01 აპრ

ალექსანდრა კოლონტაი, კომუნიზმი და ოჯახი (1920)

ქალთა როლი წარმოებაში: მისი ეფექტი ოჯახზე

განაგრძობს თუ არა ოჯახი არსებობას კომუნიზმის ფარგლებში? იგი ისეთივე ფორმით მოგვევლინება, როგორც ახლა? ეს საკითხები მუშათა კლასის წევრ ბევრ ქალს და მათ კაცებსაც აწუხებს. ცხოვრება ჩვენს თვალწინ იცვლება; ძველი ჩვევები და ადათწესები გადაშენების პირასაა და პროლეტარული ოჯახის ცხოვრება ისეთი გზებით ვითარდება, რომლებიც ჩვენთვის ახლებური და უცხოა, ზოგის აზრით კი, „ანომალიური“. რა გასაკვირია, რომ მუშა ქალები ამ საკითხებზე ფიქრს იწყებენ. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ყურადღებას იწვევს ისაა, რომ საბჭოთა რუსეთში განქორწინება გამარტივდა. სახალხო კომისრების საბჭოს მიერ 1917 წლის 18 დეკემბერს გამოცემული ბრძანებულება ნიშნავს იმას, რომ განქორწინება აღარ არის ფუფუნება, რომელზეც ხელი მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებათ; ამიერიდან მუშა ქალს არ დასჭირდება თვეების და წლების მანძილზე მცდელობა, რათა მოიპოვოს დამოუკიდებლობა ქმრისგან, რომელიც სცემს მას და საკუთარი სიმთვრალითა და უხეში ქცევით მის ცხოვრებას ტანჯვად აქცევს. ორმხრივი თანხმობის საფუძველზე განქორწინების მოპოვებას დღესდღეისობით ერთ, ორ კვირაზე მეტი არ სჭირდება. ქალები, რომლებიც თავიანთ ქორწინებაში თავს უბედურად გრძნობენ, ხელგაშლილნი ხვდებიან ამგვარად გამარტივებულ განქორწინებას. თუმცა სხვები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც თავიანთ ქმრებს „ოჯახში პურის შემომტანებად“ მიიჩნევენ, შეშინებულნი არიან. მათ ჯერ კიდევ არ გაუაზრებიათ, რომ ქალი უნდა შეეჩვიოს მხარდაჭერის მოთხოვნასა და მიღებას კოლექტივისა და საზოგადოებისაგან და არა კონკრეტული კაცისაგან.  

Read More
17 ნოე

სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივ კოლეჯ “მერმისში”

ვაგრძელებთ ჩვენ მიერ  დამკვიდრებულ ტრადიციას ხელი შევუწყოთ შრომითი საკითხების აქტრუალიზირებას პროფესიულ საგანმანათლებლოს დაწესებულბებში.

“სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრმა” 14 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა გამართა საზოგადოებრივ კოლეჯ “მერმისში”. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლები ელენე ბერიაშვილი და შოთო აზიკური. Read More

26 სექ

სემინარი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპეტრში”

„სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრმა” 26 სექტემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ „სპეტრში” სამუშაო შეხვედრა გამართა. სემინარში აქტიური მონაწილეობა 30-მდე სტუდენტმა მიიღო.

სემინარის მიზანი იყო შრომის კოდექსისა და მისი გამოყენების პრაქტიკების გაცნობა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალში დასაქმებულები გახდებიან. ამასთანავე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების გაანალიზება. Read More

06 ივნ

მემორანდუმი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან”

„სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრმა“ და საზოგადოებრივმა კოლეჯმა – „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. Read More

17 მაი

სემინარი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში”

“სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრმა” 17 მაისს საზოგადოებრივ კოლეჯში:
„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ სამუშაო შეხვედრა გამართა. სემინარში აქტიური მონაწილეობა 40-მდე სტუდენტმა მიიღო. Read More