ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“ სოლიდარობას უცხადებს ლევან ზურაბიშვილს და მის მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს. ეს არის ის პრობლემები, რაც აწუხებს ქვეყანაში მშრომელ ხალხს და რაც უგულებელყოფილია პოლიტიკური კლასისა და მედიის მიერ.
უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს:
- „საქართველოს ბანკი“ არის ჰოსპიტალური სექტორის მონოპოლისტი და მედმუშაკებს, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს წირავენ და ექთნები რომლებსაც 300 ლარზე ამუშავებენ;
- უცხოური კომპანიები 11 თვე ხელფასებს არ უხდიან საქართველოს მოქალქეებს და შემდეგ ადამიანი თავს იკლავს, ხოლო ეს კომპანია ქვეყანას აშანტაჟებს და მაინც რჩება;
- ქვეყნის მთავარი ექსპორტი იაფი მუშა-ხელია;
- მოსახლეობის გავალიანება წლიდან წლამდე იზრდება;
- საავადმყოფოების 95% გაყიდულია;
- კაზინოები და ბანკები რეკორდულ მოგებაზე გადიან მაშინ, როცა ბიუჯეტს ღარიბები ავსებენ;
- შრომის პოლიტიკას კი ბიზნესასოციაციები და სავაჭრო პალატები განსაზღვრავდნენ;
- პოლიტიკური პარტიები უშიინაარსო დღის წესრიგს გვთავაზობს, რომელშიც საერთოდაც არაა ასახული საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემები. პარტიები მხოლოდ ძალაუფლებისთვისა და სკამების გადანაწილებისთვის იბრძვიან;
- ქართული ტელევიზიების დიდი ნაწილი კი ოლიგარქებისა და ყაჩაღების კერძო ინტერესებს ემსახურება;
აი, ამ სიტუაციაში, როდესაც მშრომელ ხალხს არავინ გვისმენს, ხოლო რეალობა გაყალბებულია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა იმ ფორმას, რომელიც ლევანმა აირჩია პროტესტის გამოსახატად, ვფიქრობთ, რომ საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობას უსამართლოდ მიაჩნია, რომ ლევან ზურაბიშვილმა თავის ცხოვრების უდიდესი ნაწილი პატიმრობაში გაატაროს, მაშინ როდესაც ბიუჯეტის ქურდები, მევახშეები, მკვლელები, ოლიგარქები, ექსპლუატატორი დამსაქმებლები თავისუფლად დადიან და ქვეყნაში დღის წესრგის შემქნელებად და ზოგიერთები კი მათ „გმირებადაც“ რაცხავს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო. დღეს ამ პოლიტიკური და ეკონომიკური კლასის მძევალი ყველა მშრომელი საქართველოში!
ლევანის ყველაზე დიდი ბრალი ის არის, რომ ღარიბია, ხოლო ღარიბი და მშრომელი ადამიანების მოსმენა კი არ სურთ ჩვენ ელიტებს ამ ქვეყანაში.
აი, რას ითხვდა ეს ადამიანი:
- აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები;
- ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 &-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში;
- ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება;
მშრომელების სოლიდარობა ლევანს და მის მთხოვნებს!
ბოლო კომენტარები