საშუალებით. საჭიროა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა და ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივის შეთავაზება, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მონაწილეობას დაეფუძნება და რომლის ავანგარდშიც მშრომელთა ორგანიზებული ჯგუფები უნდა იყვნენ.


სახალხო მოძრაობების დემობილიზაციას გლობალურ დონეზე ემთხვევა პოლიტიკის ენჯეოიზაცია, რაც პოლიტიკური მობილიზაციის პროცესის წამყვან ძალად ექსპერტებს ავლენს. ურთიერთობები ვერტიკალურად იმართება, მაღლიდან ქვემოთ, ადამიანები ვერ ახერხებენ ჰორიზონტალური კავშირების გაბმას ერთმანეთს შორის. ექსპერტებიც ხშირად პირდაპირ დირექტივებს გარე ძალებიდან იღებენ და ისეთ საკითხებზე მუშაობენ, რომლებიც სოციალურ მობილიზაციას ვერ სცდება და არ არის ორიენტირებული ადამიანების გაძლიერებაზე. პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ისეთი სივრცის ჩამოყალიბება წარმოადგენს, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი შემოქმედებითი, ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე დაფუძნებული,  განმათავისუფლებებლი პროცესის თანამონაწილე გახდებოდა დონორების, ექსპერტების და ტექნოკრატების დიქტატის გარეშე.

16:15 საათზე

გლობალური: სოციალური მოძრაობების და ძალების მდგომარეობა გლობალურცენტრში

დეივიდ ბროუდერი, ელენე ბეზრუკოვა

მოდერატორიგიორგი კობახიძე

ცენტრში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ძალაუნებურად აისახება საქართველოზე, როგორც პერიფერიის ნაწილზე. გამომდინარე აქედან, ყველა, ვინც იბრძვის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, უნდა აცნობიერებდეს ცენტრში სოციალისტური ძალების გამარჯვების მნიშვნელობას, რადგან ის აუცილებლად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. პოლიტიკის ცვლილება ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გარანტი საქართველოს წარმატებისა, მაგრამ იქნება ერთგვარი ბერკეტი შემდგომი ბრძოლისთვის. საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ლანდშაფტი საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების დირექტივების სრულ დაქვემდებარებაშია. ნეოლიბერალიზმის კონსოლიდირება საქართველოში მემარჯვენე ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას ეფუძნება. მარტივია დავინახოთ, თუ რა გავლენა ექნება დასავლეთში პოლიტიკის უკეთესობისკენ ცვლილებას საქართველოში არსებულ პროგრესულ ძალებზე, საზოგადოებასა და გლობალურ ინტეგრაციაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი დამოკიდებულია სხვა ქვეყნებში არსებულ გამარჯვების პრეცენდენტებზე.

18:30 საათზე

ლიბერალური დემოკრატიის ჩავარდნა, აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების კაპიტალისტური უტოპია და გამოსავალი

დეივიდ ბროუდერ, მარკ ბერგფელდი და ბექა ნაცვლიშვილი 

მოდერატორი – სოფო ჯაფარიძე

სოციალ-დემოკრატიული დაპირება სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის თაობაზე ისევე აღუსრულებელი დარჩა, როგორც კონსერვატიული დაპირება კანონის უზენაისობის, წესრიგისა და ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ. ამასობაში, 1968 წლის შემდგომი მემარცხენეობა გახვეულია კრიზისში. თანამედროვე იდეოლოგიების კრიზისი სათავეებს იღებს 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან. რამაც გახსნა გარემო და შემოიტანა მიგრაციის საკითხი, როგორც ახალი ბრძოლის ველი, სადაც ე.წ. “ახალი” და ძველი აქტორები განსაზღვრავენ თავიანთ თავს და ახდენენ პოლიტიკის პოლარიზაციას. 


ამასობაში მემარცხენე პოპულიზმის დამცველები, ე.წ. ულტრა მემარცხენეები და მოძრაობების, როგორიცაა FridaysforFuture პროტესტები გვევლინება პოლიტიკური სტატუს- ქვოს ალტერნატივებად. კითხვის ნიშნები რჩება იმასთან, თუ რამდენად მოახერხებენ ეს მოძრაობები და მათი იდეოლოგიები გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლას. ერთი რამ, რაც აშკარაა, არის ის, რომ ისინი მიუთითებენ ალტერნატიულ “მომავალებზე”, რაც წარმოუდგენელი იყო 2008 წლამდე. 


საბჭოთა კავშირი მის დაშლამდე დასავლეთის ერთგვარ იდეოლოგიურ დამაბალანსებელს წარმოადგენდა. მისი დანგრევის შემდეგ ნეოლიბერალურმა გლობალიზაციამ მთელი ევროპის კონტინენტი მოიცვა. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურმა პოლიტიკამ განსაკუთრებით რადიკალური ფორმით ეს პროცესები აღმოსავლეთ ევროპაში, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში განხორციელდა. ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის ფონზე, მემარჯვენე რეაქციული ძალები, რომლებიც მომძლავრდნენ, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ ევროპაში, ვერ იქნებიან ლიბერალური ელიტის საპირწონე. ჩვენ გვჭირდება დღეს არსებული კაპიტალიზმის საპირწონე ძალა უბრალოდ იმისთვის, რომ კაცობრიობა გადარჩეს.

კვირა, 2 ივნისი

15:00 საათზე

კაპიტალიზმს ალტერნატივა ვერ ექნება ფემინიზმის და გარემოდაცვის გარეშე

გიორგი ფცქიალაძე, მარიამ ვაწაძე, ეთუნა ნოღადიელი, სალომე ადამია 

მოდერატორი – ხატია ტყეშელაშვილი

ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა, თუ რატომ საუბრობენ კლიმატის აქტივისტები და გარემოს დამცველები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მშრომელთა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ფემინიზმი, კაპიტალიზმი და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ, სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება სწორედ არსებული კაპიტალისტური სისტემის შედეგია. ეს კი იგივე სისტემაა, რომელიც მშრომელთა გაყვლეფაზე, ექსპლუატაციასა და ჩაგვრაზე დგას. ეკოლოგიურ საკითხებზე საუბარი ისე, რომ მისი გამომწვევი მიზეზები არ იქნას ნახსენები, მხოლოდ შედეგებთან ბრძოლაა და რეალურად ვერ აღმოფხვრის მთავარ პრობლემას – კლიმატის ცვლილებას. და თავად კლიმატის ცვლილებაც ყველაზე მეტად მშრომელთა კლასს გაურთულებს, გაუძვირებს და მეტიც, შეუძლებელს გახდის მათ ცხოვრებას. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოში არსებული მწვანეთა პარტიების უმრავლესობა ეკო-სოციალისტურია, ხოლო კლიმატის ცვლილება მემარცხენე თემაა.


ფემინიზმი ამ ბრძოლის განუყოფელი ნაწილია გენდერული ჩაგვრის წინააღმდეგ, რომელიც ამყარებს კაპიტალისტურ სოციალურ ურთიერთობებს. გენდერული დაყოფა სხვა სოციალურ სისტემებსაც ახასიათებდათ, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც კაპიტალიზმს. კაპიტალიზმი ყოფს მშრომელებს ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ სამუშაო ძალად, რადგან ეს ფუნდამენტურია მისი შენარჩუნებისთვის. კაპიტალიზმს სჭირდება უფასო და იაფი შრომა ხელფასების შემცირებისთვის და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ლიმიტირებისთვის. კაპიტალიზმის ფემინისტური კრიტიკა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალურ სისტემაში საქართველოს პოზიციის  გათვალისწინებით, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას გლობალური შრომის დანაწილების თვალსაზრისით პროდუქცია და სოციალური რეპროდუქცია წარმოადგენს. საქართველო იქცა იაფი შრომის ექსპორტიორად დასავლეთის სოციალური რეპროდუქციის უზრუნველსაყოფად: საშუალო ფენა განვითარებულ ქვეყნებში ამ სტატუსს ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები საქართველოდან და სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან უვლიან ბავშვებს და მოხუცებს, უზრუნველყოფენ იაფ სოციალურ სერვისს. გარდა ამისა, ქართველი ქალები ემსახურებიან როგორც სუროგატი დედები წყვილებს, რომლებსაც ამ შესაძლებლობაზე საკუთარ ქვეყნებში ხელი არ მიუწვდებათ. ამავე დროს, საქართველოში არ არსებობს მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილები ქალებისთვის, ძირითადად ისინი დასაქმებული არიან სერვისის სექტორში, მათ შორის ტურიზმში, რომელიც აგრეთვე სოციალური რეპროდუქციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს რეგიონის საშუალო ფენის წარმომადგენელი სტუმრებისთვის. შედარებითი უპირატესობის ძიების მარტივმა გზამ გლობალურ შრომის დანაწილების სისტემაში, საქართველო აქცია სოციალური რეპროდუქციის ოაზისად საშუალო ფენისთვის.

17:30 საათზე

მთლიანიმშრომელის ორგანიზება და გაფიცვის მნიშვნელობა

ნენო ჩარკვიანი, მარკ ბერგფელდი

მოდერატორი – ნონა ზანდარაშვილი

საქართველოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგის პირობებში ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ხელფეხშეკრული ვართ მშრომელთა მოძრაობის ჩამოყალიბებაში. პროფკავშირის მუშაობა აქ ძირითადად უცხოური ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა ტრადიციებიდან ამოსული სტრატეგიები და მათზე დაშენებული ინსტიტუციები აქვთ. ეს მეთოდები, ფაქტია არ მუშაობს ჩვენს რეალობაში, რადგან ჩვენ სულ სხვა ტრადიცია გვაქვს ამ კუთხით, შესაბამისად ინსტიტუციების მოწყობაც განსხვავებულია. 


მიუხედავად არსებული გამოწვევებისა პროფკავშირებმა უნდა აითვისონ ორგანიზება მშრომელთა ჩართულობის გასაძლიერებლად და სამუშაო ადგილზე დასაქმებულებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ენერგია გამარჯვებისთვის გაფიცვების, მშრომელთა მობილიზაციისა და ორგანიზების გავლით. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ მოკლე გზები!


1990-იანი წლების შუა პერიოდიდან პროფკავშირები ავითარებენ “ორგანიზებას”, როგორც პროფკავშირული მოძრაობის განახლების საშუალებას. მათ ორგანიზება სერვისს დაუპირისპირეს. რადგან სერვისის გაცემაზე ორიენტირებულობამ, პროფკავშირულ მოძრაობებში, მათ დასუსტებას შეუწყო ხელი. 


ორგანიზება მოიცავს სტრატეგიული მიზნების იდენტიფიცირებას, კომიტეტების შექმნას, სამუშაო ადგილების მონიშვნას, პოტენციური ლიდერების გამოკვეთასა და მოქმედებით კლასობრივი ცნობიერების აშენებას.  თუმცა, ხშირად ორგანიზება არასწორადაა გაიგივებული მხოლოდ წევრების რეკრუტირებასთან, კამპანიების წარმოებასა და აქივიზმთან. 


თუ მშრომელთა მოძრაობა სერიოზულად ფიქრობს განახლებაზე, მას სჭირდება მშრომელთა ორგანიზება და მათი ჩართვა კოლექტიურ მოლაპარაკებაში იმ მიზნით, რომ აღადგინოს სექტორულ შეთანხმებებში მშრომელთა ძალა. მხოლოდ ამას შეუძლია უფსკრულისკენ სვლის შეჩერება და მშრომელთა მოძრაობის თავიდან აშენება, რომელიც შეცვლის ძალთა არსებულ ბალანსს.

კონფერენციის სტუმრები:

მარკ ბერგფელდი არის ევროპის პროფკავშირის “UNI-Global” ქონების დაცვის სერვისებისა და “UNICARE”-ის დირექტორი. თავისი საქმიანობით, ის წარმოგვიდგება რამდენიმე მულტინაციონალური კომპანიის პროფკავშირების ექპსერტად, ევროპის შრომის საბჭოებში; ის კოორდინირებს პროფკავშირების დელეგაციას ინდუსტრიული დასუფთავებისა და კერძო უსაფრთხოების სექტორულ სოციალურ დიალოგებში; ორგანიზებას უწევს კამპანიებს და იძლევა სტრატეგიულ რჩევებს ინდუსტრიული დასუფთავების, უსაფრთხოებისა და კერძო (საშინაო) მოვლის/ზრუნვის პროფკავშირებისთვის. 2010 წელს, ბრიტანეთში მარკი წამყვანი აქტივისტი სტუდენტი იყო, მოძრაობისთვის “სწავლის გადასახადების წინააღმდეგ”. ასევე, აქტიურად იყო ჩართული კლიმატის სამართლიანობის მოძრაობაში, იყო ორგანაიზერი და აქტივისტი შრომით მოძრაობაში გერმანიაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში. იგი ფლობს ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) დოქტორის ხარისხს. იგი წერს ჟურნალების “Al-Jazeera” ინგლისური გამოშვებისთვის, “New Statesman”, “Social Europe”, “Jacobin Magazine” და სხვებისთვის. 

დოქტორი დეივიდ ბროუდერი (საერთაშორისო ისტორიის დოქტორი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა) არის ჟურნალ “Jacobin” ევროპის რედაქტორი, “Jacobin Italy” რედაქტორი და ისტორიული მატერიალზმის წიგნების სერიების რედაქტორთა საბჭოს წევრი. ის გახლავთ ავტორი “ჯერ ვიღებთ რომს” (ვერსო, ლონდონი, 2019). მის მრავალ ნათარგმნ ნაშრომებს შორისაა “ოპერაი ე კაპიტალე” (მარიო ტრონტი) და “რა არის სუბიექტურობა” (ჟან-პოლ სარტრი). ის არის ჟურნალის “Internazionale” რეგულარური დამხმარე და წერს ჟურნალების “New Statesman”, “Il Fatto Quotidiano”, “MicroMega” და “Independent”.

ელენა ბეზრუკოვა: „როზა ლუქსემბურგის ფონდის“ პროგრამების ხელმძღვენელი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში. სოციალური პოლიტიკისა და პოლიტიკური ადმინისტრირების მკვლევარი. “RANEPA”-s პოლიტიკის მეცნიერების და რეგიონალური განვითარების პროგრამების ასპირანტი.

სრული პროგრამა: