09 დეკ

„სოლიდარობის ქსელის“ შემოდგომის სეზონის შეჯამება

შემოდგომის სეზონი იყო საკმაოდ დატვირთული. ამ პერიოდში დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კამპანია და შემოვიმატეთ აქტიური წევრები.

30 აგვისტო – „40 საათიანი სამუშაო კვირა ყველას“. ჩვენ დავიწყეთ კამპანია 40 საათიანი სამუშაო კვირის დადგენაზე. მიუხედავად შრომის კოდექსით დადგენილი 40 საათიანი სამუშაო კვირისა, საქართველოში ადმიანებს უწევთ კაბალურ პირობებსა და მიზერულ ანაზღაურებაზე კვირაში 50, 60, 70 და 80 საათი მუშაობა.

ჩვენ მოვითხოვთ გადაიხედოს მთავრობის დადგენილება სპეციფიკურ სამუშაო კატეგორიათა ჩამონათვალის შესახებ, რომელიც გამოყოფოს მთელ რიგ სფეროებს, სადაც სამუშაო კვირა 48 საათით განისაზღვრება. Read More