03 სექ

გილოცავთ სოლიდარობის ქსელის 4 წლის იუბილეს!

აგვისტოში “სოლიდარობის ქსელის” საქმიანობის მე-4 წლისთავს აღვნიშნავთ. ჩვენი საქმიანობა დავიწყეთ როგორც სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფმა. დღეს კი  დამოუკიდებელი პროფკავშრი ვართ. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მოხალისეებს, შემომწირველებს, მათ ვინც ჩვენს ღინისძიებებსა თუ კამპანიებში მონაწილეობითა და მათი გაზიარებით მხარს გვიჭერდა ამ წლების განმავლობაში. თქვენ გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებდით. განსაკუთრებით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს წევრებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ საკუთარი და სხვა მშრომელებისთვის სამართლიანობითვის ბრძოლაში. ჩვენ გვინდა ჩვენი წევრებისთვის, მხარდამჭერებისთვის, ყველასთვის ვინც დაინტერესებულია ჩვენი საქმიანობით შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ზოგადად, ყველას გვიჭირს საკუთარი საქმიანობის კრიტიკული განსჯა და დაშვებული შეცდომებიდან ისეთი დასკვნების გამოტანა, რომლებიც გახდება უკეთესი განვითარების საფუძველი მომავალში.

ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, თუ როგორ შევიცნოთ უკეთესად საკუთარი თავი და როგორ აღვიქვათ, როგორ შევაფასოთ ჩვენი დაბრკოლებები და წარმატებები. ძირითადად ასე ხდება, ან გადამეტებული ენთუზიაზმით ვზეომობთ საკუთარ გამარჯვებებს და ვახდენთ საკუთარი თავისა და მნიშვნელობის განდიდებას, ან ნიჰილიზმითა და უარყოფით ვხვდებით ნებისმიერ წარუმატებლობას . ამიტომ, ჩვენი შეჯამება იქნება თვითკრიტიკული, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა თქვენგანის მიმართ პასუხისმგებლობა. რადგან ჩვენი სინდისი და ურთიერთპასუხისმგებლობის გრძნობა არ უნდა შეიბღალოს არც უსაფუძვლო სკეპტიციზმით და არც საკუთარი თავის განდიდების წყურვილით.

რა დაბრკოლებების წინაშე იდგა “სოლიდარობის ქსელი” ბოლო ოთხი წლის განმავლობაში?

პროგრესული და ხანგრძლივი, უწყვეტი ბრძოლის მზაობის მქონე ძალების ნაკლებობა

გარემო, რომელშიც “სოლიდარობის ქსელი” საქმიანობს, პრაქტიკულად ერთგვარ ვაკუუმს წარმოადგენს. თითქმის არ არსებობს მემარცხენე ორგანიზაციები, მემარცხენე ცენტრები თუ სივრცეები, თანმიმდევრული  მემარცხენე პლათფორმა (გაზეთი, ჟურნალი, ვებგვერდი). აქა იქ თუ აქვს ადგილი რაიმე ღონისძიებას, ან კამპანიას, ისიც შემოდგომი განვითარების გარეშე. ის ორგანიზაციები, რომლებიც არსებობს, ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებია, გრანტებზე და დონორების კეთილ ნებაზე დამოკიდებული. ამიტომ,  მათ ხშირად აკლიათ თანმიმდევრულობა და კოლექტიურ გამარჯვებაზე ორიენტირებული ამბიციები. გარდა ამისა, არიან ორგანიზაციები, ერთეული “მემარცხენეები”, რომლებიც გამოჩნდებიან და სამწუხაროდ შემდეგ ისევ ქრებიან. ერთი სიტყვით, რამოდენიმე არაჩვეულებრივი მემარცხენე ახალგაზრდის მხარდაჭერის მიუხედავად, არ არსებობს ეკოსისტემა, რომელიც იზრუნებს ისეთი გაერთიანების გაძლიერებაზე, როგორიც არის სოლიდარობის ქსელი. ეკოსისტემაში ჩვენ ვგულისხმობთ დინამიური და ორგანიზებული მემარცხენე ორგანიზაციების ქსელურ კავშირს. ასეთის არ არსებობის გამო,  ჩვენ გვიწევს მეტი პასუხისმგებლობის აღება სხვადასხვა მიმართულებით და ერთდროულად რამოდენიმე ფრონტზე ბრძოლა მშრომელთა გასაძლიერებლად. რაზედაც ხშირად რესურსი არ გვყოფნის. არა და, ძლიერი მშრომელთა მოძრაობისა და მრავალფეროვანი, ერთმაენთთან დაკავშირებული მემარცხენე ჯგუფების არსებობის გარეშე, რომლებიც მზად იქნებიან საჭიროების შემთხვევაში მხარში ამოუდგნენ ერთმანეთს ფართო მოძრაობის ფარგლებში, წარმოუდგენელია ყოვლისმომცველი მემარცხენე პოლიტიკური პროექტის განხორციელება საქართველოში.

არასამთავრობო და პატრონ -კლიენტელისტური კულტურა

ამას ემატება ის, რომ კულტურული ჩარჩო, რომელიშიც ჩვენს გვიწევს მუშაობა არასამთავრობო კულტრურაა, სადაც “ექსპერტები” და არასამთავრობო ორგანიზაციებში სრულ განაკვეთზე დასაქმებული მოხელეები ახორცოელებენ იურიდიული მომსახურების მიწოდებას “ბენეფიციარებზე”. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დამკვიდრდა სამოქალაქო აქტივიზმის მანკიერი მოდელი, რომელის შინაარსსა და ფორმას საერთაშორისო დონორების მიერ დადგენილი პრიორიტეტები განსაზღვრავენ. უპირატესობა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ენიჭება სოციალური და ეკონომიკური უფლებების ხარჯზე. ამ ვითარებას ამძიმებს პატრონ კლიენტელისტური ურთიერთობები. როგორც წესი, პრობლემა აღიქმება, როგორც ერთი ადამიანის ინდივიდუალური გასაჭირი. ამიტომ, პრობლემის მოსაგვარებლად ადამიანი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციათან იურიდიული მომსახურების მისაღებად, ან გავლენიან “პატრონთან” მცირედი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ან მის გარეშე. დასასრულს, მოქალაქესა და არასამთავრობო ორგანიზაციას ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებთ, ერთმა მიიღო მომსახურება, მეორემ ხელფასი ან ახალი გრანტი. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ ვინ განახორციელებს მეტი მომსახურების მიწოდებას. 

ჩვენ გვჯერა, რომ მშრომელებისთვის უკეთესი შრომის პირობების შესაქმნელად საჭიროა ძლიერი მშრომელთა მოძრაობა. ამიტომ ერთჯერად მომსახურებაზე დაფუძნებული კულტურა, ხელშემშლელია ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიც “სოლიდარობის ქსელია”. მოძრაობა არ ეფუძნება არც ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას და არც დამკვიდრებულ სერვისის მოდელს. მოძრაობა მოითხოვს კოლექტიური ძალის გამოღვიძებას, ცოდნასა და რაც მთავარია, გარისკვას. თუ მშრომელები ერთმანეთს არ ესაუბრებიან და არ თანამშრომლობენ, მათი ურთიერთკავშირი ინდივიდუალურია და სინამდვილეში კოლექტიური პრობლემების გადასაჭრელად არ ძლიერდება. არ ხდება გამოცდილების გაზიარება, გაცნობიერებული სოლიდარობის გამოხატვა და საერთო საზრუნავის განცდის გაჩენა. არა და ძლიერი ურთიერთკავშირის გარეშე გარისკვა არ ხდება. ამის სანაცვლოდ ისინი რჩებიან უფლებადამცველებს, იურისტებსა და “პატრონებზე” დამოკიდებული. და თუ მათაც ვერ გაუმართლეს იმედი ნიჰილიზმი უფრო ძლიერდება და ხშირად, მიეცემათ თუ არა შანსი, მიდიან ქვეყნიდან. ძლიერი ურთიერთკავშირის აუცილებლობა კარგად ჩანს სპონტანური გაფიცვების დროს. ერთი შეხედვით მშრომელები ერთად მიდიან რისკზე, მაგრამ მალე ცხადი ხდება, რომ დიდი ხნით გაძლებისთვის კავშირები სუსტია, წარუმატებლობა და შემდგომი დაქსაქსვა კი – გარდაუვალი. 

სწორედ ამის გამო ვერ ხერხდება სწრაფად და ეფექტურად სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ასობით ადამიანი, რომელმაც მოგვმართა, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული დამოკიდებულებისა, ჩვენგან მხოლოდ ერთჯერად უფასო იურიდიულ დახმარებას ითხოვდა. მათ არ ესმოდათ, თუ რა იყო ჩვენი მისია და არც ის, თუ როგორ მუშაობს განსხვავებული მოდელი და როგორც ჩანს,  ვერც ჩვენ შევძელით მათი დარწმუნება. ზოგიერთი გაბრაზდა კიდეც, რადგან, მათი სიტყვებით, ისინი ყველა გაჭირვებულზე ზრუნვას ვერ დაიწყებდნენ, მათ საკუთარი პრობლემის მოგვარება უნდოდათ.  თუ ჩვენ მათ დახმარებას არ გავუწევთ, ისინი სხვა ადგილს მოძებნიდნენ უფასო იურდიული დახმარების მისაღებად, რომელიც მათ სხვა გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას არ მოსთხოვდნენ.

სოციო-ეკონომიკური ფაქტორები

მავნე არასამთავრობო და პატრონ-კლიენტელისტურ სისტემასთან ერთად კოლექტიურ ბრძოლას ართულებს  ეკონომიკის მანკიერი სტრუქტურით გამოწვეული მუშათა კლასის კომპოზოცია. განსაკუთრებით თბილისში, მშრომელთა უმრავლესობა პრეკარიატს განეკუთვნება. პრეკარიატს ის დასაქმებულები წარმოადგენენ, რომლებიც დაბალანაზრაურებად, არასტაბილურ შრომას ეწევიან, რაც მათ მუდმივად დაუცველ მდგომარეობაში ამყოფებს. “სოლიდარობის ქსელი” პრეკარიატის გაერთიანებაა. სამუშაო ადგილის ხშირი ცვლილებით, არასტაბილური სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესი თითქმის შეუძლებელს ხდის მშრომელების მობილიზებას და გაერთიანებას ხანგრძლივი დროით. იმის ნაცვლად, რომ მშრომელებმა ადგილზე იბრძოლონ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის, ისინი ტოვებენ სამუშაოს და გადადიან სხვაგან უკეთესის პოვნის იმედით. მაგრამ, მოგვიანებით ცხადი ხდება, რომ ყველგან ერთი და იგივე პირობებია. როგორც უკვე დამკვიდრდა, რამოდენიმე სამუშაო ადგილის უშედეგო ცვლილების შემდგომ, ისინი ტოვებენ ქვეყანას. ისინი, ვინც მზად არ არიან დაიხარჯონ საკუთარი სამუშაო ადგილისა და შესაბამისად საკუთარი ქვეყნის გასაუმჯობესებლად, როგორ წესი არ არიან მზად დაიხარჯონ ჩვენი გაერთიანებისთვის.

სავალალო სამუშაო პირობები ბრძოლაში ხელს უშლის მათაც ვინც რჩება აქ. რადგან, უსასრულო სამუშაო საათები, კვირის განმავლობაში უწყვეტი შრომა, სულ მინიმუმ ერთი დასვენების დღის გარეშე, აღარ უტოვებს მათ საჭირო დროსა და ენერგიას იბრძოლონ უკეთესი სამუშაო გარემოსთვის და უკეთესი მომავლისთვის საკუთარ ქვეყანაში. რადგან აქ არც უმუშევრობის დაზღვევა და არც ღირებული სოციალური დახმარება არსებობს, სამუშაო ადგილის დაკარგვა ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში სადაც მშრომელები აქედან მიდიან. 

ჩვენი საქმიანობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს, ობიექტურად ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენს საქართველოში დამკვიდრებული სოციალური წესრიგი, რომელთაგან განსაკუთრებით შემდეგ ფაქტორებს გამოვყოფდით: საბაზისო მარეგულირებელი ნორმებისგან დაცლილი შრომის კოდექსი, უმოქმედო კეთილდღეობის სახელმწიფო ინსტუტუტები, უმუშევრობის დაზღვევის არარსებობა, გადატვირთული და ცუდად აღჭურვილი სასამართლო, განუვითარებელი შრომის ზედამხედველობის სახელმწიფო მექანიზმები და ძლიერი ანტისოციალური იდეოლოგიის ჰეგემონია, რომელიც კერძო საკუთრებისა და ბაზრის ყოვლისშემძლეობის რწმენაზეა დაფუძნებული.

შესაბამისად ჩამოყალიბდა ცნობიერება, რომ მშრომელი კი არ ქმნის დოვლათის ძირითად ნაწილს, არამედ მისი დასაქმება არის დამსაქმებლის მხრიდან ერთგვარი საქველმოქმედო აქტი. წარმოუდგენლად  არაპროდუქტიული და არაკონკურენტუნარიანი ქართული ბიზნესი, ტექნოლოგიების დანერგვისა და შრომის უკეთესად ორგანიზების საფუძველზე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მაგივრად, მოგებას პოულობს მშრომელებისთვის სამუშაოს ტვირთისა და ინტენსიობის გაზრდის ხარჯზე.

მომსახურების სფერო

ახლა გვინდა ყურადღება მომსახურების სექტორზე გავამახვილოთ. ჩვენი წევრების უმრავლესობა, სწორედ მომსახურების სექტორს წარმოადგენს. თუ სამთომომპოვებელ და მშენებლობის სექტორში ყოველ კვირას გვესმის, რომ ერთი ადამიანი მაინც დაიღუპა ან დაშავდა, სერვისის სექტორში ამ სიმძიმის ფატალურ შემთხვევებს ადგილი არ აქვს. ამიტომ ამ სექტორში დასაქმებულებთა პრობლემები სერიოზულ შეფასება არ ეძლევა. ეს მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ მძიმე შრომის პირობების ჩვენეული აღქმა დაკავშირებულია მხოლოდ სამუშაო ადგილზე გარდაცვალებასთან და არა იმ დამანგრეველ ექსპლუატაციასთან, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, რასაც ჩვენ მომსახურების სექტორში ყოველდღე ვაწყდებით. საუბედუროდ, რადგან მხოლოდ უმძიმესი შემთხვევები ხვდება ახალ ამბებში და მედიის ყურადღების ცენტრში,  ჩვენც მხოლოდ ამ შემთხვევბზე ვახდენთ კონცენტრირებას.

რა გამოგვივიდა?

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული სირთულეებისა, “სოლიდარობის ქსელმა” მოახერხა საზოგადოებამდე მიეტანა მომსახურების სექტორში  დასაქმებულთა ხმა. ოთხი წლის წინ, ჩვენს დაფუძნებამდე ამ სექტორში არსებული პრობლემები თითქმის სრულიად იყო იგნორირებული და არავის უცდია ისინი სააშკარაოზე გამოეტანა. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც მომსახურების სექტორში არსებულ ექსპლუატაციაზე ღიად დავიწყეთ ლაპარაკი. აქამდე, მათთვისაც კი, ვინც კარგად აცნობიერებდა მშრომელების მძიმე მდგომარეობას საქართველოში, შრომა მაინც მძიმე ინდუსტრიასთან ასოციარდებოდა. შეიძლება ამგვარ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას დღესაც ვაწყდებოდეთ. მომსახურების სექტორში დასაქმებულთა მიმართ საჯარო  ყურადღება დღესაც ნაკლებია, ვიდრე ინდუსტრიულ სექტორში. მაგრამ თუ ფაქტებით, ვიმსჯელებთ, მიუხედავად მეტი ყურადღებისა არც ინდუსტრიის სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობა შეცვლილა რეალურად უკეთესობისკენ. ანუ ის, რომ ვინმე უფრო მეტად ჩანს მედიაში, არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მას აქვს მეტი ძალაუფლება.

ახალი ტიპის მშრომელთა გაერთიანება

სოლიდარობის ქსელი ახალი კონცეფციაა საქართველოსთვის, რომელიც ყოვლისმომცველ გაერთიანებას გულისხმობს. ის არის გაერთიანება ყველა მშრომელისთვის, მიუხედავად იმისა გააჩნიათ თუ არა მათ ადგილობრივი ორგანიზაია სამუშაო ადგილზე თუ არა. ეს ხშირად იწვევს დაბნეულობას, რადგან ეს გამოცდილება ახალია. არასტაბილური დასაქმების მქონე მშრომელების ორგანიზება რთულია. ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ ეს მოქნილი მოდელი, მათი ერთ სივრცეში, ერთ ძალად გაერთიანების მიზნით. საწყის ეტაპზე ასეთ მოდელს არ აქვს უნარი მხოლოდ საკუთარი რესურსების საფუძველზე შეინარჩუნოს მდგრადობა. ამიტომ საჭიროებს ფინანსურ მხრდაჭერას გარედან, რაც გვხდის შედარებით უფრო დაუცველს გარკვეული დროის განმავლობაში. ეს ერთგვარი რისკია, წარმატების გარანტიის გარეშე გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა გამოსავალს მისთვის, რომ განვახორციელოთ უწყვეტი, სასიცოცხლოდ მნიშვნლოვანი ცვლილებები.

მუშა არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე

მშრომელთა ორგანიზების პროცესს ჩვენ მთლიან კონტექსტში ვუყურებთ. მშრომელებს გარდა სამუშაო ადგილისა აქვთ სხვა ცხოვრებაც. ისინი ცხოვრობენ სახლში, სუნთქავენ ჰაერს, იყენებენ საჯარო ტრანსპორტს, დაჰყავთ შვილები საბავშო ბაღებსა და სკოლებში, დადიან ექიმთან – ამიტომ ჩვენ აგრეთვე ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი სამუშაო ადგილის გარეთ აწყდებიან. ჩვენ ვეხმარებოდით ხალხს ორგანიზებაში, რომლებიც დეველოპერების მიერ დაზარალდნენ. მაგალითად მათ ვინც სამშენებლო კომპანია “აქსისი” მიერ დაზარალდა. ჩვენი კამპანიების ფარგლებში ყოველთვის ვცდილობთ ხაზი გავუსვათ ყოველდღიური ცხოვრების სოციალურ ასპექტებს, არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე. იაშვილის საავადმყოფოსთან დაკავშირებული კამპანიის დროს, ხაზი გავუსვით ჯანდაცვის სექტორის არნახულ პრივატიზაციას და რეგულაციებისა და საჯარო საავადმყოფოების არსებობის აუცილებლობას. თარჯიმნების კამპანიისას გამოვააშკარავეთ, რომ მიუხედავად კომპანიების მიერ შრომის კოდექსის საბაზისო ნორმების იგნორირებისა, ეს კომპანიები მაინც იმარჯვებდნენ სახელმწიფო ტენდერებში. ამ გარემოებამ ცხადი გახადა თარჯიმნების მიერ ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული კოოპერატივის ჩამოყალიბების აუცილებლობა, უკვე დრომოჭმული, არსებული ბიზნესმოდელის ნაცვლად.

პირდაპირი მოგებები

ჩვენი კამპანიები მოიცავდა დასაქმებულებს საცალო ვაჭრობიდან, რესტორნებიდან, მსუბუქი მრეწველობიდან, საჯარო სამსახურებიდან, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფიდან, მასწავლებლებს და ასე შემდეგ. თითქმის ყველა კამპანიამ გამოიღო შედეგი.   რიგ შემთხვევაში დასაქმებულები სასამართლოს გარეშე დაუბრუნდნენ  სამუშაო ადგილს, შეუმცირდათ სამუშაო დრო, გაეზარდათ ხელფასი, გაუუმჯობესდათ სამუშაო განრიგი. გარდა ამისა, გაიზარდა მათი ცოდნა შრომის პირობებზე და ამგვარი პირობების სოციალურ შედეგებზე, არასწორ პოლიტიკასა და მშრომელთა ექსპლუატაციაზე. ყველაზე შედეგიანი ჩვენ ვიყავით მაშინ, როდესაც არ ხდებოდა მშრომელებისთვის კუთვნილი ხელფასის ანაზრაურება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რის გამოც ჩვენ მშრომელები ყველაზე ხშირად მოგვმართავდნენ. ბევრს დავეხმარეთ კუთვნილი შვებულებისა და ავადმყოფობის გამო მათთვის განკუთვნილი დასვენების დღეების მოპოვებაში. ინდივიდიულაურ შემთხვევებში, კონსულტაცია გავუწიეთ ასობით მშრომელს და მათ დამსაქმებელთან კომუნიკაციის საფუძველზე ადგილზე გადავწყვიტეთ არსებული დავა. სასამართლოებში დავის საფუძველზე ჩვენი წევრებისთვის მოვიპოვეთ ათასობით ლარის კომპენსაცია.

სოლიდარობის კამპანიები

სოლიდარობის ქსელი მონაწილეობდა აგრეთვე სხვა სოლიდარულ კამპანიებსა და აქციებში, როგორც კონკრეტული სექტორის მშრომელების მხარდასაჭირად ისე ინდივიდუალური დაცვების შემთხვევებში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ნიკა ჩერქეზიშვილს უკანონო განთავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. გვერდში ვედექით ტყიბულის მეშახტეებს, როდესაც ისინი სამართლიანი ანაზღაურებისთვის და მძიმე, მომაკვდინებელი შრომის პირობების წინააღმდეგ იბრძონდნენ. წინა წლის ივლისში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მეტროს თანამშრომლებს, რომლებმაც შეძლეს სამართლიანი მოთხოვნების გამო ყველასთვის ეჩვენებინათ საკუთარი შრომის ფასი და პირველად მოეხდინათ დედაქალაქის პარალიზება. წელს ჩვენ გვერდში ვედექით სოციალურ მუშაკებს, რომლებიც უკეთესი შრომის პირობებისა და ზოგადად უკეთესი სოციალური პროგრამებისთვის იბრძოდნენ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შედარებით  ახალ პროფესიულ გაერთიანებას სამართლიანი სამუშაო პირობების შექმნის მიზნით. გარდა ამისა, ჩვენ შევუერთდით გაერთიანებული პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებსა თუ გაფიცვებს, როგორც რკინიგზელთა შემთხვევაში, ისე ზვარეში დასაქმებულების, ჭიაუთურის მაღაროელების, აგარის შაქრის ქარხნისა და მინის ქარხნის მუშების შემთხვევაში. გარდა ამისა ვმონაწილეობდით სპონტანურად დაწყებულ ფრესკოს თანამშრომლების კამპანიაში, რომელიც შემდგომ გაერთიანებული პროფკავშირის ქოლგის ქვეშ მოექცა.

ქალთა შრომა

გარდა ორგანიზებულ შრომაზე კონცენტრირებისა, სააშკარაოზე გამოვიტანეთ, თუ რაოდენ მძიმეა ქალის სამუშაო. ჩვენი წევრების უმრავლესობა ქალია. მათ უწევთ არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე რთულ პირობებთან გამკლავება, არამედ აუნაზღაურებელი შრომაც, ისეთ ქვეყანაში, სადაც სოციალური პოლიტიკა რეალურად არ არსებობს. სამუშაო ადგილის პარალელურად, ქალებისგან ითხოვენ სხვა პასუხისმგებლობასაც, დაწყებული ოჯახის წევრებზე ზრუნვით, დამთავრებული ყოველდღიური საოჯახო საქმიანობით. ეს მაშინ, როცა არ არსებობს არანაირი სოციალური მხარდაჭერის მექანიზმები. სოლიდარობის ქსელი ახორციელებს სხვადასხვა კამპანიებს, ინფრომაციის გავრცელებით დაწყებული ორგანიზებით დამთავრებული, იმ საკითხებზე რომლებიც განსაკუთრებით ეხება ქალებს. წელს ვუმასპინძლეთ საქართველოში პირველ სარვამარტო მარშს გლობალური ქალთა გაფიცვის ფარგლებში, რომლის მთავარ ფოკუსს, დომინანტი პოლიტკური უფლებების დისკურსის ნაცვლად, სოციალური რეპროდუქცია და ქალთა კოლექტიური სოციალური უფლებები წარმოადგენდა. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა საფუძველი ჩავუყაროთ და გავაძლიეროთ “ფემინიზმი 99%-ისთვის” ტიპის ფემინიზმი, რომელიც შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის ასპექტებს აერთიანებს.

ფართო კამპანიები და კვლევები

სოლიდარობის ქსელი აღიქვამს მშრომელს, როგორც სხვადასხვა საჭიროების მქონეს, რომელიც მის ირგვლივ არსებულ ყველა სოციალურ და მატერიალურ კონტექსტში უნდა დავინახოთ. ამიტომ შევუერთდით კამპანიას, რომელიც კონსტიტუციიდან  პროგრესული გადასახადის ამკრძალავი ნორმის ამოღებას ითვალისწინებდა, მხარი დავუჭირეთ სოლიდარობაზე დაფუძნებული საპენსიო სიტემის შემოთავაზებას, ნაცვლად ინდივიდუალურ შენატანებზე ორიენტირებული სისტემისა, რომელიც  მთავრობამ მოგვახვია თავს. აგრეთვე ჩვენი ძალებით ჩავატარეთ კვლევა ჯანდაცვის მდგომარეობასა და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა შრომის პირობების შესახებ. კვლევის საფუძველზე შევისწავლეთ საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა მდგომარეობა.

ჯანდაცვის სექტორის კვლევა იყო პირველი, რომლის დროს გამოკითხულმა ექთნებმა ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, საკუთარ მძიმე სამუშაო პირობებზე და ამ პრობლემების აღმოფხვრის გზებზე. გარდა დასახელებული პრობლემებისა, კვლევა ცხადყოფს, რომ პროფესიონალების უმრავლესობას სურს ჯანდაცვის სექტორში ქმედითი რეგულაციები და ჰოსპიტალების რენაციონალიზაცია.

საერთაშორისო კავშირები და ადგილობრივი განათლება

ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია მშრომელების და მოქალაქეების განათლება. ჩვენ ვატარებდით ლექციებს და ტრეინინგებს ჩვენი წევრებისთვის, კოლეჯებისთვის და ზოგადად მსურველებისთვის. შარშან საფუძველი ჩავუყარეთ საჯარო ლექციების კურსს, “ახალი პოლიტიკის სკოლა”. სკოლის ფარგლებში  ჩატარდა 10 ლექცია ზრდასრულებისთვის სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე. განთლების მიმართულებას უფრო მეტ დროს დავუთმობთ მომავალში.

ჩვენ ვამაყობთ, რომ შევძელით რამოდენიმე საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზება, სადაც მშრომელებს, აქტივისტებს, მკვლევარებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჰქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ კავშირები. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას საერთაშორისო მშრომელთა ორგანიზაციებში, ჩვენ ვართ “Clean Clothes Campaign” კამპანიის მონაწილე, რომელიც ზრუნავს მსუბუქი მრეწველობის სექტორში დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე მსოფლიოს მასშტაბით. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხდით “სახალხო ჯანდაცვის მოძრაობის” ნაწილი, რათა გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა ჯანდაცვის სექტორში. ჩვენ აგრეთვე ვართ “ტრანსნაცინალური ინსტიტუტის” პარტნიორები, რომელიც მხრას უჭერს მრავალმხრივ თანამშრომლობას პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ჩვენი პროფილის ორგანიზაციების უკეთესი ინტეგრაციის მიზნით. გარდა ამისა ჩვენ გავხდით “როზა ლუქსემბურგის ფონდის” პარტნიორი, რომელმაც ჩვენი მოწვევით საქართველოში ჩამოიყვანა მშრომელთა ორგანიზებისა და ევროპული პოლიტიკის გამორჩეული სპეციალისტები. სულ ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ ჩვენს მეგობრებს ჯგუფიდან “ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვა”, რომელის საქმიანობას მშრომელებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება და სოციალური გაფიცვების ორგანიზება წარმოადგენს.

გამბედევი მუშების კულტურა

მიუხედავად უამრავი წინაღობისა, დაწყებული ფინანსური რესურსების სიმცირისა, მტრული გარემოსა და ფართოდ ფესვგადგმული ნიჰილიზმისა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა არსებობამ გააძლიერა მშრომელები. ნამდვილი ცვლილება დროს მოითხოვს. ამიტომ, ჩვენ ზრდისა და გაძლიერებისთვის მეტი მოთმინება გვჭირდება. ობიექტური სირთულეების არსებობა არ ნიშნავს, რომ ნამდვილი მშრომელთა მოძრაობა შეუძლებელია. ჩვენ გავხდით როგორც დამარცხების, ისე გამარჯვების მოწმენი. მაგრამ რაც ყველაზე დიდი იმედით გვავსებს, არის ის რომ არსებობენ მშრომლები, რომლებიც მზად არიან გარისკონ, მზად არიან იბრძოლონ უკეთესი შრომის პირობებისთვის, უკეთესი სოციალური და პოლიტიკური გარემოსთვის. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ აღვწეროთ თუ რამდენად ცუდი ვითარებაა, არამედ ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ვიპოვოთ გზები მის გამოსასწორებლად. ჩვენი ორგანიზაცია არ ეყრდნობა ტიპიურ მშრომელებს, რომლებიც შესაძლოა გადამწვარნი არიან დამთრგუნველი სირთულეების გამო, არამედ მათ ვინც მზად არის გადალახოს ეს ობიექტური წინაღობები. უმრავლესობისთვის ცვლილების მიღწევა სწორედ იმ მშრომელების ძალისმევით არის შესაძლებელი, რომელთაც აქვთ რწმენა, რომლებიც მზად არიან გარისკონ. ამიტომ ჩვენ დაუღალავად ვშრომობთ მათთვის ვისაც დღეს არ ძალუძს, მაგრამ ხვალ შეძლებს.

ახალი კამპანია და თქვენი მხარდაჭერა

ახლო მომავალში ჩვენ ვიწყებთ კამპანიას “ღირსეული შრომისთვის”. კამპანიის მიზანია მინიმალური ხელფასის დადგენა ლეგალურ დონეზე, ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება 1.5-მაგი ოდენობით, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებულება კერძო სექტორში. ჩვენ აგრეთვე ვთანამშრომლობთ სამ მშრომელთა გაერთიანებასთან, რათა შევქნათ ძლიერი დამოუკიდებელი მშრომელთა გაერთიანებების კონფედერაცია. იმისთვის რომ გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მოძრაობა, სოლიდარობის ქსელი უკვე ერთი წელია თანამშრომლობს ბექა ნაცვლიშვილთან, პარლამენტის დამოუკიდებელ წევრთან. მასთან თანამშრომლობამ გვანახა, რომ ერთიანი ძალისხმევით უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი. ამიტომ, კამპანია “ღირსეული შრომისთვის”  წამოვიწყეთ ერთად.

და ბოლოს, გვინდა მათ, ვინც ამ ხნის განმავლობაში მხარში გვედგა  გულითადი მადლობა გადავუხადოთ და ვთხოვოთ შეინარჩუნონ ჩვენს მიმართ ნდობა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ყველა თგვენგანის მხრიდან არა მხოლოდ მხარდაჭერის შენარჩუნება, არამედ მისი გაძლიერება. რადგან ჩვენ, მიუხედავად უამრავი წინაღობისა, ვაგრძელებთ საქმიანობას და ვცდილობთ შევქმნათ რაღაც განსხვავებული და უპრეცენდენტო ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უკვე 100 წელზე მეტია, დამოიკუდებელი მშრომელთა მოძრაობის გამოცდილება აღარ ქონია. სწორედ ამიტომ გვჭირდება ყველა თქვენგანის აქტიური გვერდში დგომა, რათა სოლიდარობის ქსელი გვხადოთ  უფრო ძლიერი და ქმედითუნარიანი.

დიდი მადლობა,

სოლიდარობის ქსელი