განცხადებები

ღირსეული შრომის პლატფორმა: მეტროში ეპიდემიური სიტუაცია დამძიმდა

გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მეტროპოლიტენში განვითარებულ მოვლენებს სამუშაო ადგილზე „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების შემთხვევების საგრძნობლად გაზრდიდან გამომდინარე.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და თბილისის მერია პასუხისმგებლობას ირიდებს თბილისის მეტროპოლიტენში განვითარებულ მოვლენებზე, რადგან არ იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები მუშაობის პროცესში. თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირის „ერთობა 2013-ის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულია კომპანიაში დასაქმებული მეტროს ორივე ხაზზე მომუშავე 50 მემანქანე. ამასთანავე, დაინფიცირებულნი არიან მეტროპოლიტენში მომუშავე სხვა პოზიციებზე დასაქმებულებიც. ყოველივე ეს მეტროს გამართულ და უსაფრთხო მუშაობას აფერხებს.

ქალაქის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ კვლავ უგულებელყოფენ დასაქმებულების მოთხოვნებს უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით. პანდემიური პროცესის სამართავად, მერის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ვარაუდობენ   დასაქმებულების უცხოეთიდან, კერძოდ ბელასრუსიდან,  ჩამოყვენილი კადრებით ჩანაცვლებას, რაც კიდევ ერთხელ ააშკარავებს მერიის გულგრილ დამოკიდებულებას საკუთარი მოქალაქეების, ამ შემხთვევაში, მეტროს მუნიცილაპიტეტში დასაქმებულების  ჯანმრთელობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მერის ამ შემოთავაზების განხორცილება ტექნიკურადაც შეუძლებელია.

სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო  გავრცელება, ,,ერთობა-2013″-ის გამგეობის წევრები შეხვდენენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას, რომელსაც შესთავაზეს ვირუსთან დაკავშირებით ისეთი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომელიც მეტროს შეუნარჩუნებდა მუშაობას მცირედი შეზღუდვებით და მგზავრებსა და თანამშრომლებს ინფიცირებისაგან მაქსიმალურად დაიცავდა. სამწუხაროდ პროფკავშირის ინიციატივა არ იქნა გათვალისწინებული, ხოლო ვირუსის გავრცელებამ მაღალ ნიშნულებს მიაღწია. დღეს მეტროში დასაქმებულები სრულიად გამოთიშული ჰყავს ადმინისტრაციას პროცესების მართვისგან. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ:

  1. მერიამ უზრუნველყოს პანდემიური სიტუაციის მართვა და შრომის უსაფრთხო გარემო კადრების უცხოეთიდან ჩამოყვანის გარეშე. შემუშავდეს მეტროს უსაფრთხო ფუნქციონირების მყისიერი გეგმა პროფკავშირის, „ერთობა 2013“-ის, და დასაქმებულების ჩართულობით.
  2. ახალმა გეგმამ და შეთანხმებულმა რეჟიმმა არ უნდა გააურესოს დასაქმებულთა მდგომარეობა და ყველას უნდა შეუნარჩუნდეს სრულად არსებული ხელფასი და სოციალური დაცვის გარანტიები
  3. მეტროში შევიდეს შრომის ინსპექცია, შეამოწმოს უსაფრთხოების ნორმები, რომ ხელი შეუწყოს თანამშრომლების უკონტროლო დაინფიცირებას შეჩერებას და დაეხმაროს მეტროს გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.

ხელმომწერები

პროფკავშირების ახალი გაერთიანება (NCIU)

თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“

ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

სოლიდრობა ლევან ზურაბაშვილს!

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“ სოლიდარობას უცხადებს ლევან ზურაბაშვილს და მის მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს. ეს არის ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ქვეყანაში მშრომელ ხალხს და რომლებიც უგულებელყოფილია პოლიტიკური კლასისა და მედიის მიერ.

უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს:

  • „საქართველოს ბანკი“ არის ჰოსპიტალური სექტორის მონოპოლისტი და მედმუშაკებს, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს წირავენ და ექთნები რომლებსაც 300 ლარზე ამუშავებენ;
  • უცხოური კომპანიები 11 თვე ხელფასებს არ უხდიან საქართველოს მოქალქეებს და შემდეგ ადამიანი თავს იკლავს, ხოლო ეს კომპანია ქვეყანას აშანტაჟებს და მაინც რჩება;
  • ქვეყნის მთავარი ექსპორტი იაფი მუშა-ხელია;
  • მოსახლეობის გავალიანება წლიდან წლამდე იზრდება;
  • საავადმყოფოების 95% გაყიდულია & ექთნების თვიური საშუალო ხელფასი მხოლოდ 300 ლარია;;
  • კაზინოები და ბანკები რეკორდულ მოგებაზე გადიან მაშინ, როცა ბიუჯეტს ღარიბები ავსებენ;
  • შრომის პოლიტიკას კი ბიზნესასოციაციები და სავაჭრო პალატები განსაზღვრავდნენ;
  • პოლიტიკური პარტიები უშიინაარსო დღის წესრიგს გვთავაზობს, რომელშიც საერთოდაც არაა ასახული საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემები. პარტიები მხოლოდ ძალაუფლებისთვისა და სკამების გადანაწილებისთვის იბრძვიან;
  • ქართული ტელევიზიების დიდი ნაწილი კი ოლიგარქებისა და ყაჩაღების კერძო ინტერესებს ემსახურება;

აი, ამ სიტუაციაში, როდესაც მშრომელ ხალხს არავინ გვისმენს, ხოლო რეალობა გაყალბებულია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა იმ ფორმას, რომელიც ლევანმა აირჩია პროტესტის გამოსახატად, ვფიქრობთ, რომ საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობას უსამართლოდ მიაჩნია, რომ ლევან ზურაბაშვილმა თავის ცხოვრების უდიდესი ნაწილი პატიმრობაში გაატაროს,  მაშინ როდესაც ბიუჯეტის ქურდები, მევახშეები, მკვლელები, ოლიგარქები, ექსპლუატატორი დამსაქმებლები თავისუფლად დადიან და ქვეყნაში დღის წესრგის შემქნელებად და ზოგიერთები კი მათ „გმირებადაც“ რაცხავს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო. დღეს, სინამდიველე ისაა, რომ ამ პოლიტიკური და ეკონომიკური კლასის მძევალია ყველა მშრომელი საქართველოში!

ლევანის ყველაზე დიდი ბრალი ის არის რომ ღარიბია, ხოლო ღარიბი და მშრომელი ადამიანების მოსმენა კი არ სურთ ჩვენ ელიტებს ამ ქვეყანაში.

აი, რას ითხოვდა ეს ადამიანი:

  • აიკრძალოს საქართველოს მაშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში;
  • ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში;
  • ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება;

მშრომელების სოლიდარობა ლევანს და მის მოთხოვნებს!