09 დეკ

„სოლიდარობის ქსელის“ შემოდგომის სეზონის შეჯამება

შემოდგომის სეზონი იყო საკმაოდ დატვირთული. ამ პერიოდში დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კამპანია და შემოვიმატეთ აქტიური წევრები.

30 აგვისტო – „40 საათიანი სამუშაო კვირა ყველას“. ჩვენ დავიწყეთ კამპანია 40 საათიანი სამუშაო კვირის დადგენაზე. მიუხედავად შრომის კოდექსით დადგენილი 40 საათიანი სამუშაო კვირისა, საქართველოში ადმიანებს უწევთ კაბალურ პირობებსა და მიზერულ ანაზღაურებაზე კვირაში 50, 60, 70 და 80 საათი მუშაობა.

ჩვენ მოვითხოვთ გადაიხედოს მთავრობის დადგენილება სპეციფიკურ სამუშაო კატეგორიათა ჩამონათვალის შესახებ, რომელიც გამოყოფოს მთელ რიგ სფეროებს, სადაც სამუშაო კვირა 48 საათით განისაზღვრება. Read More

08 ნოე

“სამოთხის დოკუმენტები” – ანუ როგორ გვატყუებენ ხალხს მდიდრები

ამ კვირაში, ოფშორული ანგარიშების შესახებ გაჟონილმა ახალმა ცნობებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ ყველაზე მდიდრები გადასახადებს თავს არიდებენ. ნავარაუდებია, რომ 10-36 ტრილიონ დოლარს ისინი ოფშორულ ანგარიშებზე ინახავენ. ეს ყველაზე მდიდარი ქვეყნების მ.შ.პ.-ების ჯამს უდრის. მაშინ, როდესაც მსოფლიოში მშრომელებს უწყვეტენ სოციალურ დახმარებას; როდესაც იძულებულნი ვართ გავუმკლავდეთ სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაო პირობებს; როდესაც უმუშევრობა და უსახსრობა ნელი სიკვდილით ემუქრება თითოეულ პატიოსან ადამიანს და როდესაც „ბიუჯეტის სიმწირის“ გამო, პენსიონერებს, ლტოლვილებს თუ ომის ვეტერანებს „ქამრების შემოჭერისკენ“ მოუწოდებენ, მდიდრები მალავენ უზარმაზარ თანხებს, რომლებიც გადასახადს უნდა ექვემდებარებოდეს.

18 სექ

სასურსათო კომპანიები ატყუებენ აღმოსავლეთ ევროპელ მომხმარებლებს

თარგმანი: გიორგი კობახიძე

წყარო: https://www.theguardian.com/inequality/2017/sep/15/bard-brands-accused-of-selling-inferior-versions-in-eastern-europe

ევროკომისიის უმაღლესი რანგის მოხელის მიხედვით, რომელიც მომხმარებლებსა და სამართლიანობაზეა პასუხისმგებელი, სასურსათო და სასმელი პროდუქციის მწარმოებელი მულტინაციონალური კომპანიები წლების განმავლობაში „თაღლითურად ატყუებენ“ აღმოსავლეთ ევროპელ მყიდველებს. ისინი მათ ცნობილი ბრენდების დაბალხარისხიან პროდუქციას აწვდიან. Read More

06 მაი

რატომ არის საჭირო დასაქმებულთა ორგანიზებული წინააღმდეგობა?!

ავტორი:  „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის ” იურისტი, დავით ომსარაშვილი

სინამდვილეში 9-დან 5-მდე არასდროს არ წარმოადგენს რეალობას, ლანჩზე შესვენებაც კი არ არის მსგავს ადგილებში, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, სამსახურის შესანარჩუნებლად ლანჩსაც კი არ მიირთმევს ადამიანი. ამას დავუმატოთ ის, რომ ხშირად ზედმეტი საათები გიწევს მუშაობა და თუ ამის შესახებ დაიწუწუნებ, ყოველთვის არსებობს ვიღაც უბედური, რომელიც მზად არის შენი ადგილი დაიკავოს. “მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს.” –ჩარლზ ბუკოვსკი Read More