09 დეკ

„სოლიდარობის ქსელის“ შემოდგომის სეზონის შეჯამება

შემოდგომის სეზონი იყო საკმაოდ დატვირთული. ამ პერიოდში დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კამპანია და შემოვიმატეთ აქტიური წევრები.

30 აგვისტო – „40 საათიანი სამუშაო კვირა ყველას“. ჩვენ დავიწყეთ კამპანია 40 საათიანი სამუშაო კვირის დადგენაზე. მიუხედავად შრომის კოდექსით დადგენილი 40 საათიანი სამუშაო კვირისა, საქართველოში ადმიანებს უწევთ კაბალურ პირობებსა და მიზერულ ანაზღაურებაზე კვირაში 50, 60, 70 და 80 საათი მუშაობა.

ჩვენ მოვითხოვთ გადაიხედოს მთავრობის დადგენილება სპეციფიკურ სამუშაო კატეგორიათა ჩამონათვალის შესახებ, რომელიც გამოყოფოს მთელ რიგ სფეროებს, სადაც სამუშაო კვირა 48 საათით განისაზღვრება. Read More

02 მარ

ვინ მოამზადებს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებს?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

15 თებერვალს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის საბოლოო განხილვა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო რედაქცია, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში, არ წარმოადგენს იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენთვის იქნებოდა მისაღები და დააკმაყოფილებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას, ფაქტია შრომის ინსპექციას დასჭირდება გამოცდილი და კვალიფიციური კადრები, რათა საწარმოების გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმება შეძლოს. აღსანიშნავია, რომ საწარმოთა რიცხვი ათობით ათასი, ხოლო ინსპექტორთა რიცხვი მხოლოდ ათეულია.

Read More

21 თებ

კვლევის თანხმად საწმენდი საშუალებების დამაზიანებელი ეფექტი ქალების ფილტვებზე უტოლდება დღეში 20 სიგარეტის მოწევას

ავტორი: ტომ პორტერი

წყარო: http://www.newsweek.com/impact-cleaning-products-lung-health-bad-20-day-cigarette-habit-study-810277

თარგმანი: რევაზ კარანაძე

ახალი კვლევის მიხედვით, საწმენდი აეროზოლის რეგულარურ მოხმარების ისეთივე ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე, როგორც დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევას.

ნორვეგიის ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს 6000 ადამიანი, რომლეთა საშუალო ასაკის შეადგენდა 34-ს და რომლებიც უკვე დაახლოებით 2 ათწლეულის მანძილზე იყენებდნენ საწმენდ საშუალებებს. (კვლევა გამოქვეყნდა “American Thoracic Society’s American Journal of Respiratory and Critical Care Medicine ).

Read More

23 სექ

რატომ არ ვართ აქტივისტები: საფუძვლიანი ორგანიზება

ავტორი: სოფო ჯაფარიძე 

რატომ არ ვართ აქტივისტები

 “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” დაახლოებით ორი წინ შეიქმნა, ორგანიზების ახლებური კულტურის ჩამოყალიბების იმედით, დედაქალაქსა და მთელს საქართველოში. ჩვენი მიდგომა ეფუძნება წარსული მარცხების გადალახვას და ღრმა რწმენას იმისა, რომ ადამიანებს ერთობლივად შეუძლიათ წინააღმდეგობების დაძლევა და ბრძოლა ცვლილებებისთვის. საქართველოს არ აქვს ორგანიზების დიდი გამოცდილება, ხოლო განვთარებული ქვეყნებიდან შემოტანილმა „წინააღმდეგობის“ ფორმებმა ორგანიზებას „აქტივისტური“ ელფერი შესძინა. Read More

06 მაი

რატომ არის საჭირო დასაქმებულთა ორგანიზებული წინააღმდეგობა?!

ავტორი:  „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის ” იურისტი, დავით ომსარაშვილი

სინამდვილეში 9-დან 5-მდე არასდროს არ წარმოადგენს რეალობას, ლანჩზე შესვენებაც კი არ არის მსგავს ადგილებში, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, სამსახურის შესანარჩუნებლად ლანჩსაც კი არ მიირთმევს ადამიანი. ამას დავუმატოთ ის, რომ ხშირად ზედმეტი საათები გიწევს მუშაობა და თუ ამის შესახებ დაიწუწუნებ, ყოველთვის არსებობს ვიღაც უბედური, რომელიც მზად არის შენი ადგილი დაიკავოს. “მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს.” –ჩარლზ ბუკოვსკი Read More