27 ივნ

ილონა სკამკოჩაიშვილის ისტორია – რა გზებით და რამდენს პარავს „ნიკორა” ილონას და სახელმწიფოს?

ილონა სკამკოჩაიშვილი ნიკორას” მაღაზიათა ქსელში უკვე 8 თვეა მუშაობს. მას საკუთარი მოვალეობების შესრულების გარდა, უწევს დამლაგებლის და დაცვის ფუნქციის შეთავსება, აქვს მძიმე სამუშაო გრაფიკი, სისტემატიურად უწევს ზეგანაკვეთურად მუშაობა, რასაც კომპანია შესაბამისად არ ანაზღაურებს. მას ყოველთვიურად უწევს საკუთარი ხელფასიდან მაღაზიის დანაკლისების დაფარვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი აისახება ილონას ხელფასიდან მოპარულ ფულში.

Read More

18 ივნ

რა არის „მოპარული ხელფასი”?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

 

„ზარალის ანაზღაურება “კოლექტიური სოლიდარობის პრინციპით” მოხდება”

„მაღაზიას კადრი აკლია, უკან უნდა დაბრუნდე”

„მოპარული საქონლის ღირებულება X ლარს შეადგენს”

„ვადაგასული საქონლის ღირებულება X ლარს შეადგენს”

„მაღაზიას დაცვა არ ჰყავს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სალაროსთან წითელ ღილაკს დააჭირეთ”

Read More

26 მარ

რა ხდება აგარაში? – მშრომელების ადგილი აქ არ არის

ავტორი: რევაზ კარანაძე„სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

საქართველოში მოქმედი ერთადერთი შაქრის ქარხანა, „აგარის შაქარი” გაჩერდა. დაახლოებით 6 თვეა, რაც 500 ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი. დაბაში არ არსებობს სხვა დასაქმებისა თუ შემოსავალის წყარო. მთელი დაბა სოციალურ კატასტროფამდეა მისული. ხალხს აღარ აქვს საჭმლის შესაძენი საშუალება. მშრომელები ცდილობენ, რომ ხელისფულებისა და ქარხნის ადმინისტრაციის ყურადღება მიიქციონ, რათა მიეცეთ მათ მუშაობის უფლება, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

Read More

25 დეკ

დემოკრატიის გაკვეთილი პორტუგალიიდან – საკონსტიტუციო ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ

ავტორი: რევაზ კარანაძე ; „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის“ პოლიტეკონომისტი და კასელის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტეკონომიის მაგისტრი

თარგმანი ინგლისურიდან: რევაზ კარანაძე

ორიგინალი: https://medium.com/@revazkaranadze/a-lesson-of-democracy-from-portugal-against-the-constitutional-austerity-in-georgia-a9415bfdefc8

 

ა.შ.შ-ში 2007-2008 წლის იპოთეკური კრიზისი მალევე გადაედო სპეკულაციურ ფინანსურ ბაზარს, რის გამოც „უოლ სთრითი” პანიკამ მოიცვა. ამ პანიკამ სანდოობა დაუკარგა მთელ საბანკო სექტორს აშშ-ს მასშტაბით. კრიზისის განვითარებისას, კერძო ფინანსური ინსტიტუტები გამუდმებით კარგავდნენ აქტივების ლიკვიდურობის ძალას. აქედან გამომდინარე, შეიქმნა გაბატონებული აზრი კრიზისიდან გამოსვლის შესახებ.

Read More

08 ნოე

“სამოთხის დოკუმენტები” – ანუ როგორ გვატყუებენ ხალხს მდიდრები

ამ კვირაში, ოფშორული ანგარიშების შესახებ გაჟონილმა ახალმა ცნობებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ ყველაზე მდიდრები გადასახადებს თავს არიდებენ. ნავარაუდებია, რომ 10-36 ტრილიონ დოლარს ისინი ოფშორულ ანგარიშებზე ინახავენ. ეს ყველაზე მდიდარი ქვეყნების მ.შ.პ.-ების ჯამს უდრის. მაშინ, როდესაც მსოფლიოში მშრომელებს უწყვეტენ სოციალურ დახმარებას; როდესაც იძულებულნი ვართ გავუმკლავდეთ სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაო პირობებს; როდესაც უმუშევრობა და უსახსრობა ნელი სიკვდილით ემუქრება თითოეულ პატიოსან ადამიანს და როდესაც „ბიუჯეტის სიმწირის“ გამო, პენსიონერებს, ლტოლვილებს თუ ომის ვეტერანებს „ქამრების შემოჭერისკენ“ მოუწოდებენ, მდიდრები მალავენ უზარმაზარ თანხებს, რომლებიც გადასახადს უნდა ექვემდებარებოდეს.

20 ოქტ

კონფერენცია: “შემდეგი ეკონომიკური კრიზისი ევროპაში”

18 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ევროპის ცენტრალურ ბანკში გაიმართა ევროპის აკადემიის წამყვანი ეკონომისტებისა და პოლიტეკონომისტების შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი / Solidarity Network – Workers’ Center”-ს წარმომადგენელი, რევაზ კარანაძე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეის დასასრულს, სოციალ-დემოკრატიისა და ტრადიციული პროფკავშირული ინსტიტუტების მარცხსა და არაეფქუტურობას. ყურადღება დაეთმო ახალი ალტერნატივებისა და განსხვავებული გზების მოძიების საჭროებას. ასევე, დაისვა საკითხი არც თუ ისე შორეულ მოსალოდნელ მორიგ ეკონომიკურ კრიზისზე. Read More

10 ოქტ

საცხოვრებლის ფინანსიალიზაცია

ავტორი: გვანცა ნიკოლაიშვილი

“დღეს საქართველოში ბინის შესაძენად სულ უფრო ხშირად მიმართავენ იპოთეკურ სესხებს. ასევე, ხშირად გვესმის, რომ იპოთეკური სესხის გადაუხდელობის გამო ოჯახები სახლის დაკარგვის რისკის წინაშე დგანან.

თუ შევხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, დავინახავთ, რომ იპოთეკური სესხების რაოდენობა 2010 წლის მერე განსაკუთრებით სწრაფად მატულობს. 2010 წელს თუ იყო დაახლოებით 733 მილიონი ლარი 2017 წლის მონაცემების მიხედვით დაახლოებით 3 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხია გაცემული, რაც 2010 წელთან შედარებით 24,4 % მატებას გულისხმობს. Read More

30 სექ

რით განსხვავდება მარქსის მეთოდი პოლიტიკური ეკონომიკისგან?

ავტორი: სოფო ჯაფარიძე

► ყველა ციტატა კარლ მარქსის „Grundrisse”-ის შესავლიდან არის ამოღებული. 

რით განსხვავდება მარქსის აზრები კაპტალიზმის შესახებ ყველა სხვა ეკონომისტის აზრებისგან? სხვა ეკონომისტები განმარტავენ კაპიტალიზმს – რომელსაც ისინი აერთიანებენ ზოგადად წარმოების ისტორიასთან – ამ სისტემაში მცხოვრები ადამიანის პერსპექტივიდან. კაპიტალიზმის მუშაობა იხსნება შემდეგნაირად: ეკონომისტები მოიშველიებენ გაბატონებული ბურჟუაზიული იდეოლოგიიდან ამოზრდილ თანამედროვე იდეებს, უსადაგებენ მათ წარსულს და ამავდროულად ამართლებენ კაპიტალიზმის სამომავლო განვითარებას. Read More

26 სექ

საშუალო ხელფასი – სტატისტიკური ხრიკი?

ავტორი: შოთო აზიკური

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ისტორიულ მაქსიმუმს, 1071 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია. ეს ახალი ამბავი მალევე აიტაცეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა. თუმცა მოსახლებისგან ამ საიხლეზე რეაქცია ძირითადად ცინიზმით გამოიხატა. ყველამ კარგად ვიცით, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მეტროთი მგზავრობისას ჩვენ წინ მჯდომის ხელფასი 1071 ლარია. თუ მას გაუმართლა და საერთოდ აქვს სამსახური. მაშ რა გამოდის, რომ სტატისტიკის სამსახური გვატყუებს? Read More

23 სექ

რატომ არ ვართ აქტივისტები: საფუძვლიანი ორგანიზება

ავტორი: სოფო ჯაფარიძე 

რატომ არ ვართ აქტივისტები

 “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” დაახლოებით ორი წინ შეიქმნა, ორგანიზების ახლებური კულტურის ჩამოყალიბების იმედით, დედაქალაქსა და მთელს საქართველოში. ჩვენი მიდგომა ეფუძნება წარსული მარცხების გადალახვას და ღრმა რწმენას იმისა, რომ ადამიანებს ერთობლივად შეუძლიათ წინააღმდეგობების დაძლევა და ბრძოლა ცვლილებებისთვის. საქართველოს არ აქვს ორგანიზების დიდი გამოცდილება, ხოლო განვთარებული ქვეყნებიდან შემოტანილმა „წინააღმდეგობის“ ფორმებმა ორგანიზებას „აქტივისტური“ ელფერი შესძინა. Read More