ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ სოლიდარობას უცხადებს რიონის ხეობის მცველებს და მათ სამართლიან პროტესტს!
სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური ელიტები კვლავ აგრძელებენ არადემოკრატიულ, კოლონიალურ და უსამართლო პოლიტიკის გატარებას საჯარო სიკეთეების წინააღმდეგ. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები სრულიად უგულებელყოფილია. ქვეყნის პოლიტიკა ემსახურება მხოლოდ ბიზნესის ინტერესებს. ზუსტად იგივე მდგომარეობაა ქვეყნის შრომის და სოციალურ პოლიტიკაში, რომელშიც პოლიტიკა მთლიანად მორგებულია ბიზნესს და ლობისტ პარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს მშრომელთა ინტერესებს ყოველდღიურად ფეხქვეშ თელავენ.
ბუნებრივი რესურსები, ისევე, როგორც ჯანდაცვა, საჯარო სიკეთე და ხალხის საერთო საკუთრებაა. აქედან გამომდინარე, მათი გასხვისება დაუშვებელია.
შემაშფოთებელია, რომ უცხო ქვეყნის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობამ ადგილზე გამოიძახა პოლიციური ძალები და შეზღუდა მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციური უფლება. ამასთანავე, ყოვლად მიუღებელია საკომუნიკაციო არხების დახშობის მცდელობა. სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს!
სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს!
ბოლო კომენტარები