06 თებ

საყოველთაო ჯანდაცვა – პაციენტისთვის, თუ კერძო კომპანიისთვის?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

მ. იაშვილის სახელობის კლინიკაში ყოველი სამუშაო დღე დილის კონფერენციით იწყება, სადაც განიხილება თუ ვინ დარჩა უკმაყოფილო, ვინ იჩხუბა ადმინისტრატორთან, ან ვინ გალანძღა მედ. პერსონალი ოჯახის გაყვლეფისთვის. მაშინ, როდესაც ეს შეხვედრები რუტინულ რეჟიმში უცვლელ დროსა და ადგილას იმართება, იაშვილის კლინიკა დაზარალებული პაციენტების და დაუფასებელი მედ. პერსონალის ახალ ისტორიებს ინახავს.

Read More

25 დეკ

დემოკრატიის გაკვეთილი პორტუგალიიდან – საკონსტიტუციო ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ

ავტორი: რევაზ კარანაძე ; „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის“ პოლიტეკონომისტი და კასელის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტეკონომიის მაგისტრი

თარგმანი ინგლისურიდან: რევაზ კარანაძე

ორიგინალი: https://medium.com/@revazkaranadze/a-lesson-of-democracy-from-portugal-against-the-constitutional-austerity-in-georgia-a9415bfdefc8

 

ა.შ.შ-ში 2007-2008 წლის იპოთეკური კრიზისი მალევე გადაედო სპეკულაციურ ფინანსურ ბაზარს, რის გამოც „უოლ სთრითი” პანიკამ მოიცვა. ამ პანიკამ სანდოობა დაუკარგა მთელ საბანკო სექტორს აშშ-ს მასშტაბით. კრიზისის განვითარებისას, კერძო ფინანსური ინსტიტუტები გამუდმებით კარგავდნენ აქტივების ლიკვიდურობის ძალას. აქედან გამომდინარე, შეიქმნა გაბატონებული აზრი კრიზისიდან გამოსვლის შესახებ.

Read More

26 სექ

საშუალო ხელფასი – სტატისტიკური ხრიკი?

ავტორი: შოთო აზიკური

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ისტორიულ მაქსიმუმს, 1071 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია. ეს ახალი ამბავი მალევე აიტაცეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა. თუმცა მოსახლებისგან ამ საიხლეზე რეაქცია ძირითადად ცინიზმით გამოიხატა. ყველამ კარგად ვიცით, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მეტროთი მგზავრობისას ჩვენ წინ მჯდომის ხელფასი 1071 ლარია. თუ მას გაუმართლა და საერთოდ აქვს სამსახური. მაშ რა გამოდის, რომ სტატისტიკის სამსახური გვატყუებს? Read More

23 სექ

რატომ არ ვართ აქტივისტები: საფუძვლიანი ორგანიზება

ავტორი: სოფო ჯაფარიძე 

რატომ არ ვართ აქტივისტები

 “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” დაახლოებით ორი წინ შეიქმნა, ორგანიზების ახლებური კულტურის ჩამოყალიბების იმედით, დედაქალაქსა და მთელს საქართველოში. ჩვენი მიდგომა ეფუძნება წარსული მარცხების გადალახვას და ღრმა რწმენას იმისა, რომ ადამიანებს ერთობლივად შეუძლიათ წინააღმდეგობების დაძლევა და ბრძოლა ცვლილებებისთვის. საქართველოს არ აქვს ორგანიზების დიდი გამოცდილება, ხოლო განვთარებული ქვეყნებიდან შემოტანილმა „წინააღმდეგობის“ ფორმებმა ორგანიზებას „აქტივისტური“ ელფერი შესძინა. Read More

19 სექ

მიწის პოლიტიკა

ავტორი: სოფო ჯაფარიძე

მახსოვს იოსელიანის 1966 წელს გადაღებული ფილმი “გიორგობისთვე”, რომელიც სოფელში გამართული ტრადიციული რთველის სცენით იწყება. ეს სცენა უპირისპირდება ფილმის დანარჩენ ნაწილს, სადაც ნაჩვენებია ღვინის საბჭოთა ქარხანა, რომელშიც დაბალი სტანდარტები და მექანიზირებული წარმოებაა. ღვინის წარმოების პროცესი ვენახში გვაჩვენებს მეღვინის როლის მნიშვნელობას და მის ღირსებას, ხოლო ქარხანაში ვხედავთ მშრომელების უღიმღამო მუშაობას და უფროსობას, რომელსაც კიდევ ერთი დაწინაურების მოსაპოვებლად, გეგმის შესრულება და ამით, ზემდგომთა დაკმაყოფილება აღელვებს. Read More

19 სექ

საარსებო მინიმუმი

ავტორი:  ნენო ჩარკვიანი

“დღეს საქართველოში ივნისის თვეში საარსებო მინიმუმი განსაზღვრულია 174.3 ლარად, ხოლო მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარია თვეში.  საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. Read More