27 ივნ

ილონა სკამკოჩაიშვილის ისტორია – რა გზებით და რამდენს პარავს „ნიკორა” ილონას და სახელმწიფოს?

ილონა სკამკოჩაიშვილი ნიკორას” მაღაზიათა ქსელში უკვე 8 თვეა მუშაობს. მას საკუთარი მოვალეობების შესრულების გარდა, უწევს დამლაგებლის და დაცვის ფუნქციის შეთავსება, აქვს მძიმე სამუშაო გრაფიკი, სისტემატიურად უწევს ზეგანაკვეთურად მუშაობა, რასაც კომპანია შესაბამისად არ ანაზღაურებს. მას ყოველთვიურად უწევს საკუთარი ხელფასიდან მაღაზიის დანაკლისების დაფარვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი აისახება ილონას ხელფასიდან მოპარულ ფულში.

გთავაზობთ ჩვენს საერთო განცხადებას, რომელიც დეტალურად აღწერს თუ რა გზებით და რამდენს პარავს კომპანია ილონას და სახელმწიფოს.

25.06.2018

სს „ნიკორა ტრაიდის” (ს/ნ 206255808)

მის.: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #3 (უნ.კოდი:0234) მაღაზიის მენეჯერს,

მაია ბელთაძეს,

პროფესიული კავშირი

„სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის“

(ს/ნ 404535455)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგესალმებით,

მოგახსენებთ, რომ „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „სოლიდარობის ქსელი“) წარმოადგენს პროფესიულ კავშირს. ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებულია და საქმიანობას ახორციელებს „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მოგახსენებთ, რომ ქალბატონი ილონა სკამკოჩაიშვილი (პ/ნ 01029011302); არის ჩვენი ორგანიზაციის, ე.ი. პროფესიული კავშირის წევრი, თავის მხრივ, აღნიშნული პიროვნება დასაქმებულია თქვენს კომპანიაში.

ვმოქმედებთ რა, საქართველოს კონსტიტუციითა და პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვიცავთ ჩვენი ორგანიზაციის წევრთა შრომით უფლებებს.

მოგახსენებთ, რომ ქალბატონ ილონა სკამკოჩაიშვილთან გასაუბრებისა და მისი საქმიანობის შესაწავლის შედეგად, მიგვაჩნია, რომ მისი შრომითი უფლებები ზოგიერთ შემთხვევაში უხეშად ირღვევა თქვენი კომპანიის მიერ. შესაბამისად, ჩვენ გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მოგიწოდოთ მისი შესწავლისაკენ, რათა დროულად მოხდეს თქვენს მიერ მათი აღმოფხვრა.

უპირველეს ყოვლისა, გვსურს მოგახსენოთ, რომ დასაქმებულის განმარტებით, მას კომპანიის მხრიდან წერილობითი ხელშეკრულება არ გადასცემია. რაც ცალსახად დარღვევაა, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონის – შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით თუ იგი სამ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, ხოლო აღნიშნული პიროვნება 2017 წლის ოქტომბრის თვიდან დასაქმებულია თქვენს კომპანიაში, რაც ნათლად დასტურდება მის საბანკო ანგარიშზე დარიცხული ხელფასიდანაც.  ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი აუცილებლად უნდა ინახებოდეს მხარეებთან. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გადასცეთ ქ-ონ ილონას კუთვნილი ხელშეკრულების ასლი.

აქვე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ თქვენს კომპანიაში არსებულ სამუშაო საათებზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დასაქმებულებს უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ანაზღაურების გარეშე; შეგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც პროფესიულ კავშირს, გთხოვთ განგვიმარტოთ, ხდება თუ არა დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა? თუ კი – როგორი სახით? გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ ჩვენი წევრის, ილონა სკამკოჩაიშვილის მიერ შესრულებული სამუშაო საათების ოდენობა უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში და მოახდინოთ მის მიერ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

ამასთან გვაქვს ინფორმაცია დასაქმებულთა შემდეგი სახის პრობლემებთან დაკავშირებით:

    • დასაქმებულებს უწევთ სხვა დასაქმებულთა ფუნქციების შეთავსება;
    • ჩვენი ინფორმაციით დასაქმებულებს ხშირად სთხოვენ შეიძინონ ვადაგასული საქონელი მათი ნების საწინააღმდეგოდ;
    • დაცვის არარსებობის გამო, დასაქმებულების უსაფრთხოება არ არის სათანადოდ დაცული ღამის საათებში, ვინაიდან ობიექტზე არ არიან დაცვის თანამშრომლები.
    • დასაქმებულებს დაუსაბუთებლად ეჭრებათ ხელფასებიდან დანაკლისები, ისე რომ მათი ბრალეულობა არ დგება.
    • დამლაგებლის არარსებობის ფონზე, ღამის ცვლაში დასაქმებულებს უწევთ დამატებით მძიმე სამუშაოს შეთავსება.  
    • ასევე აღსანიშნავია, რომ 24სთ-იანი სამუშაო დღის პირობებში, 3-ჯერ 20 წთ-იანი შესვენება არის ძალიან მცირე დრო დასაქმებულთათვის, რათა მათ სრულფასოვნად დასვენება შეძლონ (რაც სრულიად შეუსაბამო და მიუღებელია შრომის საერთაშორისო სტანდარტებისთვის). შესაბამისად დასვენების არარსებობის ფონზე საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მნიშვნელოვნად იკლებს მათი შრომისუნარიანობა;
    • საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების საფუძველზე მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მოახდინოთ ილონა სკამკოჩაიშვილის მის მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების შესაბამისი ანაზღაურება ( იხ.დანართი )
  • აღსანიშნავია, რომ თქვენს მაღაზიათა ქსელში დასაქმებულებს შეუძლიათ აირჩიონ ორი კონკრეტული სამუშაო გრაფიკიდან ერთ-ერთი: ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი; ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე დილის 9სთ-დან 11სთ-მდე; აღნიშნული გრაფიკიდან და მძიმე სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, ილონა სკამკოჩაიშვილის ჯანმრთელობის პირობები გაუარესდა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, სამუშაო გრაფიკისა და პირობების ცვლილებას, რადგან საქმე გვაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოსთან.

გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეისწავლოთ აღნიშნული პრობლემები და მოახდინოთ სწრაფი რეაგირება მათი გამოსწორების მიზნით. რეაგირებისთვის გეძელვათ წერილის ჩაბარებიდან სტანდარტული ათდღიანი ვადა, რომელიც ამოიწურება 2018 წლის 6 ივლისს.

“სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი ”, გამოიყენებს რა პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებებს და დაიცავს მისი წევრის სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს, ამავდროულად აქტიურად დააკვირდება მისი წევრის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებათა სათანადო რეალიზებას და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენებს  ყველა სამართლებრივ ზომას მათ აღმოსაფხვრელად;

პატივისცემით,

სოლიდარობის ქსელის – მშრომელთა ცენტრის თანჯდომარე

თეონა ჰენდერსონი

დ ა ნ ა რ თ ი

ბანკის ჩარიცხვებით ვადგენთ, რომ 2017 წლის 6 ნოემბრიდან 20 ივნისამდე ილონა სკამკოჩიაშვილს თვეში მუშაობს 90 სთ-ით მეტს. ეს მაშინ, როდესაც შრომის კოდექსი აწესებს 40 სთ-იან სამუშაო კვირას. მას უწევს შეასრულოს 25 საათიანი სმენა 10-ჯერ, რაც ჯამში შეადგენს 250 სამუშაო საათს ერთ თვეში. მას ასევე ხშირად აქვს დანაკლისები. გაწოდებთ დაანგარიშებულ მოპარულ ხელფასს და მოპარული სახელმწიფო გადასახადების ცხრილს. გაეცანით. კანონის მიხედვით ილონასნას ეკუთვნის:

6 ნოემბერი: 160₾
20 ნოემბერი 2017: 293₾ 
საათში მიღებული თანხა: 1,81₾
საათში ხელზე ასაღები ეკუთვნის: 2,5 ₾
20% გადასახადი: 0,5₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ.გავამრლავოთ*2.59₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 233,1₾ 
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,52 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 46,8₾

ილონას მოპარული ხელფასი: 233,1 ₾
მოპარული სახელმწიფო გადასახდი: 46,8 ₾
____________________________________________________________________


5 დეკემბერი, 2017: 202,8₾ 
20 დეკემბერი, 2017: 200₾
სთ-ში დარიცხული თანხა: 1,61₾ 
სთ-ში ხელზე ასაღები ეკუთვნის : 2,5₾
20% გადასახადი: 0,5₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ.  გავამრლავოთ*2.59₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 233,1₾ 
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,52 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 46,8₾

ილონას მოპარული ხელფასი: 233,1 ₾
მოპარული სახელმწიფო გადასახდი: 46,8 ₾
___________________________________________________________________________

29 დეკემბერი, 2017: 230₾ ; 22 იანვარი, 2018: 206,58₾
სთ-ში დარიცხული თანხა: 1,74₾ 
სთ-ში ხელზე ასაღები ეკუთვნის : 2,5₾
20% გადასახადი: 0,5₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ.  გავამრლავოთ*2.59₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 233,1₾ 
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,52 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 46,8₾

ილონას მოპარული ხელფასი: 233,1 ₾
მოპარული სახელმწიფო გადასახდი: 46,8 ₾
____________________________________________________________________________

5 თებერვალი, 2018: 253,43₾ 
20 თებერვალი, 2018: 203,54₾
პრემია: 52,8₾
საათში დარიცხული თანხა: 2₾ 
სთ-ში ხელზე ასაღები ეკუთვნის : 2,5₾
20% გადასახადი: 0,5₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ.  გავამრლავოთ*2.59₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 233,1₾ 
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,52 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 46,8₾

ილონას მოპარული ხელფასი: 233,1 ₾
მოპარული სახელმწიფო გადასახდი: 46,8 ₾
_______________________________________________________________

5 მარტი, 2018: 154,92₾ 
20 მარტი, 2018: 182,71₾
პრემია:14,4 ლარი
დანაკლისი: 47,97₾
საათში დარიცხული თანხა: 1,4₾ 
სთ-ში ხელზე ასაღები ეკუთვნის : 2,5₾
20% გადასახადი: 0,5₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ.  გავამრლავოთ*2.59₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 233,1₾ 
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,52 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 46,8₾

ილონას მოპარული ხელფასი: 281,1 ₾
მოპარული სახელმწიფო გადასახდი: 46,8 ₾
________________________________________________________________________


აპრილი 5, 2018: 214₾

აპრილი 20, 2018: 184,94₾
აპრილი პრემია: 35,2₾
საათში დარიცხული თანხა: 1.74₾ 
სთ-ში ხელზე ასაღები ეკუთვნის : 2,5₾
20% გადასახადი: 0,5₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ.  გავამრლავოთ*2.59₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 233,1₾ 
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,52 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 46,8₾

ილონას მოპარული ხელფასი: 233,1 ₾
მოპარული სახელმწიფო გადასახდი: 46,8 ₾
____________________________________________________________________________


მაისი 7, 2018: 115 ₾ 
საათში დარიცხული თანხა: 0,92₾
დანაკლისი: 85 ₾
საათში რაც ეკუთვნის: 2,81₾
სთ-ში ხელზე ასაღები ეკუთვნის : 2,5₾
20% გადასახადი: 0,5₾
ზეგანაკვეთური:45 სთ.  გავამრლავოთ*2.59₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 116,55₾ 
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,52 გავამრავლოთ 45 სთ-ზე არის 23,4₾


ილონას მოპარული ხელფასი არის: 201,55₾
მოპარული სახელმწიფო გადასახადი: 23,4₾
_________________________________________________________________________

ივნისი 5, 2018: 240₾; ივნისი 20, 2018: 180₾
საათში დარიცხული თანხა: 1,68₾
სთ-ში ხელზე ასაღები ეკუთვნის : 2,5₾
20% გადასახადი: 0,5₾
ზეგანაკვეთური: 90 სთ.  გავამრლავოთ*2.59₾ (უნდა იყოს ოდნავ მაღალი, ჩვენ ვამატებთ მხოლოდ 9 თეთრს): 233,1₾ 
ზეგანაკვეთური გადასახადები: 0,52 გავამრავლოთ 90 სთ-ზე არის 46,8₾

ილონას მოპარული ხელფასი: 233,1 ₾
მოპარული სახელმწიფო გადასახდი: 46,8 ₾
____________________________________________________________________________

ბანკში ჩარიცხული ხელფასების მიხედვით ნოემბრიდან ივნისამდე, ილონას ეკუთვნის  ზეგანაკვეთური თანხისა და დანაკლისების ანაზღაურება, მინიმუმ: 1881,25₾

სახელმწიფოსთვის დაკლებული გადასახადის ჯამი: 397,8₾