28 იან

ხელისუფლება როგორც ტიტო ვოტსი

ავტორი: დავით ომსარაშვილი,”სოლიდარობის ქსელის” წევრი

არცთუისე დიდი ხნის წინ  რომელიღაც სტატიაში წავიკითხე, რომ  ზიმბამბველი მღვდელი ტიტო ვოტსი „სამოთხის ბილეთების“ გაყიდვის გამო დააკავეს. რატომღაც ეს ადამიანი გამახსენდა სწორედ მაშინ, როდესაც ვაპირებ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ დავწერო.

Read More

25 დეკ

დემოკრატიის გაკვეთილი პორტუგალიიდან – საკონსტიტუციო ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ

ავტორი: რევაზ კარანაძე ; „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის“ პოლიტეკონომისტი და კასელის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტეკონომიის მაგისტრი

თარგმანი ინგლისურიდან: რევაზ კარანაძე

ორიგინალი: https://medium.com/@revazkaranadze/a-lesson-of-democracy-from-portugal-against-the-constitutional-austerity-in-georgia-a9415bfdefc8

 

ა.შ.შ-ში 2007-2008 წლის იპოთეკური კრიზისი მალევე გადაედო სპეკულაციურ ფინანსურ ბაზარს, რის გამოც „უოლ სთრითი” პანიკამ მოიცვა. ამ პანიკამ სანდოობა დაუკარგა მთელ საბანკო სექტორს აშშ-ს მასშტაბით. კრიზისის განვითარებისას, კერძო ფინანსური ინსტიტუტები გამუდმებით კარგავდნენ აქტივების ლიკვიდურობის ძალას. აქედან გამომდინარე, შეიქმნა გაბატონებული აზრი კრიზისიდან გამოსვლის შესახებ.

Read More

31 ოქტ

ქალთა შრომა – მინიკონფერენცია

28 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსში, “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრმა” გამართა მინიკონფერენცია “ქალთა შრომა“. Read More

20 ოქტ

კონფერენცია: “შემდეგი ეკონომიკური კრიზისი ევროპაში”

18 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ევროპის ცენტრალურ ბანკში გაიმართა ევროპის აკადემიის წამყვანი ეკონომისტებისა და პოლიტეკონომისტების შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი / Solidarity Network – Workers’ Center”-ს წარმომადგენელი, რევაზ კარანაძე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეის დასასრულს, სოციალ-დემოკრატიისა და ტრადიციული პროფკავშირული ინსტიტუტების მარცხსა და არაეფქუტურობას. ყურადღება დაეთმო ახალი ალტერნატივებისა და განსხვავებული გზების მოძიების საჭროებას. ასევე, დაისვა საკითხი არც თუ ისე შორეულ მოსალოდნელ მორიგ ეკონომიკურ კრიზისზე. Read More

19 სექ

ვალები და ეკონომიკური პოლიტიკა

ავტორი:  რევაზ კარანაძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 2016 წლის მონაცემების მიხედვით, კომერციული ბანკებისგან აღებული დაუფარავი სესხები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 59.01%-ს შეადგენს. ყოველი ათასი ზრდასრულიდან, 717 კომერციული ბანკის მსესხებელია. ამასთან, დაუთვლელია მიკროსაფინანსო კომპანიებიდან – საქართველოს მოსახლეობის მთავარი გამვალიანებლებისგან – აღებული სესხების რაოდენობა. Read More

19 სექ

საარსებო მინიმუმი

ავტორი:  ნენო ჩარკვიანი

“დღეს საქართველოში ივნისის თვეში საარსებო მინიმუმი განსაზღვრულია 174.3 ლარად, ხოლო მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარია თვეში.  საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. Read More