18 სექ

ჩვენი პირველი თავმჯომარე ფემინისტი ქალია

ჩვენი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯომარეა, ფემინისტი სოფო ჯაფარიძე. ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვანია ქალების როლის გაძლიერება და გაზრდა პროფკავშირულ საქმიანობაში.

“ჩვენ დავიწყეთ დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ეფექტური პროფკავშირის შექმნა. ჩვენთვის დემოკრატიული პროფკავშირები მოიცავს იმას, რომ თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლია ყველა წევრს და არა მხოლოდ დელეგატებს. ასევე, განსაზღვრული უნდა იყოს თავმჯდომარის არჩევის ვადა. ჩვენ ვართ ანგარიშვალდებულნი ჩვენი წევრების მიმართ.

მიგვაჩნია, რომ დასაქმებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ სამუშაო ადგილზე ბრძოლა არ არის საკმარისი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ვალები, მაღალპროცენტიანი სესხები, საბინაო საკითხები, გაძვირებული ხარჯები, შეზღუდული ბიუჯეტი, მინიმალური ხელფასი, უმუშევრობა და სხვა. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ბრძოლის ფორმატი. ჩვენი მთავარი მიზანი მშრომელების ამ პროცესში ჩართვაა.” –  აცხადებს სოფო ჯაფარიძე