საცხოვრებელი ხელფასის 1272.20 ლარის ოდენობის გაანგარიშება იმის ქვედა ზღვარია, რაც ექთნებს სურთ. ამასთან, 1272.20 ლარიდან დაწყება წლიური ინდექსაციით, შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა ექთნის პროფესიის დასაცავად, ექთნებისთვის საცხოვრებელი ხელფასის მისაცემად და მათი ტვირთის შესამსუბუქებლად.


აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექნთების შრომა განსხვავდება სხვისი შრომისგან, რადგან ის უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობას ეხება და მათი შრომის პირობები პირდაპირ კავშირშია პაციენზე ზრუნვის ხარიხთან. ამიტომ ისინი არ უნდა იყვნენ იძულებული მუშაობდნენ ორ ცვლაში და ამასთან ერთად ზეგანაკვეთურად. მათი ანაზღაურება ერთ სამუშაო ადგილზე უნდა იყოს საკმარისი, მათი საბაზისო, ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

ავტორი: სოფო ჯაფარიძე
რედაქტორი: რევაზ კარანაძე

დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზეhttps://bit.ly/2Uc3OE2