18 სექ

სოლიდარობის ქსელმა მომსახურების სფეროს ახალი დემოკრატიული პროფკავშირი დააფუძნა

https://www.youtube.com/watch?v=Nv7MVHFxPDc

“ვაშენებთ ახალ, ალტერნატიულ მომსახურების სფეროს პროფკავშირს.  ჩვენ ეფექტური, დემოკრატიული და გამჭვირვალე მეთოდების გამოყენებით ვაპირებთ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას.

მიგვაჩნია, რომ დასაქმებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ სამუშაო ადგილზე ბრძოლა არ არის საკმარისი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ვალები, მაღალპროცენტიანი სესხები, საბინაო საკითხები, გაძვირებული ხარჯები, შეზღუდული ბიუჯეტი, მინიმალური ხელფასი, უმუშევრობა და სხვა. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ბრძოლის ფორმატი. ჩვენი მთავარი მიზანი მშრომელების ამ პროცესში ჩართვაა.”