23 ივნ

შორენა ლობჟანიძის ისტორია – რა გზებით და რამდენს პარავს „ნიკორა” შორენას და სახელმწიფოს?

შორენა ლობჟანიძე ნიკორას” მაღაზიათა ქსელში უკვე 8 თვეა მოლარედ მუშაობს. მას საკუთარი მოვალეობების შესრულების გარდა, უწევს დამლაგებლის და დაცვის ფუნქციის შეთავსება, აქვს მძიმე სამუშაო გრაფიკი, სისტემატიურად უწევს ზეგანაკვეთურად მუშაობა, რასაც კომპანია შესაბამისად არ ანაზღაურებს. მას ყოველთვიურად უწევს საკუთარი ხელფასიდან მაღაზიის დანაკლისების დაფარვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი აისახება შორენას ხელფასიდან მოპარულ ფულში.

Read More

03 თებ

ღირსების დათხოვნა

ავტორი: სოფო ჯაფარიძე, 

ბავშვობაში წავიკითხე რომანი, რომლის მთავარი პერსონაჟი ექიმი გახლდათ. ის მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ყველა სამუშაო ადგილის შავ სიაში იყო შეყვანილი, რამაც არსებითი გავლენა იქონია მის პიროვნებაზე. პროფესიული შეზღუდვებით გამოწვეულმა ტანჯვამ და მისდამი გარშემომყოფთა დამოკიდებულებამ, როგორც ფსიქიკურად დანგრეული ადამიანისადმი, ის საბოლოოდ ჩამოაშორა ოჯახს და მეგობრებს.

Read More

22 ნოე

მერვე კითხვის წრე: მატერიალისტური ფემინიზმი – კრისტინ დელფი, მონიკ უიტიგი, ფაიერსთოუნი,

მთარგმნელი: ნესტან მღებრიშვილი

რედაქტორი: გიორგი კობახიძე

 

კრისტინ დელფი, ძირითადი მტერი (1970)

გამოიცა: პარტიზანები, როგორც „Liberation des femmes: annee zero.” 1970 წელი.

წყარო: ფემინისტური საკითხები; პირველი ტომი, პირველი ნომერი, 1980 წლის ზაფხული.

Read More

12 ნოე

მეშვიდე კითხვის წრე: ანაზღაურებადი საშინაო შრომა – მარიაროზა დალა კოსტა, სელმა ჯეიმსი, ანჯელა დეივისი

მთარგმნელი: ნესტან მღებრიშვილი

რედაქტორი: გიორგი კობახიძე

 

მარიაროზა დალა კოსტა, ქალები და თემის დამხობა

 წყარო: მარიაროზა დალა კოსტა და სელმა ჯეიმსი, ქალთა ძალაუფლება და თემის დამხობა.

ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო: ფოლინგ უოლ პრეს, 1972.

 

ეს დაკვირვებები „ქალთა საკითხის“ ამოცნობისა და ანალიზის მცდელობაა, ისევე, როგორც ამ საკითხის ადგილმდებარეობის განსაზღვრისა კაპიტალიზმის მიერ შრომის დანაწილებისგან შექმნილ სრულიად „ქალის როლში“.

Read More

29 ოქტ

მეხუთე კითხვის წრე: სოციალისტური ფემინიზმი – ბარბარა ერენრაიხი; მარლინ დიქსონი

მთარგმნელი: ნესტან მღებრიშვილი

რედაქტორი: გიორგი კობახიძე

 

ბარბარა ერენრაიხი, რა არის სოციალისტური ფემინიზმი? (1976)

ბარბარა ერენრაიხი, „რა არის სოციალისტური ფემინიზმი?“, WIN Magazine, 1976.

რაღაც თვალსაზრისით, ჯერ კიდევ მკვეთრად ჩამოუყალიბებელი ფორმით, სოციალისტური ფემინიზმის იდეა დიდი ხანია არსებობს. შენ ხარ ქალი კაპიტალისტურ საზოგადოებაში. შენ უკმაყოფილო ხარ: სამსახურით, გადასახადებით, ქმრით (ან ყოფილით), სკოლით, რომელშიც შენი შვილები დადიან, სახლის საქმეებით, საკუთარი მიმზიდველობით ან მისი არქონით, ყურადღებით ან მისი დეფიციტით (ორივე შემთხვევაში, იმით, რომ ყურს არ გიგდებენ) და ა.შ. თუკი დაფიქრდები ამ ყველაფერზე, იმაზე, თუ რა აერთიანებს ამ ყველაფერს და რა უნდა შეიცვალოს, შემდეგ კი დაიწყებ სიტყვების ძებნას ამ ყველაფრის ერთი აბრევიატურით აღსაწერად, მაშინ აუცილებლად მოგიწევს „სოციალისტურ ფემინიზმამდე“ მისვლა. Read More

22 ოქტ

მეოთხე კითხვის წრე: ქალების თავისუფლება – ქეისი ჰეიდენი და მერი კინგი; ენ კოედტი; როქსან დანბარი; ჯო ფრიმანი

მთარგმნელი: ნესტან მღებრიშვილი

რედაქტორი: გიორგი კობახიძე

  1.  ქეისი ჰეიდენი და მერი კინგი, სქესი და კასტა (1965)
  2.  ენ კოედტი, ეგოს პოლიტიკა: მანიფესტი ნიუ იორკის რადიკალი ფემინისტებისათვის (1969) 
  3.  როქსან დანბარი, მდედრობითი გათავისუფლება, როგორც საზოგადოებრივი რევოლუციის საფუძველი (1969)
  4.  ჯო ფრიმანი, უსტრუქტურობის ტირანია (1971)

ქეისი ჰეიდენი და მერი კინგი, სქესი და კასტა (1965)

გამოიცა: ქეისი ჰეიდენი და მერი კინგი, „სქესი და კასტა: ერთგვარი ჩანაწერი ქეისი ჰეიდენისა და მერი კინგისგან მშვიდობისა და თავისუფლების მოძრაობებში მყოფი სხვა ქალების ნაწილისთვის.“ 1965.

წყარო: ქეისი ჰეიდენი და მერი კინგი, „სქესი და კასტა“, ძვირფასო დებო: დეპეშები ქალთა გათავისუფლების მოძრაობიდან, რედაქტორი: როზალინ ბექსანდალი და ლინდა გორდენი. ნიუ იორკი, ნიუ იორკი: ბეისიქ ბუქს.

ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, როგორც ერთმანეთთან, ისევე თქვენთანაც, ჩვენი საკუთარი და სხვა ქალთა პრობლემების შესახებ მცდელობებში, ვიცხოვროთ ჩვენი პირადი ცხოვრებით და ვიმუშაოთ, როგორც დამოუკიდებელმა, შემოქმედმა ადამიანებმა. ჩვენ ამ საუბრებში განმეორებითი იდეები და თემები აღმოვაჩინეთ. იქნებ, შეგვეხედა იმ ყველაფრისთვის, რაც ბევრი ჩვენგანის მიერ მოძრაობისგან ნასწავლი შორსმჭვრეტელობის შედეგად მიიჩნევა: Read More

17 ოქტ

ქალთა შრომა – მინი კონფერენცია

სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი გიწვევთ პანელურ დისკუსიაზე “ქალთა შრომა”, რომელიც გაიმართება 28 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსში, 214-ე აუდიტორიაში.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სერვისის სფეროს ალტერნატიული პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც გამოირჩევა სამუშაოსადმი განსხვავებული მიდგომებითა და სტრატეგიით. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ, როგორც დასაქმების ადგილებზე, ასევე, მის გარეთ და ვმუშაობთ მოსახლეობისათვის აქტუალურ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალთა საკითხის აქტუალიზება, მათი საჭიროებების გამოვლენა და მათი ცხოვრებისა და მუშაობის სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

Read More