20 ოქტ

კონფერენცია: “შემდეგი ეკონომიკური კრიზისი ევროპაში”

18 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ევროპის ცენტრალურ ბანკში გაიმართა ევროპის აკადემიის წამყვანი ეკონომისტებისა და პოლიტეკონომისტების შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი / Solidarity Network – Workers’ Center”-ს წარმომადგენელი, რევაზ კარანაძე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეის დასასრულს, სოციალ-დემოკრატიისა და ტრადიციული პროფკავშირული ინსტიტუტების მარცხსა და არაეფქუტურობას. ყურადღება დაეთმო ახალი ალტერნატივებისა და განსხვავებული გზების მოძიების საჭროებას. ასევე, დაისვა საკითხი არც თუ ისე შორეულ მოსალოდნელ მორიგ ეკონომიკურ კრიზისზე.

არსებული ფისკალური და მონეტრაული პოლიტიკა, შეუქცევადი ფინანსიალიზაცია და შიდა-საბაზრო ვაჭრობის ლოჯისტიკა კვლავაც არ შეცვლილა და არც შეიცვლება. სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპის უთანასწორო განვითარება კიდევ უფრო იწვევს სამხრეთის ეკონომიკის გაღარიბებასა და მათი ჩრდილოეთის მეწარმეობაზე დამოკიდებულებას. მასიური უმუშევრობა, მომსახურების სფეროს საბაზრო სპეციფიკა, სამხრეთის ინდუსტრიების დახურვა ან ჩრდილოეთზე გაყიდვა და მიგრაცია ჩრდოლეთით, დამატებით უდიდესი გამოწვევებია საერთო ევროპული ეკონომიკის საწარმოებლად და ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად.

აუცილებელია, საქართველოს მოსახლეობა უკეთ იყოს ინფორმირებული ევროპაში არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც სრულად იგნორირებულია ქართული პოლიტიკური წრეებისა და მედია-საშუალებების მიერ. ევროკავშირი დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, რომლებიც აუცილებლად აისახება ჩვენს მოსახლეობაზე.

‼️ვიცოდეთ მეტი რეალურ ევროპაზე.
📶დემოკრატია იწყება სამართლიანი ეკონომიკით!
#სემ #pem