02 ნოე

“სოლიდარობის ქსელის” კვარტალური ანგარიში წევრებისათვის: მაისი – აგვისტო

1 მაისის დღესთან დაკავშირებით მშრომელთა საერთაშორისო დღე მივულოცეთ ყველა მშრომელს. გვჯერა, რომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომა შედეგს გამოიღებს და უახლოესი პირველი მაისი იქნება ზუსტად ისეთი როგორიც ამ დღეს და მშრომელთა ძლიერ მოძრაობას შეეფერება. იხ. ბმული: https://bit.ly/2MV1mfV

2 მაისს მეტროს წინასაგაფიცვო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა. გახშირდა ბრალდებები პოლიტიკოსთა მხრიდან, მათ შორის საკითხს რამდენჯერმე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახი კალაძე, რასაც გაფიცულებლთან ერთად ვუპასუხეთ. კერძოდ, ეს ეხებოდა მეტროს გახნის საკითხს, თუ ვინ წყვეტს იმუშავებს თუ არა მეტრო. იხ. ბმული:https://bit.ly/2BT1vMB   

  2 მაისს გამოვაქვეყნეთ საზოგადოებრივი პროფესიული კოლეჯი “სპექტრი”-ს პედაგოგის და „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარის, ქეთევან ხომერიკის ფოტო-ისტორია, რომელმაც მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა მეტროს თანამშრომლებს. ქალბატონი ქეთის გადაწვყეტილება სოლიდარობა გამოუცხადოს მეტროს მშრომელებს საყურადღებოა, რადგან ეს არ არის ბრძოლა, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებს ეხებათ. ეს ყველა ჩვენგანის ბრძოლაა, ღირსეული და თანასწორი საზოგადოებისთვის.

იხ. ბმული: https://bit.ly/2ofRWh9

3 მაისს გამოვაქვეყნეთ ფოტო, რომელზეც ჩვენი უცხოელი მეგობრები უცხადებენ სოლიდარობას მეტროს თანამშრომლებს.  იხ. ბმული: https://bit.ly/2wt0tRw

4 მიასს ბერლინში, საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვეული ჩვენი წევრები შეხვდნენ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატსა და ფრაქცია “მემარცხენეების” ლიდერს, კატია კიპინგს, რომელმაც საქართველოში ყველა მშრომელ ადამიანს თანადგომა და ბრძოლაში სოლიდარობა გამოუცხადა!   იხ. ბმული:https://bit.ly/2PeoZxG

5 მაისს გამოვაქვეყნეთ ქარდი, რომელზეც ასახულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის ხელფასი და შედარებულია მემანქანეების ხელფასთან.  დირექტორის ხელფასი 9-ჯერ აღემატება მემანქანისას. ამ ქარდის მიზანი არ ყოფილა რომელიმე კონკრეტული ადამიანის ხელფასის გასაჯაროება. დირექტორს, რომელიც შესაძლოა 1 წელიც არ დარჩეს იმავე თანამდებობაზე ან/და საერთოდ ვერანაირი საქმის გაკაეთება ვერ მოახერხოს, შეუძლიათ ათიათასი (10 000) გადაუხადონ თვეში, ხოლო რიგით დასაქმებულებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ამ საქმეს ემსახურებიან და თავი გადადეს მისთვის, ხელფასის გაზრდის მოთხოვნის უფლებასაც უზღუდავენ.

იხ. ბმული: https://bit.ly/2MywP8m

6 მაისს  გამოვაქვეყნეთ ფოტო, სადაც ჩვენი ბრიტანელი მეგობრები (United Voices of the World the union)  სოლიდარობას უცხადებენ მეტროს თანამშრომლებს და წარმატებას უსურვებენ გაფიცვაში. იხ. ბმული: https://bit.ly/2Pebuhd

7 მაისს გამოვაქვეყნეთ ემზარ ბარბაქაძის ისტორია. ემზარი ერთ-ერთი იყო მეტროს თანამაშრომელებიდან, რომელიც გაფიცვაში მონაწილეობდა.

იხ. ბმული:https://bit.ly/2ohO7Ip

8 მაისს წერილობით მივმართეთ  თბილისის მერიას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რათა მოეწოდებინათ მენეჯმენტის სახელფასო ბიუჯეტი.  იხ.ბმული:https://bit.ly/2Lyq7dd

8 მაისს კაფეში “პოლიტიკა” ჩვენი ორგანიზებით გაიმართა ლუის ბასეტის ლექცია ჯერემი კორბინის ლეიბორისტულ პარტიასა და ბრიტანეთში არსებულ სიტუაციაზე. იხ.ბმული:http://bit.ly/2PfM0Al

9 მაისის დღესთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარის მიმართვა ფაშიზმისა და რასიზმის წინააღდეგ. იხ.ბმული:http://bit.ly/2ohgG8I

21 მაისს  გავაკეთეთ განცხადება სასამართლოს უკანონო ქმედებაზე, მეტროს თანამშრომლებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვის შესახებ. იხ.ბმული: http://bit.ly/2PcMoiO

22 მაისს გავაკეთეთ მემანქანეების და სხვა მეტროს თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია – “სოლიდარობა მეტროს”. იხ.ბმული:http://bit.ly/2LwCOVO  აქციის ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:http://bit.ly/2PJIIGs

23 მაისს გამოვაქვეყნეთ სოლიდარობის ქსელის წევრის, რევაზ კარანაძის  ვიდეო მიმართვა ტელეკომპანიის “იბერია” პირდაპირი ეთერიდან. იხ.ბმული:http://bit.ly/2wrRRuE

25 მაისს გამოვაქვეყნეთ იუმორისტული ქარდი, თუ როგორ იტყუება თბილისის მერი. იხ.ბმული: http://bit.ly/2oe7hyC

27 მაისს გამოვაქვეყნეთ მეტროს თანამშრომლის, მალხაზ ბენიძის ინტერვიუ, სადაც საუბრობს წინასაგაფიცვო პერიოდზე, და მათ შემდგომ გეგმებზე. იხ.ბმული:http://bit.ly/2Nmfk7A

28 მაისს სოლიდარობის ქსელის ოფისში გაიმართა ტრადიციული შეხვედრა წევრებთან. შეხვედრის მთავარი თემა მეტროს წინასაგაფიცვო პერიოდი იყო. იხ.ბმული:http://bit.ly/2MYF39k

29 მაისს გამოვაქვეყნეთ გადაცემა, “საუბრები პოპკულტურაზე” თემით: ხელოვნება და შრომითი უფლებები. გადაცემის სტუმარი იყო ანა ციმინტია. პლატფორმის “თარაზო” ერთ-ერთი დამფუძნებელი და სოლიდარობის ქსელის წევრი. იხ.ბმული:http://bit.ly/2MymhWS

მაისის თვეში ჩვენი საქმიანობის ძირითადი ნაწილი მეტროს წინასაგაფიცვო პერიოდის სამუშაოებს მოიცავდა. ეს იყო ქალაქისთვის ისტორიული მოვლენა, ამიტომ ვეცადეთ რესურსების მაქსიმალური მობილიზება მოგვეხდინა. საბოლოო ჯამში, ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ “ერთობა-2013”-თან და “EMC”-სთან ერთად შედეგი გამოიღო. თბილისში ისტორიული რამ მოხდა – მეტრო გაჩერდა. მოსახლეობა, მთავრობა, ბიზნეს ელიტა და ა.შ.  რამოდენიმე დღით მაინც დააფიქრა იმაზე, თუ რამხელა ძალა აქვთ მშრომელებს. Თუ გაფიცვამდე თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობდა, რომ თავად წყვეტდა მეტროს გახსნას, გაფიცვის შემდგომ განაცხადა, რომ: “მემანქანეების გადასაწყვეტია, თუ როდის გაიხსნება მეტრო”.

2 ივნისს გამოვაქვეყნეთ ქარდი, რომელიც ცხადყოფს, რომ გაფიცვების რაოდენობის შემცირებამ მნიშვნელოვნად გააუარესა მშრომელების მდგომარეობა. იხ.ბმული:http://bit.ly/2oifSAk

2 ივნისს გამოვაქვეყნეთ “ერთობა 2013”-ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ხსნიდა, თუ როგორ განვითარდებოდა სიტუაცია გაფიცვის დაწყებიდან შემდგომ. იხ.ბმული:http://bit.ly/2NouPMl

3 ივნისს თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროს მგზავრები გამოვკითხეთ.

იხ.ბმული:http://bit.ly/2ohVKP3

3 ივნისს გავავრცელეთ  “ერთობა 2013”-ის მხარდასაჭერი წერილი. იხ.ბმული:http://bit.ly/2wo7cvW

3 ივნისს სოლიდარობის ქსელის ვებ-გვერდის მეშვეობით,  “ერთობა 2013”-ის გამგეობის წევრმა ზაზა ბარბაქაძემ, გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ მათი პროფკავშირი ემიჯნება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. იხ.ბმული:http://bit.ly/2odVQaq

3 ივნისი, მეტროს მემანქანეების პასუხი კახი კალაძის განცხადებაზე. იხ.ბმული:http://bit.ly/2PeDrWs

3 ივნისი, მოწოდება, რომ მეტროს ყველა თანამშრომელი შემოუერთდეს გაფიცვას. იხ.ბმული:http://bit.ly/2BTo97z

3 ივნისი,დილის 6 საათი,  გლდანის დეპოს ტერიტორია. იხ.ბმული:http://bit.ly/2wo8F5q

4  ივნისს გამოქვეყნდა  მეტროს ერთ-ერთი თანამშრომელის რობერტ მარგიშვილის ემოციური მიმართვა, რომელიც  უამრავმა ადამიანმა ნახა. იხ.ბმული:http://bit.ly/2PLesuT

4 ივნისი, “ერთობა 2013”-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ გაასაჯაროვა თავისი საბანკო ამონაწერი. იხ.ბმული:http://bit.ly/2P9JqvE

4 ივნისს გამოვაქვეყნეთ სოლიდარობის ქსელის წევრის, ნენო ჩარკვიანის ვიდეო მიმართვა,სადაც იგი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. “დღეს მშრომელი ხალხის ბედი წყდება. ვითხოვთ, ღირსეულ ანაზღაურებასა და ღირსეულ შრომის პირობებს.” იხ.ბმული:http://bit.ly/2Ntao0D

4 ივნისს გავავრცელეთ საერთო მიმართვა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, სადაც  მოვუწოდებთ თბილისის მერს გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა ქალაქში არსებულ ვითარებაზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მეტროს თანამშრომლებთან. იხ.ბმული:http://bit.ly/2PcX0OG

5 ივნისს წამოვიწყეთ კამპანია “დაეხმარე მერს”. რითიც ქალაქის მერს ვთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს იმ უამრავიდან, თუ როგორ შეუძლია გაზარდოს ქალაქის ბიუჯეტი. კახი კალაძე მუდმივად აპელირებდა, ბიუჯეტში ფულის არარსებობაზე. ჩვენმა შეთავაზებულმა იდეებმა კი ხალხში პოპულარობა მოიპოვეს. რა თქმა უნდა, როდესაც მოითხოვ ბანკების უფრო მეტად დაბეგვრას, სათამაშო ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდას შეუძლებელია მოსახლეობის უმრავლესობა ამარ არ დაეთანხმოს. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და ბიზნეს ელიტების შიშის დაძლევა.  იხ.ბმული:http://bit.ly/2wjCNjq

5 ივნისს შედგა შეთანხმება და დღის 2 საათზე მეტრომ განაახლა ფუნქციონირება. გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია ჩიხში შედიოდა და მერია არ იყო მზად თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღო ქალაქის მოსახლეობის წინაშე, ისევ მშრომელებმა გამოიჩინეს სოლიდარობა თავიანთ თანამოქალაქეებისადმი და მეტროს ფუნქციონირება განაახლეს. იხ.ბმული:http://bit.ly/2wlhZYN

6 ივნისი, შევეცადეთ კარგად აგვეხსნა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა და ექნება “ერთობა 2013”-ის და ჩვენს საერთო ბრძოლას. იხ.ბმული:http://bit.ly/2BUffXn

6 ივნისს  გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია პარლამენტართა შესაძლო ხელფასების მომატებაზე. მაშინ როდესაც  სახელმწიფო მშრომელებს უარს ეუბნება ხელფასის გაზრდაზე იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტში ფული არ არის. იხ.ბმული:http://bit.ly/2MWbe9q

13 ივნისს გამოვაქვეყნეთ ქარდი აზარტულ თამაშებზე. რადგან ამ მხრივ ქვეყანაში სავალალო სიტუაციაა. ამას ნათლად აჩვენებს ჩვენ მიერ გაკეთებული ქარდიც. იხ.ბმული:http://bit.ly/2BVxYSC

18 ივნისს გამოქვეყნდა ჩვენი წევრის, ნენო ჩარკვიანის სტატია თემაზე

“მოპარული ხელფასი”. ეს არის თემა, რომელიც ჩვენთვის მუდმივად აქტუალურია. ეს ჩვენი ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. ამასთან, მოპარული ხელფასი მხოლოდ დასაქმებულისთვის მოპარვას არ გულისხმობს, ამ დროს დამსაქმებელი ასევე სახელმწიფოსაც პარავს. ამ მხრივ ეს ჩვენს საზოგადოებას ორმაგად აზარალებს. იხ.ბმული:https://bit.ly/2wq31Rr

19 ივნისს გამოვაქვეყნეთ ქარდი, რომელიც აჩვენებს, თუ რა მინიმალური თანხაა საჭირო თბილისში ერთი თვის განმავლობაში ცხოვრებისთვის. ხშირად გვხვდება მთავრობის მიერ მოწოდებული სტატისტიკა, რომლიც არასწორ მონაცმებს ეყრდნობა და სრულიად უგულებელყოფს ადმიანის ცხოვრების ბევრ მინიმალურ საჭიროებას. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღირსეულ ცხოვრებაზე და არა თვითგადარჩენაზე. https://bit.ly/2NulrHb

23 ივნისს, გამოვაქვეყნეთ შორენა ლობჟანიძის ისტორია, რომელიც ნიკორას ყოფილი კონსულტანტია და ყვება იქ არსებულ ძალიან მძიმე სამუშაო პირობებზე. https://bit.ly/2IcYkPi

27 ივნისს, გამოვაქვეყნეთ ასევე ნიკორას ყოფილი კონსულტანტის, ილონა სამკოჩაიშვილის ისტორია. ამ ისტორიებიდან ნათლად ჩანს, როგორ პარავს კომპანია თავის დასაქმებულებს კუთვნილ ანაზღაურებას. ამ პრობლემაზე სოლიდარობის ქსელი მუდმივად ლაპარაკობდა და ყურადღებას ამახვილებდა. შესაბამისად არც ეს შემთხვევა დავტოვეთ უყურადღებოდ და წამოვიწყეთ კამპანია მოპარული ხელფასის წინააღმდეგ. https://bit.ly/2IhpAwo

ჩვენმა აქტიურობამ და კომპნიაში დასაქმებულებთან აქტიურმა კომუნიკაციამ თავისი შედეგი გამოიღო. შორენას და ილონას სხვებმაც მიბაძეს და 2 ივლისს ჩავწერეთ საერთო ვიდეომიმართვა, სადაც ნიკორას კონსულტანტები დეტალურად ყვებიან იმ აუტანელ სიტუაციაზე, რაც ნიკორაშია. ეს ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და  საზოგადოების და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ამბით დაინტერესდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო კილაძე:მონობის ადგილი არ არის თანამედროვე საქართველოში.”

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია „ნიკორას“ თანამშრომლებთან და მაქსიმალურად დავუდგებით მათ გვერდით შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმაში.” https://bit.ly/2N1QlFE

28 ივლისს მივაღწიეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. კოლეჯ სპექტრში დაემატა პროფესია: გარემოს დაცვის ტექნიკოსი და სურსათის ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი. ჩვენი  და კოლეჯი სპექტრის პირველადი პროფკავშირის წყალობით ეს კურსი უფასოდ შეგიძლიათ გაიაროთ.

29 ივლისს, გამოვაქვეყნეთ  ჩვენი მცირე კვლევა ნიკორაში ხელფასების გადახდის სქემაზე. გამოკვლევამ ნათლად აჩვენა, როგორ ატყუებს ნიკორა თავის დასაქმებულებს. თანამშრომლების ხელფასი, რომლებიც დღეში 14 საათიანი გრაფიკით მუშაობენ არის არა 300 ლარი, არამედ 154. დანარჩენი 146 ლარი ზეგანაკვეთური საათებისთვის კუთვნილი ანაზღაურებაა. აღმოჩნდა, რომ ნიკორა თავის დასაქმებულებს საარსებო მინიმუმზე (171 ლარი აგვისტოს თვის მონაცემით) ნაკლებ ხელფასს უხდის. იხ. ბმული: https://bit.ly/2IeNd8N