თარგმანი: ნესტან მღებრიშვილი
რედაქტორი: გიორგი კობახიძე
ემა გოლდმანი – ქალის გათავისუფლების ტრაგედია (1911)
გამოცემა: ემა გოლდმანი, „ქალის გათავისუფლების ტრაგედია“, ანარქიზმი და სხვა ესსეები, ნიუ იორკი, Mother Earth Publishing Association, 1911.
ვიწყებ აღიარებით: მიუხედავად ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური თეორიისა, რომელიც შეეხება არსებით განსხვავებებს ადამიანთა მოდგმის სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მიუხედავად კლასობრივი და რასობრივი სხვადასხვაობისა, მიუხედავად ყველა ხელოვნური საზღვრისა ქალისა და კაცის უფლებებს შორის, მე მჯერა, რომ არსებობს მომენტი, როდესაც ეს განსხვავებები შეიძლება შეხვდნენ და ერთ, იდეალურ მთლიანობად შეერწყან ერთმანეთს.
ამ მოსაზრებით არ ვცდილობ სამშვიდობო ტრაქტატის შემოთავაზებას. ზოგადი სოციალური ანტაგონიზმი, რომელსაც ჩვენი დღევანდელი საზოგადოებრივი ცხოვრება სრულიად აქვს მოცული და რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი ინტერესების ძალაუფლებისგანაა შობილი, ნაწილებად ჩამოიშლება მას შემდეგ, რაც ჩვენი სოციალური ცხოვრების ეკონომიკური სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით რეორგანიზაცია რეალობა გახდება. Read More →