22 სექ

რა არის სახალხო ეკონომიკა?

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი მთავრობისა და განვითარების საერთაშორისო სააგენტოების მიერ წახალისებული, გაბატონებული ეკონომიკური მოდელი. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, საკუთარ თავზე გამოვცადეთ მძაფრი ცვლილებები და ექსპერიმენტები, რამაც ჩვენი ყოველდღიურობა კიდევ უფრო დაამძიმა.

“სახალხო ეკონომიკის” ამოცანაა ეკონომიკური იარაღების ხალხისთვის გადაცემა. ჩვენი ლიტერატურა, შეხვედრები, კრებები და სოციალური მედია ემსახურება ეკონომიკის გარშემო არსებული ბურუსის გაფანტვას, ეკონომიკური პოლიტიკის ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და მასზე ზემოქმედი ძალების გაგებას.

“სახალხო ეკონომიკა” წარმოადგენს “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” ფრთას. “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” მიზანია მშრომელთა გაძლიერება სამუშაო ადგილებზე, ხოლო ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ხალხს სახლებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში თუ უბრალოდ ქუჩებში.

ჩვენი მიზანი ორმაგია: უზრუნვველყოთ ხალხი აუცილებელი ცოდნით მოძრაობებსა და ეკონომიკაზე და მოვახდინოთ ჩვენი ორგანიზება მოძრაობად, რომელიც იმგვარი სოციალური და ეკონომიკური სისტემისთვის იბრძოლებს, სადაც ხალხი მოგებაზე წინ დგას.

ქვეყნის წინაშე დიდი გამოწვევებია. თითოეულ გამოწვევას მრავალი გამოსავალი აქვს, ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ იმ გამოსავლების მიმართულებით, რომელბიც ყველაზე ხელსაწყრელია მშრომელი და უმუშევარი მოსახლეობისთვის და არა იმ გამოსავლების მიმართულებით, რომლებიც ქმნიან უთანასწორობასა და ყოველდღე ზრდიან გაჭირვებას.

გვადევნეთ თვალი ჩვენს ფეისბუქ გვერდზეც: https://www.facebook.com/populareconomicsmovement/