18 ივნ

რა არის „მოპარული ხელფასი”?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

 

„ზარალის ანაზღაურება “კოლექტიური სოლიდარობის პრინციპით” მოხდება”

„მაღაზიას კადრი აკლია, უკან უნდა დაბრუნდე”

„მოპარული საქონლის ღირებულება X ლარს შეადგენს”

„ვადაგასული საქონლის ღირებულება X ლარს შეადგენს”

„მაღაზიას დაცვა არ ჰყავს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სალაროსთან წითელ ღილაკს დააჭირეთ”

Read More

06 თებ

საყოველთაო ჯანდაცვა – პაციენტისთვის, თუ კერძო კომპანიისთვის?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

მ. იაშვილის სახელობის კლინიკაში ყოველი სამუშაო დღე დილის კონფერენციით იწყება, სადაც განიხილება თუ ვინ დარჩა უკმაყოფილო, ვინ იჩხუბა ადმინისტრატორთან, ან ვინ გალანძღა მედ. პერსონალი ოჯახის გაყვლეფისთვის. მაშინ, როდესაც ეს შეხვედრები რუტინულ რეჟიმში უცვლელ დროსა და ადგილას იმართება, იაშვილის კლინიკა დაზარალებული პაციენტების და დაუფასებელი მედ. პერსონალის ახალ ისტორიებს ინახავს.

Read More

23 სექ

რატომ არ ვართ აქტივისტები: საფუძვლიანი ორგანიზება

ავტორი: სოფო ჯაფარიძე 

რატომ არ ვართ აქტივისტები

 “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” დაახლოებით ორი წინ შეიქმნა, ორგანიზების ახლებური კულტურის ჩამოყალიბების იმედით, დედაქალაქსა და მთელს საქართველოში. ჩვენი მიდგომა ეფუძნება წარსული მარცხების გადალახვას და ღრმა რწმენას იმისა, რომ ადამიანებს ერთობლივად შეუძლიათ წინააღმდეგობების დაძლევა და ბრძოლა ცვლილებებისთვის. საქართველოს არ აქვს ორგანიზების დიდი გამოცდილება, ხოლო განვთარებული ქვეყნებიდან შემოტანილმა „წინააღმდეგობის“ ფორმებმა ორგანიზებას „აქტივისტური“ ელფერი შესძინა. Read More

18 სექ

ჩვენი პირველი თავმჯომარე ფემინისტი ქალია

ჩვენი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯომარეა, ფემინისტი სოფო ჯაფარიძე. ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვანია ქალების როლის გაძლიერება და გაზრდა პროფკავშირულ საქმიანობაში. Read More

18 სექ

სოლიდარობის ქსელმა მომსახურების სფეროს ახალი დემოკრატიული პროფკავშირი დააფუძნა

https://www.youtube.com/watch?v=Nv7MVHFxPDc

“ვაშენებთ ახალ, ალტერნატიულ მომსახურების სფეროს პროფკავშირს.  ჩვენ ეფექტური, დემოკრატიული და გამჭვირვალე მეთოდების გამოყენებით ვაპირებთ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას. Read More

06 ივნ

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფლაერები გავრცელდა

“სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წარმომადგენლები ვაგრძელებთ შრომით საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფლაერების დარიგებას.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიმდინარე კვირის განმავლობაში 300-ზე მეტი ფლაერი გავრცელდა.

მადლობას ვუხდით ჩვენს მოხალისეებს აღნიშნულ აქტივობაში ჩართულობისთვის. მოხარულები ვიქნებით, თუ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

 მუშაობ კვირაში 40 საათზე მეტს?
 ვერ საერგებლობ 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით?
 არ გიხდიან ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას?
 არ გაქვს შესვენება?
 არ გაქვს სტაბილურობის შეგრძნება სამსახურში?
დაგვიკავშირდი!