24 დეკ

თარჯიმნების პირველადი პროფკავშირი

დღეს სოლიდარობის ქსელმა კიდევ ერთი პირველადი პროფკავშირი ჩამოაყალიბა! კოლექტიური ბრძოლით თარჯიმნებმა ამხილეს თბილისის ბიზნეს სახლის ექსპლუატაციის სქემა. 

მშრომელთა მოძრაობას კიდევ ერთი ძლიერი ორგანიზაცია შეუერთდა! ძრწოდეთ და გეშინოდეთ, მათ ვინც უსამართლობას აკანონებთ!

შემოგვიერთდით, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის!

ჩვენი ბრძოლა, რომელიც თბილისის ბიზნეს სახლის წინააღმდეგ ორი კვირის წინ დაიწყო, წარმატებით დასრულდა 

კომპანია, რომელიც თარჯიმნებს კუთვნილ ხელფასს მუდმივად უკავებდა, იძულებული გახდა თითოეულთან არსებული დავალიანება სრულად დაეფარა. ჩვენ ოცამდე თარჯიმანი დაგვიკავშირდა, რომლებმაც კოლექტიური ბრძოლით დაიბრუნეს საკუთარი ხელფასები. ამ თარჯიმნებმა გაბედეს და არ დაიხიეს უკან. მათი თავდადების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა.

განსაკუთრებელი როლი ითამაშა მედიამ. მათ არ დაიზარეს და გააშუქეს თარჯიმნების ბრძოლა თავიდან ბოლომდე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი აღმოჩნდა, თუ როგორ შეიძლება პოზიტიური როლი ითამაშონ ჟურნალისტებმა საზოგადოების ცხოვრებაში.

სამწუხაროა, რომ ბრძოლა და ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ თარჯიმნებს კუთვნილი ხელფასები აეღოთ. მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა.
შრომის ექსპლუატაცია ყოველდღიური და ძალიან ხშირია, ხოლო ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, კი იშვიათი.

უფროსები სარგებლობენ ჩვენი არაორგანიზებულობითა და უიმედობით ( არაფერი არ შეიცვლება – დამოკუდებულებით ), მაგრამ მაგალითები, მათ შორის თარჯიმნების, გვაჩვენებს, რომ კოლექტიურ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შედეგი

არ გაამყაროთ უფროსების უნამუსობა! არ შეარჩინოთ მათ არაფერივიბრძოლოთ ერთადბევრს შევძლებთ თუ ერთად ვიქნებით და ერთმანეთის თანადგომა გვექნება

დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა