26 მარ

რა ხდება აგარაში? – მშრომელების ადგილი აქ არ არის

ავტორი: რევაზ კარანაძე„სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

საქართველოში მოქმედი ერთადერთი შაქრის ქარხანა, „აგარის შაქარი” გაჩერდა. დაახლოებით 6 თვეა, რაც 500 ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი. დაბაში არ არსებობს სხვა დასაქმებისა თუ შემოსავალის წყარო. მთელი დაბა სოციალურ კატასტროფამდეა მისული. ხალხს აღარ აქვს საჭმლის შესაძენი საშუალება. მშრომელები ცდილობენ, რომ ხელისფულებისა და ქარხნის ადმინისტრაციის ყურადღება მიიქციონ, რათა მიეცეთ მათ მუშაობის უფლება, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

ქარხნის ადმინისტრაცია მოგებას ვეღარ ნახულობს, ხოლო მთავრობა უუნაროა რომ მშრომელ ხალხს დაეხმაროს. საწარმოს გარშემო აგებული ქალაქის ბედი ბინდითაა მოცული. აგარაში განვითარებული მოვლენები და სახელმწიფოში არსებული სოციოეკონომიკური რეალობა, მშრომელებს აიძულებს დაბა დატოვონ და გახდნენ შრომითი მიგრანტები. მათ მოუწევთ ქვეყნის გარეთ, ხშირ შემთხვევაში, დამამცირებელ, აუტანელ და დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე დათანხმება, რათა თავიანთ ოჯახის წევრებს პურის ფული გამოუგზავნონ.

ეს კიდევ უფრო საწმუხაროა, რადგან ქარხანაში დასაქმებული მეშაქრეები პროფესიონალები არიან. მათი პროფესია აგარის გარეთ საქართველოში არ მოინახება. იქ, მშრომელები ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემენ. ასე, ატარებენ პროფესიის შენარჩუნების ტვირთს, რომლსაც სახელმწიფო უკვე 3 ათწლეულია უგულვებელყოფს.

ამ სტატიაში, შემოგთავაზებთ მცირე მიმოხილვას, რომლის საფუძელზეც გავაანალიზებთ  პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და შევძლებთ ვიფიქროთ გამოსავლებზე.

მიზეზები:

პრობლემის სიღრმის შინაარსი ნათელი რომ გახდეს საჭიროა, სიტუაციის გამომწვევი მიზეზების გააზრება. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ გამომწვევი მიზეზების ანალიზს სამ დონეზე:

  • მიკროეკონომიკური დონე:

საქართველოში მოქმედი ბიზნესების უმეტესობა საკმაოდ ჩამორჩენილია და განუვითარებელი. ამის ნათელი მაგალითია, აგარის შაქრის ადმინისტრაციაც. მოცემული სიტუაცია ცხადყოფს, რომ მათ წარმოგდენა არ აქვთ კორპორტიულ მმართველობაზე: არ აკეთებენ თვითშეფასებას, არ აწარმოებენ კვლევებს და არ ფიქრობენ ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავევბით, აგარის შაქრის კომპანიას არ აქვს სამოქმედო გრძელვადიანი გეგმა, ის ვერ ხვდება არსებულ პრობლემებს მზად და მხოლოდ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგების მიღებაზე აქვს გათვლები. საკუთარი დაუდევრობის, უვიცობისა და სიხარბის გამო, ქარხნის ადმინისტრაცია გახდა იძულებული, რომ გაეთავისუფლებინა 500 მუშა, რომელთათვის აგარის შაქრის ქარხანა ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

საწარმოს განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, მოგების შენარჩუნებისთვის, ქარხნის ადმინისტრაციამ იმგვარ მარტივ და ზარმაც საშუალებასაც მიმართა, როგორიცაა, კრიპტოვალუტის („ბიტკოინი”) წარმოებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

  • მაკროეკონომიკური დონე:

სახელწმიფოში არ არსებობს კომპლექსური პოლიტეკონომიური განვითარების სტრატეგია.  გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ბიზნესი დაბალგანვითარებულია, ასევე, პრობლემაა თავად სახელმწიფოს რადიკალური ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც მთლიანად ორიენტრიებული მოკლევადიან შემოსავლებზე და სრულიად უგულვებელყოფს მშრომელ ადამიანს.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა – პირდაპირი უცხიური ინვესიტიციები, თუ ყოველი ახალი ფინანსური და ტექგნოლოგიური სიახლის უგუნურად ათვისება,  მაშინ, როდესაც ქვეყნაში მოსახლეობა გაღატაკებული, გავალაიანებულია, ხოლო დიდი ნაწილი კი შრომით მიგრაციაშია, მოსახლეობისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტანია. არ შეიძლება, 200-300 ლარიან ხელფასებსა და გაუსაძლის სამუშაო პირობებში გყავდეს, ისედაც ძალიან ცოტა დასაქმებული, და გქონდეს ილუზია, რომ ამგვარი ეკონომიკური განვითარება ოდესმე შედეგს მოიტანს. ეს მცდარია და მეცნიერულად უარყოფილია.

ამასთანავე, დაუფიქრებლად მიღებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ქვეყნისთვის დამღუპველია. როდესაც 1.3 მილიარდიან ჩინეთთან თუ 500 მილიონიან ევროკავშირთან ვდებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ყოველგვარი ადგილობრივი წარმოების დამცავი მექანეიზმების გარეშე, ეს განაპირობებს ქართული ბაზრიდან ადგილორობრივი წარმოების სრულად გაქრობას. თუნდაც ისეთი ყოველდღიური მოხმარების საქონელიც როგორიცაა შაქარი, მარილი, პური და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დადებითი მოვლენაა, თუმცა იმგვარი ფორმით დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, ანადგურებს ადგილობრივ წარმოებას (მაგ: რაც ახლა აგარაში ხდება) და გვხდის სრულიად იმპორტზე დამოკიდებულს.  

  • გლობალური დონე:

მსოფლიო მასშტაბით უკვე ისე გაძლიერდნენ კორპორაციები, რომ ევროკავშირი იძულებული გახდა 1968 წელს მიღებული შაქრის წარმოების შეზღუდვები 2017 წლის ოქტომბერში მოექხნა. აქედან გამომდინარე, შაქრის ბაზარზე დაფიქსირდა ახალი ცვლილებები. ასევე, გასათვალისწინებელია ბრაზილიური ფულადი ერთეულის, რეალის, ფაქტორიც, რაგდან ბრაზილია მსოფლიოში შაქრის წამოების მხრივ წამყვანი მოთამაშეა გლობალურ ბაზარზე.

გამოსავალები:

მიუხედავად სახელმწიფოს ანტი-სოციალური და უგუნური ეკონომიკური პოლიტიკისა, საჭიროა დავიწყოთ ფიქრი არსებული სიტუაციიდან გამოსავლებზე. თავასაჩინოა, რომ როგორც ყველა სიტუაციაში, აგარაშიც წაგებულია, არა ბიზნესი, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიერნტირებული, არამედ მშრომელი ადამიანი. ამიტომ, აუცილებელია, დავიწყოთ დაბის გადარჩენის ქართული პრეცედენტის შემუშავებაზე ფიქრი.

მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გამოსავლები:

ა. მოკლევადიანი: სასწრაფოდ უნდა მოხდეს კომპენსაციებისა და ხელფასების გაცემა ქარხნის თანამშრომლებზე, რომლებიც 6 თვეა გადარჩენისთვის იბრძვიან.

ბ. გრძელვადაიანი: მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერდა საწარმოს ამუშავებისთვის სახელმწიფო სუფსიდირების პრინციპი, ამგვარი სისტემა, ვერ შეძლებს შეინარჩუნოს სტაბილურობა და უზრუნველყოს შაქრის ქარხნის თანამშრომლების გრძელვადიანი ანაზღაურება. საჭიროა გავაფართოვოთ ჩვენი აზროვნების არეალი და დავაკვირდეთ და ვეცადოთ ჩვენთანაც დავიწყოთ ფიქრი აგმვარი გამოუვალი სიტუაციებისთვის აპრობეირებული და წარმატებული მოდელების დანერგვაზე:

    1. კომენეჯმენტის საწარმოს მმართველობის პრინციპი გულისხმობს, მშრომელების თანაბარ თანამონაწილეობას ქარხნის მმართველობაში ქარხნის ადმინისტრაციასთან ერთად.
  1. მშრომელთა კოოპერატივი, არის ამგვარი ჩიხებიდან ყველაზე წარმატებული გამოსავლის ფორმა. ეს გულისხმობს საწარმოს სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვას ან ნაციონალიზებას და მათი სრულიად მშრომელთა კოოპერატივის დაქვემდებარებაში უსასყიდლოდ გადაცემას.

აუცელებელია, ძვრები პოლიტიკაში დაიწყოს ქვემოდან, როდესაც გვაქვს ამგვარი სიტუაციები, საჭიროა ვიფიქროთ ალტერნატიულ გამოსავლებზე და არ ველოდოთ სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებას. საჭიროა, ცვლილება დაიწყოს ახლა და აქ!