02 მარ

ვინ მოამზადებს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებს?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

15 თებერვალს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის საბოლოო განხილვა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო რედაქცია, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში, არ წარმოადგენს იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენთვის იქნებოდა მისაღები და დააკმაყოფილებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას, ფაქტია შრომის ინსპექციას დასჭირდება გამოცდილი და კვალიფიციური კადრები, რათა საწარმოების გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმება შეძლოს. აღსანიშნავია, რომ საწარმოთა რიცხვი ათობით ათასი, ხოლო ინსპექტორთა რიცხვი მხოლოდ ათეულია.

Read More

21 თებ

კვლევის თანხმად საწმენდი საშუალებების დამაზიანებელი ეფექტი ქალების ფილტვებზე უტოლდება დღეში 20 სიგარეტის მოწევას

ავტორი: ტომ პორტერი

წყარო: http://www.newsweek.com/impact-cleaning-products-lung-health-bad-20-day-cigarette-habit-study-810277

თარგმანი: რევაზ კარანაძე

ახალი კვლევის მიხედვით, საწმენდი აეროზოლის რეგულარურ მოხმარების ისეთივე ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე, როგორც დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევას.

ნორვეგიის ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს 6000 ადამიანი, რომლეთა საშუალო ასაკის შეადგენდა 34-ს და რომლებიც უკვე დაახლოებით 2 ათწლეულის მანძილზე იყენებდნენ საწმენდ საშუალებებს. (კვლევა გამოქვეყნდა “American Thoracic Society’s American Journal of Respiratory and Critical Care Medicine ).

Read More

23 სექ

საქართველოს ახალი კონსტიტუცია აკავებს ნამდვილ ცვლილებას

ავტორი: სოფო ჯაფარიძე

თავდაპირველი წყარო: https://www.opendemocracy.net/od-russia/sopo-japaridze/sakartvelos-akhali-konstitucia

საქართველოს კონსტიტუციაში ლიბერტარიანული პრინციპების განმტკიცებით, მმართველ პარტიას სურს შეინარჩუნოს მცირე მთავრობა და კიდევ უფრო მცირე სივრცე თანასწორობის პოლიტიკისთვის.  Read More

18 სექ

სასურსათო კომპანიები ატყუებენ აღმოსავლეთ ევროპელ მომხმარებლებს

თარგმანი: გიორგი კობახიძე

წყარო: https://www.theguardian.com/inequality/2017/sep/15/bard-brands-accused-of-selling-inferior-versions-in-eastern-europe

ევროკომისიის უმაღლესი რანგის მოხელის მიხედვით, რომელიც მომხმარებლებსა და სამართლიანობაზეა პასუხისმგებელი, სასურსათო და სასმელი პროდუქციის მწარმოებელი მულტინაციონალური კომპანიები წლების განმავლობაში „თაღლითურად ატყუებენ“ აღმოსავლეთ ევროპელ მყიდველებს. ისინი მათ ცნობილი ბრენდების დაბალხარისხიან პროდუქციას აწვდიან. Read More

26 ივლ

ფოტოისტორია: ნათია ხუროძე

“მე ვარ ნათია ხუროძე, 29 წლის. ვმუშაობ თვალის კაბინეტში. “ოფთალ პლუსი” ჰქვია ორგანიზაციას. თუმცა ჩვენი ოჯახის საკუთრებაა. ბაბუაჩემის სახელობის არის, რომელიც ოფთალმოლოგი იყო. მამაც ოფთალმოლოგია, მეც. ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. Read More

28 ივნ

სოლიდარობის ქსელის განცხადება შპს “სუფთა სახლში” არსებული შრომითი პირობების შესახებ

„სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის“ წარმომადგენლები აქტიურად ვცდილობთ მომსახურების სფეროში დასაქმებულთა გაერთიანებას და მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებას. 2017 წლის მაისში ჩვენს ორგანიზაციას არაერთხელ მომართეს შპს “სუფთა სახლის“ ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც კომპანიის მხრიდან დასაქმებულების უფლებების შესაძლო დარღვევებზეც ამახვილებდნენ ყურადღებას. აღნიშნულის საფუძველზე დავიწყეთ “სუფთა სახლთან” მოლაპარაკებები და შევთავაზეთ ჩვენთან თანამშრომლობა, რაც გულისხმობდა   „სუფთა სახლის“ დასაქმებულებისთვის შრომით უფლებებსა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით სემინარის ჩატარებას. ასევე, კომპანიასთან ერთობლივი მუშაობით შრომითი პირობების გაუმჯობესებას. Read More

06 მაი

რატომ არის საჭირო დასაქმებულთა ორგანიზებული წინააღმდეგობა?!

ავტორი:  „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის ” იურისტი, დავით ომსარაშვილი

სინამდვილეში 9-დან 5-მდე არასდროს არ წარმოადგენს რეალობას, ლანჩზე შესვენებაც კი არ არის მსგავს ადგილებში, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, სამსახურის შესანარჩუნებლად ლანჩსაც კი არ მიირთმევს ადამიანი. ამას დავუმატოთ ის, რომ ხშირად ზედმეტი საათები გიწევს მუშაობა და თუ ამის შესახებ დაიწუწუნებ, ყოველთვის არსებობს ვიღაც უბედური, რომელიც მზად არის შენი ადგილი დაიკავოს. “მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს.” –ჩარლზ ბუკოვსკი Read More