ჩვენს შესახებ

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – სოლიდარობის ქსელი

 

„სოლიდარობის ქსელის“ იდეა 5 წლის წინ დაიბადა. 2015 წლიდან დღემდე მრავალი გამოცდილების დაგროვებისა და შრომის საკითხების საზოგადებაში პოპულარიზებასთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ დავხმარებოდით უამრავ ადამიანს, ხოლო 2017 წლიდან კი, უკვე როგორც მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირი ვიბრძვით მშრომელთა გამარჯვებისთვის. დღეს პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ ადგილობრივ პროფკავშირულ გაერთაინებას და ვიზრდებით ყოველდრიურად.

2020 წლიდან თბილისის სატრანსოპორტო კომპანიის დამოუკიდებელ პროფკავშირ „ერთობა 2013“-თან და „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან“ ერთად შევქმენით „პროფკავშირების ახალი გაერთაინება“, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში მშრომელთა დემოკრატიული მოძრაობის შესაქმენლად.

„COVID-19“-ის პანდემიამ მსოფლიოს ახალი გამოწვევები შეუქმნა და კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროებში დასაქმებული მშრომელების მნიშვნელობა, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. დღეს, მაღააზიის კოსულტანტები, დამლაგებლები, ოფიციანტები, დისტრიბუტორები, ექთნები, სანიტრები, ექიმები და სერვისის სფეროში სხვა დასაქმებულები არიან ისინი, ვისი შრომაც განაპირობებს ჩვენს, სხვა მშრომელებისა და, ზოგადად, მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

 ყველა ჩვენგანის სამოქალაქო ვალდებულებაა ამ მშრომელებისთვის მადლობის გადახდა, სოლიდარობის გამოცხადება და ყველა პოლიტიკოსის იძულება, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, ამ ადამიანების დასაფასებლად შექმნან კარგი შრომითი პირობები და ღირსეული ანაზღაურება; მათი ვალდებულებაა ემსახურონ ამ მშრომელების ინტერესებს და არა ვიწრო კარიერისტულ, მერკანტილურ, პარტიულ, თუ დიდი ბიზნესების ლობისტურ ინტერესებს. ჩვენი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მშრომელებმა შევქმნათ პრინციპული და დემოკრატიული მშრომელთა გაერთიანებები, რადგან დემოკრატიისთვის აუცილებელია, რომ მუდმივად არ ვიყოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების უსამართლო პოლიტიკის დაქვემდებარებაში.

 

გამოხმაურება

გამოგვეხმაურე

მისამართი

მალე მეცოდინება
0179, თბილისი

ტელეფონი

557 99 65 34

591 98 67 87

ელ. ფოსტა

solnetworkerscenter@gmail.com

სოციალური