ავტორი: რევაზ კარანაძე

თარიღი: 11.03.2020

„რეალური მოძრაობის ყოველი ნაბიჯი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ათეულობით პროგრამა.“

– კარლ მარქსი

2020 წელს საქართველოში მორიგი საპარალმენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყანა ირჩევდა მეათე მოწვევის პარლამენტს, მაგრამ არჩევენებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის სურვილი თითქმის არარსებული იყო ქართველ მშრომელ კლასში. განსაკუთრებით „აუცილებელ მშრომელებში“ — მედიცინისა და მომსახურების სფეროს მუშაკებში, რომლებიც „კორონავირუსის“ პანდემიისას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გარისკვის ფასად ზრუნავდნენ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ექიმების, ექთნების, სანიტრების, მაღაზიის კონსულტანტების, დამლაგებლების შრომის დატვირთვა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა მათ მიერ გაწეული შრომის ღირებულება სისტემატურად უგულებელყოფილი და დაუფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გავრცელებულია „კოვიდ-19“-ის პანდემია, არც პოლიტიკური პარტიები და არც სამოქალაქო სექტორია მზად მიატოვოს ნეოლიბერალზმი, რომელსაც უკვე 30 წელია ქმნიან და თავს ახვევენ საქართველოს მოსახლეობას. ისინი არ არიან მზად უპასუხონ იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებს, რაც სასოწარკვეთილად სჭირდებათ ქართველ მშრომელებს.

1. სისტემური ცვლილებების საჭიროება

სისტემური ცვლილებები, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მშრომელების ჩართულობით შეიძლება განხორციელდეს. კაპიტალიზმში რეალური ცვლილებები, ისტორიულად, სწორედ მშრომელთა გათვლილი, წინააღმდეგობრივი და ორგანიზებული ქმედებებით ხორციელდება. მიუხდედავად იმისა, რომ ყველა მშრომელი არაა ორგანიზებული, მშრომელები აცნობიერებენ რომ მათი უდრეკი წყურვილი სისტემური ცვლილებებისა არ საჭიროებს არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნებას, არამედ ითხოვს კაპიტალისტური დღის წესრიგის ლიბერალური ჰეგემონის დანგრევას, სადაც მათი შრომა დაფასდება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები დაეფუძნება მათ ინტერესებს. მშრომელები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ზემოდან ცვლილებები არ მოხდება, რადგან ეს იქნება მხოლოდ ცვლილების მირაჟი, მორიგი უკან დახევის სერიები ქართველი მშრომელი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ, რაც უკვე ხდება ბოლო ათწლეულებია.

რეალური ცვლილებების მომტანები რომ ორგანიზებული მშრომელები არიან, ეს აშკარაა საქართველოში, რადგან ნამდვილი პოლიტიკური გამარჯვებები არსებული სისტემური სოციალური ცვლილებებისთვის მხოლოდ მშრომელებმა განახორციელეს. გაფიცვები და მშრომელთა ორგანიზება წარმატებული გამოდგა იმ მშრომელთა მოძრაობის წამოსაწყებად, რომელსაც ექნება სისტემური გარდაქმნის შესაძლებლობა. პოლიტიკური კლასის მიერ ნეოლიბერალური პოლიტიკის შეურიგებელი ერთგულება, რაც შერწყმულია კაპიტალისტური კლასის ინტერსებთან, თავზეხელაღებული თვითკოლონიზება პოლიტიკური პარტიების მიერ, პრიმიტიული აკულაცია ხალხისთვის საჯარო სიკეთეების წართმევით და საქართველოს პროკავშირების გაერთინების (GTUC) მიერ ღალატი — ესაა ყველაფერი, რამაც უცაბედად იმედგაცრუებული მშრომელები მიახვედრა, რომ უნდა მოირგონ ის დაკისრებული ისტორიული ფუნქცია, რომელიც მათ თანმიმდევრულად აქცევს ცვლილებების ნამდვილ მამოძრავებელ ძალად პოსტსაბჭოთა საქართველოში.

ქართველი მშრომელთა კლასი დღეს მარტოა, რადგან არ ჰყავს პარტია და არ აქვს მხარდაჭერა ქვეყნის პოლიტიკური ელიტებისგან. მარჯვნივ რადიკალურმა გადახრამ მშრომელები პოლიტიკური პარტიის გარეშე დატოვა. წამყვანი პოლიტიკური პარტიები ღიად ანტისოციალურ და მშრომელი მოსახლეობის საწინააღმდეგო ნეოლიბერალურ პოლიტიკას ატარებენ. სამოქალაქო საზოგადოება და „მემარცხენე აქტივისტები“ მშრომელი კლასისგან და კლასობრივი პოლიტიკისგან გაუცხოებულია. ასევეა აკადემიაც, რომელმაც წლების პროგანდის შემდეგ მშრომელი კლასი გვერდზე გადადო. ახალი აკადემიკოსებიც, რომლებიც „მემარცხენეებად“ თვითიდენტიფიცირდებიან, ვერ იაზრებენ მშრომელთა კლასის მშნიშვნელობასა და ძალას. თანმიმდევრული იდეოლოგიური ცნობიერბისა და ორგანიზების ნაკლებობა, თვითგამოცხადებულ „მემარცხენე“ აკადემიკოსებსა და „აქტივისტებს“ არ აძლევს საშუალებას გაიგონ ის ზუსტი მომენტები როდის უნდა ჩაერიონ და დაეხმარონ მშრომელთა კლასსა და მათ პოლიტიკას.

ამასობაში, როდესაც პოლიტიკურად ორგანიზებული მემარჯვენეები ხელს უწყობენ კონფლიქტებს გამარჯვებისთვის, „მემარცხენეები“ თმობენ კონფლიქტებს მშვიდობისთვის, რაც მათ მუდმივ უკან დახევის პოზიციაში აყენებს. მშომელთა პოლტიკური წარმომადგენლობის ნაკლებობა ეხმარება მემარჯვენეებს კაპიტალისტებისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში, ხოლო „მემარცხენედ“ იდენტიფიცირებას თავის თავზე იღებს სამოქალაქო საზოგადოების მცირე ნაწილი, ძირითადად, არასამთვრობო ორგანიზაციების სახით. ისინი მუდმივად მიდიან დათმობაზე კაპიტალისტებისთვის დამამშვიდებელი და ხელშწმყობი პოლიტიკის შემუშავებით. მშრომელებისთვის ვერანირი ფუნდამენტური ცვლილება ვერ წამოვა კაპიტალისტური კლასის მენეჯერებისგან, რადგან ისინი ყოველთვის კაპიტალისტების ინტერესებს ატარებდნენ. ამდენად, ქართული სამოქალაქო საზოგაოდება (არასამოთავრობოები) მუდმივად იუცხოებდა თავს მშრომლებისგან, მიილტვოდა კაპიტალისტების ხაფანგისკენ, რამეთუ მათ თავს დააჯერეს, რომ შეეძლოთ რეალური ცვლილებების განხორციელება უმნიშვნელო და ტექნორკატიული ქმედებებით.

რწმენა ზემოდან ქვემოთ ცვლიელბების განხორციელებისა, და მშრომელთა კლასისა და კლასობრივი პოლიტიკის უარყოფა საკმაოდ ძლიერია ქართველ „მემარცხნე აქტივისტებში“. მათ ირწმუნეს, რომ ახალი პოლტიკური სტრატეგიების შემუშევება შესაძლებელია ორგანიზებული მშრომელების პოტენციალზე უარის თქმით. მათმა რწმენამ უმნიშვნელო ცვლილებებისა ისინი აიძულა ეღალატათ რევოლუციური პოლიტიკისთვის და აერჩიათ „რეფორმისტული“ გზები. ეს პირდაპირ კარგად ერგება კაპიტალისტური კლასის მოთხოვნებს საქართველოში, რომელმაც „რეფორმისტული“ პოლიტიკის იმედად დარჩენილი „მემარხცნეები“ გაფანტეს სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ბევრი ყოფილი „მემარცხენე“ შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობების კლასს (ადვოკატირების ჯგუფებს), ხოლო ზოგი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ნეოლიბერალური „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივადაც მოგვევლინა. ბევრი მათგანი მართლაც დაეხმარა საქართველოში „მემაცხენე“ იდეების გაცოცხლებას, თუნდაც სტუდენტური მოძროაბა „ლაბორატორია 1918“-ით, რომელიც ებრძოდა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნეოლიბერალურ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის არჩვენებში. თუმცა მათ ვერ შეძლეს მშრომელთა კლასთან კავშირის პოვნა, რამეთუ ახალი ხელისუფლების მიერ დასაჩუქრდნენ სამუშაოებით 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ნამდვილ ცვლიელებას აქვს პოტენციალი გაზარდოს ორგანიზებული მშრომელთა კლასის საბრძოლო ძალა — მშრომელთა გაერთიანებებიდან, რეალური პროფკავშრებიდან და არა ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან, რომელიც აგრძელებს სტატუს-ქვოს კვლავწარმოებას, ან კაპიტალისტური კლასიდან, რომელიც ანტისოციალური და ანტისოციალისტური პროპაგანდით ცდილობს მშრომელების ბრძოლისუნარიანობის გატევასა და მათ დამორჩილებას.

2. დამოუკიდებლობიდან პრიმიტიული აკუმულაციით საჯარო სიკეეთების ჩამორთმევამდე

საბჭოთა კავშირის (სსრკ) დაშლამ გამოიწვია სოციალური და ეკონომიკიური მდგომარეობის შოკური ტალღა, რომელმაც გაუარესა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში. საბჭოთა კავშირის დაშლა აღწერილია, როგორც „სოციალური ცხოვრების, ბიოსფეროს, შრომის პროცესის, თავისუფალი დროის, პოლიტიკური და კულტური წარმომადგენლობის გაფართოებული და აჩარებული გასაქონლება/კომოდიფიკაცია.“ (Gill, 2003).

საბჭორთა კავშირის დაშლა ფართო მასშტაბის ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფა იყო ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. საქართველოს მოსახლეობა ჯერ შემცირდა 5,1 მილიონიდან 4,5 მილიონამდე 1990–2002 წლებში, ხოლო შემდეგ შემცირდა 4,5 მილიონიდან 3,7 მილიონამდე 2002–2016 წლებში, რაც უმეტესად განპირობებულია შრომითი მიგრაციითა და სიღარიბით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2016). ეკონომიკის შოკური თერაპია და საბაზრო პოლიტიკაზე გადასვლა იყო ახალი პოლიტიკური ქვაკუთხედი საქართველოსა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში. დაჩქარებულმა სტრუქტურულმა პრივატიზაციის რეფორმებმა და კაპიტალის აკუმულირების პოლიტიკაზე სრულმა გადასვლამ, ამ ქვეყნების ბაზრები შეუერთა გლობალური კაპიტალიზმის ჰეგემონიას. ამასთანავე, ძლიერი, ორგანიზებული და პოლიტიზირებული პროფაკვშირების არარსებობამ ხელი შეუწყო ზემოთხსენებულ პროცესებთან წინააღმდეგობის არარსებობას.

„სსრკ“ თავისი არსითა და ტელეოლოგიური შინაარსით იყო მშრომელების ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსებობის ბოლო წლებში სახელმწიფო აპარტმა გამოშიგნა იდეოლოგიურობა, ხოლო პროფკავშირები მხოლოდ სამუშაო ადგილზე კოლეგიალური ღონისძეიბების მომწყობ ორგანოდ აქცია (მაშინ საბჭოთა კავშირი იყო გააზრებული, როგორც უკლასო საზოგადეობა და აქედან გამომდინარე, მშრომელთა ბრძოლის საჭიროება არ არსებობდა), მშრომელთა კლასი სახელმწიფო პროპაგანდაში მაინც განიხილებოდა საზოგადოების წამყვან ძრავად. სანატორიუმებში დასვენებებით დაწყებული, და უფასო უმაღლესი თუ საშუალი განათლებით დამთავრებული, იმ პერიოდისთვის განახლებული და კეთილმოწყობილი უფასო ბინებით, სსრკ-ში მართლაც აღიქმებოდა მშრომელი ადამიანი პრიორიტეტად.

ალტერნატიული სოციალისტური ჰეგემონიის გარეშე მშრომელთა ძალა დასუსტდა, რადგან პროფკავშირები გახდა კაპიტალისტური სისტემის ხელშაუვალი ნაწილი პოსტ-საბჭოთა მსოფლიოსა და, განსაკუთრებით საქართველოში. ეს განპირობებული იყო იმითაც, რომ საბჭოთა კავშირში, პროფკავშირებს არ უწევდათ მტაცებლურ კაპიტალიზმთან ბრძოლა, ხოლო მის დაშლას მოუმზადებლები შეხვდნენ. დღეს „საქართველოს პროფკავშირების გაერთაინების“ (GTUC) მიერ სიღრმისეულმა მშრომელთა ორგანიზების უგულებელყოფამ, ისედაც ასიმეტრიული და სუსტი მოლაპარაკებების პროცესები და ურთიერთობა მშრომელებსა და კაპიტალისტებს შორის, კიდევ უფრო კაპიტალისტების მხარეს გადახრა, სადაც „ყვითელი პროფკავშირების“[1] ლიდერები უსირცხვილოდ ყიდიან პრინციპებს და ღალატობენ მშრომელთა ერთობას.

აღსანიშნავია, რომ გლობალური ცენტრის „მემარცხენეობაც“ განიცდის უკუსვლას და მათი წამყვანი ფიქრის სკოლებიც ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებენ მშრომელებს, თუმცა უდიდეს ყურადღებას უთმობენ მარგინალური პოლიტიკური კანონმდებლობის ცვლილებებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს კაპიტალისტების ძალას და არა პოტენციური მშრომელთა ძალის შენებას. ეს გავლენას ახდენს საქართველოზეც, სადაც ტექნოკრატია ძლევს მშრომელთა კლასის პოლიტიკას. რადიკალურმა საბაზრო კაპიტალიზმის დომინირებამ და გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ რუსეთთან, საქართველო გადააქცია ფუნდამენტალისტურ მემარჯვენე ექსპერიმენტად.

ქართველი ხალხი და არაორგანიზებული მშრომელთა კლასი აღმოჩდნა საერთაშორისო კაპიტალის მოწყალების ქვეშ, რომლის ფინანსური სექტორის გავლენა ნელ-ნელა ხდება ქართული ეკონომიკის წამყვანი მოთამაშე, რომელიც ფინანსიალიზაციის დაჩქარებული სისწრაფით, პოლიტიკური კლასისა და „საქართველოს პროფკავშირების გაერთაინების“ დახმარებით შთანთქავს ინდუსტრიულ კაპიტალს და მათ შორის ჯანდაცვის სექტორსაც. დღეს პოლიტიკურმა კლასმა მოირგო კაპიტალისტური კლასის როლიც, რადგან კაპიტალისტური კლასი ჯერ ბოლომდე არაა განცალკევებით ჩამოყალიბებული. წამყვანი მედია და სამოქალაქო საზოგადოება კი გადაიქცა საერთაშორისო კაპიტალის მარიონეტად, რომელიც თავისუფალი ბაზრის პოლიტიკის ალტერნატივას ვერ ხედავს და არ აწვდის ქართულ საზოგადოებას.

საქართველოში საბანკო სექტორი, რომელიც მთლიანად დიდი ფულის შოვნაზე გადასული (განსაკუთრებით „საქართველოს ბანკი“, რომელიც იმართება ლონდონის „სითი ოფ ლონდონიდან“), გახდა სოციალური და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი განმსაზღვრელი ქვეყანაში. მთლიანად დეინდუსტრირებულ და საერთაშორისო დახმარებებზე დამოკიდებულ საქართველოში მიმდინარეობს ხალხისა და საჯარო ქონების წართმევა პრიმიტიული აკუმულირებით ფინანსიალიზაციისა და ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

ფინანსური კაპიტალი და საბანკო სექტორი აკონტროლებს ქართულ წარმოებასა და ინდუსტრიულ პოტენციალს მონოპოლიზირებითა და ისედაც გაღარიბებული ქართველი მშრომელი კლასის გავალიანებით. პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც ეხებოდა დერეგულირების წახალისებასა და მასობრივ პრივატიზებას, კიდევ უფრო მეტი ძალა შესძინა სპეკულაციურ საბაზრო აქტივობებით ფინანსურ სექტორს მოგების მისაღებად (Graeber, 2011). ფინანსიალიზაცია არის კაპიტალის მიმოქცევის ფორმა, სადაც ფული (დამატებითი ღირსებულება) იქმნება თავად ფულით და არა წარმოებით — „ფული, რომელიც ჩაყრილია მიმოქცევაში როგორც კაპიტალი ყოველგვარი მატერიალური საფუძვლისა საქონელსა თუ საწარმოო აქტივობაში“ (Harvey, 1982, p. 95).

ამ ლოგიკით, ფინანური კაპიტალის მახასიათებელია ფიქტიურობა — ფინანსები, როგორც ფიქტიური კაპიტალი. მარქსის მიხედვით ფინანსები არის დახასიათებული როგორც, „ფული, როგორც კაპიტალი“ (1959), მოგებიდან ამოღებული კრედიტი, რომელიც განსხვავებულია „რეალური კაპიტალისგან“, რასაც ჭირდება საწარმოო საშუალებები და მშრომელთა სამუშაო ძალა. საქართველოში მომძლავრებულია ფინანსური კაპიტალის ზრდა, რომელიც თითქმის ცხოვრების ყველა სფეროს აკონტროლებს, რისი ნათელი მაგალითიცაა ჰოსპიტალური სექტორის 45%+ დაქვემდებარება და პირდაპირი კონტროლი, საცხოვრებლის პრობლემურობა და მასიური გამოსახლებები, ხალხისთვის საცხოვრისის წარმთმევის მეშვეობით, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში უფასო ჯანდაცვა და საცხოვრისით უზრუნველყოფა იყო გარანტირებული.

საქართველოს ტოტალური დეინდუსტრიალიზაცია და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულება, საბანკო სექტორისთვის ბარიერიების მოხსნა და ინვესიტირება მომსახურების სექტორში ვერ ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს ნორმალური შრომითი პირობებით. იქმნება არასტაბილური სამუშაო ადგილები, სადაც არ ხდება მშრომელთა უნარების ზრდა, მიზერული ანაზღაურებაა და კაბალური შრომის პირობები, რაც გარანტიაა დასაქმებულის ადგილზე არგაჩარებისა. მაგალითად, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები კვირაში, დაახლოებით, 60–80 საათს შრომობენ 40 საათის ნაცვლად და თვიურად, საშუალოდ, იღებენ 400 ლარს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდქსი მიუთითებს ზეგანკვეთურ შრომაზე, თუმცა საათების აღრიცხვის, ზეგანკვეთური ტარიფის არარსებობისა და შრომის ინსპექციის პოლიტიკური ნების არარსებობისა მანდატის გასაზრდელად, დღეს მშრომელების ზეგანკვეთური სამუშაო არ ფასდება რეალურად (საქართველოს შრომის კოდექსი, 2010). ამას ეწოდება დასაქმებულებისთვის ხელფასის მოპარვა — „მოპარული ხელფასი“. დაბალი ხელფასები უდრის დაბალ მოხმარებას, ეს კი, სინამდვილეში, ქართული ეკონომიკის შეჭირვებულობის გაგრძელების გარანტიაა თავად კაპიტალისტური ლოგიკითაც.

ჯანდაცვის სისტემისა და ჰოსპიტალური სექტორის სწრაფმა პრივატიზებამ გამოიწვია ისიც, რომ დღეს საქართველოში დასაქმებული მედიცინის მუშაკები არიან ექსპლუატირებულები. ექთნების შემთხვევაში, მათი თვიური საშუალო ხელფასები მერყოებს 140-დან 300 ლარამდე. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ / „ევექსის კორპორაციამ“, რომელიც „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიაა, 2016 წლიდან 2017 წლამდე მოგება 400 მილიონი ლარიდან 760 მილიონ ლარამდე გაზარდა, ხოლო ექთნების ხელფასები კვლავ უცვლელია, მიუხედავად პანდემიისა თუ ინფლაციისა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ჰოსპიტალური სექტორის 95%-ზე მეტი გასხვისებულია, რომლის 1/3 -ს ფლობს „საქართველოს ბანკი“ (კარანაძე, ჩარკვიანი, ს., & & ომსარაშვილი, 2019). დაახლეოებით, 2 ათწლეულზე მეტია ამ ტენდენციას საქართველოს მთავრობები იმით ხსნიან, რომ ჰოსპიტალური სექტორის უკონტროლო გასხვისება გამოიწვევდა ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, თუმცა ამან არ გაამრთლა და პირიქით, მედიცინის მუშაკების საჭიროებების უგულებელყოფის ხარჯზე ჯანდაცვის მომსახურება გაუარესდა კიდეც. ამ გასხვისების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია ქვეყანაში ექთნების კადრების საგანგაშო ნაკლებობა, რომლებიც ცუდი პირობებისა და მიზერული ხელფასები გამო ხშირად უარს ამბობენ ექთნებად მუშაობაზე, ხოლო ახალი კადრები არ იქმნება, გამომდინარე პროფესიის პრესტიჟის არასრებობითა და სამუშაო პირობებით. ბოლო მონაცმებით, ქვეყანაში გვყავს 27,4 ათასი ექთანი და 17,8 ექიმი, რაც შებრუნებული უნდა იყოს, თუმცა ექთნების რაოდენბა, მაინც 2-ჯერ გასაზრდელი იქნებოდა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2019).

დასაქმებულ ექთნებს თავის გადასარჩენად დღეს უწევთ რამდენიმე სამსახურში მუშაობა, ხოლო ცვლაში, საშუალოდ, სულ მცირე, 15–30 პაციენტის მოვლა. ექთნების უმეტესობა ამ ცუდ პირობებს არჩევს ევროკავშირის ქვეყნებში შრომით მიგრაციას, საიდანაც ფულს უზავნის თავის ოჯახს საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი საქმდება მომვლელად სამხრეთ ევროპის ქვეყნებში. არის შემთხვევებიც, როდესაც ევროპული კომპანიები ეძებენ კადრებს საქართველოში და საქართველოდან მიჰყავთ ექთნები გერმანიაში გადასაკვალიფიცირებლად და შემდეგ დასასაქმებლად.

ამ ყველაფრის ფონზე, წამყვანი ქართველი ეკონომიკის „ექსპერტები“ გვთავაზობენ იმგვარი ეკონომომიკური განვითარების მოდელს, რომელიც ნაკარნახევია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან, ხოლო გამყარებულია წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ეს განპირობებულია განვითარების იმგვარი მოდელით, სადაც უცხოურ პირდაპირ ინვესტიციების მოზიდვაზე მაღალი კონკურენციაა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვყენებთან, საწარმოებისა და სტრატეგიული ობიექტების გასხვისებით ყოველგვარი „სოციალური პასხუხიმგებლობის“ ბარიერებისა თუ დათქმების მოხსნით. ამასთანავე, ქვეყნის კონსტიტუცია ზღუდავს ბიუჯეტს, რომელიც არ შეიძლება იყოს ქვეყნაში მშპ-ს 30% -ზე (28%) მეტი. ეს არის საკონსტიტუციო დამატება 2010 წელს მიღებული პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მემარჯვენე პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ამ დამატებას მოიხსენიებენ „ლიბერთი აქტადაც“ (94-ე მუხლი), რაც ასევე გულისხმობს ფისკალური პოლიტიკის განსაზღვრაზე პარლამენტის ძალაუფლების გაბათილებას და საგადასხადო ცვლილებების რეფრენდუმებზე მინდობას. ეს კი მარტივად მანიპურების საგანი გახდება დიდი ბიზნესების სავაჭრო პალატებისთვის, რომლებიც ხალხს მარტივიად მოატყუებენ, რომ თითქოს, პროგრესული გადასახადებით,მდიდრების ნაცვლად ღარიბებსა და მშრომელ კლასს გაეზრდება გადასახადი, რაც არის სიცრუე. სამწუხაროდ, მიუხედავად კონსტიტუციური უმრავლესობისა, „ქართული ოცნების“ მემარჯვენე მთავრობამაც არ ამოიღო ეს მუხლი კონსიტუციიდან 2017 წელს. მიუხედვად კამპანიისა („არა ლიბერთი აქტს“) „სოციალ-დემოკრატიულმა“ ფრაქციამ მაინც დაუჭირა კონსტიტუციას მხარი, რომელშიც ეს მუხლი რჩებოდა, რითაც ხელიდან გაუშვა დიდი შანსი პოლიტიკური პროცესების შეტრიალებისა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის დამცველი და ზედამხედველი უნდა იყოს ქვეყანაში, პირდაპირ აირჩია მხარე და შეეწინაღმდეგა ამ მუხლის კონსტიუციიდან ამოღებას, რაც ცხადყოფს კაპიტალიზმის მენეჯერული კლასის წარმომადგენლობის გამოვლინების იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მიკერძოებულობას.

3. „კოვიდ-19“ და მშრომელთა კლასის პოლიტიკის შანსები

საქართველოს ნეოლიბერალი მემაჯვენე მთავრობა და მისი მარჯვენე ოპოზიცია კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას, არაფრისმთქმელი „ბიზნესის კეთების“ თავისუფლების რეიტინგებით პროპაგანდირებასა და ტურიზმის ეკონომიკაზე ორიენტირებას, მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ-19“-მა ღიად წარმოაჩინა ის სისტემური ჩავარდნები, რომლებიც პოსტსაბჭოთა საქართველოში მოიტანა მდუღარე კაპიტალიზმა და რომელმაც ჯეროვნად ავნო ხალხის კეთილდღეობას. როგორც მთავრობა, ისე მემჯარვენე ოპოზიცია და წამყვანი პოლიტიკური პარტიები, ალტერნატივას ვერ და არ სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. მთავარი ალტერნატივა კვლავ „ქამრების შემოჭერის პოლიტიკაა და მარადიულად ევროკავშირის კრიზისთან გამკლავების პოლიტიკის რადიკალური მემარჯვენე მეთოდის „ორდოლიბერალიზმის“ მიბაძვაა[2].

ქართული პოლიტიკური პარტიები, უმეტესად, მემარჯვენე ან მემარჯვენე-დეიდოლოგიზირებული წარმონაქმნები აირან. ხოლო პოლიტიკოსები ისე იცვლიან პარტიებს, როგორც ტანსაცმელს, იმის მიხედვით, რომელი პოლიტიკური პარტია დაეხმარება იმუნიტეტისა და ძალაუფლების შენარჩუნებაში, იმისთვის, რომ გაატაროს თავისი ან დამფინანსებლის ბიზნესინტერესები. ამას ხშირად იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ მმართველი პარტიისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ოლიგარქი ივანიშვილისა ან შურისძიების წყურვილით დაბნედილი ოპოზიციის კლოუნი ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილისა. ამის ნათელი მაგალითია ქართული სააფთიაქო მაფიის წამყვანი ფიგურა კახაბერ ოქრიაშვილის მიერ პარტიების ცვლილება. ოქრიაშვილი არის „პეესპეს“ („PSP/Paulatim Summa Petuntur“) დამფუნძებელი, რომელმაც დიდი ფული იშოვა შემოტანილ წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდით. ის ჯერ იყო „ნაციონალური მოძრაობის წევრი“, ხოლო მთავრობის ცვლილებამ ის „გადააპორტირა“ ახალ სამთავრობო პარტიაში, თუმცა ოლიგარქ ივანიშვილთან უთანხმოების მერე, მიხვდა, რომ საპარალმენტო იმუნიტეტს ვეღარ შიენარჩუნებდა „ქართულ ოცნებაში“ და კვლავ მოახერხა „ნაციონალური მოძროაბის“ სიის ოცეულში მოხვედრილიყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა წარმოაჩინა, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიებს ძირითადად აგებენ გეოპოლიტიკურ საკითხებზე. არც ერთი დომინანტი პარტია არ განიხალავს მშრომელების რეალურ და აუცილებელ საჭირობებს:

· თვიური მინიმალური ხელფასის 20 ლარიდან საცხოვრებელად ადეკვატურ ხელფასამდე გაზრა;[3]

· საჭირო შრომის კოდექსის რეფორმების გატარება;

· არსებული შრომის ინსპექციის მანდატისა და უფლებამოსილების გაზრდა და გაძლიერება;

· ბანკების მიერ მოქალაქეების სახლებიდან (უკანასკნელი საცხოვრებლიდან) გამოსახლების აკრძალვა;

· მოსახლეობის გავალიანების წინააღდეგ სათანადო ნაბიჯების გადაგმა, რადგან ხალხს სიღარიბის გამო ავალიანებენ ფინანსური ორგანიზაციები და ბანკები;

· საბინაო და სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავება;

· ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უფასო ჯანდაცვა და განათლება;

თუმცა ამ მოთხოვნებს გამასხარავებული ე.წ. „ლებორისტული პარტიის / მშრომელთა პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც არ აყენებს წინა პლანზე, ისიც გეოპოლიტიკურ საკითხებზეა ორიენტირებული და, მეტიც, ყველაზე რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა: „მივმართავ ამერიკის პრეზიდენტს, ტრამპს გახსნას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა და განალაგოს მასზე ატომური ბირთვული იარაღი“ (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი,, 2019). ეს ცხადყოფს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები რეალურ ცვლილებებს არ სთავაზობენ ქართველ მშრომელებს.

ქართული პოლიტიკური პარტიები არ არიან ცვლილებების მომტანნი, ისინი არიან სხვადასხვა ლობისტური ჯგუფის ფრაქციები, რომლებიც მიილტვიან ფულისა და ძალაუფლების განაწილებისაკენ. 21 წელია ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა იმ დონეზე „დაივიწყა“ მრშომელები, რომ მინიმალური ხელფასი თვეში კვლავ 20 ლარია. დღევანდელი მემარჯვენე მთავრობა და მისი მემარჯვენე ოპოზიცია ეწინააღდმეგება მინიმალური ხელფასის გაზრდას და ყველა მცდელობა პარლამენტში ამის გამოსასწორებლად სრულდება მშრომელების მარცხითა და კაპიტალისტების გამარჯვებით.

მაშინ, როდესაც „კორონავირუსის“ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოა, ათასებში 3,7-მილიონიან საქართველოში, ექსპლუატირებული დასაქმებულები საჭიროებენ ფუნდამენტურ და სიტემურ ცვლილებებს, და არა კოსმეტიკურს. თუ ისედაც გაჩანაგებულ ჰოსპიტალურ სექტორზე გაგრძელდება ასეთი დატვირთვა, რადგან მედმუშაკების კადრების მძიმე სიდუხჭირეა, ჩამოშლის პირას მყოფი ჰოსპიტალური სექტორი ვეღარ გაუძლებს დატვირთვას და სისტემა უბრალოდ დაინგრევა, რაც ძალიან მძიმედ დააწვება მედმუშაკებსა და, ზოგადად, მთელს საზოგადოებას.

ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების ნაცვლად, არც ხელისუფლება, არც სხვა პოლიტიკური პარტიები, თუ სამოქალაქო საზოგადოებაში გაბატონებული არასამთავრობოები არ სთავაზობენ საქართველოს მოსახლეობას ალტერნატიცას, გარდა კვლავ მოკლევადიანი და აბსურდული ნეოლირებრალური პოლიტიკისა, რომელიც უკვე 30 წელია ვერ არამართლებს. ასე გაგრძელება მხოლოდ გააღრმავებს ეკონომიკურ, და შემდეგ, სოციალურ კრიზისს. „აუცილებელი მშრომელები“, წირავენ ყველაფერს, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საშინელ პირპბებში, როდესაც მათი შრომა მატერიალურად არ ფასდება; მუშაობენ თითოეული მოქალაქისა და საზოგადოების საერთო კეთილდღეობისთვის. საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები თავიანთ სახეს აჩვენებენ იმით, რომ ზრუნავენ მხოლოდ საკუთარი დოვლათის გაზრდისა და პირადი კეთილდღეობისთვის, მაშინ როცა მშრომელებს მსვერპლად წირავს თავისი ინტერესისთვის.

კორონავირუსმა უფრო ცხადი გახადა პრობლემები, რომლებიც აქამდეც არსებობდა:

· თითქმის არ არსებობს ქართული წარმოება;

· ქვეყნის მთავარი ექსპორტი იაფი მუშა-ხელია;

· მოსახლეობის გავალიანება წლიდან წლამდე იზრდება;

· საავადმყოფოების 95% გაყიდულია;

· კაზინოები და ბანკები რეკორდულ მოგებაზე გადიან მაშინ, როცა ბიუჯეტს ღარიბები ავსებენ;

· შრომის პოლიტიკას კი ბიზნესასოციაციები და სავაჭრო პალატები განსაზღვრავდნენ;

ამ და სხვა პრობლემების გადაჭრას იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ მთელს პოლიტიკურ კლასს ერთი იდეოლოგია აქვს — კაპიტალიზმის ფუნდამენტალისტური ერთგულება და აგრეთვე, ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიტიკაში ლიბერტარიანული ასპექტების მტკიცე მხარდაჭერაც. ზუსტად იგივე ეხება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანას ამზადებენ მარად გაფარათოვებადი კაპიტაზმის ექპლუატაციური სისტემისთვის, ხოლო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად ქმნის ცვლილებების ილუზიას, თუმცა საბოლოოდ ემსახურება კაპიტალის ინტერესებს. მათი დამოკიდებული საგრანტო სისტემასა და გრანტებზე, რომლებიც გაიცემა კაპიტალიზმის ცენტრიდან, გათავლილია მხოლოდ კომპრომისებსა და საჭირო ცვლილებების შესაძლებლობების მოხდენის შეზღუდვაზე მაშინაც, როდესაც ამ არასამთავრობოებში შეიძლება მუშაობდნენ გულწრფელი ინდივიდები, რომლებსაც უნდათ და სჯერად ცვლილებებისა. სამწუხაროდ, ეს ამ თანამშრომლებზე არაა დამოკიდებული და ისინი ვერ მოახდენენ ცვლილებას, განა იმიტომ, რომ არ სურთ, არამედ იმიტომ, რომ ამის საშუალებას პოლიტიკურად არ იძლევა ამგვარი გრანტებით შებოჭილი სისტემა.

განსხვავებით არასმთავრობოებისა და სამოქალაქო საზოგადოებისა, მშრომელებს კატეგორიულად განსხვავებული სტრატეგიული მიდგომები აქვთ. სამოქალაქო საზოგადოება მოქმედებს კომპრომისებით, იმის იმედად, რომ კაპიტალისტები ზურგს უკან მოლაპარებებზე წამოვლენ, თუნდაც მცირე დათმობებზე და მათ არ მოუწევთ ორგანიზებულ მშრომელთა კლასთან პირისპირ პრობლემების რეალური განხილვა. ეს მიდგომა ყოველ ჯერზე ჩანს, რომ წარუმატებელია რადგან კაპიტალისტები, რომლებიც ფლობენ ძალაუფლებას, სარგებლობენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი პოლიტიკური კლასის მხარდაჭერით, ვერ ხედავენ, რეალური ცვლილებების გატარების აუცილებლობას. ისინი თანხმდებიან ლეგალისტურ და ტექნოკრატიულ მიდგომებზე, რომელიც მოიტანს, მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებას ქაღალდზე აღსანიშნად და რეპორტებში დასაწერად. მაგალითად, საქართველოში შრომის კოდექსში ხელჩასაჭიდი ცვლილებები დღემდე არაა მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და მსოფლიო შრომის ორგანიზაცია ამ პროცესს უკვე შვიდი წელია დადებითად აფასებს — ტარდება შეხვედრები და კოფერენციები სასტუმროებში, იხარჯება მილიონები, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ეს პროცესი მშრომელების ყოველდღიურობისთვის მხოლოდ გრძელვადიანი წლის ნაყვაა.

არასამთავრობოებისა და კორუმპირებული „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისგან“ განსავავებით, მშრომელებს სწამთ გამარჯვების, რომელიც მომტანი იქნება ნამდვილი ცვლილების. არასმთავრობოებისა და „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ ტექნოკრატიული მიდგომები იმედს უცრუებს და წელში ტეხავს მშრომელების ბრძოლისუნარიანობას, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ ორგანიზება, ბრძოლა და შემდეგ გამარჯვება მოიპოვონ ელიტების მიერ თავსმოხვეული პოლიტიკურ თუ სოციალურ გამოწვევებზე. ტექნოკრატია, არასდროს ამართლებს იმ მოლოდონებს, რომლებიც აქვთ მშრომელებს ან, თუნდაც, თავად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასევე, აკადემიაც (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსიტუტები) არ ეხმარება მშრომელ კლასს, რადგან ისინი არ ქმნიან შესაბამის ცოდნებს. პირიქით, აკადემია ქმნის იმგვარ ცოდნებსა და ინტელექტულებს, რომლებიც უმეტეს წილად მოემსახურებიან კაპიტალისტური კლასის ინტერესებს. ხშირად ამ ინტელექტუალების განათლება ფინანსდება სტიპენდიებით კაპიტალიზმის ცოდნის წარმოების ცენტრში და ამიტომ იშვიათად თუ შეძლებენ ეს ინტელექტუალები აიმაღლონ ხმა მათი დამხმარე კაპიტალისტური კლასის წინააღმდეგ, რომელიც ზეგავლენას ახდენს მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.

ერთადერთი იმედი მშრომლებშია, რომელთაც ჭირდებათ სიღრმისეული და ძლიერი ორგანიზება, პოლიტიკური გაძღოლა და პოლიტიკური გათვითცნობიერება (ნაბიჯები მშრომელთა ცნობიერების ჩამოყალიბებისკენ), რათა თავი აარიდონ კაპიტალიზმის შექმნის „ხაფანგებს“. საქართველოში არის მშრომელების მიერ ადგილობრივ დონეზე თვითორგანიზების პრეცედენტები — ჭიათურა! მონოინდუსტრიული მეშახტეების ქალაქ ჭიათურაში მშრომელებმა თავად მოახდინეს ორგანიზება და ბრძოლოა სამართლიანობისთვის, მას შემდეგ, რაც უკვე რამდენიმეჯერ იწვნიეს ღალატი არადემოკრატიული და კორუმპირებული „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ მხრიდან. 2019 წელს მათ თვით ორგანიზებამ მოახერხა ჭიათურაში საყოველთაო გაფიცვის მობილიზება და მოტყუებულები მოლაპარაკების მაგიდას აღარ მიუსხდნენ. მათ გაძლეს და გაიმარჯვეს, ხელფასების 30%-იანი მატებაც მოიპოვეს.

ჭიათურისმაგვარი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია და არის დამარცხების საფრთხეც. მაგალითად, 2016 წელს მეშახტეები გაიფიცნენ ტყიბულში. ეს გაფიცვა სამართლებრივად არალეგალურად იყო მიჩნეული, თავად „საქართველოს პროფკავშრების გაერთიანების“ მიერ. თუმცა ამ საკითხთან ასეთი მიდგომა იყო სტრატეგიულად წამგებიანი. ეს იყო უსამართლობა და ამან მხოლოდ იმოქმედა მეშახტეების წინააღმდეგ. ტყიბულში ბევრმა მეშახტემ დაკარგა სიცოხლე და ჯანრმთელობა შახტებში, ხოლო კომპანიის ადმინისტრაცია ეწინააღმდგებოდა როგორც სამუშაო უსაფრთხოების პირობების ყოვლისმომცველ გაუმჯობესაბას, ისე მეშახტეების სამართლიან მოთხოვნას ხელფასების 40%-ით მატებისა. ირაკლი პეტრიაშვილი, „საქართველოს პროფკავშრების გაერთაინების“ თავმჯდომარე პირადად ჩაერია გაფიცვაში და აწარმოა „მოლაპარაკებები“ ადმინისტრაციასთან. რის შედეგადაც შეთანხმება მოხდა ხელფასების ჯერ 7%-ით და შემდეგ ეტაპობრივად 10%-ის მატებით. ამით დასრულდა გაფიცვა, მაგრამ შეთანხმებამ შედეგი არ გამოიღო და ადგილობრივი მეშახტეების პროფკავშირის აქტიური ლიდერები მალევე გაუშვეს სამსახურიდან. ამ მარცხმა და „საქართველოს პროფკავშრების გაერთაინების“ არადემოკრატიულმა და მოაღალატეობრივმა კარს უკან გაკეთებულმა გარიგებამ გაანადგურა ტყიბულის პროფკავშირი, მოუკლა მშრომლებს იმედები, სიტუაცია უფრო გაუარესდა. დღეს ტყიბულის პროფკავშირის ყოფილი წევრები საზღვარგარეთ წავიდნენ შრომით მიგრანტებად. დაახლოებით ასეთივე სცენარით წარიმართა კაზრეთის საბადოებში განვითარებული გაფიცვა 2013–2014 წლებში, სადაც „საქართველოს პროფკავშრების გაერთიანებამ“ გააჩერა პროტესტი, რამაც ადმინისტრაციას მისცა საშუალება იმედგაცრუებულ მშრომელებს დაეტოვებინათ ადგილოვრივი პროფკავშირი. დღეს კორპორაცია „არემჯი“ აკონტროლებს დაბა კაზრეთის ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს, ხოლო 2000 კაციანი პროფკავშირი განადგურებულია.

ორგანიზებულ წარმატებულ მშრომელთა გაფიცავათაგან უპორველეს ყოვლისა აღანაშინვია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის[4] 2018 წლის გაფიცვა, როდესაც თბილისი მეტროპოლიტენმა გააჩერა მუშაობა. მიუხედავად თბილისი მერიის ზეწოლისა და „საქართველოს პროფკავშრების გაერთაინებაში“ შემავალი ყვითელი სატრანსპორტო კომპანიის პროკავშირის საბოტაჟის მცდელობისა და სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებისა, მეტროს თანამშრომლებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვისა, მეტროს თანამშრომლებმა მეტრო გააჩერეს. მათ გაუძლეს ზეწოლას და სამ დღეში მერია და სატრანპორტო კომპანია დათმობაზე წამოვიდა. კომპანიაში ყველა მშრომელს გაეზარდა ხელფასი 10-%დან 30%-მდე (მემანქანეებს 30%).

აღსანიშნავია კიდევ ერთი უპრეცედენტო გაფიცვა, რომელიც გახდა ახალი პროფკავშირების დაარსების მიზეზი. 2019 წელს გააიფიცნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც ხელფასების ზრდასთან ერთად ითხოვდნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ცუდი სამუშაო პირობები პირდაპირ აისახებოდა მათი ბენეფიციარების კეთილდღეობაზეც. მათ გაიმარჯვეს. დაკმაყოფილდა მათი მოტხოვნების უმრავლესობა და ხელფასები გაეზარდათ 30%-ით. სოციალურმა მუშაკებმა დააფუძნეს „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.

შემდეგ არის „ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი — სოლიდარობის ქსელი“. ეს პროფკავშირი იყო დამხმარე და ამამოძრავებელი ძალა მშრომელთა ორგანიზებითა და გაერთაინებებით ქვეყანაში მშრომელთა ბრძოლოსუნარიანობის ძალის გასაზრდელად და დემოკრატიული პროფკავშირული მოდელის დასანერგად. დღეს ბევრი გამარჯვებისა და ორგანიზების შემდეგ გვაქვს მაგალითი იმისა, თუ რამხელა ძალა აქვს პროფკავშირის დამოუკიდებელ და დემოკრატიულ მოდელს, რომელიც ზრუნავს მშრომელთა პოლიტიკური ცნობიერების განვითარებაზე. „სოლიდარობის ქსელი“ აერთაინებს ექთნებს, პროფესიული კოლეჯის პედაგოგებს, საცალო ვაჭრობის თანამშრომლებს, სოციალურ აგენტებს, თარჯიმნებს და პრეკარიატს.

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში დომინირებულმა მშრომელთა ბრძოლებმა მოითხოვა სხვადასხვა სტრატეგიებით რეაგირება ახალ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიქმნება მუდმივად მზარდი მომსახურების სექტორიდან საქართველოში. „სოლიდარობის ქსელის“ მიერ შემუშავებულმა ახალმა სტრატეგიამ წარმატებას მიაღწია თანამედროვე პროფკავშირების, როგორც მშრომელთა კავშირის დემოკრატიული კონცეფციის დანერგვაში, ისე რადიკალურ და მკაფიო ანტი-კაპიტალისტურ გრძელვადიან მიზანთან ერთად, ასობით ქართველი თანამშრომლის დახმარების პრაქტიკულ წარმატებაში — გააუმჯობესებინა ყოველდღიური ცხოვრება და პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭებინა თავისი ყოველდღიური ბრძოლისათვის.

პროფკავშირის სტრატეგია წარმატებული იყო სამი ძირითადი ფაქტორის გამო: მშრომელთა ორგანიზება, უფასო იურიდიული დახმარების გაწევა და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების ადვოკატირება. ამან გამოიწვია ჩვენი წევრების ზრდა და გავლენის ზრდა ქვეყანაში შრომითი პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმულირებაში, „სოლიდარობის ქსელმა“ შემოიტანა კავშირის ორგანიზების კონცეფცია, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში არ არსებობდა ქართულ პროფკავშირულ სტრუქტურებში. საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობა ხელახლა ეცნობა პროფკავშირის იდეას. ქვეყანაში მშრომელების აღქმა აქამდე ხდებოდა მხოლოდ მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული მშრომელებით, მაგრამ ამჟამინდელი ქართული სამუშაო ძალის დაახლოებით 65%-ზე მეტი მომსახურების სფეროშია დასაქმებული (ეს სფერო ყველაზე მეტად ზრდადია) და ამავდროულად სულ უფრო იზრდება ქალი დასაქმებულების რიცხვიც. სამუშაო ადგილებზე აგიტაცია, სოციალური მედიის კამპანია და იმ თემებზე აქცენტირება, რომელიც მშომელებს აწუხებდათ, ამ სფეროში ჟღერდა მარტივად, თუმცა ეს იყო გადამწყვეტი მათი მობილიზების დასაწყებად.

2019 წლის ბოლოს დაფუძნდა პროფკავშირული გაერთიანების ალტერნატივა — „დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანება“ („ახალი გაერთიანება“/„NCIU“). „ახალი გაერთიანება“ აერთაინებს სამ დამოუკიდებელ პროფკავშირს:

1. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფკავშირი — ერთობა 2013;

2. „ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი — სოლიდარობის ქსელი“;

3. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;

ეს ქმნის პრეცედენტს და პოტენციალს ქვეყანაში პრინციპული და პოლიტიკური ცნობიერების მქონე მშრომელთა მოძრაობის შესაქმნელად, რომელსაც ექნება პოტენციალი დაუპირსპირდეს კაპიტალისტურ სტატუს-კვოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ამის მიუხედავად, მომსახურების მზარდი ინდუსტრია და შრომის ფემინიზაცია ქმნის ახალ გამოწვევებს. მშრომელთა პროფკავშირების შექმნისა და სოციალურ უსამართლობასთან ბრძოლის ახალი პრინციპული მეთოდები ქვაკუთხედი გახდა ადგილობრივი გამარჯვებებისა, რომლებიც მხარს უჭერენ და აძლიერებენ მშრომელთა მორალს, რაც ეხმარება მშრომლებს შეიგძნონ თავიანთი ძალა, მათ არ სჭირდებათ სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად „პატრონების” ლოდინი. ეს ტაქტიკა ქმნის ჯაჭვურ რეაქციებს, რაც იწვევს მშრომელთა ცნობიერების პოლიტიზირებას, რათა იგრძნოს თავისი ძალა, რომელზეც უთხრეს, რომ არ ფლობდნენ და ეს ძალა მათ ცვლილებების ცრუ აგენტებმა ჩამოართვეს.

თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს საარჩევნო პოლიტიკამ ადგილი არ დაუტოვა მშრომელ ხალხს. ჩვენ გვავქს არჩევნები არჩევნების შემდეგ, რეალური არჩევანის გარეშე. ამიტომ მოძრაობა, რომელსაც პოლიტიკურად კეთილსინდისიერი და ორგანიზებული მშრომელთა ერთობა ხელმძღვანელობს, კორუმპირებული საარჩევნო პოლიტიკის რეალური სისტემისა და კაპიტალისტური ლობისტური პოლიტიკური პარტიების მიერ გამოშიგნული ქვეყანის რეალური ალტერნატივაა. დროა უარი ვქთათ „არაჩევანზე“! არა აჩევნებს არჩევანის გარეშე და დავამსვრიოთ სტატუს-ქვო!

ბიბიოგრაფია

Gill, S. (2003). Power and Resistance in the New World Order (1st გამ.). New York City: Palgrave Macmillan.

Graeber, D. (2011). Debt: The First 5000 Years. Melville House Publishing. მოპოვებული 2019 წლის 21 March

Harvey, D. (1982). The Limits to Capital. Oxford: Basil Blackwell. მოპოვებული 2019 წლის 23 March

Langley, P. (2015). Liquidity Lost. 124–145: Oxford University Press. მოპოვებული 2019 წლის April

Marx, K. (1959). Capital (Georgian: კაპიტალი: ტომი III) (Vol. III). (R. Karanadze, Trans.). Tbilisi, Georgian SSR: tate Publisher of the Georgian SSR.

კარანაძე, რ., ჩარკვიანი, ნ., ს., ჯ., & & ომსარაშვილი, დ. (2019 წლის აპრილი). ექთნების შრომის პირობები საქართველოში. (R. Karanadze, თარჯ.) სოლიდარობის ქსელი.

საქართველოს კონსიტუცია. (2010). მუხლი 94 (ლიბერთი აქტი)/Article 94 (Liberty Act). საქართველოს პარლამენტი. მოპოვებული 2019 წლის 19 March, http://www.parliament.ge/uploads/other/28/28803.pdf-დან

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი,. (2019 წლის 19 ოქტომბერი). შალვა ნათელაშვილის მიმართვა დონალდ ტრამპს. მოპოვებული https://1tv.ge/news/shalva-natelashvili-mivmartav-donald-tramps-gakhsnas-saqartveloshi-amerikuli-samkhedro-baza-da-ganalagos-masze-atomuri-birtvuli-iaraghi/-დან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2016). საქართველოს მოსახლეობის აღწერა. მოპოვებული 2019 წლის 7 May, https://www.geostat.ge/index.php/ka-დან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2019). მედიცინი მუშაკების რაოდენობა საქართველოში.

საქართველოს შრომის კოდექსი. (2010). საქართველოს პარლამენტი. მოპოვებული tps://matsne.gov.ge/en/document/view/1155567?impose=translateEn-დან

დანართი

[1] ყვითელი პროფკავშირი — კომპანიის ან დაწერსებულების მიერ მართული ხელოვნური პროფკავშირი, პროფკავშირის სიმულაცია, რათა რეალური პროფკავშირისა და მშრომელთა გაერთაინების შექმნის საშუალება არ არსებობდეს სამუშაო ადგილზე. შეუძლებელია პროფკავშირი იმართებოდეს ან იყო საწარმოს ან კომპანიის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული რაიმე ფორმით, გარდა მშრომელთა ინტერესების მხარეს წარმოადგენდეს სრულად დაცულს დასაქმებულთა ინტერესებისგან.

[2] ორდოლიბერალიზმი, ეს არის რადიკალური „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა, რომელიც შემუშავდა გერმანიის მიერ, სამხერთ ევროკავშირის ქვეყნებში საბიუჯეტო დანახარჯების სოცილიური პოლიტიკის შემცირებისა და მაოსბრივი პრივატიზების ჯარზე, სადაც უპირატესობა უცროურ (გერმანულ) კოორპაორაციებს ენიჭებოდათ (Langley, 2015).

[3] თვიური მინიმალური ხელფასი 1999 წლიდან დღემდე 20 ლარია. ქვეყანაში დაახლოებით 900 ათასი დასაქმებულიდან 229 ათასი დასაქმებულის ხელფასი თვეში 250 ლარზე ნაკელბია. მათ შორის არიან მედმუშაკები, მასწავლებლები და მომსახურების სფეროში დასაქმებულებიც. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი საქართველოში მინიმალური ხელფასის გაზრდის წინააღდმეგია, ჩვენ რეგიონში ყველაზე დაბალი და თითქმის 21-ჯერ უფრო ნაკლები გვაქვს განსაზღვრული მინიმალური ხელფასი ჩვენს შემდეგ ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასის ქვეყანასთან, სომხეთთან, შედარებით. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ქვეყანში მინიმალური ხელფასი, რომელიც იქნება სტანდარტი და რაზე დაბალიც ხელფასი არ შეიძლება იყოს, ეს არის თვეში წლიური საშუალო ხელფასის 45%.

[4] თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“- დაარსდა 2013 წელს, როდესაც „საქართველოს პროფკავშრების გაერთაინებამ მეტროს მემანქანეები გარიცხა საკუტარი რიგებიდან მათი კომპანიის ადმინისტრაციასთან მოთხოვნების გამო. „ერთობა 2013“ დღეს საქართველოში ერთერთი ყველაზე ძლიერი პროფკავშირია, რომელსაც აქვს ყველაზე ძლიერი კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც იტქვალისწინებს დამატებით პენსიებს, პრემიებს, დასვენების დღეებსა და ხელფასების რანჟირებას სტაჟისა და გამოცდილების მიხედვით.