03 სექ

გილოცავთ სოლიდარობის ქსელის 4 წლის იუბილეს!

აგვისტოში “სოლიდარობის ქსელის” საქმიანობის მე-4 წლისთავს აღვნიშნავთ. ჩვენი საქმიანობა დავიწყეთ როგორც სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფმა. დღეს კი  დამოუკიდებელი პროფკავშრი ვართ. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მოხალისეებს, შემომწირველებს, მათ ვინც ჩვენს ღინისძიებებსა თუ კამპანიებში მონაწილეობითა და მათი გაზიარებით მხარს გვიჭერდა ამ წლების განმავლობაში. თქვენ გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებდით. განსაკუთრებით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს წევრებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ საკუთარი და სხვა მშრომელებისთვის სამართლიანობითვის ბრძოლაში. ჩვენ გვინდა ჩვენი წევრებისთვის, მხარდამჭერებისთვის, ყველასთვის ვინც დაინტერესებულია ჩვენი საქმიანობით შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ზოგადად, ყველას გვიჭირს საკუთარი საქმიანობის კრიტიკული განსჯა და დაშვებული შეცდომებიდან ისეთი დასკვნების გამოტანა, რომლებიც გახდება უკეთესი განვითარების საფუძველი მომავალში.

Continue reading
31 ივლ

პეტიცია ღირსეული შრომისთვის


2013 წელს, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებელი ცვლილებების მიუხედავად მშრომელთა მდგომარეობა დღესაც რჩება სავალალო, რადგან:

● ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა არ იყო საკმარისი;

● დღემდე არ შექმნილა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების აღსრულების მექანიზმები. შრომის
ინსპექცია დღესაც არ არის საკმარისი რესურსით აღჭურვილი და რაც მთავარია, მას არ აქვს მანდატი
ზედამხედველობა გაუწიოს შრომის უფლებების აღსრულებას სამუშაო ადგილზე

 ● არ არსებობს სასამართლო, სადაც დასაქმებული სამართალს დროულად იპოვიდა, იმიტომ, რომ თითო შრომითი
დავა გრძელდება სამ წლამდე, რაც აზრს უკარგავს სარჩელის შეტანას.


ხელმომწერი პირები ვითხოვთ:

1. შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე.
2. სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების
განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში (კანონმდებლობით გათვალისწინებულ
ვადაში).
3. შემცირდეს სპეციფიკური კატეგორიის დარგების რაოდენობა, დასაქმებულებთან (დასაქმებულთა
გაერთიანებებთან) ერთად გადაიხედოს სპეციფიკური საწარმოების დარგების ჩამონათვალი – არ შეიძლება
ყველა დასაქმებული (ყველა დარგი) მოექცეს 48 საათიანი ნორმირებული სამუშაო რეჟიმის ქვეშ.
4. მკაცრად მოხდეს ზეგნაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანეკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს
საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით.
5. განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 500 ლარით (დარიცხული) (ხელზე 400 ლარის ოდენობით) სრული
განაკვეთის შემთხვევაში (40 საათი კვირაში), ყოველ წელს მოხდეს მინიმალური ხელფასის ინდექსაცია.
6. დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში