09 დეკ

„სოლიდარობის ქსელის“ შემოდგომის სეზონის შეჯამება

შემოდგომის სეზონი იყო საკმაოდ დატვირთული. ამ პერიოდში დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კამპანია და შემოვიმატეთ აქტიური წევრები.

30 აგვისტო – „40 საათიანი სამუშაო კვირა ყველას“. ჩვენ დავიწყეთ კამპანია 40 საათიანი სამუშაო კვირის დადგენაზე. მიუხედავად შრომის კოდექსით დადგენილი 40 საათიანი სამუშაო კვირისა, საქართველოში ადმიანებს უწევთ კაბალურ პირობებსა და მიზერულ ანაზღაურებაზე კვირაში 50, 60, 70 და 80 საათი მუშაობა.

ჩვენ მოვითხოვთ გადაიხედოს მთავრობის დადგენილება სპეციფიკურ სამუშაო კატეგორიათა ჩამონათვალის შესახებ, რომელიც გამოყოფოს მთელ რიგ სფეროებს, სადაც სამუშაო კვირა 48 საათით განისაზღვრება. მათ შორის ერთ-ერთია ვაჭრობის სფერო, რაც ქსელურ სუპერმარკეტებს სპეციფიკური სამუშაო განაკვეთის (კვირაში 48 საათი) გამოყენების უფლებას აძლევს. აღნიშნული ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებს აყენებს მეტად ექსპლუატირებულ მდგომარეობაში. ჩვენ ასევე, ვითხოვთ ევროსტადნარტის მიხედვით დაწესებულ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, რაც  1,5-ჯერ აღემატება საათობირვად გამომუშავებულ ხელფასს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გავმართეთ აქცია 2018 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობის წინ.

იხ. ბმული: https://www.facebook.com/events/322881711781545/

აქციისთვის მზადება მოქალაქეებთან შეხვედრებით დავიწყეთ. გამოვაქვეყნეთ რამდენიმე მათგანის ფოტო-ისტორია. მაგ: https://bit.ly/2Lb6l9f

17 სექტემბერს ჩვენ მხარი დაგვიჭირა თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა „ერთობა 2013“.

იხ. ბმული: https://bit.ly/2SzVeJf

18 სექტმბერი – პრეს-კლუბში „მთავარი“ გაიმართა „სოლიდარობის ქსელის“ პრეს-კონფერენცია. ჩვენ ვისაურბეთ საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის ეფექტებზე შრომით მიგრაციაზე. ჩვენ მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შრომის პოლიტიკაზე აზრის დაფიქსირების მოთხოვნით. ეს საკითხი მათ წინასაარჩევნო კამპანიაში სრულიად უგულებელყოფილი იყო.

იხ. ბმული: https://bit.ly/2UrnMGH

19 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში, „სოლიდარობის ქსელის“ წევრმა, რევაზ კარანაძემ, გააკრიტიკა საქართველოს შრომის პოლიტიკა და ისაუბრა კამპანიის „40 საათიანი სამუშაო კვირა ყველას“ მნიშვნელობის შესახებ.

იხ. ბმული: https://bit.ly/2EldXFd

19 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს კანცელარიის წინ „სოლიდარობის ქსელის“ ორგანიზებით გაიმართა აქცია მიმართვით – „40 საათიანი სამუშაო კვირა ყველას“. აქციაზე სიტყვით გამოვიდა მშრომელი ხალხი, მათ შორის პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები, საცალო ვაჭრობის კონსულტანტები, თბილისის მეტროს თანამშრომლები და ა.შ. კამპანია დღემდე გრძელდება.

იხ. ბმული: https://bit.ly/2rtofuM

20 სექტმებერს ტელეკომპანია „იმედის“ შუადღის გადაცემამ გააკეთა სიუჟეტი ჩვენი კამპანიის  „40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის“ შესახებ. ჟურნალისტებმა მიმოიხილეს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია და შრომის პოლიტიკის საერთაშორისო მაგალითები.

იხ. ბმული:  https://www.facebook.com/tbilisisolidarity/videos/1791845317590748/

28 სექტემბერი: გავმართეთ შეხვედრა ჩვენს წევრებთან „საცხოვრებელი ხელფასის“ მნიშვნელობის შესახებ. საცხოვრებელი ხელფასი ეს არის ღირსეული ცხოვრებისთვის სამყოფი ოჯახის შემოსავალი. განსხვავებით საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასისა, ის საზღვრავს თუ რამდენი სჭირდება ოჯახს იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვროს და არა იმისთვის, რომ უბრალოდ გადარჩეს.

დღესდღეობით ხელფასს დამსაქმებელი განსაზღვრავს. სწორედ ამიტომაა ის ყოველთვის მხოლოდ გადარჩენისთვის საკმარისი. საარსებო მინიმუმი და მინიმალური ხელფასი ის ორი მექანიზმია, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს ხელფასების განსაზღვრაში და საკუთარ მოქალაქეებს მისცეს ღირსეული ცხოვრების გარანტია. საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარით, ხოლო საარსებო მინიმუმი ბოლო მონაცემებით 173.80 ლარით განისაზღვრება. როგორც ხედავთ მაჩვენებლები ისეთი დაბალია, როგორც ცხოვრების დონე ქვეყანაში. გადამწყვეტი როლი ამ შემთხვევაშიც ბიზნესს ეკისრება. მთავრობას ქვეყანაში არასტაბიულურობას ისევ მძიმე სტაბილურობა ურჩევნია, ამიტომ მარტივად ეგება ხაფანგს, რომ ბიზნესები შესაძლოა წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან და სხვაგან უფრო იაფი მუშა-ხელი იპოვონ.

ამავე ტიპის შეხევედრა ჩვენი ინიციატივითა და ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის 29 სექტემბერს „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიურ სახლში“ და 3 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ პედაგოგებისთვის ჩატარდა. პედაგოგებთან ერთად ვიმსჯელეთ რამდენი უნდა იყოს საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში.

იხ. ბმული:  https://www.facebook.com/events/1166255680181220/

იხ. ბმული: https://www.facebook.com/tbilisisolidarity/posts/963064283902179

11 – 15 ოქტომბერი: კონფერენცია “ახალი პოლიტიკა – პოსტ-სოციალისტურ ევროპასა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში” გაიმართა ალტერნატიული პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელისა” და “ტრანსნაციონალური ინსტიტუტის – TNI” ორგანიზებითა და “ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა” და “IPE – Institut za političku ekologiju”-ის მხარდაჭერით.

ეს იყო ისტორიული შეხვედრა, თბილისში, სადაც საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პლატფორმას “ახალი პოლიტიკა”. კონფერენციაზე განვიხილეთ შემდეგი თემები: “საერთო სიკეთეები და სოლიდარული ეკონომიკა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში”, “ავტორიტარული ტენდეციები, ბიოპოლიტიკა და ეკოლოგიის პოლიტიკა.

კონფერენციის მონაწილეები იყვნენ:

🇭🇺 უნგრეთი: აგნეს გაგი, ზლოტან სიდო, გრეგო ვარგა;

🇷🇴 რუმინეთი: ვედა პოპოვიჩი;

🇷🇸 სერბეთი: ივა ჩუკიჩი, ტანია ვუკსა;

🇭🇷 ხორვატია: ანდრეია გრეგორინა, ნიკოლინა რაიკოვიჩია, ვედრან ჰორვატი;

🇸🇮 სლოვენია: აიდი პისტოტნიკი;

🇧🇬 ბულგარეთი: ოგნიან კასაბოვი;

🇱🇹 ლიეტუვა: ვიქტორია კოლბესკინოვა, ასტა ვოლუნგე;

🇵🇱 პოლონეთი: ვუკაშ ოლშევსკი;

🇷🇺 რუსეთი: ლერა კოვალიშინა, ილია ბუდრაიტსკის;

🇺🇦 უკარინა: იულია იურჩენკო, მაქსიმ კაზაკოვი;

🇬🇪 საქართველო: ნინო ხელაია, სოფო ჯაფარიძე;

განსაკუთრებული მადლობა, დანიელ ჩავესს, Transnational Institute, TNI;

17 ოქტომბერი: მიუხედვად ჩვენი საჯარო მიმართვისა და ოფიციალურ ფოსტაზე რამდენჯერმე მიწერისა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების უმრავლესობამ თავი აარიდა შრომის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ ჩვენს კითხვებზე პასუხს. ჩვენ მათი პოზიციები ქარდის სახით გამოვაქვეყნეთ.

იხ. ბმული:  https://bit.ly/2EiGNX5

23 ოქტომბერს შემოგთავაზეთ „პირველი არხის“ ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული ჩვენი მეგობრისა და წევრის, ნინო ხელაიას საინტერესო, შემეცნებითი სტატია სამუშაო დროზე და სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტზე.

იხ. ბმული:  https://bit.ly/2QDxBSW

2 ნოემბერს გამოვაქვეყნეთ ჩვენი ახალი ვებგვერდი: http://solnet.ge/; აქ შეგიძლიათ გაიგოთ სიახლეები ჩვენს საქმიანობაზე. გაეცნოთ ჩვენს კამპანიებსა და პლატფორმებს. მიიღოთ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და ჩაერთოთ მათში. თვალი ადევნოთ შრომის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სიახლეებს.

12-16 ნოემბერს ჩვენი წევრები ნენო ჩარკვიანი და სოფო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში. ისინი შეხვდნენ ხორვატიის დამოუკიდებელ პროფკავშირს – „ახალი სინდიკატი/Novi Sindikat”. მათ გაგვაცნეს ადგილობრივი კონტექსტი და პროფკავშირების მუშაობის სტრატეგია. ასევე გავცვალეთ ორგანიზების მეთოდები წარმატებული მშრომელთა მოძრაობის ჩამოყალიბებისთვის. მათთან ერთად დაისახა სამომავლოდ ერთად მუშაობის გეგმები.

19 ნეომებრს: „სოლიდარობის ქსელმა“ მიმართა შრომის ინსპექციას  შპს „სუფთა სახლის“ შემოსამოწმებლად. შრომის ინსპექციამ დაასკვნა:
– კომპანიის მაღაზიებში არ ხორციელდებოდა ჰაერში მავნე ქიმიური ფაქტორების გაზომვა;
– ზოგიერთ ობიექტზე არ იყო მოწყობილი შესაბამისი სავენტილაციო სისტემა;
– პროფესიული დაავადების განვითარების რისკად ინსპექტორების მიერ მიჩნეულ იქნა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული სასუნთქი სისტემების ალერგიული დაავადებები;

ჩვენ შრომის ინპექციას შემდეგი კითხვებით მივმართეთ:

  • შრომის ინსპექტორების მიერ შემოწმდა თუ არა შპს „სუფთა სახლი“ ხელახლა (რემონიტორინგი);
  • რემონიტორინგის შემთხვევაში რა დარღვევები იქნა კვლავ აღმოჩენილი;
  • გაიზომა თუ არა აღნიშნულ ობიექტებზე ჰაერში მავნე ნივთიერებების ოდენობა;

მიუხედავად იმისა, რომ გავიდა 10 სამუშაო დღის ვადა, ჩვენ კვლავ ველით მათგან პასუხს.

იხ. ბმული: https://bit.ly/2Qmi7mM

22 ნოემბერს: „პირველი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი შრომის ინსპექციასა და სერვისის სფეროში არსებულ შრომის კოდექსის დარღვევებზე, სადაც „სოლიდარობის ქსელის“ იურისტმა, დავით ომსარაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით: შრომის ინსპექცია ვერ იცავს მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. იგი უმეტეს წილად უუფლებოა. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ იმ უფლებამოსილებასაც ვერ ახორციელებს ჯეროვნად, რაც აქვს.” ამავე სიუჟეტში ჩვენმა წევრმა, ჯეი ოქროპირიძემ ისაუბრა იმაზე, თუ რა პრობლემებს აწყდებიან დასაქმებულები მომსახურების სფეროში.

იხ. ბმული: https://bit.ly/2Szxx3W

22-24 ნოემბერს ჩვენი წევრი, ნენო ჩარკვიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის დედაქალაქ, ვარშავაში. სადაც ორგანიზაციასთან „იყიდე პასუხისმგებლობით/Buy Responsible” ერთად ისაუბრა ტექსტილის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე. მათთან ერთად დაისახა სამომავლოდ ერთად მუშაობის გეგმები.

23 – 25 ნომებერს თბილისის მეტროს დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013″ და სოლიდარობის ქსელი მიიწვიეს ევროპის დამოუკიდებელი პროფკავშირების საერთაშორისო კონფერენციაზე შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში.

„ერთობა 2013″-ის წევრებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ისაუბრეს საქართველოში მეტროს 2018 წლის ისტორიულ გაფიცვაზე. „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემებზე და გააკეთა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკული ანალიზი.

იხ. ბმული: https://goo.gl/ehptgF

26 ნომებერს დავიწყეთ ახალი კამპანია, რომელიც ეხება „თბილისის ბიზნეს სახლს“ და იქ არსებულ ექსპლუატაციის სქემას. კომპანია, რომელსაც ჰყავს ასობით თარჯიმანი, აქტიურად იგებს სახელწმიფო ტენდერებს, გაწეული სამუშაოსთვის არ იხდის, კარგ შემთხვევაში აგვიანებს ანაზღაურებას. ჩვენ ოფიციალური წერილებით მივმართეთ ყველა სახელმწიფო ორგანოს, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან.

იხ. ბმული: https://bit.ly/2QNAjp3