09 აპრ

კვლევა: ექთნების შრომის პირობები საქართველოში

რა კავშირშია ექთნების შრომის პირობები ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებასთან?

კვლევა ეყრდნობა საქართველოში დასაქმებული ექთნების ყოველდღიური
სამუშაო გამოცდილებისა და შრომის პირობების შესწავლით მიღებულ ინფორმაციას.
მასში თავმოყრილია ექთნების საცხოვრებელი და შრომითი მდგომარეობის შესახებ
მონაცემები. მათ შორისაა: ექთნების სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება, სამუშაო
დატვირთვა, საავადმყოფოს მართვა და მასში მონაწილეობა, პრობლემური საკითხები
და მათი გამოსწორების შესახებ აზრები.

გაეცანით ჩვენს კვლევას:

იხილეთ პუბლიკაცია!

28 იან

ხელისუფლება როგორც ტიტო ვოტსი

ავტორი: დავით ომსარაშვილი,”სოლიდარობის ქსელის” წევრი

არცთუისე დიდი ხნის წინ  რომელიღაც სტატიაში წავიკითხე, რომ  ზიმბამბველი მღვდელი ტიტო ვოტსი „სამოთხის ბილეთების“ გაყიდვის გამო დააკავეს. რატომღაც ეს ადამიანი გამახსენდა სწორედ მაშინ, როდესაც ვაპირებ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ დავწერო.

Read More

02 მარ

ვინ მოამზადებს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებს?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

15 თებერვალს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის საბოლოო განხილვა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო რედაქცია, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში, არ წარმოადგენს იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენთვის იქნებოდა მისაღები და დააკმაყოფილებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას, ფაქტია შრომის ინსპექციას დასჭირდება გამოცდილი და კვალიფიციური კადრები, რათა საწარმოების გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმება შეძლოს. აღსანიშნავია, რომ საწარმოთა რიცხვი ათობით ათასი, ხოლო ინსპექტორთა რიცხვი მხოლოდ ათეულია.

Read More

06 თებ

საყოველთაო ჯანდაცვა – პაციენტისთვის, თუ კერძო კომპანიისთვის?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

მ. იაშვილის სახელობის კლინიკაში ყოველი სამუშაო დღე დილის კონფერენციით იწყება, სადაც განიხილება თუ ვინ დარჩა უკმაყოფილო, ვინ იჩხუბა ადმინისტრატორთან, ან ვინ გალანძღა მედ. პერსონალი ოჯახის გაყვლეფისთვის. მაშინ, როდესაც ეს შეხვედრები რუტინულ რეჟიმში უცვლელ დროსა და ადგილას იმართება, იაშვილის კლინიკა დაზარალებული პაციენტების და დაუფასებელი მედ. პერსონალის ახალ ისტორიებს ინახავს.

Read More

12 ნოე

მეშვიდე კითხვის წრე: ანაზღაურებადი საშინაო შრომა – მარიაროზა დალა კოსტა, სელმა ჯეიმსი, ანჯელა დეივისი

მთარგმნელი: ნესტან მღებრიშვილი

რედაქტორი: გიორგი კობახიძე

 

მარიაროზა დალა კოსტა, ქალები და თემის დამხობა

 წყარო: მარიაროზა დალა კოსტა და სელმა ჯეიმსი, ქალთა ძალაუფლება და თემის დამხობა.

ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო: ფოლინგ უოლ პრეს, 1972.

 

ეს დაკვირვებები „ქალთა საკითხის“ ამოცნობისა და ანალიზის მცდელობაა, ისევე, როგორც ამ საკითხის ადგილმდებარეობის განსაზღვრისა კაპიტალიზმის მიერ შრომის დანაწილებისგან შექმნილ სრულიად „ქალის როლში“.

Read More

31 ოქტ

ქალთა შრომა – მინიკონფერენცია

28 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსში, “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრმა” გამართა მინიკონფერენცია “ქალთა შრომა“. Read More

17 ოქტ

ქალთა შრომა – მინი კონფერენცია

სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი გიწვევთ პანელურ დისკუსიაზე “ქალთა შრომა”, რომელიც გაიმართება 28 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსში, 214-ე აუდიტორიაში.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სერვისის სფეროს ალტერნატიული პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც გამოირჩევა სამუშაოსადმი განსხვავებული მიდგომებითა და სტრატეგიით. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ, როგორც დასაქმების ადგილებზე, ასევე, მის გარეთ და ვმუშაობთ მოსახლეობისათვის აქტუალურ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალთა საკითხის აქტუალიზება, მათი საჭიროებების გამოვლენა და მათი ცხოვრებისა და მუშაობის სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

Read More

26 ივლ

ფოტოისტორია: ნათია ხუროძე

“მე ვარ ნათია ხუროძე, 29 წლის. ვმუშაობ თვალის კაბინეტში. “ოფთალ პლუსი” ჰქვია ორგანიზაციას. თუმცა ჩვენი ოჯახის საკუთრებაა. ბაბუაჩემის სახელობის არის, რომელიც ოფთალმოლოგი იყო. მამაც ოფთალმოლოგია, მეც. ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. Read More