31 ივლ

პეტიცია ღირსეული შრომისთვის


2013 წელს, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებელი ცვლილებების მიუხედავად მშრომელთა მდგომარეობა დღესაც რჩება სავალალო, რადგან:

● ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა არ იყო საკმარისი;

● დღემდე არ შექმნილა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების აღსრულების მექანიზმები. შრომის
ინსპექცია დღესაც არ არის საკმარისი რესურსით აღჭურვილი და რაც მთავარია, მას არ აქვს მანდატი
ზედამხედველობა გაუწიოს შრომის უფლებების აღსრულებას სამუშაო ადგილზე

 ● არ არსებობს სასამართლო, სადაც დასაქმებული სამართალს დროულად იპოვიდა, იმიტომ, რომ თითო შრომითი
დავა გრძელდება სამ წლამდე, რაც აზრს უკარგავს სარჩელის შეტანას.


ხელმომწერი პირები ვითხოვთ:

1. შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე.
2. სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების
განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში (კანონმდებლობით გათვალისწინებულ
ვადაში).
3. შემცირდეს სპეციფიკური კატეგორიის დარგების რაოდენობა, დასაქმებულებთან (დასაქმებულთა
გაერთიანებებთან) ერთად გადაიხედოს სპეციფიკური საწარმოების დარგების ჩამონათვალი – არ შეიძლება
ყველა დასაქმებული (ყველა დარგი) მოექცეს 48 საათიანი ნორმირებული სამუშაო რეჟიმის ქვეშ.
4. მკაცრად მოხდეს ზეგნაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანეკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს
საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით.
5. განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 500 ლარით (დარიცხული) (ხელზე 400 ლარის ოდენობით) სრული
განაკვეთის შემთხვევაში (40 საათი კვირაში), ყოველ წელს მოხდეს მინიმალური ხელფასის ინდექსაცია.
6. დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში