01 აპრ

ალექსანდრა კოლონტაი, კომუნიზმი და ოჯახი (1920)

ქალთა როლი წარმოებაში: მისი ეფექტი ოჯახზე

განაგრძობს თუ არა ოჯახი არსებობას კომუნიზმის ფარგლებში? იგი ისეთივე ფორმით მოგვევლინება, როგორც ახლა? ეს საკითხები მუშათა კლასის წევრ ბევრ ქალს და მათ კაცებსაც აწუხებს. ცხოვრება ჩვენს თვალწინ იცვლება; ძველი ჩვევები და ადათწესები გადაშენების პირასაა და პროლეტარული ოჯახის ცხოვრება ისეთი გზებით ვითარდება, რომლებიც ჩვენთვის ახლებური და უცხოა, ზოგის აზრით კი, „ანომალიური“. რა გასაკვირია, რომ მუშა ქალები ამ საკითხებზე ფიქრს იწყებენ. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ყურადღებას იწვევს ისაა, რომ საბჭოთა რუსეთში განქორწინება გამარტივდა. სახალხო კომისრების საბჭოს მიერ 1917 წლის 18 დეკემბერს გამოცემული ბრძანებულება ნიშნავს იმას, რომ განქორწინება აღარ არის ფუფუნება, რომელზეც ხელი მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებათ; ამიერიდან მუშა ქალს არ დასჭირდება თვეების და წლების მანძილზე მცდელობა, რათა მოიპოვოს დამოუკიდებლობა ქმრისგან, რომელიც სცემს მას და საკუთარი სიმთვრალითა და უხეში ქცევით მის ცხოვრებას ტანჯვად აქცევს. ორმხრივი თანხმობის საფუძველზე განქორწინების მოპოვებას დღესდღეისობით ერთ, ორ კვირაზე მეტი არ სჭირდება. ქალები, რომლებიც თავიანთ ქორწინებაში თავს უბედურად გრძნობენ, ხელგაშლილნი ხვდებიან ამგვარად გამარტივებულ განქორწინებას. თუმცა სხვები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც თავიანთ ქმრებს „ოჯახში პურის შემომტანებად“ მიიჩნევენ, შეშინებულნი არიან. მათ ჯერ კიდევ არ გაუაზრებიათ, რომ ქალი უნდა შეეჩვიოს მხარდაჭერის მოთხოვნასა და მიღებას კოლექტივისა და საზოგადოებისაგან და არა კონკრეტული კაცისაგან.  

Read More
19 მარ

კორონავირუსი და შრომის უფლებები!

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ძალიან ბევრმა დასაქმებულმა მოგვმართა კითხვით, გსვურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.

აქვს თუ არა უფლება დამსაქმებელს ცალმხრივად შეამციროს შრომის ანაზღაურება (ხელფასი)?

– არა. არ აქვს, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად ხელფასი არის შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობა, რომელზეც აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ მხარეები. დამსაქმებელს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნების საფუძველზე ხელფასის ოდენობის ცვლილების უფლებამოსილება არ გააჩნია, მიუხედავად იმისა აღნიშნული გათვალისწინებულია თუ არა ხელშეკრულებით.  

Read More
30 იან

სოციალური მუშაკების გათავისუფლების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

ხელმომწერი ორგანიზაციებისთვის მიუღებელია, რეორგანიზაციის საბაბით და ბუნდოვანი დასაბუთებით, კვალიფიციური სოციალური მუშაკების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბევრი გამოწვევის წინაშე მდგარ სოციალური მომსახურების სისტემას გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი.

2020 წლის 29 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს 40-მდე სოციალურმა მუშაკმა (მათ შორის უფროსმა სოციალურმა მუშაკებმა) დამსაქმებლისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან უწყდებოდათ შრომითი ხელშეკრულება.

Read More
28 იან

პროფკავშირები და უფლებამდაცველები მთავრობას მიმართავენ

გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლებისა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და შრობის უფლებების დაცვა.

Continue reading
24 იან

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას

17 დეკემბერს გაზისა და ნავთობის  ამერიკულმა კომპანიამ “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” დედოფლისწყაროში დასაქმბული 80 – ზე მეტი თანამშრომელი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან დაითხოვა.  მანამდე, ნოემბერში, დასაქმებულებმა ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ორი წლის განმავლობაში დაგროვილ 11 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ.  დასაქმებულების მიერ გამოხატული საჯარო პროტესტის  მიუხედავად, კომპანიამ არ დააკმაყოფილა მათი სამართლიანი მოთხოვნა, მეტიც   წინა საახალწლოდ 80-ზე მეტი თანამშრომელი  სამსახურიდან დაითხოვა. ამასთანავე, გათავისუფლებული მშრომელებისთვის კომპანიას ბოლო სამი თვის ხელფასი ანაზღაურებული არ ჰქონია.

Continue reading
21 ნოე

პროპორციული არჩევნები საშუალებაა და არა მიზანი! ჩვენ ვიბრძვით მიზნისთვის!!!

რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სააჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირები არ შეასრულა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს გახდებოდა ფართომაშტაბიანი პროტესტისა და პოლიტიკის ცვლილების საფუძველი.

ასე ცვლილება ვერ მოხდება !!!

პირველი, ხალხი დგას ძირეული პრობლემები წინაშე: სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, უმუშევრობა, მიზერული ანაზღაურება, ადამიანების ექსპლუატაცია სამუშაო ადგილზე, ჩავარდნილი საპენსიო რეფორმა, უსახლკარობა, მიგრაცია, დაბინძურებული გარემო, ჯანდაცვა და მედიკამენტების ფასები, უხარისხო განათლება, საბანკო ვალები, აზარტული თამაშები, კაზიონოებზე დაფუძნებული კოლონიალური ეკონომიკა და აქედან გამოწვეული უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა.

Read More

12 სექ

2020 წლისთვის მცირე ფერმებში ინვესტირებით ბოლივია გახდება საკვებით მთლიანად დამოუკიდებელი

ბოლივია – როგორ შეიძლება ვუმკლავდებოდეთ კლიმატის ცვლილებას და ამავდროულად ხელს ვუწყობდეთ ადგილობრივი ეკონომიკის აყვავებასა და საკვების უსაფრთხოებას? იმისათვის, რომ ამ მიმართულებით განხორციელდეს ხელმოსაჭიდი პროგრესი 2015 წლის სექტემბერში დაწყებული გაერო-ს „მდგრადი განვითარების დღის წესრიგის” მიხედვით საჭიროა კიდევ 15 წელი. თუმცა, ამის დასაჩქარებლად შესაძლოა არსებობდეს გზები და როგორც ჩანს, ანდებში მდებარე ქვეყანამ ეს გზა გამონახა. 

Read More
03 სექ

გილოცავთ სოლიდარობის ქსელის 4 წლის იუბილეს!

აგვისტოში “სოლიდარობის ქსელის” საქმიანობის მე-4 წლისთავს აღვნიშნავთ. ჩვენი საქმიანობა დავიწყეთ როგორც სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფმა. დღეს კი  დამოუკიდებელი პროფკავშრი ვართ. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მოხალისეებს, შემომწირველებს, მათ ვინც ჩვენს ღინისძიებებსა თუ კამპანიებში მონაწილეობითა და მათი გაზიარებით მხარს გვიჭერდა ამ წლების განმავლობაში. თქვენ გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებდით. განსაკუთრებით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს წევრებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ საკუთარი და სხვა მშრომელებისთვის სამართლიანობითვის ბრძოლაში. ჩვენ გვინდა ჩვენი წევრებისთვის, მხარდამჭერებისთვის, ყველასთვის ვინც დაინტერესებულია ჩვენი საქმიანობით შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ზოგადად, ყველას გვიჭირს საკუთარი საქმიანობის კრიტიკული განსჯა და დაშვებული შეცდომებიდან ისეთი დასკვნების გამოტანა, რომლებიც გახდება უკეთესი განვითარების საფუძველი მომავალში.

Read More
03 აგვ

რატომ გვძულს ერთმანეთი

ოთხი მაგალითი იმისა, თუ როგორ გვაქცევს ცუდი სოციალური პოლიტიკა ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად

ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის მომსწრენი ან მონაწილენი. თითქოს ერთმანეთის მიმართ ნდობა, ერთმანეთის მოსმენის, ერთმანეთის გასაჭირის გაზიარების უნარი, არ გაგვაჩნია. ზოგი ამ ყველაფერს ჩვენს ფიცხ ხასიათს, სამხრეთულ ტემპერამენტს უკავშირებს, ზოგიც ამპარტავნებას. მაგრამ მთავარი მიზეზი სახელმწიფო და მისი ცუდი სოციალური პოლიტიკაა. მეტი სიცხადისთვის გთავაზობთ ოთხ მაგალითს.

განაგრძე კითხვა…
31 ივლ

პეტიცია ღირსეული შრომისთვის


2013 წელს, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებელი ცვლილებების მიუხედავად მშრომელთა მდგომარეობა დღესაც რჩება სავალალო, რადგან:

● ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა არ იყო საკმარისი;

● დღემდე არ შექმნილა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების აღსრულების მექანიზმები. შრომის
ინსპექცია დღესაც არ არის საკმარისი რესურსით აღჭურვილი და რაც მთავარია, მას არ აქვს მანდატი
ზედამხედველობა გაუწიოს შრომის უფლებების აღსრულებას სამუშაო ადგილზე

 ● არ არსებობს სასამართლო, სადაც დასაქმებული სამართალს დროულად იპოვიდა, იმიტომ, რომ თითო შრომითი
დავა გრძელდება სამ წლამდე, რაც აზრს უკარგავს სარჩელის შეტანას.


ხელმომწერი პირები ვითხოვთ:

1. შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე.
2. სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების
განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში (კანონმდებლობით გათვალისწინებულ
ვადაში).
3. შემცირდეს სპეციფიკური კატეგორიის დარგების რაოდენობა, დასაქმებულებთან (დასაქმებულთა
გაერთიანებებთან) ერთად გადაიხედოს სპეციფიკური საწარმოების დარგების ჩამონათვალი – არ შეიძლება
ყველა დასაქმებული (ყველა დარგი) მოექცეს 48 საათიანი ნორმირებული სამუშაო რეჟიმის ქვეშ.
4. მკაცრად მოხდეს ზეგნაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანეკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს
საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით.
5. განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 500 ლარით (დარიცხული) (ხელზე 400 ლარის ოდენობით) სრული
განაკვეთის შემთხვევაში (40 საათი კვირაში), ყოველ წელს მოხდეს მინიმალური ხელფასის ინდექსაცია.
6. დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში