27 მაი

ვინც არ მოძრაობს, ვერ ამჩნევს საკუთარ ბორკილებს

კონფერენცია

1-2 ივნისი, 2019

თბილისი

კავკასიური სახლი

გალაკტიონ ტაბიძის 20

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ლიბერალური დემოკრატია კრიზისს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დემოკრატია, მხოლოდ მისი სიმულაციური ფორმით არსებობს, ცენტრში მიმდინარე პროცესები როგორც პერიფერიულ ქვეყანაზე, აქ ბევრად უფრო მწვავედ აისახება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტ საბჭოთა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან მიმართებაში დამკვიდრდა მცდარი წარმოდგენა, რომ საბაზრო ეკონომიზე გადასვლა ავტომატურად გამოიწვევდა ამ ქვეყნების დემოკრატიზაციას. მოხდა პირიქით. რადიკალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა საზოგადოების დიდი ნაწილი გარიყა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ამ პროცესს თან სდევდა პროფკავშირების მიზანმიმართული დასუსტება და მათი, როგორც საბჭოთა გადმონაშთის წარმოჩენა. პოლიტიკა იქცა ელიტების, მათთან დაახლოვებული ლიბერალური ექპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ასპარეზად.

ამ კონფერენციის მიზანი სწორედ იმ ბრძოლის გზებზე მსჯელობაა, რომელიც დააბრუნებს ხალხს პოლიტიკაში და შეცვლის არსებულ სოციალურ წესრიგს.

შაბათი, 1 ივნისი

14:00 საათზე

საქართველო: გრძელვადიანი პოლიტიკური ალტერნატივა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის

ბექა ნაცვლიშვილისოფო ჯაფარიძე

მოდერატორი ნენო ჩარკვიანი

საქართველოს ეკონომიკამ დღესაც ვერ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჰქონდა. უმუშევრობა, სიღარიბე და უთანასწორობა მუდმივ პრობლემად იქცა. რეალურ ცვლილებას აფერხებს გაბატონებული აზრი მცირე სახელმწიფოსა და თავისუფალი ბაზრის, როგორც უალტერნატივო და ყველაზე, სამართლიანი და ეფექტური მექანიზმის შესახებ. ამ შეხედულების კულტივირება, ხდებოდა და ხდება ყველა გავლენიანი სახელმწიფო თუ სამოქალაქო ინსტიტუტის საშუალებით. საჭიროა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა და ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივის შეთავაზება, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მონაწილეობას დაეფუძნება და რომლის ავანგარდშიც მშრომელთა ორგანიზებული ჯგუფები უნდა იყვნენ.


სახალხო მოძრაობების დემობილიზაციას გლობალურ დონეზე ემთხვევა პოლიტიკის ენჯეოიზაცია, რაც პოლიტიკური მობილიზაციის პროცესის წამყვან ძალად ექსპერტებს ავლენს. ურთიერთობები ვერტიკალურად იმართება, მაღლიდან ქვემოთ, ადამიანები ვერ ახერხებენ ჰორიზონტალური კავშირების გაბმას ერთმანეთს შორის. ექსპერტებიც ხშირად პირდაპირ დირექტივებს გარე ძალებიდან იღებენ და ისეთ საკითხებზე მუშაობენ, რომლებიც სოციალურ მობილიზაციას ვერ სცდება და არ არის ორიენტირებული ადამიანების გაძლიერებაზე. პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ისეთი სივრცის ჩამოყალიბება წარმოადგენს, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი შემოქმედებითი, ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე დაფუძნებული,  განმათავისუფლებებლი პროცესის თანამონაწილე გახდებოდა დონორების, ექსპერტების და ტექნოკრატების დიქტატის გარეშე.

16:15 საათზე

გლობალური: სოციალური მოძრაობების და ძალების მდგომარეობა გლობალურცენტრში

დეივიდ ბროუდერი, ელენე ბეზრუკოვა

მოდერატორიგიორგი კობახიძე

ცენტრში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ძალაუნებურად აისახება საქართველოზე, როგორც პერიფერიის ნაწილზე. გამომდინარე აქედან, ყველა, ვინც იბრძვის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, უნდა აცნობიერებდეს ცენტრში სოციალისტური ძალების გამარჯვების მნიშვნელობას, რადგან ის აუცილებლად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. პოლიტიკის ცვლილება ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გარანტი საქართველოს წარმატებისა, მაგრამ იქნება ერთგვარი ბერკეტი შემდგომი ბრძოლისთვის. საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ლანდშაფტი საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების დირექტივების სრულ დაქვემდებარებაშია. ნეოლიბერალიზმის კონსოლიდირება საქართველოში მემარჯვენე ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას ეფუძნება. მარტივია დავინახოთ, თუ რა გავლენა ექნება დასავლეთში პოლიტიკის უკეთესობისკენ ცვლილებას საქართველოში არსებულ პროგრესულ ძალებზე, საზოგადოებასა და გლობალურ ინტეგრაციაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი დამოკიდებულია სხვა ქვეყნებში არსებულ გამარჯვების პრეცენდენტებზე.

18:30 საათზე

ლიბერალური დემოკრატიის ჩავარდნა, აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების კაპიტალისტური უტოპია და გამოსავალი

დეივიდ ბროუდერ, მარკ ბერგფელდი და ბექა ნაცვლიშვილი 

მოდერატორი – სოფო ჯაფარიძე

სოციალ-დემოკრატიული დაპირება სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის თაობაზე ისევე აღუსრულებელი დარჩა, როგორც კონსერვატიული დაპირება კანონის უზენაისობის, წესრიგისა და ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ. ამასობაში, 1968 წლის შემდგომი მემარცხენეობა გახვეულია კრიზისში. თანამედროვე იდეოლოგიების კრიზისი სათავეებს იღებს 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან. რამაც გახსნა გარემო და შემოიტანა მიგრაციის საკითხი, როგორც ახალი ბრძოლის ველი, სადაც ე.წ. “ახალი” და ძველი აქტორები განსაზღვრავენ თავიანთ თავს და ახდენენ პოლიტიკის პოლარიზაციას. 


ამასობაში მემარცხენე პოპულიზმის დამცველები, ე.წ. ულტრა მემარცხენეები და მოძრაობების, როგორიცაა FridaysforFuture პროტესტები გვევლინება პოლიტიკური სტატუს- ქვოს ალტერნატივებად. კითხვის ნიშნები რჩება იმასთან, თუ რამდენად მოახერხებენ ეს მოძრაობები და მათი იდეოლოგიები გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლას. ერთი რამ, რაც აშკარაა, არის ის, რომ ისინი მიუთითებენ ალტერნატიულ “მომავალებზე”, რაც წარმოუდგენელი იყო 2008 წლამდე. 


საბჭოთა კავშირი მის დაშლამდე დასავლეთის ერთგვარ იდეოლოგიურ დამაბალანსებელს წარმოადგენდა. მისი დანგრევის შემდეგ ნეოლიბერალურმა გლობალიზაციამ მთელი ევროპის კონტინენტი მოიცვა. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურმა პოლიტიკამ განსაკუთრებით რადიკალური ფორმით ეს პროცესები აღმოსავლეთ ევროპაში, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში განხორციელდა. ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის ფონზე, მემარჯვენე რეაქციული ძალები, რომლებიც მომძლავრდნენ, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ ევროპაში, ვერ იქნებიან ლიბერალური ელიტის საპირწონე. ჩვენ გვჭირდება დღეს არსებული კაპიტალიზმის საპირწონე ძალა უბრალოდ იმისთვის, რომ კაცობრიობა გადარჩეს.

კვირა, 2 ივნისი

15:00 საათზე

კაპიტალიზმს ალტერნატივა ვერ ექნება ფემინიზმის და გარემოდაცვის გარეშე

გიორგი ფცქიალაძე, მარიამ ვაწაძე, ეთუნა ნოღადიელი, სალომე ადამია 

მოდერატორი – ხატია ტყეშელაშვილი

ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა, თუ რატომ საუბრობენ კლიმატის აქტივისტები და გარემოს დამცველები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მშრომელთა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ფემინიზმი, კაპიტალიზმი და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ, სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება სწორედ არსებული კაპიტალისტური სისტემის შედეგია. ეს კი იგივე სისტემაა, რომელიც მშრომელთა გაყვლეფაზე, ექსპლუატაციასა და ჩაგვრაზე დგას. ეკოლოგიურ საკითხებზე საუბარი ისე, რომ მისი გამომწვევი მიზეზები არ იქნას ნახსენები, მხოლოდ შედეგებთან ბრძოლაა და რეალურად ვერ აღმოფხვრის მთავარ პრობლემას – კლიმატის ცვლილებას. და თავად კლიმატის ცვლილებაც ყველაზე მეტად მშრომელთა კლასს გაურთულებს, გაუძვირებს და მეტიც, შეუძლებელს გახდის მათ ცხოვრებას. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოში არსებული მწვანეთა პარტიების უმრავლესობა ეკო-სოციალისტურია, ხოლო კლიმატის ცვლილება მემარცხენე თემაა.


ფემინიზმი ამ ბრძოლის განუყოფელი ნაწილია გენდერული ჩაგვრის წინააღმდეგ, რომელიც ამყარებს კაპიტალისტურ სოციალურ ურთიერთობებს. გენდერული დაყოფა სხვა სოციალურ სისტემებსაც ახასიათებდათ, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც კაპიტალიზმს. კაპიტალიზმი ყოფს მშრომელებს ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ სამუშაო ძალად, რადგან ეს ფუნდამენტურია მისი შენარჩუნებისთვის. კაპიტალიზმს სჭირდება უფასო და იაფი შრომა ხელფასების შემცირებისთვის და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ლიმიტირებისთვის. კაპიტალიზმის ფემინისტური კრიტიკა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალურ სისტემაში საქართველოს პოზიციის  გათვალისწინებით, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას გლობალური შრომის დანაწილების თვალსაზრისით პროდუქცია და სოციალური რეპროდუქცია წარმოადგენს. საქართველო იქცა იაფი შრომის ექსპორტიორად დასავლეთის სოციალური რეპროდუქციის უზრუნველსაყოფად: საშუალო ფენა განვითარებულ ქვეყნებში ამ სტატუსს ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები საქართველოდან და სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან უვლიან ბავშვებს და მოხუცებს, უზრუნველყოფენ იაფ სოციალურ სერვისს. გარდა ამისა, ქართველი ქალები ემსახურებიან როგორც სუროგატი დედები წყვილებს, რომლებსაც ამ შესაძლებლობაზე საკუთარ ქვეყნებში ხელი არ მიუწვდებათ. ამავე დროს, საქართველოში არ არსებობს მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილები ქალებისთვის, ძირითადად ისინი დასაქმებული არიან სერვისის სექტორში, მათ შორის ტურიზმში, რომელიც აგრეთვე სოციალური რეპროდუქციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს რეგიონის საშუალო ფენის წარმომადგენელი სტუმრებისთვის. შედარებითი უპირატესობის ძიების მარტივმა გზამ გლობალურ შრომის დანაწილების სისტემაში, საქართველო აქცია სოციალური რეპროდუქციის ოაზისად საშუალო ფენისთვის.

17:30 საათზე

მთლიანიმშრომელის ორგანიზება და გაფიცვის მნიშვნელობა

ნენო ჩარკვიანი, მარკ ბერგფელდი

მოდერატორი – ნონა ზანდარაშვილი

საქართველოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგის პირობებში ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ხელფეხშეკრული ვართ მშრომელთა მოძრაობის ჩამოყალიბებაში. პროფკავშირის მუშაობა აქ ძირითადად უცხოური ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა ტრადიციებიდან ამოსული სტრატეგიები და მათზე დაშენებული ინსტიტუციები აქვთ. ეს მეთოდები, ფაქტია არ მუშაობს ჩვენს რეალობაში, რადგან ჩვენ სულ სხვა ტრადიცია გვაქვს ამ კუთხით, შესაბამისად ინსტიტუციების მოწყობაც განსხვავებულია. 


მიუხედავად არსებული გამოწვევებისა პროფკავშირებმა უნდა აითვისონ ორგანიზება მშრომელთა ჩართულობის გასაძლიერებლად და სამუშაო ადგილზე დასაქმებულებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ენერგია გამარჯვებისთვის გაფიცვების, მშრომელთა მობილიზაციისა და ორგანიზების გავლით. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ მოკლე გზები!


1990-იანი წლების შუა პერიოდიდან პროფკავშირები ავითარებენ “ორგანიზებას”, როგორც პროფკავშირული მოძრაობის განახლების საშუალებას. მათ ორგანიზება სერვისს დაუპირისპირეს. რადგან სერვისის გაცემაზე ორიენტირებულობამ, პროფკავშირულ მოძრაობებში, მათ დასუსტებას შეუწყო ხელი. 


ორგანიზება მოიცავს სტრატეგიული მიზნების იდენტიფიცირებას, კომიტეტების შექმნას, სამუშაო ადგილების მონიშვნას, პოტენციური ლიდერების გამოკვეთასა და მოქმედებით კლასობრივი ცნობიერების აშენებას.  თუმცა, ხშირად ორგანიზება არასწორადაა გაიგივებული მხოლოდ წევრების რეკრუტირებასთან, კამპანიების წარმოებასა და აქივიზმთან. 


თუ მშრომელთა მოძრაობა სერიოზულად ფიქრობს განახლებაზე, მას სჭირდება მშრომელთა ორგანიზება და მათი ჩართვა კოლექტიურ მოლაპარაკებაში იმ მიზნით, რომ აღადგინოს სექტორულ შეთანხმებებში მშრომელთა ძალა. მხოლოდ ამას შეუძლია უფსკრულისკენ სვლის შეჩერება და მშრომელთა მოძრაობის თავიდან აშენება, რომელიც შეცვლის ძალთა არსებულ ბალანსს.

კონფერენციის სტუმრები:

მარკ ბერგფელდი არის ევროპის პროფკავშირის “UNI-Global” ქონების დაცვის სერვისებისა და “UNICARE”-ის დირექტორი. თავისი საქმიანობით, ის წარმოგვიდგება რამდენიმე მულტინაციონალური კომპანიის პროფკავშირების ექპსერტად, ევროპის შრომის საბჭოებში; ის კოორდინირებს პროფკავშირების დელეგაციას ინდუსტრიული დასუფთავებისა და კერძო უსაფრთხოების სექტორულ სოციალურ დიალოგებში; ორგანიზებას უწევს კამპანიებს და იძლევა სტრატეგიულ რჩევებს ინდუსტრიული დასუფთავების, უსაფრთხოებისა და კერძო (საშინაო) მოვლის/ზრუნვის პროფკავშირებისთვის. 2010 წელს, ბრიტანეთში მარკი წამყვანი აქტივისტი სტუდენტი იყო, მოძრაობისთვის “სწავლის გადასახადების წინააღმდეგ”. ასევე, აქტიურად იყო ჩართული კლიმატის სამართლიანობის მოძრაობაში, იყო ორგანაიზერი და აქტივისტი შრომით მოძრაობაში გერმანიაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში. იგი ფლობს ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) დოქტორის ხარისხს. იგი წერს ჟურნალების “Al-Jazeera” ინგლისური გამოშვებისთვის, “New Statesman”, “Social Europe”, “Jacobin Magazine” და სხვებისთვის. 

დოქტორი დეივიდ ბროუდერი (საერთაშორისო ისტორიის დოქტორი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა) არის ჟურნალ “Jacobin” ევროპის რედაქტორი, “Jacobin Italy” რედაქტორი და ისტორიული მატერიალზმის წიგნების სერიების რედაქტორთა საბჭოს წევრი. ის გახლავთ ავტორი “ჯერ ვიღებთ რომს” (ვერსო, ლონდონი, 2019). მის მრავალ ნათარგმნ ნაშრომებს შორისაა “ოპერაი ე კაპიტალე” (მარიო ტრონტი) და “რა არის სუბიექტურობა” (ჟან-პოლ სარტრი). ის არის ჟურნალის “Internazionale” რეგულარური დამხმარე და წერს ჟურნალების “New Statesman”, “Il Fatto Quotidiano”, “MicroMega” და “Independent”.

ელენა ბეზრუკოვა: „როზა ლუქსემბურგის ფონდის“ პროგრამების ხელმძღვენელი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში. სოციალური პოლიტიკისა და პოლიტიკური ადმინისტრირების მკვლევარი. “RANEPA”-s პოლიტიკის მეცნიერების და რეგიონალური განვითარების პროგრამების ასპირანტი.

სრული პროგრამა:

17 აპრ

განცხადება: შრომის უფლებები & შრომის უსაფრთხოება

არ არსებობს უსაფრთხო შრომა შრომის უფლებების დაცვის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მანდატი მიენიჭა, მთავარი პრობლემა არ გადაჭრილა. ყოველ კვირა მუშები იღუპებიან და შავდებიან სამუშაო ადგილზე.

რატომ ხდება ეს?

არ შეიძლება შრომის უსაფრთხოების შრომის უფლებებისგან გამიჯვნა.

თითქმის ყველა დარგში, დაურეგულირებული სამუშაო საათები, გადაბმული, ხანგრძლივი გრაფიკი,  სამუშაო დატვირთვის მაღალი ინტენსივობა – ქართველი მშრომელების ყოველდღიურობას წარმოადგენს.

საერთაშორისო კვლევების უმრავლესობა აჩვენებს, რომ უსაფრთხოების რისკი განსაკუთრებულად იზრდება  სამუშაო ადგილზე გადაღლილობის გამო.   გადაღლილობა დგება მაშინ, როცა მუშა ამოწურავს ფიზიოლოგიურ და კონგიტურ რესურსებს სამუშაო დავალების შესასრულებლად. სწორედ არანორმირებული სამუშაო საათები, დასვენების ნაკლებობა, ძილის ნაკლებობა და მაღალი სამუშაო დატვირთვა იწვევს გადაღლილობას.

სამუშაო ადგილის მოწყობა, აღჭურვილობა, გრაფიკის განსაზღვრა, სამუშაო პროცესი, ხელფასის რაოდეობა და სამუშაოს შინაარსი არის დამსაქმებლის შედგენელი. შესაბამისად, დამსაქმებულია პასუხისგებელი სამუშაო ადგილისა და სამუშაო ძალის ორგანიზებაზე. შრომის უფლებების დაცვის ტვირთიც არის ცალსახად დამსაქმებელზე. მუშების გადაღლილობა გამოწვეულია დამსაქმებლის მიერ შრომითი უფლებების დარღვევის გამო.

გადაღლილობა იწვევს სიტუაციური ანალიზის შეზღუდვას. ადამიანები კარგავენ თვითკონტროლის უნარს. ამ თვალსაზრისით რუტინული უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ტექკნიკისა და აღჭურვილობის შემოწმება, წარმოადგენს თვითკონტროლის დავალებებს.  მაგრამ თუ მუშა უკვე გადაღლილია, იგი კარგავს უნარს გააგრძელოს თვითრეგულირების მოქმედებები და ხშირად იღებს საზიანო (საფრთხისშემცველ) გადაწყვეტილებას. ამიტომაც, მუშები საკმარისად დასვენებულები უნდა იყვენენ; მათ არ უნდა ეკისრებოდეთ შრომის უსაფრთხოების დაცვა, ამას უსაფრთხოების ზედამხედველი უნდა აკონტროლებდეს (დასვენება ზედამხედველსაც სჭირდება).

სამუშაო ადგილების სიმცირისა, მუშები თანხმდებიან ისეთ სამუშაოზე, რომელიც მათ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ, სოციალურ და საორგანიზაციო რესურსების ერთდროულად გამოყენებას  მოითხოვს, რაც აგრეთვე იწვევს გადაღლილობას. თუ თავიდანვე არ არის განსაზღვრული დავალება და პასუხისმგებლობა და ეს ხდება ადგილზე, სპონტანური გადაწყვეტილების საფუძველზე, შრომის ტვირთი ერთი ორად იზრდება. თუ მუშას ერთდროულად ევალება სამუშაოს დაგეგმვა, უსაფრთხოების მართვა, ტექნიკის ამუშავება და ასე შემდეგ, უბედური შემთხვევის რისკი იზრდება.

მსგავსი ვითარებაა შახტაში და მაღაროებში, უი სადაც მუშებს აჩქარებენ უფროსები, რომ შეასრულონ გეგმა. ხელფასები და სამსახურის შენარჩუნება არის მიბმული გეგმის შესრულებაზე. თუ გეგმას ვერ შეასრულებენ, ვერ მიიღებენ სრულ ხელფასს, ან იქნებიან გარიყულები უფროსებისგან. ამ წნეხის ქვეშ მათ არ უნდა გამორჩეთ საყრდენი ბოძების გატეხვის ხმა, თავი რომ დააღწიონ კატასტროფას. იმუშაო ამ დატვირთვით და თან აკონტოლო ბოძების გატეხვის ხმა, შეუძლებელია! ეს არის ხშირი მიზეზი დაშავებისა და “უბედური შემთხვევებისა”.

როდესაც მშენებლობაზე დაიღუპა ორი ადამიანი (ჭავჭავაძის 5-ში), ისინი მუშაობდნენ გამომუშავებაზე. მათ იმდენს უხდიდნენ, რამდენ მეტრ მიწასაც გამოთხრიდნენ. რადგან არ არსებობდა განსაზღვრული გონივრული მოცულობა, თუ რამდენი უნდა გამოეთხარათ, ადგილზე არც ზედამხვედელი იყო, რომელიც მათ შრომის მოცულობას და ინტენსივობას განსაზღვრავდა, მუშებს თვითონ უწევდათ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, და საორგანიზაცო შრომის გაწევა, რაც მათი სიკვდილით დასრულდა. ისინი ორი კვირის განმავლობაში გადაბმულად მუშაობდნენ. სწორედ ეს გარემოებები იწვევს გადაღლილობას და ხდება ფატალური შემთხვევების მიზეზი.

შრომის ინსპექციას რომ შეეძლოს შრომელთა უფლებების ზედამხედველობა, დამსაქმებელი იძულებული იქნებოდა დაერეგულირებინა სამუშაო დრო, გრაფიკების ხანგრძილობა, დაედგინა საკმარისი შესვენების დროცვლებს შორის და ცვლის განმავლობაში. მუშებიც იშვიათად გადაიღლებოდნენ, რაც რისკებს საკმაოდ შეამცირებდა.

ამასობაში, შრომის უფლებების აღდგენა და სრულფასოვანი დაცვა შესძენს მუშებს თავდაჯერებას, რომ ამოიღონ ხმა, როცა გრძნობენ საფრთხეს სამუშაო ადგილზე და მოითხოვონ უსაფრთხო შრომა ან უარი განაცხადონ საფრთხისშემცველ სამუშაოზე; ამით მუშებს აღარ შეეშინდებათ უფროსის მხრიდან სამაგიეროს გადახდის, სამსახურიდან გათავსუფლების, ან ხელფასის დაკლების. დღეს ერთმა მუშამ “პანორამა თბილისი” მშენებლობაზე შრომის პირობებზე განაცხადა: მანდ “იძულებით ვმუშაობთ ჩემო დაიკო, არაფერი არ არის. დედა მყვას ინსულტით დაავადებული. სამუშაო არა მაქვს და ჩამოსული ვარ აჭარიდან. ვმუშაობ, რომ ორი კაპიკით წამალი ვუყიდო. 15 წელია ჩავარდნილია. მონა ვარ.”

როცა დამსაქმებელს გამოჭერილიყავს მუშა, ის დედის სიცოცხლის შენარჩუნების გამო არ გარისკავს სამუშაოს დაკარგვას.

აუცილებელია, რომ შრომის უსაფრთხოების ორგანოები ერთად მუშაობდნენ. ერთად შეეძლოთ ობიექტებზე შესვლა და შემოწმება. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჩვენთვის წარმოუდგენელია შრომის უსაფრთხოების ეფექტურობა, შრომის უფლებების შემოწმების უზრუნველყოფის გარეშე. ამიტომ, შრომის უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირებას აუცილებლად უნდა დაემატოს შრომის უფლებების ზედამხედველობა.

განცახდებას ხელს აწერენ:

სოლიდარობის ქსელი – დამოუკიდებელი პროფკავშირი;

ერთობა 2013 – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფკავშირი;

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;

09 აპრ

კვლევა: ექთნების შრომის პირობები საქართველოში

რა კავშირშია ექთნების შრომის პირობები ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებასთან?

კვლევა ეყრდნობა საქართველოში დასაქმებული ექთნების ყოველდღიური
სამუშაო გამოცდილებისა და შრომის პირობების შესწავლით მიღებულ ინფორმაციას.
მასში თავმოყრილია ექთნების საცხოვრებელი და შრომითი მდგომარეობის შესახებ
მონაცემები. მათ შორისაა: ექთნების სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება, სამუშაო
დატვირთვა, საავადმყოფოს მართვა და მასში მონაწილეობა, პრობლემური საკითხები
და მათი გამოსწორების შესახებ აზრები.

გაეცანით ჩვენს კვლევას:

იხილეთ პუბლიკაცია!

25 მარ

„სოლიდარობის ქსელი” უერთდება სოც. მუშაკების გაფიცვას

„სოლიდარობის ქსელი – დამოუკიდებელი პროფკავშირი” სოციალურ მუშაკებს უცხადებს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას. მცირე სახელმწიფოს პოლიტიკის კრიზისის გამოვლინება არის ზუსტად ყველა ის პრობლემა, რომლებიც სოც. მუშაკებმა შესანიშნავად გამოაშკარავეს ბოლო ორი თვის მანძილზე.  დღეს, მათი გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გადავიაზროთ ჩვენი სახელმწიფოს ბოლო 30 წლის პოლიტიკა, სადაც თითოულ ადამიანს დააკისრეს მთელი პასუხიგებლობა დაბადების, გაზრდის, განვითარებისა და სიკვდილის. ამავდროულად, სახელმწიფომ უარი თქვა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და დაეხმაროს მათ თვითრეალიზებაში.

მცირე სახელმწიფოს პოლიტიკის კრიზისის გამოვლინება არის ზუსტად ყველა ის პრობლემა, რომლებიც სოც. მუშაკებმა შესანიშნავად გამოაშკარავეს ბოლო ორი თვის მანძილზე.  დღეს, მათი გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გადავიაზროთ ჩვენი სახელმწიფოს ბოლო 30 წლის პოლიტიკა, სადაც თითოულ ადამიანს დააკისრეს მთელი პასუხიგებლობა დაბადების, გაზრდის, განვითარებისა და სიკვდილის. ამავდროულად, სახელმწიფომ უარი თქვა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და დაეხმაროს მათ თვითრეალიზებაში.

სოც. მუშაკები ხედავენ ზუსტად თუ როგორ უმკვლავდებიან ოჯახები საქართველოში გაბატონებულ პოლიტიკას, რომელიც აკისრებს მთელ პასუხისგებლობას მათ და ათავისუფლებს სახელმწიფოს პასუხისგებლობისგან, როდესაც სახლებში მისულ სოც. მუშაკებს ბავშვებიც და დედებიც მშიერი ხვდებიან. ამ ყველაფრის ფონზე, შემდეგ სოც. მუშაკებს ევალებათ, რომ რამენაირად შიშველი ხელებით გადაარჩინონ ოჯახები, რომლებიც სახელმწიფომ მიატოვა.


მთავრობა არ უზრუნველყოფს  საკმარის ბიუჯეტს სოც. მუშაკებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმის ხარისხიანად შესრულება. ასევე, რომც მოხერხდებეს სოც. მუშაკების სააგენტოში კადრების ზრდა და ოფისების ადეკვატური აღჭურვა, თუ სახელმწიფოსგან არ იქნება მატერიალური მხადაჭერა, როგორიც არის ადეკვატური თავშესაფარები, შემოსავლის წყაროები, და განათლება, სოც. მუშაკები ვერ შეძლებენ შეასრულონ თავანიანთი მოვალეობა. სწორედ ამის გამო, ბევრმა სოც. მუშაკმა დატოვა სამსახური, სწორედ ამიტომ არ მოდიან ახალი კადრები და სწორედ ამიტომ იფიცება 200-ზე მეტი სოც.მუშაკი დღეს.

ამ სოციალურ მომსახურებას და საჯარო სიკეთეებს სჭირდება დაფინანსება, ბიუჯეტი. ბიუჯეტი როგორ გაიზრდება როცა მოგების გადასახადი გაუქმებულია? როდესაც ქვეყანაში პროგრესული გადასახადები კონსტიტუციით აკრძალულია? ამიტომაც, სოცმუშაკების ბრძოლას სჭირდება თიოეული ჩვენგანი, რათა დანარჩენი მოსახლეობა ჩავერთოთ ამ ბრძოლაში უკეთესი საქართველოსთვის.

მხოლოდ ადამიანის ფიზიოლოგოურ გადარჩენის პოლიტიკაზე არის მთელი სახელმწიფო მორგებული და არა ადამიანების და ქვეყნის განვითარებაზე. იმდენად კრიზისულია სახელმწიფოს  სოციალური პოლიტიკა, რომ პერიოდულად გადარჩენის ფუნქციასაც ვერ ასრულებს და მაშინ ხდება ნათელი, თუ რა გამანადგურებული პოლიტიკა და შესაბამისი რეალობა დგას თითოეული ბავშვის სიკვდილის უკან.

სოცმუშაკები მზად არიან არ შეწყვიტონ გაფიცვა, სანამ მათი მოკლევადიანი მოთხოვნებები ახლავე არ დაკმაყოფიდება და მათ გრძელვადიანი მოთხოვნების შესრულებას არ ექნება გონივრული ვადა. ყველას მოვუწოდებთ, რომ მხარე დაუჭირონ სოც. მუშაკებს, რომლებიც იბრძვიან უკეთესი სახელმწიფოსთვის.


„სოლიდარობის ქსელი” მოგიწოდებთ ყველა სხვა დასაქმებულს საჯარო და კერძო სექტორში, რომ თქვენც გაიფიცოთ, გააქტიურდით დღესვე. მთავრობა თუ არ იღებს პასუხისგებლობას ჩვენ კეთილდღეობაზე, ჩვენ ავიღებთ და შევცვლით ჩვენს სამუშაო ადგილებს, ჩვენს გარემოს და ჩვენი  სახელმწიფოს პოლიტიკასაც! მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით შევქმნით სოლიდარობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს.

„სოლიდარობის ქსელი” მოგიწოდებთ ყველა სხვა დასაქმებულს საჯარო და კერძო სექტორში, რომ თქვენც გაიფიცოთ, გააქტიურდით დღესვე. მთავრობა თუ არ იღებს პასუხისგებლობას ჩვენ კეთილდღეობაზე, ჩვენ ავიღებთ და შევცვლით ჩვენს სამუშაო ადგილებს, ჩვენს გარემოს და ჩვენი  სახელმწიფოს პოლიტიკასაც! მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით შევქმნით სოლიდარობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს.

19 მარ

შრომის ინსპექცია და სუფთა სახლის პრობლემა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არ არის ქმედითი. მის ამუშავებას მხოლოდ და მხოლოდ შრომის უსაფრთხოების კანონის  ბოლომდე ძალაში შესვლა ვერ მოახერხებს.

მიგვაჩნია, რომ შრომის ინსპექცია მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ჯეროვნად და აღნიშნული არ არის მხოლოდ და მხოლოდ კანონის არარსებობის ბრალი. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნულის თქმის საფუძველს გვაძლევს შემდეგი გარემოებები:

2017  წლის 3 ივლისს „სოლიდარობის ქსელმა”  მიმართა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, რომელი მიმართვის საფუძველზეც განხორციელდა შრომის პირობების ინსპექტირება შპს „სუფთა სახლის“ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე. 2017 წლის 15 ნოემბერს  დეპარტამენტის მიერ გადმოგვეცა განხორციელებული ინსპექტირების შედეგად მომზადებული დასკვნები და რეკომენდაციები. აღნიშნული დასკვნების შესაბამისად კომპანიის მაღაზიებში არ ხორციელდებოდა ჰაერში მავნე ქიმიური ფაქტორების გაზომვა, ხოლო ზოგიერთ ობიექტზე არ იყო მოწყობილი შესაბამისი სავენტილაციო სისტემა. პროფესიული დაავადების განვითარების რისკად კი ინსპექტორების მიერ მიჩნეულ იქნა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული სასუნთქი სისტემების ალერგიული დაავადებები.

კომპანიას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა ჰაერში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემოწმება ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დასადგენად და მოეწყო შესაბამისი სავენტილაციო სისტემები ობიექტებზე.

ვინაიდან 2017 წლის 15 ნოემბრიდან დღემდე გასულია 1 წელზე მეტი, ჩვენ მივმრთეთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს და მოვითხოვეთ შემდეგი ინფორმაცია:

1.       შრომის ინსპექტორების მიერ შემოწმდა თუ არა შპს „სუფთა სახლი“ ხელახლა (რემონიტორინგი).

2.      რემონიტორინგის  შემთხვევაში რა დაღღვევები იქნა კვლავ აღმოჩენილი.

3.      გაიზომა თუ არა აღნიშნულ ობიექტებზე ჰაერში მავნე ნივთიერებების ოდენობა.

ამასთან ჩვენ მოვთხოვეთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მოეწოდებინა რემონიტორინგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედეგები სრულად, ყველა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ პროცესთან და რომლის გადმოცემა კანონით შესაძლებელია.

ასევე მოვითხოვეთ განმარტება იმასთან დაკავსირებით, თუ რატომ არ გაზომა ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა და არ შეამოწმა მისი შესაბამისობა ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან, მაშინ როდესაც პროფესიული დაავადების განვითარების რისკად კი ინსპექტორების მიერ მიჩნეულ იქნა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული სასუნთქი სისტემების ალერგიული დაავადებები.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ჩვენი 2019 წლის 22 თებერვლის წერილის პასუხად გადმოგვცა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად გაცემულ მითითებების შესრულების შესახებ „შპს სუფთა სახლის“ ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ ანგარიში.

აღნიშნულ ანგარიშს, რომელშიც კომპანიის დირექტორის მიერ მითითებულია, რომ რეკომენდაციები თითქმის სრულად შესრულდა, ერთვის ასევე ს/ს ნ. მახვილაძის სახ.შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წერილი, სადაც საუბარია, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ ჩაატარა გარკვეული ტიპის საპილოტე კვლევა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე „შპს სუფთა სახლის “ ერთ ფილიალში.

კვლევითი ინსტიტუტი წერილში აღნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებების გამოყენებისას ან შესაფუთი მასალის მთლიანობის დარღვევისას შესაძლებელია ჰაერი დაბინძურდეს 23-ზე მეტი ნივთიერებებით. სხვადასხვა მავნე ნივთიერებების აღმოსაჩენად საჭიროა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ  მითითებულ იქნას შესაბამისი საქართელოში მოქმედი რეგულაციები.

აღნიშნული დოკუმენტაციის და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე ჩვენ მიერ დადგინდა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი თავად ვერ უზრუნველყოფს ობიექტზე ჰაერში მავნე ნივთიერებების გაზომვას. ამასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  (სამუშაო ადგილას ჰაერში მავნე ნივთიერებების ზრღვრულ დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობა) არ არსებობს საქართველოში მოქმედი რეგულაციები. საქართველოში დეფიციტია ისეთი კვლევითი ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ სრულად შეამოწმონ სამუშაო ადგილებზე ჰაერში მავნე ნივთიერებებს ოდენობა და სხვა.

ჩვენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან მოვითხოვთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:

  • რატომ არ მოხდა ინსპექტორების მიერ რემონიტორინგის ჩატარება?
  • რატომ არ გაიზომა სამუშაო ადგილას ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა ჯეროვნად?
  • რატომ კმაყოფილდება ინსპექცია თავად შესამოწმებელი კომპანიის დირექოტორის ანგარიშით?  
  • რატომ დუმს ინსპექცია, როდესაც არ არსებობს მარეგულირებელი ნორმები სამუშაო ადგილებში ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულ დასაშვებ ნორმების განსასაზღვრად?

ჩვენ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები წარმოაჩენს შემდეგი სახის პრობლემებს: ინსპექცია თავად ვერ ახდენს ჰაერში მავნე ნივთიერებების დადგენას და აღნიშნული მოქმედების შესრულების რეკომენდაციას აძლევს თავად კომპანიას , რაც ჩვენი აზრით არასწორია. ამასთან  ინსპექია განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, საქართველო კი – იმ ლაბორატორიების, რომელსაც შეეძლებოდა მაღალი სტანდარტის კვლევების ჩატარება სამუშაო ადგილებზე. საბოლოოდ კი ინსპექცია რემონიტორინგს არაჯეროვნად ახორციელებს პრაქტიკაში.

05 მარ

წერილი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრ ქალებს – 8 მარტი!

ჩვენ ალტერნატიული პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი” მოგმართავთ თხოვნით, საჯარო განცხადებით წარმოადგინოთ პოზიცია 8 მარტთან და საქართველოში ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ და შრომით საკითხებთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ქალთა შრომაზე პარლამენტის წევრმა ქალებმა დააფიქსირონ პოზიციები, რადგან თქვენ წარმოადგენთ ჩვენს ხმას საკანონმდებლო ორგანოში.

8 მარტი ისტორიულად მშრომელი ქალების საერთაშორისო დღეს წარმოადგენს. ჩვენ გვინდა, რომ ამ დღეს მისი ისტორიული მნიშვნელობა ამ მსვლელობით დავუბრუნოთ. ამასთან საქართველოში ქალების კისერზე უფრო და უფრო მეტი ოჯახი დგას. ქალები დასაქმებულები არიან საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით და სახლში. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ არსებობს უმუშევარი ქალი!

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ არამხოლოდ ქალებისთვის, არამედ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება და ვიმსახურებთ უკეთეს სახელმწიფოს. ჩვენ ვითხოვთ უკეთესი სოციალური რესპროდუქციის სისტემებს.

გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიციები ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მოთხოვნები 8 მარტის მანიფესტიდან:

  • ჩვენ გამოვდივართ სამუშაო საათების მკაცრი რეგულირებისთვის;
  • ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან უმუშევრობის შემწეობას;
  • ჩვენ გამოვდივართ არა მინიმალური არამედ საცხოვრებელი ხელფასისთვის;
  • ჩვენ მოვითხოვთ დასრულდეს სექსუალური შევიწროება და ძალადობა ყველგან და მათ შორის სამუსაო ადგილზე;
  • ჩვენ ვითხოვთ ანაზღაურებად ბიულეტინს, არამხოლოდ დასაქმებულისთვის არამედ მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის შემთხვევაში;
  • დეკრეტული შვებულება გახდეს ორ წლიანი და ბაგა-ბაღები იწყებოდეს 6 თვიდან;
  • ჩვენ მოვითხივთ ბაღებში მასწავლებლების რაოდენობის გაზრდას და მათი მოვალეობების შემცირებას;
  • ჩვენ გამოვდივართ საჯარო სიკეთეების გასაუმჯბესებლად;
  • ჩვენ გამოვდივართ 8 მარტს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი კომუნალური ინფრასტრუქტურისთვის;
  • ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო საბნაო პოლიტიკას რომელიც ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფს;
  • ჩვენ გამოვდივართ სუფთა ეკოლოგიური გარემოსა და საკვების მოთხოვნით;
  • 8 მარტს ბავშვებისთვისაც გამოვდივართ;
  • ჩვენ ვითხივთ ღირსეულ პენსიას;
  • ვითხოვთ საშინაო და თვითდასაქმებულთა შრომა ჩაითვალოს სამუშაო გამოცდილებაში;
  • ჩვენ გამოვდივართ სპეციალური საჭიროების მქონე ხალხისთვის და დედებისთვის, რომლთაც ძალიან უჭირთ ბავშვების ეტლით გადაადგილება;
  • ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ხარისხიანი ჯანდაცვისთვის;
  • ჩვენ გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალბისთვის;
  • ჩვენ ვითხოვთ კულტურასა და ხელოვნებაში ქალებს ჰქონდეთ საკუთარი ადგილის დამკვიდრებისა და ამ სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • ჩვენ ვითხოვთ მასმედიაში საგანმანათლებლო ფოკუსის მქონე, მიუკერძოებელ და ობიექტურ პოლიტიკას;
  • ჩვენ გამოვდივართ მარტოხელა დედებისთვის, და გამოვდივართ მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის, ფინანსური/კვებითი/ჰიგიენური საშუალებებით, საცხოვრებლით უზრუნველოფისთვის.
  • ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის! არ არსებობს უმუშევარი ქალი!
17 თებ

არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტის მანიფესტი

რატომ  გამოვდივართ 8 მარტს?

შრომა

ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის. ქალების უმეტესობა სამსახურში 40 საათზე მეტ ხანს ვმუშაობთ, შემდეგ კი სახლში მეორე ცვლის – საშინაო შრომის შესასრულებლად მივდივართ. ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირება იქნებოდა. ჩვენ გვეკუთვნის ორმაგი ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. თუმცა, არსებობს  მთავრობის ერთ-ერთი მავნებელი დადგენილება, რომელიც 48 საათიან სამუშაო კვირას სპეციფიკური კატეგორიების ნუსხის სახით ადგენს. ჩვენ ვმუშაობთ 48 საათს, ნაცვლად 40 საათისა და ვიღებთ იმავე ხელფასს. ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს სასწრაფოდ! ყოველი ასეთი რვა საათი ჩვენი მოპარული ხელფასია. კანონით თუ კანონის დარღვევით, ქალები მაინც ვიჩაგრებით. ჩვენი სამუშაო დღე არასოდეს მთავრდება, არც სამსახურში და არც სახლში.


ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასი; არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა. შესაბამისად, ვითხოვთ სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გვქონდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. ჩვენ ვითხოვთ არა მინიმალურ, არამედ საცხოვრებელ ხელფასს, რომელიც საკმარისი იქნება ჩვენი და ჩვენი ოჯახების გადასარჩენად. მინიმალური ხელფასის განუსაზღვრელობა ამცირებს ანაზღაურებას. არსებობს შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც სრულ განაკვეთზე სამუშაოს ანაზღაურებისთვის 40 ლარს ადგენს, რადგან არ არსებობს ზღვარი. ეს დაბალი ხელფასები აქამდე ჩვენი, ქალების წვალებისა და შრომის ხარჯზე შემორჩა. ჩვენ ნერვებს და ენერგიას ვხარჯავთ იმაზე, რომ მოვიფიქროთ იაფი სადილის ვარიაციები, მოვამზადოთ ნაირ-ნაირი კერძები კარტოფილით ან ბურღულეულით  და ჩვენ თვითონ უარი ვთქვათ სადილის კუთვნილ ულუფაზე. როცა სარეცხი მანქანა ფუჭდება, ვრეცხავთ ხელით; როცა ავად ვხდებით, არ მივდივართ ექიმთან და წამლების გარეშეც ვძლებთ. როცა შეგვცივდება, გათბობის ჩართვის ნაცვლად დამატებით მოსასხამს ვიხურავთ. ბავშვებისთვის ვყიდულობთ ტანსაცმელს და უხარისხო სათამაშოებს, ხოლო ჩვენს ძველ ტანსაცმელს ხელით ვკემსავთ.

თანასწორობა და შრომა

ჩვენ მოვითხოვთ, დასრულდეს სექსუალური შევიწროება და ძალადობა ყველგან და მათ შორის სამუშაო ადგილზე! საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ვალდებულება ჩავერიოთ ასეთ შემთხვევებში და დავიცვათ ერთმანეთი ძალადობისგან. ჩვენ გვჯერა, რომ ძალადობაში დამნაშავე მსხვერპლი არ არის. ამისთვის ვითხოვთ მომხდარზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას, პროცედურების გამჭვირვალობას, თუ როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში. მოვითხოვთ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარ ანაზღაურებას კაცებთან მიმართებით. გარდა იმისა, რომ ჩვენ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ჩვენ გვიწევს დამატებითი ფუნქციების შესრულება, რომლებიც ქალის “ბუნებრივ” მოვალეობებად ითვლება. ასეთი მოვალეობებია დალაგება, დასუფთავება, ყავის მომზადება, წესრიგის დაცვა და სხვა მრავალი ყოველდღიური რუტინული საქმის შესრულება. ამასობაში, გვიწევს მძიმე ტვრითის აწევაც, საათობით ფეხზე დგომა და ღამეების თენება. ქალად ყოფნა ხშირად უფრო სასჯელია, ვიდრე პრივილეგია და შეღავათი.

დეკრეტი

ქალებმა უკვე გამოვაცხადეთ გაფიცვა! ჩვენ ვეღარ ვაჩენთ ბავშვებს, რადგან ვცხოვრობთ კაბალურ პირობებში; სახელმწიფოსგან კი არანაირი მხარდაჭერა არ ჩანს. დეკრეტული შვებულება ამის ერთ-ერთი მაგალითია: დღეს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესს არეგულირებს, სიმბოლურია, და დედებს, მშობლებსა და ახალშობილებს არ სთავაზობს სრულფყოფილ სოციალურ დაცვას. განსაკუთრებით პრობლემურია კერძო სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობა, ვინაიდან სახელმწიფო კერძო სექტორს კანონით არ ავალდებულებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და ამის სანაცვლოდ კერძო სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო სთავაზობს ერთჯერად 1000 ლარიან დახმარებას, რაც საარსებო მინიმუმიც კი არ გამოდის კანონით დადგენილი დეკრეტული შვებულების – 6 თვის განმავლობაში.

მით უმეტეს, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს უფრო მეტი ზრუნვა და კვებითი კალორიები სჭირდებათ. არსებული დეკრეტის რეგულაციებით გათვალისწინებული ექვსი თვე კი ძალიან ცოტაა, რომ არაფერი ვთქვათ სამუშაო ადგილის გარანტირებულობაზე დეკრეტიდან დაბრუნების შემდეგ. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ საჯარო სამსახურში მყოფ მამებს, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუკი შვებულება არ გამოუყენებიათ დედებს, რაც ახალშობილზე 24 საათიანი ზრუნვის ურთულეს ტვირთს უმეტესად დედებს აკისრებს.  

სამუშაო ადგილზე დაბრუნების შემთხვევაშიც კი, დასაქმებული დედისთვის საქართველოში ისეთი ხანგრძლივი გრაფიკებია, რომ 40 საათიც კი ფუფუნებას წარმოადგენს. დიდი ხნით ახალშობილი ბავშვის დატოვების შემთხვევაში, მეძუძურ ქალებს გაუჭირდებათ საკმარისი რძის წარმოქმნა, ასევე გასათვალისწინებელია დედის და ახალშობილის მიჯაჭუვლობა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ასევე ვაწყდებით დედების დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე აყვანისას, რადგან ყველას სჭირდება თავისუფალი გრაფიკის მქონე ადამიანი, რომელიც ყოველ დღე დამატებითი საათებით შეძლებს სამსახურში დარჩენას.

ჩვენ ვითხოვთ, რომ როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს, მამებსაც მიეცეთ ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების უფლება, და სამომავლოდ გაიზარდოს ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების დრო 6 თვიდან ორ წლამდე.

ბაღები

რაც შეეხება საჯარო ბაღებს, აქ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საბავშვო ბაღები არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ბაღებში არ არის საკმარისი ადგილები და ყოველწლიურად 10 000-ობით აღსაზრდელი რჩება საბავშვო ბაღს მიღმა.

მასწავლებლებს უწევთ იმაზე მეტი ბავშვის მოვლა ვიდრე ფიზიკურად შესაძლებელია. შესაბამისად, რაც არ უნდა პროფესიონალები იყვნენ ბაღის მასწავლებლები, რომლებიც უმეტესად ქალები არიან, ისინი მაინც ვერ ახერხებენ ამდენ ბავშვთან გამკლავებას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენ, საკუთარ ბავშვებს აღსაზრდელად ვაბარებთ ბაღის თანამშრომლებს, რომელთა ხელფასიც 275 ლარიდან საუკეთესო შემთხვევაში 660 ლარამდე მერყეობს, რაც სრულიად არ შეესაბამება მათ უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიციასა და როლს და არ უზრუნველყოფს, რომ სასკოლო განათლების სისტემაში მოვიდნენ კვალიფიციური კადრები.

უფრო მეტიც, ბაღების და სკოლების გრაფიკი არ ემთხვევა სამსახურების დაწყებისა და დასრულების დროს, რაც კიდევ ერთი დაბრკოლებაა ჩვენთვის. ჩვენ მოვითხოვთ, მეძუძურ დედებთან ერთად შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც გვქონდეს – ერთი საათი სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროს, რათა შეგვეძლოს ჩვენი შვილების ბაღებში/სკოლებში უსაფრთხოდ მიყვანა და გამოყვანა.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაიზარდოს ბაღების სახელმწიფო დაფინანსება და გახდეს ის ხელმისაწვდომი ყველასთვის.  

და ისინი არსებობდეს 6 თვიდან ორ წლამდე.

გარემო

ოჯახი თავისთავად ვალდებულია თითოეული წევრის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს და შეუქმნას მას შესაფერისი გარემო, თუმცა ამასთანავე ვალდებულია საზოგადოებაც და სახელმწიფოც. უფრო ფართო ჭრილში ამ ფუნქციებს ასრულებს ჯანდაცვა, ტრანსპორტი, პარკები, სკოლები, ჰაერი, ქუჩები ქალაქში და სხვა. თითოეულზე ხელმწისავდომობა მოსახლეობის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას პირდაპირ განაპირობებს და აქვს გავლენა ადამიანის პროდქტიულობაზე.

ჩვენ გამოვდივართ სპეციალური საჭიროების მქონე ხალხისთვის და დედებისთვის, რომლთაც ძალიან უჭირთ ბავშვების ეტლით გადაადგილება. ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა არ პასუხობს მათ საჭიროებებს. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსგან უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის მისაღები გარემო. განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების ბავშვები და მოზარდები ვერ ექვემდებარებიან დღის ცენტრების მიერ შემოთავაზებულ ზრუნვის პროგრამებს. ამ სემთხვევაში, ხშირად დედები არიან, ვინც მათზე ოჯახებში ზრუნავენ, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ ვითხოვთ ამ მდგომარეობაში მყოფი დედების ფულად დახმარებას, რადგან ისინი მოწყვეტილი არიან შესაძლებლობას უზრუნველყონ თავიანთი და ოჯახის  სრულფასოვანი ცხოვრება საკუთარი შრომის საფუძველზე.

ჩვენი, ქალების ერთ-ერთი მოთხოვნა განათლების სისტემას და მისი ხარისხის ამაღლებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლების სისტემა არამხოლოდ ზოგად და სპეციფიურ ცოდნას აძლევდეს ადამიანს, არამედ უყალიბებდეს მას ფართო, სამოქალაქო ცნობიერებას. ჩვენ ვითხოვთ ამ მაგალითზე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო სიკეთის გაუმჯობესებას!

ჩვენ გამოვდივართ უკეთესი საჯარო ტრანსპორტის მოთხოვნით. საქართველოში ტრანსპორტის პრობლემა მწვავედ დგას. ჩვენ გვიჭირს გადაადგილება სამუშაო ადგილამდე, სახლამდე, საავადმყოფომდე და სხვა დანიშნულების პუნქტებამდე.  ავტობუსები, “მარშუტკები” და მეტრო გადაჭედილია; ქალაქის ზოგიერთ ნაწილში იშვიათად ან საერთოდ არ დადის ტრანსპორტი. ყოველ დღე ტყუილად გვეხარჯება დროც და ნერვებიც ტრანსპორტის გამო. ტრანსპორტიდან გადმოსულს გვხვდება დანგრეული ქუჩები, ორმოებით და მანქანებით სავსე ტროტუარები, სადაც თუ ფრთხილად არ ვიარეთ და ზემოთაც არ ვიყურეთ შეიძლება ნებისმიერ მომენტში შენობიდან ჩამონგრეულმა ნაწილმა გვიმსხვერპლოს.  ქალაქში ყოველდღიური გასვლა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკია.

საბინაო პოლიტიკა

სახლებში დაბრუნებულებს გვხვდება ჩვენი დიდი ოჯახები. რადგან ძირითადად ერთ სახლში მრავალი სული ცხოვრობს, ჩვენ იშვიათად გვაქვს ჩვენი ადგილი. თავად შენობები ავარიულია, ხშირად ლიფტი არ მუშაობს, ან ფუჭდება, სადარბაზოებში კედლებიც ნელ-ნელა ინგრევა, შიდა ინფრასტრუქტურა მოძველებული და გაურემონტებელია. შეიძლება ჩვენს სახლში წესრიგში იყოს გაყვანილობა და სისტემები, თუმცა თავად კომუნალურების ინფრასტრუქტურაა გაუმართავი. ახალ ამბებში ხშირად ვიგებთ გაზის გაჟონვის ან შენობების აფეთქებების შესახებ ინფორმაციას. სახელმწიფოს მოვალეობაა უსაფრთხო და გამართული გაზისა თუ სხვა საჭიროებების მიწოდებაზე კონტროლი. კომუნალური გადასახადები იზრდება მაშინ როდესაც ჩვენი შემოსავალი მცირდება; მცირდება ასევე ჩვენი უსაფრთხოების განცდა.

სახელმწიფომ ასეთი საჯარო სიკეთეები ხარისხიან საცხოვრებელთან ერთად უნდა უზრუნველყოს. როგორ ვიქნებით პროდუქტიული და სრულფასოვანი მოქალაქეები, თუ სახლში მუდმივად ინფრასტრუქტურული პრობლემები გვექნება? ან არ გვაქვს საცხოვრებელი ადგილი, ან გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ ან იმდენს ვიხდით ქირაში ან იპოთეკაში, რომ ჩვენი მთელი ცხოვრების ხარისხს აზიანებს გადაუხდელობის დარდი და შემოსავლის დაკარგვის შიში, რომელსაც შესაძლოა გამოსახლება მოჰყვეს. ჩვენ გამოვდივართ 8  მარტს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი კომუნალური ინფრასტრუქტურისთვის მსაწესრიგებლად. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო საბინაო პოლიტიკას, რომელიც ყველას ღირსეული საცხვორებელით უზრუნველყოფს!

სუფთა ეკოლოგია

ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია! მშენებლობებისა და ტრანსპორტის მატებას ქალაქის ხეებიც ვერ უმკლავდება. გარეთ გასვლა შეუძლებელია. ქალაქში არ არის საკმარისი პარკები და რეკრეაციული ზონები. მთავრობას ჩვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნაცვლად, ურჩევნია ბიზნესსა და სწრაფ მოგებაზე იფიქროს. ასეთ შემთხვევაში სწრაფი განვითარება კი ნიშნავს – ეს არის მოსახლეობის 1%-ის გამდიდრება, რომელიც მიდის სხვა ქვეყანაში უკეთესი ჰაერისთვის, გარემოსთვის. ჩვენ კი ვრჩებით დაბინძურებულ ქვეყანაში, ვყრუვდებით მშენებლობის ხმაურით და დანევროზებულები აგრესიას ერთმანეთისადმი გამოვხატავთ.

ჩვენ ვითხოვთ სუფთა საკვებს. რეგულაციების ნაკლებობამ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა და სიღარიბემ განაპირობა დაბალხარისხიანი საკვების მიწოდება. უცხოეთიდან შემოდის იაფი და დაბალხარისხიანი საკვები, რომელსაც ადგილობრივი პროდუქტი, ფერმერის მოყვანილი, კონკურენციას ვერ უწევს, შესაბამისად ჩვენი ჯანსაღი საკვები ძირითადად ექსპორტზე გადის სხვებისთვის. ექსპორტზე ორიენტირებულმა ბაზარმა, შიდა მოთხოვნები ჩაკლა, რადგან ჩვენ არ ვართ გადახდისუნარიანი “მომხმარებლები.”

ბავშვები

ჩვენ 8 მარტს ბავშვებისთვის გამოვდივართ. სახელმწიფომ ბავშვები პრიორიტეტად უნდა დააყენოს. უნდა შექმნას სპეციალური პროგრამები ბავშვთა კვებაზე, საცხოვრებელსა და ტანსაცმელზე. ჩვენს შვილებს სჭირდებათ საბავშვო კულტურის განვითარება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღების მაგივრად სხვა რამით გაერთონ. ჩვენ გვჭირდება ხელი შევუწყოთ მათ თვითგამოხატვას, ვიზრუნოთ მათ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაზე. ჩვენ ვითხოვთ ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და პროდუქტს, რისთვისაც აუცილებელია ბავშვებისთვის შექმნილ პროდუქტებზე (სათამაშოები, ტანსაცმელი, საკვები, სასკოლო ნივთები) შემოწმების მაღალი სტანდარტების დაწესება.

პენსია

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ღირსეული პენსიისთვის. ერთადერთი გონივრული კანონი ქვეყანაში ქალთა საპენსიო ასაკზე გვაქვს, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ საბაზისო პენსია! პენსია არის ხელფასის გაგრძელება, რომელზეც სიბერეში უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რათა შრომისუუნარობის დროს გადავრჩეთ. სამწუხაროდ, დღევანდელი პენსია არც არის საკმარისი გადარჩენისთვის, მითუმეტეს ღირსეული ცხოვრებისთვის.  სახელმწიფო პენსიის რეფორმა არ პასუხობს პენსიის დანიშნულებას და აუცილებლად უნდა გადაკეთდეს სოლიდარობის სისტემაზე, რომლის მიხედვითაც პენსიის რაოდენობა იქნება დამოკიდებული ღირსეული სტანდარტების ქონაზე და არამხოლოდ ინდივიდუალური შენატანების რაოდენობაზე. ჩვენ ვითხოვთ, საშინაო შრომა და თვითდასაქმებულთა შრომა (საოჯახო მეურნეობა, მიწის ნაკვეთის ქონა) აუცილებლად ჩაითვალოს სამუშაო გამოცდილებაში.

ჯანდაცვა

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ხარისხიანი ჯანდაცვისთვის! ექთნები, რომლებიც ძირითადად არიან ქალები, უდიდესი დატვირთვის ფონზე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალაა. ქალების რეპროდუქტიული ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტი. ჯანმრთელობის დაზღვევა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს რის წინაშეც ქალები დგანან. რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ქალთა დიდი ნაწილისთვის ფუფუნებას წარმოადგენს. ქალები ხშირ შემთხვევაში იძულებით ამბობენ უარს შვილის ყოლაზე მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო,  გამართული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებისა და ღირსეული დეკრეტული შვებულების არარსებობის გამო. ჰიგიენური, რეპროდუქციული და ბიო-ფსიქოლოგიური საჭიროებების შესახებ განათლების აუცილებლობა უგულვებელყოფილია, რაც თავის მხრივ განაპირობებს ადამიანის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე და საშუალებებზე ხელმისაწვდომობის არ არსებობას. ჩვენ ვითხოვთ სკოლებში შესაბამისი განათლების ოპტიმიზაციას.

როგორც სახელმწიფო ასევე კერძო დაზღვევა ვერ სთავაზობს ქალებს სათანადო მომსახურებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მიუხედავად იმისა რომ ქალები ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს განეკუთნებიან. ამასთანავე აღსანიშნავია რომ დღითიდღე მატულობს მკერდის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები. არსებობს უფასო სკრინინგ პროგრამები, რომელიც ამ სერვისს მხოლოდ კონკრეტული ასაკიდან სთავაზობს ქალებს, რაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულია. პრივატიზაციამ და ექსპორტზე ორიენტირებულმა (სამედიცინო ტურზმის განვითარება) ჯანდაცვამ პრიორიტეტად სწრაფი მოგება აქცია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური და პრევენციული მკურნალობა არ არის ბიზნესისთვის მომგებიანი. ჩვენ ვითხოვთ გახდეს პრიორიტეტული პრევენციული მკურნალობა, გაკეთდეს მეტი აქცენტი სხვადასხვა სკრინინგ პროგრამებზე, რომლებიც ქალთა ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. შეიქმნას ჯანდაცვის სერვისები, რომლებიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გახდის ხელმისაწვდომს ყველა ქალისთვის.

ჩვენ ვითხოვთ ანაზღაურებადი ბიულეტინი არამხოლოდ დასაქმებულის, არამედ მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობისთვისაც გაიცეს, რადგან უმეტესად ქალები უვლიან ბავშვებს და ქრონიკულად/დროებით ავადმყოფ ოჯახის წევრებს.

ქალები რეგიონში

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც ყოველდღე მამლის ყივილამდე იღვიძებენ, უვლიან საქონელს, ხილ-ბოსტნის ბაღჩებს, ვენახებს, სახნავ-სათესებს, ხშირად ტონობით წყალს ეზიდებიან ჭიდან ან სოფლის წყაროდან სასმელად, საჭმლის მოსამზადებლად თუ სარეცხისთვის. ამზადებენ სადილს, ვახშამს, მხოლოდ დაბნელებულზე შედიან სახლში და ტელევიზორთან ჩაძინებულ ოჯახის წევრებს დასაძინებლად ისტუმრებენ. მათი ყოველდღიურობა მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება, რომელზეც ოჯახების გადარჩენა და გამოკვება დგას, რადგან კაცები მხოლოდ სტუმრები არიან სახლში!

კულტურა და ხელოვნება

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ქალებისთვის, რომელთაც არანაირი ხელმისაწვდომობა არ აქვთ თეატრზე, კინოზე, გამოფენებსა თუ კონცერტებზე და რომლებმაც სამუდამოდ დაივიწყეს, რომ სულსაც ისევე სჭირდება საზრდო, როგორც სხეულს. ქვეყანაში სადაც კულტურის ხელშეწყობა დაყვანილია ახალი წლის კონცერტების დაფინანსებაზე, ხოლო ხელოვნების განვითარება აღქმულია როგორც ღვაწლმოსილი კულტურის მუშაკებისთვის ვარსკვლავის გახსნა, არ ტოვებს იმედს, რომ პოლიტიკა ოდესმე მოიცავს და დაინახავს უბრალო ადამიანების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. დღეს სხვა მრავალ უფლებასთან ერთად ქალებს წართმეული აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ და განავითარონ ნიჭი ან მინიმალური სიამოვნების მიღების ნება დართონ საკუთარ თავს. ქვეყანაში აღარ არსებობს მუნიციპალური კინო-თეატრები, მათ ადგილას ან სასტუმრო შენდება ან კაზინოებია მოწყობილი, რეგიონებში არ ფუნქციონირებს კულტურის ცენტრები და ყოველივე ამის ფონზე ქალებს გვრჩება მხოლოდ ოცნება, რომ TBC სტატუს კლიენტებისთვის ჩამოყვანილი მეგა ვარკსვლავის კონცერტზე ოდესმე შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ.

მასმედია

დღეს მედია ადამიანს განიხილავს, არა როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრს, არამედ, ცალსახად, როგორც ამომრჩეველს. საზოგადოება განიცდის საგანმანათლებლო ფოკუსის მქონე, მიუკერძოებელი და ობიექტური მასმედიის დეფიციტს. ფაქტია, რომ ისეთი მოთხოვნადი მედიასაშუალება, როგორიცაა ტელევიზია, (ხოლო მასში გასაკუთრებით გამოვყოფდით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დაფინანსებული და გამოკვებილია ქვეყნის მოსახლეობის მიერ), მასთან ერთად რადიო და ჟურნალ-გაზეთები, ორიენტირებულნი არიან ე.წ ‘’ყვითელი’’ ამბების, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირებისა და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების  იმგვარად გაშუქებაზე, რომ შეუძლებელია ადამიანმა შეძლოს მიღებული ინფორმაციის ობიექტურად აღქმა და გაანალიზება. ჩვენ მოგვეწოდება მზა, სუბიექტური, ე.წ ‘’შეფუთული’’ ინფორმაცია პოლიტიკოსების, ექსპერტების, ბიზნესმენების და სხვათა პირით და არსად ჩანს ამ მოვლენათა კრიტიკული ანალიზი, რაც, რეალურად, წარმოადგენს ჟურნალისტიკის უპირველეს მიზანს.

ჩვენ ვითხოვთ, მედიამ დაიწყოს ფიქრი იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს მას დღევანდელ საქართველოში, სადაც საზოგადოება  სტრესის ქვეშაა ქვეყანაში არსებული კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის გამო. მედია მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით,  ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების აზრს უნდა გამოხატავდეს და აჟღერებდეს მას არა მხოლოდ ქვეყნის ფართო მასებსა და სახელმწიფო მმართველობის ზედა ეშელონებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შეუფასებელია მასმედიის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ არიან ჩართულნი აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში, შესაბამისად, მედია მათთვის  წარმოადგენს ერთგვარ შუამავალ, დამაკავშირებელ რგოლს საზოგადოებასა და გარესამყაროსთან და იცავს მათ ინფორმაციული ვაკუუმისგან.

მარტოხელა დედა

მარტოხელა დედები განსაკუთრებელად წვალობენ საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ყველა მარტოხელა დედა ვერ იღებს და ტერიტორიული შერჩევით ხდება მათი მინიმალური დახმარება, რომელიც არსებობისთვისაც არასაკმარისია.

ჩვენ გამოვდივართ მარტოხელა დედებისთვის, და ვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან უკეთესი პოლიტიკის შემუშავებასა და მხარდაჭერას. დასაქმების ხელშეწყობას, ფინანსური/კვებითი/ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას, არამხოლოდ ერთჯერადად არამედ გარკვეული პერიოდის ინტერვალებით. უსახლკაროდ დარჩენილ მარტოხელა დედებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ჩვენ ვითხოვთ დიდ ქალაქებში მუნიციპალური საცხოვრებლის პროგრამების შემუშავებას! მარტოხლა დედებისთვის უნდა შემუშავდეს გარკვეული საკანონმდებლო უზრუნველყოფნა, რომლის შესაბამისად მათთვის გარანტირებული იქნება ისეთი პრივილეგიები როგორიცაა: მოქნილი სამუშაო განრიგი (ბავშვის ან ბავშვების ასაკიდან გამომდინარე), ნახევარ განაკვეთზე მუშაობის საშუალება, ხანგრძლივი სადეკრეტო შვებულება (ხელფასის  და სამუშაო ადგილის შენარჩუნებით), მარტოხელობის სტატუსის გამო სამსახურში დაქირავების დროს დისკრიმინაციისგან დაცვა, მარტოხელა დედების საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლება, მათი შვილების ბაგა-გაღებით და უფასო მკურნალობით უზრუნველყოფა, შემუშავდეს ამ პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამები და ა.შ.

8 მარტს გამოვდივართ ყველა ქალისთვის, რადგან გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ვიცით რა გამოვიარეთ და რა არის შესაცვლელი. საერთო ძალებით, თანადგომითა და სოლიდარობით შეგვიძლია უკეთესი რეალობის შექმნა.

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის! არ არსებობს უმუშევარი ქალი!

მანიფესტს მხარს უჭერენ:

EMC – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;

“ერთობა 2013” – თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი;

საინიციატივო ჯგუფი – სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის;

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები;

04 თებ

ახალი პოლიტიკის სკოლა

სკოლის შესახებ

უკვე სამი ათწლეულია თაობები ერთმანეთს იმ იმედით ცვლიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და რომ ჩვენი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მედია თუ უმაღლესი სასწავლებლები ნებსით თუ უნებლიედ გვინერგავდნენ ცოდნას, რომ ჩვენ ვართ სხვადასხვა, შიდა თუ ჩვენს გარშემო არსებული გარემოებების მსხვერპლი; რომ ეს მდგომარეობა არის გარდაუვალი. თუ გვსურს ცვლილება, პირველი რაც უნდა გავათვიცნობიეროთ, არის ის, რომ ვერც ერთი გარემოება ვერ იქნება ჩვენს ნებაზე ძლიერი და გარდატეხა არ მოხდება თავისით, ბრძოლის გარეშე. ახალი პოლიტიკის სკოლა მოგვცემს ცოდნას იმ ალტერნატივის შესახებ, რომელსაც აქამდე გვიმალავდნენ; მოგვცემს რწმენას ჩვენს თავში ვიპოვოთ გამბედაობა, ურთიერთთანადგომის უნარი, რომ ერთად განვახორციელოთ ის იდეალები, რომლებიც სამართლიანობასა და სოლიდარობას ეფუძნება.

სკოლა არ არის გამიზნული მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც, მათთვის ვისაც აქვს სურვილი სასიკეთოდ შეცვალოს მისი მდგომარეობა სამუშაო ადგილზე, შეცვალოს მისი საცხოვრებელი გარემო, გარდატეხა შეიტანოს მისი და მისი თანამოქალქეების ცხოვრებაში. Read More

28 იან

ხელისუფლება როგორც ტიტო ვოტსი

ავტორი: დავით ომსარაშვილი,”სოლიდარობის ქსელის” წევრი

არცთუისე დიდი ხნის წინ  რომელიღაც სტატიაში წავიკითხე, რომ  ზიმბამბველი მღვდელი ტიტო ვოტსი „სამოთხის ბილეთების“ გაყიდვის გამო დააკავეს. რატომღაც ეს ადამიანი გამახსენდა სწორედ მაშინ, როდესაც ვაპირებ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ დავწერო.

Read More

25 დეკ

არ არსებობებს უმუშევარი ქალი – პასუხი ეკონომიკის მინისტრს

დღეს, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო), უმუშევრობის დაძლევის ერთ-ერთ დამაბრკოლებლად დიასახლისები დაასახელა: მისი განცხადებით, დიასახლისებს მუშაობა არ სურთ, რის შედეგადაც, უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ ნელი ნაბიჯებით მცირდება.

ბატონო მინისტრო, გვინდა ყურადღება გაგამახვილებინოთ იმ ფაქტზე, რომ შრომა, რომელსაც დიასახლისები ეწევიან და რომელზეც მთელი ქვეყნის მოსახლეობა დგას, საშინაო შრომა ჰქვია.

Read More