23 სექ

რატომ არ ვართ აქტივისტები: საფუძვლიანი ორგანიზება

ავტორი: სოფო ჯაფარიძე 

რატომ არ ვართ აქტივისტები

 “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” დაახლოებით ორი წინ შეიქმნა, ორგანიზების ახლებური კულტურის ჩამოყალიბების იმედით, დედაქალაქსა და მთელს საქართველოში. ჩვენი მიდგომა ეფუძნება წარსული მარცხების გადალახვას და ღრმა რწმენას იმისა, რომ ადამიანებს ერთობლივად შეუძლიათ წინააღმდეგობების დაძლევა და ბრძოლა ცვლილებებისთვის. საქართველოს არ აქვს ორგანიზების დიდი გამოცდილება, ხოლო განვთარებული ქვეყნებიდან შემოტანილმა „წინააღმდეგობის“ ფორმებმა ორგანიზებას „აქტივისტური“ ელფერი შესძინა. Read More

23 სექ

საქართველოს ახალი კონსტიტუცია აკავებს ნამდვილ ცვლილებას

ავტორი: სოფო ჯაფარიძე

თავდაპირველი წყარო: https://www.opendemocracy.net/od-russia/sopo-japaridze/sakartvelos-akhali-konstitucia

საქართველოს კონსტიტუციაში ლიბერტარიანული პრინციპების განმტკიცებით, მმართველ პარტიას სურს შეინარჩუნოს მცირე მთავრობა და კიდევ უფრო მცირე სივრცე თანასწორობის პოლიტიკისთვის.  Read More

22 სექ

ადგილობრივი სავაჭრო და ინდუსტრიული პოტენციალი

ავტორი:  თეონა კუპრაძე:

“რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა   სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ქვეყნის მშპს განვითარებასთან დაკავშირებით. 2017 წლის მეორე ნახევრის მდგომარეობით, მშპ 4,7 % ით გაიზარდა, რაც კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებში გაწერილ მშპ – ის ზრდის სასურველ ტემპს, 7% -ს. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გვაბრუნებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სისუსტეებთან. ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ძლიერება. Read More

22 სექ

რა არის სახალხო ეკონომიკა?

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი მთავრობისა და განვითარების საერთაშორისო სააგენტოების მიერ წახალისებული, გაბატონებული ეკონომიკური მოდელი. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, საკუთარ თავზე გამოვცადეთ მძაფრი ცვლილებები და ექსპერიმენტები, რამაც ჩვენი ყოველდღიურობა კიდევ უფრო დაამძიმა. Read More

19 სექ

მიწის პოლიტიკა

ავტორი: სოფო ჯაფარიძე

მახსოვს იოსელიანის 1966 წელს გადაღებული ფილმი “გიორგობისთვე”, რომელიც სოფელში გამართული ტრადიციული რთველის სცენით იწყება. ეს სცენა უპირისპირდება ფილმის დანარჩენ ნაწილს, სადაც ნაჩვენებია ღვინის საბჭოთა ქარხანა, რომელშიც დაბალი სტანდარტები და მექანიზირებული წარმოებაა. ღვინის წარმოების პროცესი ვენახში გვაჩვენებს მეღვინის როლის მნიშვნელობას და მის ღირსებას, ხოლო ქარხანაში ვხედავთ მშრომელების უღიმღამო მუშაობას და უფროსობას, რომელსაც კიდევ ერთი დაწინაურების მოსაპოვებლად, გეგმის შესრულება და ამით, ზემდგომთა დაკმაყოფილება აღელვებს. Read More

19 სექ

ვალები და ეკონომიკური პოლიტიკა

ავტორი:  რევაზ კარანაძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 2016 წლის მონაცემების მიხედვით, კომერციული ბანკებისგან აღებული დაუფარავი სესხები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 59.01%-ს შეადგენს. ყოველი ათასი ზრდასრულიდან, 717 კომერციული ბანკის მსესხებელია. ამასთან, დაუთვლელია მიკროსაფინანსო კომპანიებიდან – საქართველოს მოსახლეობის მთავარი გამვალიანებლებისგან – აღებული სესხების რაოდენობა. Read More

19 სექ

საარსებო მინიმუმი

ავტორი:  ნენო ჩარკვიანი

“დღეს საქართველოში ივნისის თვეში საარსებო მინიმუმი განსაზღვრულია 174.3 ლარად, ხოლო მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარია თვეში.  საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. Read More

18 სექ

სასურსათო კომპანიები ატყუებენ აღმოსავლეთ ევროპელ მომხმარებლებს

თარგმანი: გიორგი კობახიძე

წყარო: https://www.theguardian.com/inequality/2017/sep/15/bard-brands-accused-of-selling-inferior-versions-in-eastern-europe

ევროკომისიის უმაღლესი რანგის მოხელის მიხედვით, რომელიც მომხმარებლებსა და სამართლიანობაზეა პასუხისმგებელი, სასურსათო და სასმელი პროდუქციის მწარმოებელი მულტინაციონალური კომპანიები წლების განმავლობაში „თაღლითურად ატყუებენ“ აღმოსავლეთ ევროპელ მყიდველებს. ისინი მათ ცნობილი ბრენდების დაბალხარისხიან პროდუქციას აწვდიან. Read More