სოლიდრობა ლევან ზურაბაშვილს!

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“ სოლიდარობას უცხადებს ლევან ზურაბაშვილს და მის მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს. ეს არის ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ქვეყანაში მშრომელ ხალხს და რომლებიც უგულებელყოფილია პოლიტიკური კლასისა და მედიის მიერ.

უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს:

  • „საქართველოს ბანკი“ არის ჰოსპიტალური სექტორის მონოპოლისტი და მედმუშაკებს, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს წირავენ და ექთნები რომლებსაც 300 ლარზე ამუშავებენ;
  • უცხოური კომპანიები 11 თვე ხელფასებს არ უხდიან საქართველოს მოქალქეებს და შემდეგ ადამიანი თავს იკლავს, ხოლო ეს კომპანია ქვეყანას აშანტაჟებს და მაინც რჩება;
  • ქვეყნის მთავარი ექსპორტი იაფი მუშა-ხელია;
  • მოსახლეობის გავალიანება წლიდან წლამდე იზრდება;
  • საავადმყოფოების 95% გაყიდულია & ექთნების თვიური საშუალო ხელფასი მხოლოდ 300 ლარია;;
  • კაზინოები და ბანკები რეკორდულ მოგებაზე გადიან მაშინ, როცა ბიუჯეტს ღარიბები ავსებენ;
  • შრომის პოლიტიკას კი ბიზნესასოციაციები და სავაჭრო პალატები განსაზღვრავდნენ;
  • პოლიტიკური პარტიები უშიინაარსო დღის წესრიგს გვთავაზობს, რომელშიც საერთოდაც არაა ასახული საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემები. პარტიები მხოლოდ ძალაუფლებისთვისა და სკამების გადანაწილებისთვის იბრძვიან;
  • ქართული ტელევიზიების დიდი ნაწილი კი ოლიგარქებისა და ყაჩაღების კერძო ინტერესებს ემსახურება;

აი, ამ სიტუაციაში, როდესაც მშრომელ ხალხს არავინ გვისმენს, ხოლო რეალობა გაყალბებულია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა იმ ფორმას, რომელიც ლევანმა აირჩია პროტესტის გამოსახატად, ვფიქრობთ, რომ საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობას უსამართლოდ მიაჩნია, რომ ლევან ზურაბაშვილმა თავის ცხოვრების უდიდესი ნაწილი პატიმრობაში გაატაროს,  მაშინ როდესაც ბიუჯეტის ქურდები, მევახშეები, მკვლელები, ოლიგარქები, ექსპლუატატორი დამსაქმებლები თავისუფლად დადიან და ქვეყნაში დღის წესრგის შემქნელებად და ზოგიერთები კი მათ „გმირებადაც“ რაცხავს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო. დღეს, სინამდიველე ისაა, რომ ამ პოლიტიკური და ეკონომიკური კლასის მძევალია ყველა მშრომელი საქართველოში!

ლევანის ყველაზე დიდი ბრალი ის არის რომ ღარიბია, ხოლო ღარიბი და მშრომელი ადამიანების მოსმენა კი არ სურთ ჩვენ ელიტებს ამ ქვეყანაში.

აი, რას ითხოვდა ეს ადამიანი:

  • აიკრძალოს საქართველოს მაშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში;
  • ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში;
  • ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება;

მშრომელების სოლიდარობა ლევანს და მის მოთხოვნებს!

4 thoughts on “სოლიდრობა ლევან ზურაბაშვილს!”

  1. თინათინ აბულაძე

    ჩემი სოლიდარობა და თანადგომა ლევანს

  2. მარიამ არბოლიშვილი

    მთელი გულით მხარში ვუდგავარ ლევანს და მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ასეთი თამამი ნაბიჯი გადადგა. არც თავდასხმად და ხალხის დატერორებად მივიჩნევ ფაქტს, რადგან ყუმბარა სათამაშო იყო ჯერ ეს ერთი და ხალხი კარნახობდა კიდეც მოთხოვნებს აუღელვებლად (მარაზმია ხალხზე ზრუნვის მოტივით დასჯა, როდესაც სწორედ ეს ხალხი დღეს სახელმწიფოს მიერ ღირსებააყრილია).
    ლევანთან ერთად მოვითხოვ შესრულეს მისი მოთხოვნა და ზოგადად, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, გადაეცეს ხელმწიფება და ძალაუფლება ხალხს! აღდგეს კონსტიტუციური სამართლიანობა და დაისვას რეფერენდუმით კანონის შეტანა-გამოტანის საკითხი!

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *