19 სექ

მიწის პოლიტიკა

ავტორი: სოფო ჯაფარიძე

მახსოვს იოსელიანის 1966 წელს გადაღებული ფილმი “გიორგობისთვე”, რომელიც სოფელში გამართული ტრადიციული რთველის სცენით იწყება. ეს სცენა უპირისპირდება ფილმის დანარჩენ ნაწილს, სადაც ნაჩვენებია ღვინის საბჭოთა ქარხანა, რომელშიც დაბალი სტანდარტები და მექანიზირებული წარმოებაა. ღვინის წარმოების პროცესი ვენახში გვაჩვენებს მეღვინის როლის მნიშვნელობას და მის ღირსებას, ხოლო ქარხანაში ვხედავთ მშრომელების უღიმღამო მუშაობას და უფროსობას, რომელსაც კიდევ ერთი დაწინაურების მოსაპოვებლად, გეგმის შესრულება და ამით, ზემდგომთა დაკმაყოფილება აღელვებს. Read More