06 ივნ

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფლაერები გავრცელდა

“სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წარმომადგენლები ვაგრძელებთ შრომით საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ფლაერების დარიგებას.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიმდინარე კვირის განმავლობაში 300-ზე მეტი ფლაერი გავრცელდა.

მადლობას ვუხდით ჩვენს მოხალისეებს აღნიშნულ აქტივობაში ჩართულობისთვის. მოხარულები ვიქნებით, თუ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

 მუშაობ კვირაში 40 საათზე მეტს?
 ვერ საერგებლობ 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით?
 არ გიხდიან ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას?
 არ გაქვს შესვენება?
 არ გაქვს სტაბილურობის შეგრძნება სამსახურში?
დაგვიკავშირდი!